ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ ხდება ანტრეპრენერი?

The Generalist-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიიდან მრავალი კომპანია შეისწავლა, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე არიან. 

განსაკუთრებული ყურადღება კომპანიების წარმოშობის ისტორიაზე გამახვილდა. მაგალითად, როგორ იმოქმედა ჰოვარდ შულცის (Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი) ანტრეპრენერულ ხედვაზე იტალიაში მოგზაურობამ? რატომ იყო მორის ჩანგი (Taiwan Semiconductor Manufacturing Company)  მზად მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარგამტარული მწარმოებლის შესაქმნელად?

კომენტარის დატოვება
ვინ ხდება ანტრეპრენერი?

The Generalist-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიიდან მრავალი კომპანია შეისწავლა, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე არიან. 

განსაკუთრებული ყურადღება კომპანიების წარმოშობის ისტორიაზე გამახვილდა. მაგალითად, როგორ იმოქმედა ჰოვარდ შულცის (Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი) ანტრეპრენერულ ხედვაზე იტალიაში მოგზაურობამ? რატომ იყო მორის ჩანგი (Taiwan Semiconductor Manufacturing Company)  მზად მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახევარგამტარული მწარმოებლის შესაქმნელად?

ეპიკური კომპანიებით გატაცების მიღმა, კიდევ უფრო დიდი ინტერესი ხალხისა და მათ უკან არსებული ისტორიების მიმართ ჩნდება. რა ფაქტორები ახდენს გავლენას ანტრეპრენერებზე? რა მახასიათებლები და გამოცდილება უბიძგებს ადამიანს, დატოვოს სტაბილური სამუშაო ადგილი დამწყებობისა და არასტაბილურობისთვის?

ტინეიჯერი ვანდალები

«ჭკვიანსა და უკანონოში» აკადემიკოსები როს ლევინი და იოანა რუბინშტეინი იკვლევენ, რამდენად ახდენს წესების დარღვევისკენ ადრეული მიდრეკილება გავლენას ანტრეპრენერად გახდომაზე.

დასაქმებულთა რიგებში შესვლამდე, წლების განმავლობაში მომავალი ანტრეპრენერები უფრო მაღალ ინტელექტუალურ უნარს ავლენენ.

ასევე, უფრო ძლიერ თვითშეფასებას და მეტ რწმენას თავიანთი მომავლისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში.

ისინი, ასევე, უფრო მეტად არიან ჩართული უკანონო ქმედებებში. საშუალო თანამშრომლებთან შედარებით, ანტრეპრენერები 2-ჯერ უფრო ხშირად «იღებენ რამეს უნებართვოდ და ძალდატანებით» და ალბათობა, რომ ისინი პოლიციამ ერთხელ მაინც გააჩერა, 40%-ზე მეტია.

საერთო «უკანონო საქმიანობის ინდექსის» ქულის მიხედვით, რომელიც მოიცავს ისეთ ქცევებს, როგორიცაა გაცდენა, აზარტული თამაშები, ნარკომანია, მაღაზიების გაქურდვა და ვანდალიზმი — ანტრეპრენერები ამ ქმედებებს 21%-ით უფრო ხშირად სჩადიან, ვიდრე სხვა დასაქმებული ადამიანები.

2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ თვისებების ეს ნაერთი ყველაზე ძლიერ კომბინაციას წარმოადგენს. ახალგაზრდები, რომლებიც თან ჭკვიანები არიან და კანონსაც არღვევენ, დიდი ალბათობით, ანტრეპრენერები გახდებიან.

ამ სტატისტიკის შემდეგ, არც ისეთი გასაკვირია, რომ PayPal-ის ექვსი თანადამფუძნებლიდან ოთხმა სკოლაში ბომბები ააწყო.

