ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი

TikTok უზარმაზარი ვიდეო პლატფორმაა, რომლის მომხმარებლების ძირითად ნაწილს Gen Z წარმოადგენს. შესაბამისად, ამ თაობასთან დასაკავშირებლად ყველაზე მარტივი გზა სწორედ TikTok-ის გამოყენებაა. მართალია, მოზარდები, ტინეიჯერები და ზრდასრულები პლატფორმას ძირითადად გართობის მიზნით იყენებენ. თუმცა, ხშირად სწორედ TikTok ხდება დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მძლავრი იარაღი.

კომენტარის დატოვება
TikTok, როგორც მანიპულაციისა და დეზინფორმაციის იარაღი

TikTok უზარმაზარი ვიდეო პლატფორმაა, რომლის მომხმარებლების ძირითად ნაწილს Gen Z წარმოადგენს. შესაბამისად, ამ თაობასთან დასაკავშირებლად ყველაზე მარტივი გზა სწორედ TikTok-ის გამოყენებაა. მართალია, მოზარდები, ტინეიჯერები და ზრდასრულები პლატფორმას ძირითადად გართობის მიზნით იყენებენ. თუმცა, ხშირად სწორედ TikTok ხდება დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მძლავრი იარაღი.

TikTok-ზე არაერთი ვიდეოა, სადაც ადამიანები ნიანგებს ფოტომონტაჟით ათავსებენ დატბორილ სახლებთან, გამოჰყავთ გეპარდისა და პიტბულის ჰიბრიდები ან უყურებენ უცნაურ ბრძოლას წესების გარეშე.

რა თქმა უნდა, მსგავსი ვიდეოები მავნებელი არ არის და ხშირად სახალისო სანახაობასაც წარმოადგენს. თუმცა, მათი არსებობა საზოგადოების იმ ნაწილს აღელვებს, რომელიც დეზინფორმაციას შეისწავლის. მსგავსი ტაქტიკები გამოიყენება პოსტებზე, რომლების შინაარსიც მოიცავს პოლიტიკოსების საუბარს, შეთქმულების თეორიებს, საფრთხის შემცველია. მსგავს ვიდეო მასალებს, შესაძლოა, საზოგადოების შეხედულებებზე ძლიერი გავლენა ჰქონდეთ.

მანიპულირებული და სინთეზური მედიის ექსპერტი, ჰენრი აჟდერი ამბობს, რომ ამგვარი მანიპულაციები სულ უფრო ხშირდება.

«როდესაც მსგავსი შინაარსის მასალების ასეთი სისწრაფით და მასშტაბებით შექმნა შეიძლება, ეს მთლიანად ცვლის ლანდშაფტს». — ამბობს ის. 

შეცვლილი ან სინთეზირებული მასალა სხვა ონლაინ პლატფორმებზეც ჩნდება, როგორიცაა Facebook, რომელსაც ყოველთვიურად სამი მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მაგრამ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მსგავსი მასალების აღმოჩენა TikTok-ზე, რომელსაც სავარაუდოდ, 1,6 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, განსაკუთრებით რთულია. რთულია ამ რაოდენობის მომხმარებელს მოუწოდო, რომ გამოყონ ყალბი მასალები პლატფორმაზე, სადაც რეალობა, სატირა და პირდაპირი მოტყუება ხშირად თითქმის შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს.

პოტენციურად მავნე მანიპულირებადი მასალების გავრცელების რაოდენობრივი დადგენა რთულია. მკვლევრები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები მრავლდება, რადგან ტექნოლოგიები, რომლებიც ამის საშუალებას იძლევა, უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ექსპერტების პროგნოზით, დროთა განმავლობაში მანიპულაციები უფრო გახშირდება და მათი აღმოჩენაც გართულდება.

ვისაუბროთ მაგალითებით: 

TikTok-ის მომხმარებელმა გააზიარეს CNN-ის არარსებული სიუჟეტის ყალბი სქრინშოტი, სადაც ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილება მხოლოდ სეზონური პრობლემაა.

ერთ-ერთ ვიდეოში მანიპულაციის მეშვეობით აჩვენეს, რომ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინე ჟან-პიერმა Fox News-ის რეპორტიორის პიტერ დუსის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

კარინე ჟან-პიერი

2021 წლიდან პლატფორმაზე განთავსებული იყო ვიდეო, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამბობს, რომ კოვიდ-19-ის გამო ჰოსპიტალიზებული ადამიანებიდან, ფაქტობრივად, ყველა აცრილი იყო. რეალურად კი პირიქით, კამალა ჰარისი ამბობდა, რომ ეს ადამიანები აუცრელები იყვნენ. 

კამალა ჰარისი

TikTok-ზე შესაძლებელია ყველაზე აბსურდულ პოსტებსაც კი გადააწყდეთ. მაგალითად, გავრცელდა ვიდეო, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული ჰიმნის ნაცვლად «Baby Shark“-ს მღეროდა.

რეალურ საფრთხეს მასალის საზოგადოებაზე გავლენა წარმოადგენს. მსგავს მანიპულაციებს შეუძლია დააზიანოს სოციალური მედიის მრავალი მომხმარებლის უნარი, დაეყრდნონ რეალურ ცნობებს.

