როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე სტარტაპ ბიურო გამოჩნდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორთან, რათა მათი ჩართულობით ქვეყანაში წარმატებით დანერგონ ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების სხვა პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
dev.ge სტარტაპ ბიუროსა და აქსელის თანადამფუძნებელს, გური ქოიავას დაუკავშირდა, რათა უკეთ გაერკვია, როგორ მუშაობს ბიურო საქართველოში და როგორ ეხმარება ის ქართულ ბიზნესს სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვაში.
სტარტაპ ბიურომ დღემდე უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების 200-ზე მეტი სხვადასხვა პროგრამა გამართა. პროექტებს შორისაა: ProductTank Tbilisi, PechaKucha Night Tbilisi, Techstars Startup Week Georgia, Future Agro Challenge Georgia, ბიზნეს ბანაკი • Business Bootcamp, NASA Space Apps Challenge, Global Game Jam Georgia, Tbilisi Startup Day და სხვა.
ის dev.ge-ს უყვება, რომ სტარტაპ ბიურომ ხელი შეუწყო და გააძლიერა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა სხვა პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობით, რაც, მისი თქმით, საბოლოოდ აისახა საქართველოს გამოჩენაში გლობალურ სტარტაპ რუკაზე.
ის აღნიშნავს, სტარტაპ ბიუროს წარმატებას მოჰყვა დამატებით ორი სიცარიელის ამოვსება მათი მხრიდან — შეიქმნა საქართველოს ინვესტორების ქსელი და საქართველოში შემოვიდა კიდევ ერთი საერთაშორისო აქსელერატორი, Founder Institute.
სტარტაპ ბიურო ახლა კრეატიული სააგენტოც არის, რომელიც კონკრეტულ პარტნიორთან ქმნის მთლიანად მასზე მორგებულ პროგრამებს — ეს შეიძლება იყოს პრე-აქსელერაციის პროგრამა მწვანე ეკონომიკაზე ან კონფერენცია ტურიზმის ტექ-ინდუსტრიაზე.
გვიყვება იმასაც, რომ სტარტაპ ბიუროს პირველი 2 წლის განმავლობაში მუდმივი ზრდა ჰქონდა, თუმცა 2020 წელს, პანდემიის დროს ყველაფერმა ონლაინ გადაინაცვლა და რთული პერიოდი დადგა. როგორც გური ამბობს, ახლა კომპანია პოსტ-პანდემიური პერიოდიდან გამოდის და იმედი აქვს, რომ წელს 40-მდე პატარა, საშუალო და რამდენიმე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიების ორგანიზებასაც შეძლებენ.
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე თქვა.