ბევრი პოზიცია

ედვარდ ლაზერის 2005 წლის ნაშრომი «Entrepreneurship» განიხილავს ურთიერთობას ანტრეპრენერობას და შესაძლებლობების შედარებით ბალანსს შორის. არიან სპეციალისტები ის ადამიანები, რომლებიც, დიდი ალბათობით, კომპანიას შექმნიან?

ლაზერის კვლევა შეფასებისთვის სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლის მონაცემებს იყენებს. კერძოდ, ლაზერი იკვლევს, მოქმედებს თუ არა პროფესიონალური პოზიციების რაოდენობა, ბიზნეს სკოლაში ჩატარებული გაკვეთილების სპექტრი და აკადემიური მოსწრება  ანტრეპრენერობის ალბათობაზე.

ირკვევა, რომ ის, ვინც უფრო მეტ პროფესიულ როლს ითავსებს, უფრო დიდი ალბათობით გახდება ანტრეპრენერი.

მართლაც, ანტრეპრენერებიდან მხოლოდ 3%-ია ისეთი, რომელსაც 3-ზე ნაკლები პროფესიონალური თანამდებობა ეჭირა. ლაზერის განმარტებით, «ანტრეპრენერები არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდად ჯდომა არ შეუძლიათ».

ბევრი ნაცნობი

ქსოვის საზოგადოებები ანტრეპრენერების შეკრების ადგილად არ ითვლება, თუმცა კიმ ჰიეჯუნის 2018 წლის ნაშრომი თვითდასაქმებაზე გადასვლის დამაინტრიგებელ ასპექტებს ეხება: რეალურ გარემოში კავშირების მნიშვნელობა.

კვლევის ჩასატარებლად, კიმმა შეამოწმა 403 199 მქსოველის მონაცემები, რომლებიც Ravelry-ზე (ფაქტობრივად, Facebook მქსოველებისთვის) აქტიურობდნენ. კიმმა ჯგუფებში მეწარმეები აღმოაჩინა — ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ და ყიდდნენ თავის ნამუშევრებს, ქმნიდნენ ახალ ნაქსოვ პროდუქტებს და ანაწილებდნენ მათ კატეგორიებში.

კიმის ნაშრომის ერთ-ერთი ნაწილი «სამეწარმეო გადასვლებს» ეხება. რატომ ხდება, რომ თანაბარი შესაძლებლობების მქონე მონაწილეებს შორის მხოლოდ ნაწილი აგრძელებს საკუთარი პროდუქტის გაყიდვას? როგორც ჩანს, მთავარ მიზეზს წახალისება წარმოადგენს. ქსოვაში გამოცდილი ადამიანის, ოჯახისა და მეგობრებისგან მიღებული ქება შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ჩვენ ყველას გვჭირდება პატარა ბიძგი.

არაადეკვატური კომპენსაცია

მულტივერსის რომელიღაც ნაწილში, სტივ ჯობსი პენსიაზე გავიდა, როგორც Hewlett Packard-ის თანამშრომელი, ხოლო იან კუმი Twitter-ის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია. ჩვენს რეალობაში, ორივე ადამიანს უარი უთხრეს ამ კომპანიებში დასაქმებაზე. მათ მუშაობა განაგრძეს და შექმნეს Apple და WhatsApp.

დიპაკ ჰეგდესა და ჯასტინ ტუმლინსონის «ინფორმაციული ხახუნი და მეწარმეობა» აფასებს, თუ როგორ იქმნება ისეთი დამფუძნებლების ისტორიები, როგორებიც ჯობსი და კუმი არიან. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ადამიანები მეწარმეობას მაშინ ირჩევენ, როდესაც სამუშაო ბაზრის მხრიდან არაადეკვატურ კომპენსაციას იღებენ.

