ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TikTok-ის CEO კონგრესის წინაშე წარსდგა — კანონმდებლები ტექნოლოგიებს არ იცნობენ

«ბატონო ჩიუ, მადლობა მობძანებისთვის! თქვენი პლატფორმა აკრძალული უნდა იყოს». — TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შოუ ზი ჩიუ ხუთშაბათს, 23 მარტს კონგრესის წინაშე წარსდგა. მოსმენის მიზანს აპლიკაციის უსაფრთხოების  შესახებ არსებული შეშფოთების ირგვლივ საუბარი წარმოადგენდა. თუმცა, კონგრესის წევრების კითხვები TikTok-ის მომხმარებლებისთვის სასაცილო მასალად იქცა.

კომენტარის დატოვება
TikTok-ის CEO კონგრესის წინაშე წარსდგა — კანონმდებლები ტექნოლოგიებს არ იცნობენ

«ბატონო ჩიუ, მადლობა მობძანებისთვის! თქვენი პლატფორმა აკრძალული უნდა იყოს». — TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შოუ ზი ჩიუ ხუთშაბათს, 23 მარტს კონგრესის წინაშე წარსდგა. მოსმენის მიზანს აპლიკაციის უსაფრთხოების  შესახებ არსებული შეშფოთების ირგვლივ საუბარი წარმოადგენდა. თუმცა, კონგრესის წევრების კითხვები TikTok-ის მომხმარებლებისთვის სასაცილო მასალად იქცა.

კითხვები, რომლებსაც კონგრესის წევრები სვამდნენ, ზოგ შემთხვევაში, აბსურდული იყო. TikTok-ის მომხმარებლებმა თავიანთ გამოხმაურებებში თქვეს, რომ, როგორც ჩანს, ამერიკელმა კანონმდებლებმა პლატფორმის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ამასთან, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ კონგრესმა შოუ ზი ჩიუს სამართლიანად საუბრის საშუალებაც არ მისცა.

«ჩემი ბოლო სათქმელი ესაა. მინდა მივმართო ყველა იმ ტინეიჯერს და TikTok ინფლუენსერს, რომლებიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მოხუცები ვართ და არ ვიცით, რაზე ვსაუბრობთ…» — თქვა კონგრესის წევრმა, დენ კრენშოუმ.

თუმცა, ფრაზები, რომლებიც მოსმენაზე ითქვა, TikTok-ის მომხმარებლების აზრით, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ კონგრესმა ნამდვილად არ იცის, რაზე საუბრობს.

ხუთსაათიანი მოსმენის განმავლობაში მრავალი ვიდეო გავრცელდა, რომლებიც საქმის წარმოების ხარვეზებზე მიუთითებდა. მათ საკმაოდ სწრაფად დააგროვეს დიდი რაოდენობის ნახვები.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც პლატფორმაზე გავრცელდა, იყო ჯორჯიის შტატის წარმომადგენლის, ერლ კარტერის შეკითხვა:

«შეგიძლიათ ახლავე, 100%-იანი დარწმუნებით მითხრათ, რომ TikTok არ იყენებს ტელეფონის კამერას, რათა განსაზღვროს იმ კონტენტის ალგორითმის გაძლიერება, რომელიც იწვევს თვალის გუგის გაფართოებას? შეგიძლიათ მითხრათ ეს?» — კითხულობს კარტერი.

საპასუხოდ ჩიუ ამბობს, რომ პლატფორმა არ აგროვებს სხეულის, სახის ან ხმის მონაცემებს, რომ მიაკვლიონ თავიანთ მომხმარებლებს.

დიალოგი ასე განვითარდა: 

» — არ აგროვებთ?

— არა, ერთადერთი სახის მონაცემები, რომლებსაც თქვენ აღმოაჩენთ, არის ის, როდესაც ფილტრებს იყენებთ. სათვალე რომ მოგერგოთ სახეზე, უნდა ვიცოდეთ, სად არის თქვენი თვალები. 

— რაში გჭირდებათ, იცოდეთ, სად არის თვალები, თუ არ უნდა ნახოთ, გაფართოვდა თუ არა? და ეს მონაცემები ინახება თქვენს ლოკალურ მოწყობილობაზე და იშლება გამოყენების შემდეგ».

@gbp97 I get second hand embarrasment watching these corpses try to make points 🤦🏼‍♂️ #tiktokhearing #tiktokban #fyp #ustiktokban ♬ original sound — Gbp97

TikTok-ის აპლიკაციას ფუნქციონირებისთვის ინტერნეტთან წვდომა სჭირდება. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც TikTok-ის მომხმარებლებმა აიტაცეს, სწორედ ინტერნეტთან კავშირის საკითხს ეხება.

» — ბატონო ჩიუ, TikTok-ს სახლის Wi-Fi-სთან წვდომა აქვს?

—  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Wi-Fi-ს ჩართავს. მაპატიეთ, შეიძლება შეკითხვას სწორად ვერ…

— ანუ, თუ მე მაქვს TikTok-ის აპლიკაცია ჩემს ტელეფონში და ტელეფონი დაკავშირებულია Wi-Fi-ის ქსელთან, TikTok-ს ამ ქსელთან წვდომა ექნება?

