
ვინ ხდება ანტრეპრენერი?
ვინ ხდება ანტრეპრენერი?
The Generalist-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიიდან მრავალი კომპანია შეისწავლა, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე არიან.
განსაკუთრებული ყურადღება კომპანიების წარმოშობის ისტორიაზე გამახვილდა. მაგალითად, როგორ იმოქმედა ჰოვარდ შულცის (Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი) ანტრეპრენერულ ხედვაზე იტალიაში მოგზაურობამ? რატომ იყო მორის ჩანგი (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) მზად მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარგამტარული მწარმოებლის შესაქმნელად?

AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს.
დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია.

რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?

საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
ადამიანების უმეტესობა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს. ყველა თანხმდება, რომ ფიზიკური სიჯანსაღე მნიშვნელოვანია და მასზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა, ფსიქიკურ კეთილდღეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც არც ერთი სადაზღვევო პაკეტი მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს არ ითვალისწინებს.

TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი
TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი
TikTok უზარმაზარი ვიდეო პლატფორმაა, რომლის მომხმარებლების ძირითად ნაწილს Gen Z წარმოადგენს. შესაბამისად, ამ თაობასთან დასაკავშირებლად ყველაზე მარტივი გზა სწორედ TikTok-ის გამოყენებაა. მართალია, მოზარდები, ტინეიჯერები და ზრდასრულები პლატფორმას ძირითადად გართობის მიზნით იყენებენ. თუმცა, ხშირად სწორედ TikTok ხდება დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მძლავრი იარაღი.

სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ
სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ
BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ასობით ანგარიში, რომლებიც ცოტა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ აღადგინეს, სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
მარტში, Nvidia-ს ყოველწლიურ AI კონფერენცია GTC-ზე, კომპანიის ხელმძღვანელი, ჯენსენ ჰუანგი firerside chat-ისთვის სცენაზე მიიწვევს OpenAI-ის თანადამფუძნებელს და მთავარ მეცნიერს, ილია სუცკევერს.
საუბარი, რა თქმა უნდა, გაავრცელებს სიმბოლურ გზავნილს, რომ Nvidia არ აპირებს, დათმოს AI დომინირება, რომელიც ათი წლის წინ დაიწყო. Nvidia-ს ლიდერობას საფრთხეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ისა და მისი მსგავსი ხელსაწყოებით ჩანაცვლება უქმნის.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი საქართველოდან, რომელიც Google-ში მუშაობს
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი საქართველოდან, რომელიც Google-ში მუშაობს
23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ირაკლი შალიბაშვილი უკვე 6 თვეა Google-ის თანამშრომელია. მისი გუნდი ძირითადად შიდა პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობას ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა პრობლემებია მათი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ გუნდებსა და სისტემებში.

რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში
ყალბი ამბების ინტერნეტში გავრცელება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ სწრაფად იზრდება. ბევრ ადამიანს უჭირს გაარჩიოს ნამდვილი ამბავი ყალბისგან, ეს კი დაბნეულობას იწვევს.

როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» თრეილერი გამოუშვა.
სამინისტრო წერდა, რომ მათ «გაითვალისწინეს 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს».
თამაშის პირველი ეტაპის რელიზი 2022 წლის მაისში იგეგმებოდა, მაგრამ თითქმის ერთი წლის შემდეგაც «დიდგორის» შესახებ არანაირი სიახლე არ გავრცელებულია.

ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
ბიოტექი და ტექნოლოგიების როლი მედიცინაში
ტექნოლოგიების განვითარებას გავლენა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე აქვს. მათ შორის ისეთ ნაწილებზეც, რომლებზეც ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. ტექნოლოგიების როლი მედიცინაში შეუფასებელია. სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ურთულესი ოპერაციების წარმატებით ჩატარება და უამრავი სიცოცხლის გადარჩენა.
რა არის ბიოტექნოლოგიები და რა როლი აქვს ტექნოლოგიას მედიცინასა და მის მომავალზე? ჯანდაცვის მომავალი ჩვენს თვალწინ ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიღწევებით ყალიბდება. მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, VR/AR, რობოტიკა და ნანოტექნოლოგიები.

უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
უნდა ვუწოდოთ თუ არა ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტი
რამდენიმე თვეა, მსოფლიოში გამორჩეულად გაიზარდა OpenAI-ის ჩატბოტის, ChatGPT-ის პოპულარობა. მას ყველა ხელოვნური ინტელექტის სახელით იცნობს. თუმცა, ეს შეცდომაა. რეალურად ChatGPT სულაც არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. რა არის ხელოვნური ინტელექტი და რა არის ChatGPT? თემაზე მსჯელობა ძალიან საინტერესოა.

რა არის DevOps და რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა
რა არის DevOps და რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა
ტექნოლოგიური სამყარო ყოველდღიურად არსებული და ახალი პროდუქტების, ინფორმაციებისა თუ ინოვაციების შერწყმით ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. ამ მიზნის მისაღწევად კი სისწრაფე, ხარისხი და სრულყოფილება უმთავრესია. DevOps ამ სამ კომპონენტს წარმატებით აერთიანებს.
DevOps შედარებით ახალი ტექნოლოგიური კონცეფციის კლასიკური მაგალითია, რომელიც კომპანიებისა თუ კონკრეტული პირების მიერ ხშირად არასწორად აღიქმება, ზოგჯერ კი მისი იდეა საერთოდ ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება. ამიტომ, ვეცდებით, სტატიაში DevOps-ზე შეგროვებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამაში DevOps Georgia-ს თანადამფუძნებელი, ერეკლე მაღრაძე გვეხმარება.

როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე სტარტაპ ბიურო გამოჩნდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორთან, რათა მათი ჩართულობით ქვეყანაში წარმატებით დანერგონ ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების სხვა პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა AI ძიების სამართლებრივი ბედი გადაწყვიტოს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა AI ძიების სამართლებრივი ბედი გადაწყვიტოს
აგებენ თუ არა რობოტები პასუხს საკუთარ ნათქვამზე?
აშშ-ის უზენაესი სასამართლო გეგმავს, გადახედოს Communications Decency Act-ის — [კომუნიკაციების კეთილსინდისერების აქტი] 230-ე მუხლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტის მუშაობის საფუძველს წარმოადგენდა. ის 1996 წელს შეიქმნა ინტერნეტპლატფორმების დაცვისა და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მესამე მხარის ბრალდებების შემთხვევაში.
თითქმის 3 დეკადის შემდეგ მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, დიდია ალბათობა, რომ საბოლოოდ შეიცვლება წესები იმ ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა — ხელოვნური ინტელექტის მქონე საძიებო სისტემები, როგორიცაა Google Bard და Microsoft Bing.

აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით თბილისში TechCamp ჩატარდა
აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით თბილისში TechCamp ჩატარდა
16-18 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, TechCamp გაიმართა. 2023 წლის TechCamp-ის თემა იყო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში.
სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველდღე ექვსი ლექციიდან ერთ-ერთს დასწრებოდნენ. ლექციებს ატარებდნენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი მენტორები. მონაწილეები ძირითადად მასწავლებლები და ჟურნალისტები იყვნენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
TechCamp-ის ვორკშოპების სერიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის საელჩოს, კავკასიის უნივერსიტეტისა და TechCamp-ის წარმომადგენლებმა. TechCamp-ის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ და გამოიყენონ ინოვაციური ტექნიკური მიდგომები გლობალურ საკითხებზე მუშაობისას.