ფუნდამენტური საკითხი აქ ინფორმაციული ასიმეტრიაა. დამსაქმებლები შეფასებებს «უნარების შესამჩნევი სიგნალების» საფუძველზე აკეთებენ. განათლების მიღწევები და წინამორბედი სამუშაო გამოცდილება კარგი მაგალითებია დაკვირვებადი სიგნალებისთვის (სავარაუდოდ, შემთხვევითი არ არის, რომ ჯობსიც და კუმიც სკოლიდან გამოსულები იყვნენ). თუმცა, გონივრული მარიონეტები, საბოლოოდ, ხმაურიანი სიგნალებია. დამსაქმებელმა შეიძლება არასწორად შეაფასოს კანდიდატები.

2020 წლის ნაშრომი მოზარდობის პერიოდში ჩატარებული უნარების ტესტების შედეგებს ასახავს. ის აერთიანებს ინფორმაციას შემდგომ საგანმანათლებლო მიღწევებსა და დასაქმების სტატუსებთან მიმართებაში. ისინი, ვინც მომავალში ანტრეპრენერები ხდებიან, უკეთესად აბარებენ მოზარდთა უნარების ტესტებს.

კოლეჯიდან წამოსული ადამიანი, რომელიც საკუთარ კომპანიას აარსებს, სავარაუდოდ, უფრო მაღალი ინტელექტის მქონეა, ვიდრე კოლეჯიდან წამოსული ადამიანი, რომელიც საშუალო შემოსავლის სამსახურში მუშაობს.

კვლევა ნაწილობრივ განმარტავს იმასაც, თუ რატომ მიმართავენ ემიგრანტები ანტრეპრენერობას.

ეს ჯგუფები ხშირად არასაკმარისად დაფასებულია, რაც ქმნის შეუსაბამობებს და ბიზნესის დაწყების სტიმულს. ერთ-ერთი ცნობილი სარისკო (venture) კაპიტალის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ ბოლო ფონდში ანტრეპრენერების 70% ემიგრანტი იყო. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ემიგრანტებს თითქმის 2-ჯერ მეტი შანსი აქვთ, ანტრეპრენერები გახდნენ.

ბავშვობის ტრამვისგან გადარჩენილები

მე-20 საუკუნის სისასტიკეებს შორის, ჩინეთის დიდი შიმშილობა აშშ-ში ნაკლებად განიხილება, ხოლო ჩინეთში ტაბუდადებული თემაა. 1959-დან 1961 წლამდე, დაახლოებით, 45 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილითა და მასთან დაკავშირებული დაავადებებით, რაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 7% იყო. იმის გამო, რომ ზოგიერთ სჯერა, ცენტრალური მთავრობა არასაკმარისად იტყობინება სიკვდილიანობის შესახებ, რეალური მაჩვენებელი შეიძლება, ბევრად უფრო მაღალი იყოს. «როცა საჭმელი არ არის საკმარისი, ხალხი შიმშილით კვდება. ჯობია ნახევარი მოკვდეს, რომ სხვებმა შეჭამონ». — ეს იყო ოფიციალური პასუხი მოვლენებზე.

მკვლევრებმა სწორედ ეს ისტორიული ფონი აირჩიეს 2021 წლის კვლევისთვის. კერძოდ, ისინი იყენებდნენ დიდი შიმშილობის დროს და მის შემდეგ შეგროვებულ მონაცემებს, რათა შეეფასებინათ კავშირი ბავშვობის უბედურებებსა და მიგრანტთა ანტრეპრენერობას შორის.

კვლევამ მთელი რიგი საინტერესო აღმოჩენები გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში დაბადებული და გაზრდილი სუბიექტები დიდი ალბათობით გაიზარდნენ და გახდნენ მიგრანტი ანტრეპრენერები.

დიდი შიმშილობისას გადარჩენას თავდაჯერებულობისა და ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციის მაღალი უნარი სჭირდებოდა. ამ პერიოდში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს, სავარაუდოდ, ეს თვისებები ძალიან ადრე განუვითარდათ. იმ დისკრიმინაციასთან ერთად, რომლებსაც ისინი შრომის ბაზარზე აწყდებიან, ამ თვისებებმა, შესაძლოა, ბევრი მიიყვანა თვითდასაქმებამდე.