— მოუწევს ქსელთან წვდომა ინტერნეტთან კავშირისთვის, თუ ეს არის შეკითხვა.

— მაშინ, შესაძლებელია თუ არა, რომ მას ჰქონდეს წვდომა სხვა მოწყობილობებზეც, რომლებიც ამ Wi-Fi-ის ქსელთანაა დაკავშირებული?

— ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს, რაც ინდუსტრიის ნორმებს სცდება. ვფიქრობ, თქვენს კითხვაზე პასუხია

— არა. შესაძლოა ეს უფრო ტექნიკური საკითხია, დაგიბრუნდებით ხელახლა…»

@cnetdotcom 😳😳😳……… #TikTok #TikTokNews #Congress #TikTokCEO #ShouChew #Wifi #internet #congressionalhearing #TikTokban #tiktokhearing ♬ original sound — CNET

კონგრესის ერთ-ერთ წევრს სიტყვა ალგორითმის და GPS-ის წარმოთქმაც კი გაუჭირდა:

» — გამოუყენებია თუ არა TikTok-ს ამერიკელი მომხმარებლების ზუსტი GPS ინფორმაცია თავისი ალაგ… ალაგორითმებისთვის… მიუწოდებია თუ არა TikTok-ს ჩინეთის მთავრობისთვის ზუსტი GSP მონაცემები ან შეფასებები ამ მონაცემებიდან?

— აი ამაზე პირდაპირი პასუხი შემიძლია გაგცეთ — არა».

კონგრესის წევრის მიმართ მუქარის შემცველი მასალის განხილვისას TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება არ მისცეს. ფლორიდის შტატის წარმომადგენელი, ქეთ კამაკი ჩიუს მიმართავდა, რომ ვიდეო, რომელიც 41 დღის განმავლობაში TikTok-ის პლატფორმაზე ვრცელდებოდა, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა კომიტეტის წევრისთვის. შესაბამისად, კამაკიმ ეჭვქვეშ დააყენა TikTok-ის უნარი, რომ დაიცვას 150 მილიონზე მეტი მომხმარებელი.

«თქვენ მოელით, რომ დაგიჯერებთ, რომ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ 150 მილიონზე მეტი ამერიკელის მონაცემების უსაფრთხოება და დაფარულობა, როდესაც ამ ოთახში მსხდომი ადამიანების დაცვა არ შეგიძლიათ?»

კამაკიმ ასევე დაადანაშაულა ჩიუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მდივანთან, ზან ფუპენგთან რეგულარულ კონტაქტში და აღნიშნა, რომ ფუპენგი TikTok-ის მშობელი კომპანიის ByteDance-ში ჩიუს უფროსი იყო.

ჩიუს თქმით, ფუპენგი არც მისი უფროსია და არც ხშირი კონტაქტი აქვს მასთან. თუმცა, აქვს კონტაქტი ByteDance-ს აღმასრულებელ დირექტორთან.

ამის შემდეგ, კამაკი აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ByteDance-ს აქვს წვდომა მომხმარებელთა მონაცემებზე და ჩიუს ამის დადასტურებას სთხოვს.

«უფრო სპეციფიკურები უნდა ვიყოთ» — ამბობს ჩიუ კონგრესის წევრის პარალელურად

— «ტეხასის პროექტის შემდეგ — არა.

— მე არ გეკითხებით ტეხასის პროექტის შემდეგ, მე გეკითხებით ახლა.

— ზოგიერთი მომხმარებლის მონაცემები საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ მასზე წვდომა ყველას აქვს.

— ანუ, ადასტურებთ».

ერთ-ერთი გამორჩეული ფრაზა, რომელიც კამაკის საუბრიდან გავრცელდა TikTok-ზე შემდეგია:

«ძალიან კარგად იცით, რომ არ შეგიძლიათ დაიცვათ არც ამ კომიტეტის და არც 150 მილიონი მომხმარებლის მონაცემები და უსაფრთხოება». 

ამ ფრაზის შემდეგ ჩიუმ სიტყვა ითხოვა, თუმცა, მას საუბრის საშუალება არ მისცეს.

@freespeakingtips.com TikTok CEO testified in front of congress today and it was… embarrassing… how they handled it #tiktokcongress #tiktok #tiktokceo #congress ♬ original sound — Freespeakingtips.com

მოსმენის ამ ფრაგმენტს TikTok-ის ერთ-ერთი მომხმარებელი Freespeakingtips.com ავრცელებს შესავლით: «არ მგონია, ოდესმე უფრო მეტად შემრცხვენოდა, რომ ეს ადამიანები კანონმდებლები არიან».

რამდენიმე შეკითხვა TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებულ მასალასაც შეეხო. მათ შორის, კითხვები ეხებოდა მასალების წაშლას.

» — გამოყენებულია თუ არა რაიმე მოდერაციის ინსტრუმენტი TikTok-დან უიღურების გენოციდთან დაკავშირებული მასალების ამოსაღებად? კი თუ არა?

