რა არის DevOps და რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა
ტექნოლოგიური სამყარო ყოველდღიურად არსებული და ახალი პროდუქტების, ინფორმაციებისა თუ ინოვაციების შერწყმით ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. ამ მიზნის მისაღწევად კი სისწრაფე, ხარისხი და სრულყოფილება უმთავრესია. DevOps ამ სამ კომპონენტს წარმატებით აერთიანებს.
DevOps შედარებით ახალი ტექნოლოგიური კონცეფციის კლასიკური მაგალითია, რომელიც კომპანიებისა თუ კონკრეტული პირების მიერ ხშირად არასწორად აღიქმება, ზოგჯერ კი მისი იდეა საერთოდ ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება. ამიტომ, ვეცდებით, სტატიაში DevOps-ზე შეგროვებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამაში DevOps Georgia-ს თანადამფუძნებელი, ერეკლე მაღრაძე გვეხმარება.
DevOps — development operations — არის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების მეთოდოლოგია.
ის კულტურული ფილოსოფიების, პრაქტიკისა და ხელსაწყოების ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზაციებს პროდუქტების იმაზე სწრაფი და ხარისხიანი განვითარების საშუალებას აძლევს, ვიდრე ამას ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფა ახერხებს. ეს სიჩქარე კი კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მომხმარებლებს უკეთ მოემსახურონ და ბაზარზეც ბევრად კონკურენტუნარიანები იყვნენ.
როგორც ერეკლე მაღრაძე ამბობს, DevOps სხვადასხვა ტრადიციული სპეციალობების თანაკვეთაზე წარმოიქმნა და რეალურად მომხმარებლამდე IT პროდუქტის დანერგვასა და მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.
იდეალურ შემთხვევაში, DevOps ნიშნავს, რომ IT გუნდი პროგრამულ უზრუნველყოფას წერს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე ვითარდება და პირველივე ცდაზე ოპტიმალურად მუშაობს. ეს უსასრულო პროცესია, რომელიც შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: დაგეგმვა, კოდირება, აშენება, ტესტირება, გამოშვება, დანერგვა, ფუნქციონირება და მონიტორინგი.
როგორ წარმოიქმნა DevOps და რატომ არის მნიშვნელოვანი?
ერეკლე მაღრაძე DevOps-ის მნიშვნელობასა და მისი გაჩენის აუცილებლობას საინტერესოდ აღწერს. მისი თქმით, გაჩნდა ტექნოლოგიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კონკრეტული ამოცანების უფრო ეფექტურ გადაჭრაზე, ვიდრე ეს 20-30 წლის წინ ხდებოდა, როცა პროგრამული უზრუნველყოფა რამდენიმე კონკრეტული არქიტექტურული პატენტით იქმნებოდა, რასაც მონოლითური არქიტექტურა ეწოდებოდა.
ამიტომ ნელ-ნელა შემოვიდა სისტემა, რომელიც ფუნქციონალს, რომელსაც მონოლითი იძლეოდა, პატარ-პატარა კომპონენტებად ანაწილებს. თითოეული კომპონენტის მართვა და განახლება ბევრად უფრო მარტივია.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ციფრული ტექნოლოგიებს უდიდესი როლი აქვთ. მათმა აქტიურმა დანერგვამ უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მოთხოვნა გააჩინა. და ვინც პირველი მოახერხებდა მომხმარებლისთვის პროდუქტის შეთავაზებას, ბაზრის დიდ ნაწილსაც ის დაეუფლებოდა.
DevOps-ის ცოდნა და დანერგვა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ეფექტური მენეჯერებისა და თანამშრომლების დაქირავებისთვისაც აუცილებელია. ჯერ კიდევ 4 წლის წინ, DevOps-ში IT სფეროს 60% სამსახურს ეძებდა. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. თუმცა, რადგანაც ეს ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია და სხვადასხვა სახის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, დარგის ექსპერტები სასურველ კანდიდატურას უმკაცრესად ირჩევენ.
DevOps-ის უპირატესობები
იმ კომპანიებს, რომლებიც DevOps მიდგომას იყენებენ, გაცილებით სწრაფი და ხარისხიანი მუშაობის სისტემა გააჩნიათ, ვიდრე სხვა დანარჩენებს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ორი სახის ორგანიზაციას შორის, რომელიც იყენებს DevOps-ს და რომელიც არ იყენებს DevOps, დიდი განსხვავებაა. მოხსენების თანახმად, კომპანიებს, რომლებიც DevOps იყენებენ, პროგრამულ უზრუნველყოფას 46-ჯერ უფრო ხშირად ნერგავენ და ცვლილებებს 440-ჯერ უფრო სწრაფად ახორციელებენ.
ექსპერტები DevOps-ის რამდენიმე უპირატესობას გამოყოფენ:
სწრაფი, უკეთესი პროდუქტის მიწოდება;
პრობლემის უფრო სწრაფი გადაჭრა და შემცირებული სირთულე;
უფრო დიდი მასშტაბურობა და ხელმისაწვდომობა;
უფრო სტაბილური სამუშაო გარემო;
რესურსების უკეთესი გამოყენება;
უფრო დიდი ავტომატიზაცია;
სისტემის შედეგების მეტი ხილვადობა;
უფრო დიდი ინოვაცია.
კომპანიების დამოკიდებულება DevOps-თან
ხშირად ორგანიზაციებს DevOps ტექნოლოგიების დანერგვა არ გამოსდით ან სულაც არ უნდათ. ერეკლე მაღრაძის თქმით, როდესაც ათწლეულების განმავლობაში რაღაც კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა გაქვს და ის წარმატებით მუშაობს, მისი შეცვლა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც ყველა ვერ და არ აკეთებს.
ერეკლე მაღრაძე ამ კუთხით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სიტუაციაზეც გვესაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ახალი არქიტექტურა და ტექნოლოგია დაინერგოს, თავდაპირველად აუცილებელია ორგანიზაციამ გაარკვიოს, ციფრული ტრანსფორმაცია კონკრეტულად რა ნაწილმა უნდა განიცადოს — ეს კომპანიის IT სექტორის შეცვლასა და მისი მოქნილობის გაზრდას ნიშნავს.
მისი თქმით, ამ მხრივ საქართველოში, ძირითადად, საბანკო სექტორი აქტიურობს.
ერეკლე მაღრაძის თქმით, კომპანიების მიერ DevOps-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სისწრაფესა და მოქნილობას საგრძნობლად გააუმჯობესებს და ადამიანური შეცდომის წილს შეამცირებს.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.
ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.
ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.
ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო.
ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს.
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.