ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ

BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ასობით ანგარიში, რომლებიც ცოტა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ აღადგინეს, სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

კომენტარის დატოვება
სიძულვილის ენის გამავრცელებლები და შეთქმულების თეორეტიკოსები Twitter-ზე დაბრუნდნენ

BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ასობით ანგარიში, რომლებიც ცოტა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ აღადგინეს, სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

BBC Monitoring-მა გააანალიზა Twitter-ის 1100-ზე მეტი აკრძალული  ანგარიში, რომლებიც ილონ მასკმა აღადგინა.

ილონ მასკის თქმით, ის არის «სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტი». ნოემბერში მან საერთო ამნისტია იმ შეჩერებულ ანგარიშებზე გამოაცხადა, რომლებსაც არ დაურღვევიათ კანონი და არ იყვნენ ჩართულნი თაღლითობაში.

Twitter-ის წესები კრძალავს ძალადობას, პირდაპირ თავდასხმებსა და მუქარას სხვების მიმართ, რასის, სექსუალური ორიენტაციისა და სქესის საფუძველზე. ასევე შეურაცხყოფას, ან სხვა კონტენტს, რომელიც ხელს უწყობს დეჰუმანიზაციას, დეგრადაციას ან სტერეოტიპების განმტკიცებას.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ აქვს ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა ნებისმიერი მასალის მიმართ, რომელიც შეიცავს ან ხელს უწყობს ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციას.

კვლევამ აჩვენა, რომ აღდგენილი ანგარიშების დიდი რაოდენობა ამ წესებს არღვევს. 

მონაცემთა ბაზაში არსებული თითქმის 190 ანგარიში ხელს ავრცელებდა სიძულვილს და ახალისებდა ძალადობას, ავრცელებდა, მათ შორის, გაუპატიურების, ასევე ქალებისა და ლგბტქ+ თემის მიმართ ძალადობის გამოსახულებებს.

ზოგიერთი ანგარიში აქვეყნებს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ამსახველ მასალას. 

გარდა ამისა, აღმოაჩინეს 270-ზე მეტი ანგარიში, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ძირითადად არჩევნებისა და კოვიდ ვაქცინების შესახებ.

ეს ანგარიშები მხოლოდ ნაწილია იმ ათასობით ანგარიშისა, რომლებიც Twitter-ზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღდგა. 

რა ტიპის დაბლოკილი ანგარიშები აღდგა პლატფორმაზე? 

სიძულვილის ბევრი სახე

წყარო: BBC

ქალთმოძულე მომხმარებლები: 

ბევრისთვის ცნობილია ენდრიუ ტეიტი, რომელიც ამბობდა, რომ ქალებს გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდათ გაუპატიურების გამო. ის ამჟამად დაკავებულია რუმინეთში ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით.

პლატფორმაზე აღდგენის შემდეგ მისი მიმდევრების რაოდენობა 150,000-დან  5 მილიონამდე გაიზარდა. 

სიძულვილის სამიზნე ჯგუფი არაერთხელ გახდა ლგბტქ+ თემი.

კვლევისას ნახეს ტვიტები, რომლებშიც მათ მოიხსენიებდნენ, როგორც «ავადმყოფ ადამიანებს» და «პედოფილებს».

იმრან აჰმედი, ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიდან (CCDH), ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაინახა ქალებისა და ლგბტქ+ ჯგუფების მიმართ სიძულვილის შემცველი ტერმინოლოგიის ზრდა მას შემდეგ, რაც Twitter «ილონ მასკმა დაიპყრო». 

გაიზარდა რასიზმის შემთხვევები. 

გამოძიების ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო ორი ანგარიში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ნახატებით.

BBC- იმ ეს ინფორმაცია Twitter-ს შეატყობინა. კომპანიამ ერთ-ერთი ანგარიში შეაჩერა, მეორეზე კი პრობლემური სურათი წაშალა.

არჩვნების შედეგების უარმყოფელთა დაბრუნება

წყარო:BBC

მონაცემთა ბაზაში ასზე მეტი ანგარიში ავრცელებს ცრუ ინფორმაციას არჩევნებისა და მათი შედეგების შესახებ.

მაგალითად, ზოგიერთმა მომხმარებელმა არასწორად თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოიგო ბრაზილიის საპრეზიდენტო კენჭისყრის ორივე რაუნდი.

სხვები არასწორად აცხადებდნენ, რომ აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ტრამპის ზოგიერთმა მხარდამჭერმა Twitter-ზე დაბრუნებაც კი აღნიშნა პოსტებით, რომლებიც ეხმიანება ცრუ საარჩევნო ინფორმაციას.

მაიკ ლინდელმა, MyPillow-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყალბი თეორიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა Twitter-ზე დაწერა: «მე დავბრუნდი! მადლობა, @elonmusk. ელექტრონული ხმის მიცემის მანქანები გაანადგურე  და გადააქციე ისინი ციხის გისოსებად!»

Twitter აცხადებს, რომ მას შეუძლია, მონიშნოს ყალბად ან წაშალოს ცრუ ინფორმაცია არჩევნებისა და მათი შედეგების შესახებ.

BBC მიუთითებს, რომ სტატიის მომზადების მომენტში არც ერთი ასეთი პოსტი არ იყო წაშლილი ან მონიშნული.

დეზინფორმაცია ვაქცინებზე

წყარო:BBC

2022 ნოემბერში Twitter-მა შეაჩერა Covid-ის დეზინფორმაციის პოლიტიკის აღსრულება, რამაც კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები პლატფორმაზე დააბრუნა.

მათ შორის იყო რობერტ მელოუნი — მან გაავრცელა დეზინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს Covid-ის ვაქცინების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. ასევე კარდიოლოგი პიტერ მაკკალოუ, რომელმაც წამოაყენა ცრუ განცხადება, რომ Covid-ის ვაქცინები ბევრ ადამიანს კლავს.

სხვადასხვა დამოუკიდებელი მეცნიერების მტკიცებულებებმა მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც ხუთ მილიარდზე მეტი ადამიანის გამოცდილებამ აჩვენა, რომ Covid-ის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია.

კვლევისას შეამჩნიეს უამრავი პოსტი, რომელიც უსაფუძვლოდ აკავშირებდა ადამიანების უეცარ სიკვდილს ვაქცინასთან.

აღდგენილი ანგარიშების უმეტესობა არ ავრცელებდა აშკარა დეზინფორმაციას ან სიძულვილის შემცველ შინაარსს. ზოგჯერ გაურკვეველიც კი იყო, რატომ შეჩერდა ანგარიში.

თუმცა, სხვებისთვის, ამნისტია, როგორც ჩანს, შესაძლებლობაა ისევ გააგრძელონ დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელება.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Twitter-მა გაათავისუფლა ქალი რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა
Twitter-მა გაათავისუფლა ქალი, რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა
თემის მიხედვით
Twitter-მა გაათავისუფლა ქალი, რომელსაც ილონ მასკის მმართველობის პირველ დღეებში ოფისში ეძინა
ესპანეთი Twitter-ის ანგარიშების გატეხაში ეჭვმიტანილ ბრიტანელ კრაკერს აშშ-ს გადასცემს
ესპანეთი Twitter-ის ანგარიშების გატეხაში ეჭვმიტანილ ბრიტანელ კრაკერს აშშ-ს გადასცემს
თემის მიხედვით
ესპანეთი Twitter-ის ანგარიშების გატეხაში ეჭვმიტანილ ბრიტანელ კრაკერს აშშ-ს გადასცემს


ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.