— ჩვენ არ ვშლით ასეთი ტიპის მასალას. TikTok არის ადგილი გამოხატვის თავისუფლებისთვის და როგორც უკვე აღვნიშნე, თუ გამოიყენებთ ჩვენს აპლიკაციას, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ უამრავი მომხმარებელი მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც გამოაქვთ მასალები ამ და მრავალ სხვა თემაზე.

— რას იტყვით ხოცვა-ჟლეტაზე ტინანმენის მოედანზე? (მასალაზე, რომელიც ამ საკითხს ეხება).

— ამ ტიპის კონტენტი ხელმისაწვდომია ჩვენს პლატფორმაზე. შეგიძლიათ მოძებნოთ.

— შეგახსენებთ, რომ კონგრესის წინაშე ყალბი ან შემაცდენელი განცხადებების გაკეთება ფედერალური დანაშაულია.

— მესმის». — ეს დიალოგი მოსმენის ხელმძღვანელთან, კონგრესის წევრ ქეითი როჯერსთან შედგა.

@maxfostercnn #TikTok boss appearing before US #Congress ♬ original sound — Max Foster (news journalist)

პლატფორმის მომხმარებლებმა მალევე ნახეს მასალები ტინანმენის მოედანის შესახებ და საკითხზე სხვა არაერთი ვიდეოც აღმოაჩინეს. 

კონგრესისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს მოზარდების უსაფრთხოება წარმოადგენდა. ჩიუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ აპლიკაცია იყენებს სხვადასხვა საშუალებას იმისთვის, რომ მომხმარებლების, და განსაკუთრებით მოზარდების მონაცემები დაცული იყოს. აღმასრულებელ დირექტორს ჰკითხეს, რატომ არ იყო მისი 8 წლის შვილი TikTok-ის მომხმარებელი.

«ვნახე სტატიები ამის შესახებ და მინდა, რომ ვისაუბრო.» — ამბობს ჩიუ. — «ჩემი შვილები სინგაპურში ცხოვრობენ და იქ არ არის ხელმისაწვდომი „13 წელზე ნაკლები ასაკის“ გამოცდილება. ისინი აშშ-ში რომ ცხოვრობდნენ, მე მათ მივცემდი უფლებას, გამოეყენებინათ TikTok „13 წელზე ნაკლები ასაკის“ ფუნქციით.»

გარდა ამისა, ერთ-ერთმა კონგრესმენმა ჩიუს ჰკითხა, უჭერდა თუ არა TikTok მხარს გენოციდს.

@klassenkrieger idk does it? 🤷‍♂️#congress #tiktokban ♬ original sound — vvv

ამასთან, კონგრესმენმა აუგუს პფლუგერმა TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეადარა და თქვა, რომ ის პუტინთან ერთად ერთადერთია, რომელმაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში რესპუბლიკელების და დემოკრატების გაერთიანება მოახერხა.

@_whittington #tiktokban #tiktokhearing ♬ original sound — Whittington | Tech & Software

მოსმენის შესახებ TikTok-ის მომხმარებლების რეაქციების დიდი ნაწილი ბრაზის გამომხატველი იყო. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა კონგრესის წევრების საუბრისგან ხუმრობები და მიმები გააკეთა, რათა ხაზგასმით აღენიშნა, თუ რამდენად უადგილო იყო კანონმდებლების შეკითხვები.

«ბატონო ჩიუ, TikTok აგენტურული აპლიკაციაა? კი თუ არა, უპასუხეთ უკვე? არ ისაუბროთ! ნუ საუბრობთ!» — ასე აშარჟებს აპლიკაციის ერთ-ერთი მომხმარებელი მოსმენის პროცესს.
@everydayalex #tiktok #viral #congress #comedy ♬ original sound — Alex Biron

მოსმენის პირდაპირ ეთერში გასვლისას TikTok-ზე არაერთი პირდაპირი ტრანსლაცია ჩაირთო, რომლებიც სავსე იყო კრიტიკით. ბევრმა მომხმარებელმა დაგმო კონგრესის მიდგომები. მათი შეფასებით, კანონმდებლები არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებულები და ამერიკელები მსოფლიოს თვალში «სულელებად» გამოიყვანეს.

ჩიუ კონგრესის ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტში მეტწილად მემარჯვენეების მიერ მართული ძალისხმევის ფონზე დაიბარეს, რათა შეეზღუდათ წვდომა ან აეკრძალათ TikTok აშშ-ში.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
TikTok-ის CEO შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
თემის მიხედვით
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok 18 წლამდე მომხმარებლებს აპლიკაციით სარგებლობის 60-წუთიან ლიმიტს დაუწესებს
TikTok 18 წლამდე მომხმარებლებს აპლიკაციით სარგებლობის 60-წუთიან ლიმიტს დაუწესებს
თემის მიხედვით
TikTok 18 წლამდე მომხმარებლებს აპლიკაციით სარგებლობის 60-წუთიან ლიმიტს დაუწესებს


ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.