დიფფეიკები, რომლებიც ციფრული სახის სხვის სხეულზე გადანერგვით იქმნება, ხშირად ბრალდების საბაბი ხდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინდივიდების დისკრედიტაცია სურთ.

Deepfake - ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
Deepfake — ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
თემის მიხედვით
Deepfake — ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები

პოლიტიკურმა კონსულტანტმა როჯერ სტოუნსმა 2022 წლის სექტემბერში Telegram-ზე დაწერა, რომ გავრცელებული კადრები, რომლებშიც 2020 წლის არჩევნების წინ მის მიერ ძალადობისკენ მოწოდება ჩანს, რეალურად «თაღლითური დიფფეიკები» იყო.

მსგავსი ვიდეოები შესაძლებელია დავის საგნად იქცეს ფართომასშტაბიანი აქციების დროსაც. მაგალითად. 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის აჯანყების დროს დაკავებული ადამიანების ადვოკატები ამბობდნენ, რომ კადრები, რომლებშიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ჩანდნენ, რეალურად, დიფფეიკები იყო.  

«როდესაც ჩვენ შევდივართ სამყაროში, სადაც რაღაცები მანიპულირებადია, უბრალოდ შეგვიძლია უარვყოთ არასასიამოვნო ფაქტები», — თქვა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორმა ჰარი ფარიდმა, რომელიც TikTok-ის შინაარსის კონსულტაციების საბჭოს წევრია.

ტექნოლოგიური კომპანიები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ახალი ინსტრუმენტების აღმოჩენას მანიპულირებული კონტენტის გამოსაყოფად. 2020 წლის საარჩევნო სეზონზე TikTok-მა, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა პირობა დადეს, რომ გამოყოფდნენ და წაშლიდნენ მანიპულირებულ მასალებს.

«TikTok არის ადგილი ავთენტური და გასართობი შინაარსისთვის, რის გამოც ჩვენ ვკრძალავთ და ვაშორებთ მავნე დეზინფორმაციას, მათ შორის, სინთეზურ ან მანიპულირებულ მედიას, რომელსაც ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს». — თქვა TikTok-ის წარმომადგენელმა ბენ რატემ.

მაგრამ, დეზინფორმაციის ექსპერტების თქმით, რთულია ცალკეული მაგალითებით ზუსტი სურათის წარმოჩენა. მანიპულირებული მედიის გაფართოებულმა ზემოქმედებამ შესაძლოა შეასუსტოს მომხმარებლის უნარი და სურვილი, განასხვაოს ნამდვილი და ყალბი მასალები.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი TikTok პაროდიებისთვის პოპულარული ობიექტია. პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინსტრუმენტებს დამატებითი აუდიოს დასამატებლად ან სხვა მომხმარებლებთან «დუეტის» ფუნქციას და მათ საუბარში «ჩართვის» (stitck) ინსტრუმენტებს მარტივი ცვლილებების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი მათგანი იყო ტრამპის იმიტაცია ჰარი პოტერთან საუბრისას ან მისი გამოსახულება მერლინ მონროს როლში.

«TikTok, ფაქტობრივად, შექმნილია ისე, რომ შეძლოს მედიის გაერთიანება — ეს არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია მანიპულაციისა და ცვლილებებისთვის». 

TikTok-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი იყენებს ჰეშთეგებს, რათა გაამჟღავნოს, რომ იყენებენ ფილტრებს ან ცვლიან ვიდეოებს. ზოგჯერ, მანიპულირებული მედიის აღმოჩენა კომენტარების განყოფილებიდან ხდება შესაძლებელი. მაგრამ, ასეთი მცდელობა ხშირად შეუმჩნეველი ხდება TikTok-ის მოხმარების სისწრაფიდან გამომდინარე.

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ის 18-დან 29 წლამდე მოსახლეობის 48% იყენებს TikTok-ს. ასაკის მატებასთან ერთად მომხმარებელთა რაოდენობა იკლებს. ეს აჩვენებს, რომ აპლიკაციაში აქტიური ადამიანების უმრავლესობა მოზარდია. NewsGuard-ის  მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვები, რომლებმაც TikTok-ის ანგარიშები შექმნეს, ფაქტობრივად, მყისიერი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდნენ.

თუმცა, პლატფორმაზე მთავარ პრობლემას არა მოზარდები, არამედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც ყალბ მასალებს ქმნიან.

UNICEF-ის მოხსენებამ აჩვენა, რომ ბავშვები უფრო ადვილად გახდებიან ნებისმიერი გავრცელებული ტყუილის მსხვერპლი, რადგან მათ ხშირად არ შეუძლიათ განასხვაონ ყალბი და ნამდვილი ინფორმაცია. ეს ცხადია, მარტივი მანიპულირების საშუალებას იძლევა და ახალგაზრდებიც თავიანთი მორალის და რწმენის ჩამოყალიბებას სიცრუის გარშემო იწყებენ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Deepfake - ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
Deepfake — ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
თემის მიხედვით
Deepfake — ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
FBI აცხადებს რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის
თემის მიხედვით
FBI აცხადებს, რომ TikTok შემაშფოთებელი საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის


ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.