საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
ადამიანების უმეტესობა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს. ყველა თანხმდება, რომ ფიზიკური სიჯანსაღე მნიშვნელოვანია და მასზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა, ფსიქიკურ კეთილდღეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც არც ერთი სადაზღვევო პაკეტი მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს არ ითვალისწინებს.
Moodkit ორი კლინიკური ფსიქოლოგის მიერ შეიქმნა და დაფუძნებულია კოგნიტიური ქცევის თერაპიის პრინციპებსა და ტექნიკებზე. ის გთავაზობთ 200 აქტივობას, დაგეხმარებათ ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლებასა და განწყობის გაუმჯობესებაში. ასევე, მოიცავს დღიურის ფუნქციას.
დადებითი მხარეები:
ფაქტებზე დაფუძნებული;
აქტივობების ფართო არჩევანი;
დღიურის ფუნქცია.
უარყოფითი მხარეები:
ზოგიერთი მომხმარებელი მიუთითებს ტექნიკურ ხარვეზებზე.
ფასი: ყოველთვიური გამოწერა იწყება $69-დან ყოველკვირეულად
საუკეთესოა: თერაპიისთვის
Talkspace ამ სიაში ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია, თუმცა მისი საშუალებით თქვენ გაქვთ პირდაპირი კავშირი მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალებთან. ეს ონლაინ თერაპია რეალურ სივრცეში თერაპევტთან კომუნიკაციის უფრო ხელმისაწვდომი ვერსიაა. თქვენ გაქვთ 24/7-ზე წვდომა და მხარდაჭერა. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეტყობინების გაგზავნა თერაპევტისთვის. ასევე, შეგიძლიათ, დანიშნოთ ვიდეოშეხვედრები.
Headspace გთავაზობთ მედიტაციის ფართო არჩევანს 3-20 წუთიანი ხანგრძლივობებით.
მედიტაცია მრავალ სარგებელს გთავაზობთ, მათ შორის სტრესის მოხსნას, შფოთვის კონტროლს, საკუთარი თავის ცნობის და ყურადღების გაუმჯობესებას, ასევე ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დაკარგვის შანსების შემცირებას.
საუკეთესოა: სუიციდზე ცნობიერების ამაღლებისა და პოზიტიური აზროვნებისთვის.
Better Stop Suicide აპლიკაცია შექმნილია ფსიქოლოგიური ტექნიკების მიხედვით, რათა დაეხმაროს მათ, ვისაც სუიციდური აზრები აქვს. აპლიკაცია ეხმარება ადამიანებს, დამშვიდდნენ და იყვნენ რაციონალურები. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ საფრთხის შემცველ სიტუაციაში ხართ და ხვდებით, რომ თავს ვერ აკონტროლებთ, საუკეთესო საშუალება 112-თან დაკავშირებაა.
ამ აპლიკაციაში თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ დამამშვიდებელ აუდიო მასალებს, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალებმა შექმნეს, ჩაწეროთ აუდიომესიჯები საკუთარი თავისთვის, იპოვოთ აუდიო ძილისთვის, შეინახოთ მნიშვნელოვანი კონტაქტები, რომლებთან წვდომაც შეიძლება დაუყოვნებლივ დაგჭირდეთ.
აპლიკაცია დაგეხმარებათ, შეამოწმოთ თქვენი ინტუიციური აზრები, რათა თქვენი ფიქრები ავტომატურად ფაქტებად არ განიხილოთ.
ამან, შესაძლოა, თავიდან აგაცილოთ ემოციებზე დაფუძნებული მოქმედებები.
MindShift CBT აპლიკაცია შეიქმნა შფოთვის შესამცირებლად CBT (კოგნიტიური სუნთქვის თერაპიის) მოწყობილობების გამოყენებით. ის გეხმარებათ აზროვნებისა და ქცევის კონტროლში. აპლიკაცია ირწმუნება, რომ დაგეხმარებათ ღელვის, პანიკის, პერფექციონიზმის, საზოგადოებრივი შფოთვის და ფობიების გადალახვაში.