რა არის Smart City და შეიძლება თუ არა მისი დანერგვა საქართველოში
რა არის Smart City და შეიძლება თუ არა მისი დანერგვა საქართველოში
მომავლის ჭკვიანი ქალაქები (Smart Cities) არის ურთიერთდაკავშირებული მუნიციპალიტეტები. ისინი იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა გააუმჯობესონ სამთავრობო მომსახურების ხარისხი და მოქალაქეთა კეთილდღეობა.
ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიების გამოყენებისას უმთავრესი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მოქალაქეებმა სწრაფად უნდა გაიგონ რა ხდება მათ გარშემო ქალაქში.
სწრაფი კომუნიკაცია ჭკვიან ქალაქს შესაძლებლობას აძლევს, აღმოფხვრას შეცდომები და გააუმჯობესოს სერვისები. შედეგად მოქალაქეები უფრო დაცულნი იქნებიან.

ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმი — ქართული ღვინო ციფრულ სივრცეში
ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმი — ქართული ღვინო ციფრულ სივრცეში
ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააძლიერებს. რა ხდება მაშინ, როდესაც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტში ტექნოლოგიები, კერძოდ — ბლოკჩეინი და ტოკენიზაცია ერთვება?
ლევან ბოძაშვილი ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმის დამფუძნებელი და ბლოკჩეინ ბიზნესის კონსულტანტია. ის dev.ge-სთან ქართული ღვინის ტოკენიზაციის მომავალზე საუბრობს.

წარმატებული ქართული AI სტარტაპები
წარმატებული ქართული AI სტარტაპები
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მომავლის ჩამოყალიბებაში. მათ მოაქვთ ახალი იდეები რთული პრობლემების გადასაჭრელად, ხშირად ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში უახლესი მიღწევების გამოყენებით, სტარტაპებს შეუძლიათ, შექმნან ახალი პროდუქტები და სერვისები, გააუმჯობესონ არსებული და დანერგონ ახალი ბიზნეს მოდელები.
ჩვენ წარმოგიდგენთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ რამდენიმე წარმატებულ ქართულ სტარტაპს.

NFT — მომავალი თუ წარსული?
NFT — მომავალი თუ წარსული?
NFT (Non-fungible Token) — შეუცვლელი ჟეტონი, უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორი, რომლის კოპირება, ჩანაცვლება ან დაყოფა შეუძლებელია. იგი ჩაწერილია ბლოკჩეინში და გამოიყენება ავთენტურობისა და საკუთრების დასადასტურებლად.
2022 წელი NFT-ის ენთუზიასტების, მხატვრებისა და ინვესტორებისთვის მოულოდნელად უარესობისკენ შეიცვალა. 2021 წელს ბაზრის მზარდი ზრდის შემდეგ, NFT ვაჭრობის მოცულობა და გაყიდვები შემცირდა FTX-ის, ერთ-ერთი უდიდესი გლობალური კრიპტო ბირჟის, და არასტაბილური კრიპტოვალუტის ბაზრის კრახის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ NFT 2014 წლიდან არსებობდა, მხოლოდ 2021 წელს დაიწყო გაყიდვები და მასიური ზრდა. ერთი წლის შემდეგ კი გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა.

საქართველოს ხედვა და გეგმები ტექნოლოგიური განვითარების კუთხით
საქართველოს ხედვა და გეგმები ტექნოლოგიური განვითარების კუთხით
ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივა, მიზნები და გეგმები ჩვენს თანამედროვეობაში ფართოდ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობას და მის მდებარეობას მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზე. dev.ge შეეცადა, გაერკვია, რა ეტაპზეა საქართველო, როგორი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და როგორია გეგმები და მოლოდინები.

supergmiri.ge — როცა სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება
supergmiri.ge — როცა სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება
წესით, ბავშვობა ცხოვრების ყველაზე ლაღი და უდარდელი პერიოდი უნდა იყოს, ასევე ეს არის დრო, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. თუმცა, სოციალური უთანასწორობის პირობებში, ყველას არ უმართლებს და ამ წლების გატარება დიდ გაჭირვებაში უწევს.
სწორედ ასეთი ბავშვების დასახმარებლად, 2019 წელს მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა ციფრული საქველმოქმედო პლატფორმა, სუპერგმირი შექმნეს, სადაც ნებისმიერი მსურველი სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებს.

