ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით თბილისში TechCamp ჩატარდა

16-18 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით,  TechCamp გაიმართა. 2023 წლის TechCamp-ის თემა იყო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში. 

სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველდღე ექვსი ლექციიდან ერთ-ერთს დასწრებოდნენ. ლექციებს ატარებდნენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი მენტორები. მონაწილეები ძირითადად მასწავლებლები და ჟურნალისტები იყვნენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

TechCamp-ის ვორკშოპების სერიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის საელჩოს, კავკასიის უნივერსიტეტისა და TechCamp-ის წარმომადგენლებმა. TechCamp-ის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ და გამოიყენონ ინოვაციური ტექნიკური მიდგომები გლობალურ საკითხებზე მუშაობისას.

კომენტარის დატოვება

TechCamp-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, Jessica McCue გვიყვება, რომ მსგავს პროექტებს მთელს მსოფლიოში აკეთებენ. ყველა პროექტი სხვადასხვა საკითხს ეხება, ამჯერად — დეზინფორმაციის თემა შეირჩა. 

«იმედი გვაქვს, რომ TechCamp-ის დასრულებისას მონაწილეები მხოლოდ ახალი უნარებით კი არ წავლენ, რომლებიც აქ ისწავლეს, არამედ იდეებზე მუშაობას გააგრძელებენ და დანერგავენ საკუთარ სამსახურებში და საზოგადოებაში». — ამბობს ჯესიკა.
Jessica McCue

ჯესიკამ მსგავსი პროექტი საქართველოში 2016 წელსაც გააკეთა, მთავრობის გამჭვირვალობის თემაზე. იგი ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში საოცარი გამოცდილება ჰქონდა. ჯესიკას თქმით, მონაწილეები ყოველთვის ენთუზიაზმით არიან განწყობილნი — მზად არიან, ისწავლონ და გააკეთონ რაიმე ახალი.

TechCamp-ის ერთ-ერთი მენტორი ჟურნალისტი ნიკო ნერგაძეა. მან ლექციები პოდკასტების და ბლოგების თემაზე წაიკითხა. 

ნიკო ამბობს, დეზინფორმაციის გავრცელებაში ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი წვლილი მიუძღვის.

«სოციალური ქსელები Facebook, Twitter, Instagram ბევრ კარგ რამეს გვაძლევს, მაგალითად კომუნიკაციის ახალ საშუალებებს, მაგრამ, რაც უფრო მეტი კომუნიკაციაა მით უფრო მეტი არხია დეზინფორმაციის გასავრცელებლად». — ამბობს ნიკო. 

მისივე თქმით, დეზინფორმაციას სულ უნდა ვებრძოლოთ. 

TechCamp-ის მენტორები იყვნენ Participation Factory-ის დამფუძნებლები: ტომას რაკოსი და კატია პეტრიკევიჩი. კატიას თქმით, ზოგადად დეზინფორმაციის გავრცელება მთელს მსოფლიოში პრობლემაა, მაგრამ განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩათვლით. კატია ამბობს, რომ ეს ქვეყნები განსაკუთრებით ზიანდებიან პროპაგანდით, რომელიც მათი მეზობელი ქვეყნიდან რუსეთიდან მოდის.

«მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის საბრძოლველი გზების შესწავლა, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში, რადგან ხალხის დიდი ნაწილი აქ ჯერ კიდევ რუსული მედიიდან იღებს ინფორმაციას და მასზე არიან დამოკიდებულნი». — ამბობს კატია.
კატია პეტრიკევიჩი
ტომას რაკოსი

ტომასისთვის Tech Camp Tbilisi დაახლოებით მეშვიდე ტექ პროექტია, სადაც მენტორად მონაწილეობს. ის ამბობს, რომ მონაწილეებისთვის Tech Camp ძალიან კარგი შესაძლებლობაა ისწავლონ და გაიცნონ ახალი ხალხი.

«ყველა მონაწილე მონდომებულია იმუშაოს პრობლემის გადაჭრის გზებზე. Tech Camp ასევე ძალიან კარგი გამოცდილებაა მენტორებისთვისაც. ძალიან ბევრი ვისწავლე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეებისგან, განსაკუთრებით საინტერესოა მათი გამოცდილება დეზინფორმაციის საკითხზე». — თქვა ტომასმა.

მენტორმა გიორგი ჯოლოგუამ ლექციები წაიკითხა მედიაწიგნიერების თემაზე. მისი აზრით, ტექნოლოგიები ცენტრალურია დეზინფორმაციის გავრცელების პროცესში. 

გიორგის თქმით, მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და ყალბი ამბავი იმდენი ხანი არსებობს, რამდენიც ადამიანი. უბრალოდ ტექნოლოგიურმა განვითარებამ ამ პრობლემის განვითარებასაც შეუწყო ხელი.

გიორგი ჯოლოგუა ამბობს, რომ დეზინფორმაციის გამოწვევასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება მედიაწიგნიერება აღმოჩნდა. მისი აზრით, სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია TechCamp-ის მსგავს შეხვედრებზე აქტიურად ვისაუბროთ მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობაზე.

TechCamp-ის ერთ-ერთი მონაწილე მასწავლებელი გოჰარ ვართანიანი გვიყვება, რომ სამი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებს სასწავლო პროცესში.

«მონაწილეობა რამდენიმე სესიაში მივიღე, ყველაზე მეტად მომეწონა მედიაწიგნიერების ლექცია. ვფიქრობ, ეს თემა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა კარგად უნდა ერკვეოდეს. მგონია, რომ აქ მიღებულ ცოდნას მოსწავლეებთან გამოვიყენებ». — ამბობს გოჰარი.

მარნეულის რადიოს ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე გვიყვება, რომ TechCamp-ში მონაწილეობა უნარების გასავითარებლად მიიღო.

«ხშირად ვრცელდება დეზინფორმაციული ხასიათის მასალები სოციალურ ქსელში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ჟურნალისტებისთვის ვიცოდეთ რომელი სანდო წყაროების საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ ინფორმაცია არის მართალი თუ ყალბი. Tech Camp-ზე მივიღე ამის შესახებ ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული განვითარებისათვის». — ამბობს ვლადიმერი.

ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
თემის მიხედვით
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში

ასევე წაიკითხეთ
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.