ფუნქციები მოიცავს მოკლე მედიტაციებს, ფიქრების ჩაწერას, გასამკლავებელ ბარათებს და აქტივობებს, რომლებიც დაგეხმარებათ შიშთან შეხვედრაში, რწმენების შეცვლასა და ჯანსაღი ჩვევების შემუშავებაში.
Quit That! ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ ჩვევებს და დამოკიდებულებას. აპლიკაცია გეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ჩვევები და თავი დაანებოთ მოწევას, ნარკოტიკების გამოყენებას ან ალკოჰოლის და კოფეინის დიდი დოზით მიღებასაც კი.
თუ თქვენი დამოკიდებულება სერიოზულ ფორმებშია, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართოთ.
აპლიკაცია დაგეხმარებათ, თვალი ადევნოთ თქვენს ჩვევებს ისე, როგორც თქვენთვის კომფორტულია. ასევე შეგიძლიათ, აკონტროლოთ დროის ხანგრძლივობა მას შემდეგ, რაც დამოკიდებულებას თავი დააღწიეთ და ნახოთ, რა თანხა დაზოგეთ ამის ხარჯზე.
დადებითი მხარეები:
უფასო;
მარტივად გამოსაყენებელი;
არ აქვს ლიმიტი შერჩეული საკონტროლებელი ჩვევების რაოდენობაში.
უარყოფითი მხარეები:
არანაირი მასალა ან მხარდაჭერის გზები დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად.
ზოგიერთი მომხმარებელი საუბრობს ტექნიკურ პრობლემებზე.
ფასები: უფასო ვერსია. ყოველწლიურად $139.99. ყოველთვიურად $14.99. ულიმიტო $449.99;
საუკეთესოა: ხასიათის გამოსასწორებლად.
ეს აპლიკაცია იყენებს თამაშებს, რათა გააუმჯობესოს თქვენი განწყობა. აქტივობები შეიქმნა პოზიტიური ფსიქოლოგიისა და კოგნიტიური სუნთქვის თერაპიის პრინციპების მიხედვით.
ეს აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თამაშები, რომლებიც დაგეხმარებათ სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის:
სტრესთან გამკლავება;
კარიერული წარმატების მიღწევა;
მედიტაციის საშუალებით გონიერების მიღწევა;
ნეგატიურ აზრებთან გამკლავება;
თავდაჯერებულობის შეძენა.
აპლიკაციის უფასო ვერსიით თქვენ გაქვთ წვდომა თამაშებთან და ინფორმაციასთან.
დადებითი მხარეები:
ადვილად გამოსაყენებელია.
ხელმისაწვდომი მიზნები.
უარყოფითი მხარეები:
ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ბოლო ვადები, რომლებიც აპლიკაციას აქვს უფრო მეტ სტრესს ქმნის.
საუკეთესოა: კვებითი აშლილობის დროს (eating disorders)
Recovery Record არის არაჩვეულებრივი ხელსაწყო ნებისმიერისთვის, ვინც კვებით დარღვევას ებრძვის. აპლიკაცია შესაძლებელია, დაუკავშირდეს Recovery Recod-ის კლინიკურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მკურნალობას პროფესიონალების მიერ. პროფესიონალთა ჯგუფს ეგზავნება თქვენი მდგომარეობის სრული სურათი, რაც მათ საშუალებას აძლევს აკონტროლონ თქვენი გამოჯანმრთელების პროცესი და დაგეხმარონ მიზნების მიღწევაში.
ფუნქციები მოიცავს კვების დღიურს, ფიქრებსა და გრძნობებს საკვების მიღებისას, ყოველდღიურ შეგონებებს, გამკლავების ტაქტიკებს და სხვ.
დადებითი მხარეები:
უფასოა.
გაკავშირებთ პროფესიონალების ჯგუფთან.
უფრო გონივრულია, ვიდრე საკვების დღიურის ფურცელზე შევსება.
უარყოფითი მხარეები:
ზოგიერთი მომხმარებელი საუბრობს ტექნიკურ ხარვეზებზე.
ფასი: განსხვავებული გადასახადებია განსხვავებული გეგმის მიხედვით. ფარავს 30 ტიპის დაზღვევა.