ვინ არიან სინამდვილეში ჰაკერები?
ვინ არიან სინამდვილეში ჰაკერები?
სიტყვა ჰაკერის გაგონებაზე საზოგადოების უმეტესობას ნეგატიური ასოციაციები უჩნდება. ჰაკერი დაკავშირებულია კიბერდანაშაულთან და ქურდობასთან. წლების განმავლობაში ტერმინის არასწორად გამოყენებამ ჰაკერებზე ხალხში ცუდი წარმოდგენა დანერგა.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში —ვითარება და გამოწვევები
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში —ვითარება და გამოწვევები
საქართველოს კონსტიტუციაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ინტერნეტზე თავისუფლად წვდომა და გამოყენება აღიარებულია საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებად. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტზე ხელმისაწვდომობით.
2020 წლის ივლისის მდგომარეობით, ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის 83,8%-ს ჰქონდა. თუმცა, უთანასწორო რეგიონული განაწილებით. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილში მუშაობს, საზოგადოების ნაწილისთვის მისი მოხმარება სხვადასხვა მიზეზის გამო რთულდება.
«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი და IDFI-ის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი გვესაუბრნენ იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში ინტერნეტის გავრცელების კუთხით დგას.

გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
საქართველოში ტექნოლოგიური, კომპიუტერული განათლების დაუფლების რამდენიმე გზა არსებობს. სასწავლო ცენტრებთან ერთად, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად მომრავლდა, შესაბამის ფაკულტეტს რამდენიმე უნივერსიტეტიც გვთავაზობს. ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

MidJourney - AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
MidJourney - AI ხელოვნება, რომელმაც ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა
ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედია და სოციალური ქსელები მოიცვა ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა გამოსახულებებმა. ისინი Midjourney AI-ით იყო შექმნილი.
Midjourney AI-art არის ახალი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დაგეხმარებათ, ფანტაზია რეალობად აქციოთ. ის ნახატებს ტექსტის საშუალებით ქმნის. თქვენ აძლევთ მას საკვანძო სიტყვებს, ის აგროვებს ინფორმაციას და ქმნის სურათს. ეს არის ახალი შესაძლებლობა ხელოვნების სამყაროსთვის.

სანდრო ჯიქურიძე - 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე
სანდრო ჯიქურიძე - 23 წლის ინჟინერი Microsoft-ის მაღალ პოზიციაზე
ბოლო დროს ტექნოლოგიურ სივრცეში არსებული კრიზისული გარემოდან გამომდინარე, აქცენტი, ძირითადად, თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რეორგანიზაციასა და ნეგატიურ ინფორმაციაზე კეთდება. თუმცა, ამ ბნელ პერიოდშიც კი შიგადაშიგ ნათელი და პოზიტიური მომენტებიც გამოერევა ხოლმე. სწორედ ასეთია 23 წლის სანდრო ჯიქურიძის ამბავი, რომელიც 16 იანვარს Microsoft-ის გუნდს შეუერთდა.

რა იცის ChatGPT-იმ საქართველოზე?
რა იცის ChatGPT-იმ საქართველოზე?

რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება. იცვლება მიდგომები, ინსტრუმენტები, ხასიათი, თუმცა მუსიკის სიყვარული რჩება. მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში ტექნოლოგიების სფეროს უდიდესი როლი აქვს. ჩნდება ახალი მოწყობილობები, რომლებიც ცვლის ჩვენს აღქმას და მუსიკისადმი დამოკიდებულებას.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და შანტაჟი - ციფრული დანაშაული
ციფრული სამყაროს ერთ-ერთ მთავარ დანაშაულებრივ გამოწვევას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და/ან ამით შანტაჟი წარმოადგენს. ეს დანაშაული საფრთხეს უქმნის ადამიანს და აყენებს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შანტაჟთან და მანიპულაციასთან გამკლავება უწევს. მსხვერპლთა დიდი ნაწილი ქალი ან არასრულწლოვანი გოგოა.