ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა AI ძიების სამართლებრივი ბედი გადაწყვიტოს

აგებენ თუ არა რობოტები პასუხს საკუთარ ნათქვამზე?

აშშ-ის უზენაესი სასამართლო გეგმავს, გადახედოს Communications Decency Act-ის — [კომუნიკაციების კეთილსინდისერების აქტი] 230-ე მუხლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტის მუშაობის საფუძველს წარმოადგენდა. ის 1996 წელს შეიქმნა ინტერნეტპლატფორმების დაცვისა და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მესამე მხარის ბრალდებების შემთხვევაში. 

თითქმის 3 დეკადის შემდეგ მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, დიდია ალბათობა, რომ საბოლოოდ შეიცვლება წესები იმ ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა — ხელოვნური ინტელექტის მქონე საძიებო სისტემები, როგორიცაა Google Bard და Microsoft Bing.

კომენტარის დატოვება

მომავალ კვირას აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს «გონსალესი Google-ის წინააღმდეგ», ერთ-ერთს იმ ორი საჩივრიდან, რომელიც ინტერნეტს ეხება. 

გონსალესი ნომინალურად ეხება საკითხს, უნდა ვუჩივლოთ თუ არა YouTube-ს უცხოელი ტერორისტების ანგარიშების მასპინძლობისთვის. თუმცა, მისი ძირითად კითხვაა, უნდა მიიღონ თუ არა ალგორითმულმა სისტემებმა სრული მხარდაჭერა 230-ე მუხლისგან.

230-ე მუხლის თანახმად: «ინტერნეტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ იდეები და მხარი დაუჭირონ ცვლილებას უზარმაზარი რესურსების ან ტექნიკური ექსპერტიზის საჭიროების გარეშე. ონლაინ კომუნიკაციის უპრეცედენტო უნარი და წვდომა ბლოგებზე, სოციალური მედიის პლატფორმებზე, საგანმანათლებლო და კულტურულ პლატფორმებზე, როგორიცაა ვიკიპედია და ინტერნეტ არქივი — შემთხვევითი არ არის». 

ამ მუხლით აშშ-ის კონგრესმა აღიარა, რომ ინტერნეტში მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მას უნდა დაეცვა შესაბამისი სერვისები. 

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტებიდან დაწყებული, ვიკიპედიის რედაქტორებით დამთავრებული,  პოტენციური შედეგების შესახებ ყველა გააფრთხილეს, სასამართლოს მხრიდან დაცვის შეჩერების შემთხვევაში, ჩნდება განსაკუთრებით საინტერესო კითხვები ხელოვნური ინტელექტის ძიების მიმართ, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს პირდაპირი სამართლებრივი პრეცედენტი.

კომპანიები მსხვილ ენობრივ მოდელებს, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT, ონლაინ ძიების მომავლად სახავენ და ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ უფრო და უფრო გადატვირთული საძიებო სისტემები. ისინი, როგორც წესი, ბმულების ჩამონათვალს სქოლიოებით დატვირთული ტექსტით ანაცვლებენ. 

უკვე კლასიკულ საძიებო სისტემებს შეუძლიათ, დაეყრდნონ 230-ე მუხლს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის მქონე საძიებო სისტემები ამოუცნობი ტერიტორიაა.

მათ მიერ შემოთავაზებული პასუხები ხშირად საეჭვოა, ან მიუთითებს იმაზე, რომ სხვა ადამიანების შეხედულებებს ეყრდნობა.

Bard-მა დემონსტრაციის დროს შეცდომით წარმოადგინა ასტრონომიული ფაქტი, ხოლო Bing-მა, რომელშიც chatGPT ჩააშენეს, ასევე დემონსტრაციისას, შეადგინა სრულიად ყალბი ფინანსური შედეგები საჯარო ვაჭრობის კომპანიებისთვის.

მაშინაც კი, თუ ისინი უბრალოდ აჯამებენ შინაარსს სხვადსხვა წყაროდან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით. ეს ზრდის შანსებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებში არასწორი ინფორმაცია მოხვდეს. თუ ეს შეცდომები ცილისმწამებლური განცხადებების  გავრცელების ზღვარს გადალახავს ან სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სხვა ნორმებს დაარღვევს, შესაძლოა საძიებო ველების პროვაიდერებს სარჩელის საფრთხე შეექმნათ.

Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა
Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა
თემის მიხედვით
Bard AI-ის შეცდომამ Google-ს $100 მილიარდი დააკარგინა

«ტრადიციული» საძიებო სისტემები შესაძლოა დაეყრდნონ 230-ე მუხლის დაცვის ზომებს, როცა საქმე არაზუსტ ინფორმაციას ეხება. ისინი განაცხადებენ, რომ უბრალოდ აქვეყნებენ ბმულებს.

AI-ზე მომუშავე საძიებო ჩატბოტების სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. საკითხს ძირითადად სწორედ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, როცა განიხილავს საქმეს «გონსალესი Google-ის წინააღმდეგ».