ადამიანები ბიპოლარული აშლილობით, ADHD-ით და OCD-ით

ანტრეპრენერები ბევრად უფრო ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებს. გამოკითხული ანტრეპრენერების 49% ამტკიცებს, რომ აქვს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ერთი ან მეტი პრობლემა. არაანტრეპრენერებში ეს მაჩვენებელი 32%-ია. როდესაც საქმე ოჯახს ეხება, ანტრეპრენერების 72% პირდაპირ ან ირიბად განიცდის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებს. 

საინტერესოა ამ აღმოჩენების ლაზერის შეხედულებასთან შედარება ანტრეპრენერების, როგორც გენერალისტების შესახებ. ისინი, ვინც საკუთარ ბიზნესს იწყებენ, შესაძლოა, იყვნენ კარგად მობილიზებული, თუმცა, არა აუცილებლად დაბალანსებული. ამ დარღვევებთან დაკავშირებული კრეატიულობა, დაჟინებულობა და საკუთარი თავის რწმენა გარკვეულ საფასურს მოითხოვს.

როგორც ფრიმენის კვლევა აჯამებს, «ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მეწარმეებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან წარმატებული პიროვნული თვისებებით, შეიძლება, ჰქონდეთ უფრო მეტი დიაგნოსტიკური ფსიქოლოგიური შემთხვევები».

41.9 წლის

პოპულარული წარმოდგენით, სილიკონის ველი ახალგაზრდების გასართობი პარკია. დამფუძნებლის ტრადიციული არქეტიპი არის ბრწყინვალე, კოლეჯიდან წამოსული ინჟინერი ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი ან პატრიკ კოლისონი. თუმცა, რამდენად მართალია ეს სტერეოტიპი?

პუერ აზუელის და სხვების 2018 წლის ნაშრომი «ასაკი და სწრაფად მზარდი ანტრეპრენერობა» ფოკუსირებულია აშშ-ს სტარტაპებზე  და არა ყველა ახალ ბიზნესზე. ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს კვლევის მიხედვით, კომპანიის დამაარსებელთა საშუალო ასაკი 41,9 წელია.

საინტერესოა, რომ ეს უხეში ასაკობრივი დიაპაზონი კარგად ერგება სხვადასხვა პოპულაციას.

საშუალო ასაკი გაიზარდა ყველაზე პერსპექტიულ კომპანიებზე ფოკუსირებისას. მონაცემთა ნაკრებიდან ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიებში ლიდერობენ ისინი, რომელთა დამფუძნებლების საშუალო ასაკი 45 წელია.

აზუელის კვლევა აკვირდება ფირმების ისტორიულ საქმიანობას, როგორებიცაა Microsoft, Apple, Amazon, და Google. თუ მარკ ცუკერბერგი მართალია, რომ «ახალგაზრდები უფრო ჭკვიანები არიან», რატომ არ მცირდება ამ კომპანიების წარმატება დამფუძნებლების ასაკის მატებასთან ერთად?

მიუხედავად ამ მონაცემებისა, სარისკო კაპიტალის ინვესტიცია ახალგაზრდა დამფუძნებლებისკენაა მიმართული. იმის ნაცვლად, რომ ეძებონ სხვა მარკ ცუკერბერგი, ინვესტორები სიახლეებს სიფხიზლით უნდა მოეკიდონ. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
თემის მიხედვით
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის


ასევე წაიკითხეთ
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა
BAG (Business Association of Georgia) ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება — გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.        
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
15 გზა, რათა გაიზარდოთ, როგორც IT ლიდერი
IT ლიდერები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი პროფილები და პერსპექტივები განავითარონ. ტექნოლოგიური ლანდშაფტი არ არის ერთადერთი ელემენტი, რომელიც IT დეპარტამენტში ვითარდება და არც სამხედრო სამსახურის (rank-and-file) თანამშრომლები არიან ერთადერთი IT პროფესიონალები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.