საუკეთესოა: ობსესიურ-კომპულსური აშლილობისას (OCD)
NOCD შეიქმნა, რათა დაეხმარონ ადამიანებს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით. ის აერთიანებს გონივრულობას და გამოსახულებაზე რეაგირების ტექნიკას. აპლიკაცია დაფუძნებულია OCD სპეციალისტების კვლევებზე.
აპლიკაციაში თქვენ შეგიძლიათ ჩანიშნოთ ვიდეო შეხვედრა თერაპევტთან და მიიღოთ დახმარება სესიებს შორის. პროცესი საკმაოდ ადვილია: თქვენი მოწყობილობა გაკავშირებთ შესაფერის თერაპევტთან და იწყებთ პერსონალიზებულ OCD მკურნალობას.
დადებითი მხარეები:
ხელსაყრელია უცაბედი შეტევებისას.
მომხმარებლების დიდი ჯგუფი.
უარყოფითი მხარეები:
ძვირადღირებულია.
ზოგიერთი მომხმარებლის თქმით, რჩევები ძალიან ზოგადია.
საუკეთესოა: ძილის გრაფიკის გასაუმჯობესებლად, ემოციების დასარეგულირებლად და მედიტაციაში სავარჯიშოდ.
Calm არის აპლიკაცია, რომელიც გაწვდით მედიტაციების, სუნთქვითი ტექნიკების და დამამშვიდებელი სავარჯიშოების ინსტრუქციებს. ეს ტექნიკები ხელს უწყობს დასვენებას, ამცირებს დაძაბულობას და ხსნის სტრესს. ამასთან, გეხმარებათ, რომ დაიძინოთ უფრო მალე და უფრო ღრმა ძილით.
Calm გთავაზობთ ჩაწერილი ისტორიების ფართო არჩევანს სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის მოგზაურობა, ბუნება და არამხატვრული ტექსტები. ზოგიერთ ისტორიას ცნობილი სახეებიც კითხულობენ.
Reframe მომხმარებელს აწვდის სტრატეგიებს და რესურსებს, რომლებიც ეხმარება ადამიანებს მიიღონ ნაკლები ალკოჰოლი ან შეწყვიტონ დალევა. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისი გამოყენება თუ გსურთ არ დალიოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეამოწმოთ თქვენი დალევის ჩვევები ან გაიგოთ რატომ სვამთ. აპლიკაცია გეხმარებათ გამოიმუშაოთ ჯანსაღი ჩვევები.
Reframe გთავაზობთ 120 დღიან ქცევის შეცვლის პროგრამას, რომელიც დაფუძნებულია ნერვული მეცნიერებისა და კოგნიტიური ქცევის კვლევებზე.
დადებითი მხარეები:
გეხმარებათ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის შემცირებაში.
ფასი: უფასო ვერსია. ყოველთვიურად $4.99. ყოველწლიურად $49.99
საუკეთესოა: ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტისთვის.
I Am Sober აპლიკაცია გეხმარებათ ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტაში. ის გეხმარებათ აღმოაჩინოთ ტრიგერები, კონკრეტული მახასიათებლები და შეიმუშაოთ ჯანსაღი ჩვევები, რათა მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და დარჩეთ ფხიზლები.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აღნიშნოთ, რამდენი დღე იყავით ფხიზელი და მონიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევები. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს მხარდაჭერისთვის.
სტარტაპების მართვა და მენტალური ჯანმრთელობა — დამფუძნებლები გამოცდილებას გვიზიარებენ
ანა აბაშიძემ თავისი დაფუძნებული სტარტაპი — მანქანების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, Carusell შეაჩერა. ერთ-ერთი მიზეზი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და გადაღლაა — სტარტაპის შექმნა და მართვა ფსიქოლოგიური ომია, რომელთან გამკლავებაც არც ისე მარტივია. ანა ამბობს, რომ არც არის აუცილებელი, ადამიანმა ამ სტრესს ყველაფრის ფასად გაუძლოს — გაჩერება და დამსახურებული პაუზის აღება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.