თუ 230 მუხლი ძირითადად უცვლელი დარჩა, ბევრი მომავალი ჰიპოთეტური შემთხვევის განხილვის დროს გადამწყვეტი იქნება, ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემა სხვის შეცდომებს იმეორებდა თუ თავისას ქმნიდა. 

ვებ სერვისებს შეუძლიათ მოითხოვონ 230-ე მუხლით დაცვა მაშინაც კი, თუ ისინი მსუბუქად ცვლიან მომხმარებლის ორიგინალ შინაარსს. (მაგალითად, Kosseff გთავაზობთ საინფორმაციო საიტს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ცილისმწამებლური კომენტარის გრამატიკა მის შინაარსზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე).  შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც უბრალოდ ასწორებს ზოგიერთ სიტყვას, შესაძლოა არ იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ამბობს.

Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა ვარაუდობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე Bing-ს იგივე სამართლებრივი პრობლემები ექნება, რაც Vanilla Bing-ს.

ახლა ყველაზე დიდი საკანონმდებლო შეკითხვები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალების გარშემო საავტორო უფლებების დარღვევას შეეხება, რაც 230-ე მუხლის შინაარსს სცდება. 

«არსებობს რეალური საფრთხეები კანონის მიღებაში, რომელიც 2023 წლის ტექნოლოგიებზე იქნება გათვლილი».

მაგრამ, გონსალესის საქმეს შეუძლია, ხელოვნური ინტელექტით ძიება სარისკო გახადოს მაშინაც კი, თუ გენერატორები უბრალოდ სხვების ინფორმაციის შეჯამებულ ვარიანტს გვთავაზოვბენ.

საქმის მთავარი ნაწილი ისაა, შეუძლია თუ არა ვებ სერვისს, დაკარგოს 230-ე მუხლისგან დაცვა მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის შექმნის დროს, მისი ხელშეწყობით ან ხაზგასმით.

სასამართლოებს შესაძლოა არ სურდეთ, შეიტანონ ცვლილებები ძველ საძიებო სისტემებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.

«ეს საქმე საკმაოდ სპეციფიკურია, თუმცა, ასევე არის პირველი შემთხვევა 27 წლის განმავლობაში, როდესაც უზენაესმა სასამართლომ 230-ე მუხლს ინტერპრეტაცია გაუკეთა. არსებობს საფრთხე, რომ იმან, რასაც სასამართლო აკეთებს, კიდევ 27 წელი უნდა გაძლოს. ვფიქრობ, რომ საფრთხილოა იმ კანონის მიღება, რომელიც სპეციფიკურად 2023 წლის ტექნოლოგიებზეა გათვლილი. მომდევნო 5-10 წელიწადში ის მოძეველდება». — ამბობს კოსეფი.

თუ გონსალესის საქმის შედეგად 230-ე მუხლი გამკაცრდება, სასამართლომ შესაძლოა დაადგინოს, რომ მასალების შეკრებითა და დამუშავებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხელოვნური ინტელექტის გენერატორების პასუხისმგებლობაა, მაშინაც კი, როდესაც პასუხი უბრალოდ ინტერნეტიდან აღებული ინფორმაციით მიიღება.

«AI საძიებო სისტემას და ჩვეულებრივ საძიებო სისტემას შორის ზღვარი ყოველთვის მკაფიო არ არის». 

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ კანონით AI ძიება განწირულია. 230-ე მუხლი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი კანონია, მაგრამ მისი გაქრობა ადამიანებს არ მისცემს საშუალებას, ავტომატურად მოიგონ სასამართლო პროცესი ყველა არასწორად შეჯამებულ ფაქტზე. მაგალითად, ცილისწამება მოითხოვს იმის ჩვენებას, რომ ყალბი ინფორმაცია არსებობს და სხვა პიროვნებას ზიანი ადგება. 

«მაშინაც კი, თუ 230-ე მუხლი არ გამოიყენება, არ ნიშნავს, რომ ავტომატური პასუხისმგებლობა დადგება». — ამბობს კოსეფი.

არსებობს კიდევ ერთი კითხვა — თუ ათეულობით შეკითხვას სვამთ და ცდილობთ, რომ ჩატბოტმა არასწორი პასუხი მოგცეთ — მაგალითად, ვინმემ ცნობილი ადამიანი მოკლა, რამდენად არის ეს იურიდიულად ეკვივალენტური იმისა, რომ Bard-მა წარადგინა ბრალდებები პირის სახელთან მიმართებაში? ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არც ერთ მოსამართლეს არ მიუღია. 

სასამართლოების მიერ ინტერნეტის კანონის საფუძვლების გადახედვა ისეთი ახალი ტექნოლოგიების ჩამოყალიბების გარიჟრაჟზე ხდება, რომლებსაც ინტერნეტის შეცვლა შეუძლიათ და ამ გზას ბევრი იურიდიული რისკი ახლავს. 

მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ
თემის მიხედვით
მსხვილი მედიები Open AI-ის ChatGPT-ის მათი სტატიების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.