ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა

2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» თრეილერი გამოუშვა.

სამინისტრო წერდა, რომ მათ «გაითვალისწინეს 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს».

თამაშის პირველი ეტაპის რელიზი 2022 წლის მაისში იგეგმებოდა, მაგრამ თითქმის ერთი წლის შემდეგაც «დიდგორის» შესახებ არანაირი სიახლე არ გავრცელებულია.

კომენტარის დატოვება

  • ფოტოზე: საბა დეკანოსიძე

2022 წლის მონაცემებით, თამაშების დეველოპმენტის ბაზარი მსოფლიო $220 მილიარდია. საქართველო ამ ბაზარზე ვერ პოზიციონირებს. თუმცა, ქართველი პროგრამისტები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო თამაშების შექმნაში. 

ერთ-ერთი ასეთი საბა დეკანოსიძეა, Digital Road Studio-ს თანადამფუძნებელი. ის და მისი კომპანია, რომელიც საბოლოოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა, აუთსორსზე მუშაობს და უცხოურ ბაზარზე მათთვის საინტერესო პროექტებში არიან ჩართულნი. 

საბა დეკანოსიძე გვიხსნის, რომ თამაშების შექმნის მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც განათლება, ისე უნარები. ეს საქმე ბევრი რამის ცოდნას მოითხოვს, მათ შორის, კოდირებას, გრაფიკულ დიზაინს და პროექტის მენეჯმენტს.

საბას თქმით, თავიდან ყველაფერი კონცეფციით და დიზაინით იწყება. 

  • თამაშის ხედვასა და მის მექანიკებზე პასუხისმგებლები თამაშის დიზაინერები არიან.
  • შემდეგი ეტაპია პროგრამირება და დეველოპმენტი.
  • თამაშის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ პროგრამისტები და დეველოპერები იწყებენ მუშაობას ძრავში, რის შედეგადაც თამაში ცოცხლდება.
  • დეველოპმენტის პროცესი მოიცავს: ძრავის შექმნას, კოდების წერას, თამაშების ასეტების შექმნას (მოდელები, გარემო, აუდიო).
  • დეველოპმენტის შემდეგ მოდის ტესტირება, რათა გამოსწორდეს სხვადასხვა ვიზუალური თუ პროგრამული ხარვეზები. საბას თქმით, თავიდან იწერება შემოწმების გეგმა — რა არის ტესტირების მიზანი და რისი მიღება შეიძლება მისგან.
  • შემდეგ იქმნება გარემო ტესტირებისთვის. სხვადასხვა მონაცემების პლატფორმებზე სხვადასხვა პროგრამებით და რესურსებით მოწმდება თამაშები.
  • ბოლო ეტაპია ხარვეზების აღმოჩენა და მისი აღმოფხვრა.

ასევე, ხმები, აუდიო, ასევე, მსახიობები თამაშების დეველოპმენტში კრიტიკულ როლს ასრულებს. ეს ყოველივე მნიშვნელოვანია, რათა თამაში ჩამთრევი და ემოციური იყოს. 

საბა დეკანოსიძე ამბობს, რომ მსახიობების შერჩევა თამაშებისთვისაც ისე ხდება, როგორც ფილმებისთვის. 

The Last Of Us-ის შექმნის პროცესი

არსებობს ისეთი თამაშებიც, რომლებშიც რეალური გარემოა აღწერილი. ასეთ დროს, საბას თქმით, მნიშვნელოვანია, დაიცვა ფიზიკის რაც შეიძლება მეტი კანონი, რათა თამაში უფრო ბუნებრივი და საინტერესო იყოს. მოთამაშისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ასევე, თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოპულარიზაციაა. 

«ამ პროცესში YouTuber-ებსა და Twitch სტრიმერებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. ხშირად თამაშის ეფექტურად პოპულარიზაციისთვის სწორედ მათ მიმართავენ. მათ გამომწერებს სტრიმერებთან პირდაპირი უკუკავშირი აქვთ». — ამბობს საბა დეკანოსიძე. 

მისივე აზრით, თამაშების დეველოპმენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყნის კულტურისა და მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, მისი უნიკალური წეს-ჩვეულებების, ტრადიციებისა და ისტორიის თამაშის დიზაინში ჩართვით. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურის ცნობადობის გაზრდას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

საბას თქმით, დღეს საქართველოში პოპულარულია უფასო თამაშები, მაგალითად: PUBG mobile, Call of duty warzone, Apex legends, League of legends, Dota 2, CS:GO. 

League Of Legends

საბა დეკანოსიძის აზრით, საქართველოში საინტერესო იქნებოდა Open World თამაშის შექმნა ქართულ მითოლოგიის შესახებ, რადგან ის საინტერესო და უნიკალურია.   

მისივე თქმით, ბიზნესის დაინტერესების შემთხვევაში, თამაშების ქართულ დეველოპმენტს აქვს დიდი პოტენციალი, სწრაფად განვითარდეს და სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშები შექმნას. 

გაიცანით  თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
თემის მიხედვით
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
აქ შენ ქმნი სამყაროს — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
თემის მიხედვით
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.