ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის Smart City და შეიძლება თუ არა მისი დანერგვა საქართველოში

მომავლის ჭკვიანი ქალაქები (Smart Cities) არის ურთიერთდაკავშირებული მუნიციპალიტეტები. ისინი იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა გააუმჯობესონ სამთავრობო მომსახურების ხარისხი და მოქალაქეთა კეთილდღეობა.

ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიების გამოყენებისას უმთავრესი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მოქალაქეებმა სწრაფად უნდა გაიგონ რა ხდება მათ გარშემო ქალაქში.

სწრაფი კომუნიკაცია ჭკვიან ქალაქს შესაძლებლობას აძლევს,  აღმოფხვრას შეცდომები და გააუმჯობესოს სერვისები. შედეგად მოქალაქეები უფრო დაცულნი იქნებიან.

კომენტარის დატოვება

ჭკვიანი ქალაქის მახასიათებლებში შედის:

  • ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა;
  • გარემოსდაცვითი ინიციატივები;
  • ეფექტური და მაღალფუნქციური საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
  • ქალაქის პროგრესული დაგეგმარება;
  • ადამიანების შესაძლებლობა, გამოიყენონ რესურსები, იცხოვრონ და იმუშაონ ქალაქში.

Smart city — სინგაპური

ჭკვიანი ქალაქის ერთ-ერთი მაგალითია სინგაპური, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქალაქი-სახელმწიფოა. ის მსოფლიოში მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. სინგაპურის მთავრობა ეძებს ციფრული წინსვლის  გზებს, რათა გაზარდოს პროდუქტიულობა უკვე განვითარებულ ეკონომიკაში. გეგმა მიზნად ისახავს მთელი ქალაქიდან ინფორმაცია ციფრულად შეაგროვოს სენსორების გამოყენებით, რომლებიც დაკავშირებულია აგრეგაციის ყუთებთან. მოძრაობის მოცულობის და ფეხით მოსიარულეთა აქტივობის შესახებ შეგროვებული მონაცემები იგზავნება შესაბამის უწყებებთან ანალიზისა და სერვისების მიწოდების მოქმედებისთვის. სახლების თითქმის 95%-ს ფართოზოლოვანი წვდომა აქვს და ღია წყაროს ინფორმაცია მოქალაქეებს და კერძო სექტორს მიეწოდება, რათა მონაცემები პირადი ან საქმიანი მიზეზებისთვის გამოიყენონ.

კვლევის ეროვნული ფონდი ხელმძღვანელობს ვირტუალური სინგაპურის, დინამიკური 3D ქალაქის მოდელის და მონაცემთა ერთობლივი პლატფორმის განვითარებას. ის ხელმისაწვდომია საჯარო და კერძო ფირმებისთვის, რათა შეიმუშაონ ინსტრუმენტები სერვისების ტესტირებისთვის, როგორიცაა ხალხის დისპერსიის (მონაცემთა გაფანტულობის საზომი) სიმულაცია მომავალი სპორტული ადგილებიდან. იმის გამო, რომ მცხოვრებლების 80% ცხოვრობს საჯარო საცხოვრებელში, სამთავრობო უწყებები მუშაოებენკერძო კომპანიებთან, რათა გამოცადონ ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები, მაგალითად, სახლის ენერგიისა და წყლის მართვის და ხანდაზმულთა მონიტორინგის სისტემები.

ჭკვიანი ტექნოლოგიები საცხოვრებელში ე.წ ჩარჩოს მეშვეობითაა ინტეგრირებული. ის ითვალისწინებს დაგეგმვას, გარემოს, შენობებს და ზოგად ცხოვრებას. მაგალითად, ინჟინრები აანალიზებენ ქარის ნაკადს, მზის შეღწევას და დაჩრდილულ ადგილებს, რათა უკეთ დააპროექტონ და განათავსონ ახალი შენობები.

ჭკვიანი ქალაქების კონცეფცია

დღეისათვის ჭკვიანი ქალაქების ინიციატივები უმეტესად განვითარებულ ქვეყნებში პროგრესირებს. ევროპის ქვეყნებში ხელისუფლება ლიდერობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში, რათა მუნიციპალური სერვისები გააუმჯობესონ. მაგრამ ჭკვიანი ქალაქების კონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. კერძო სექტორმა და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოქალაქის ცხოვრების უმეტეს ასპექტში.

ამის მისაღწევად, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ დაიწყო კამერების და IoT სენსორების ქსელების განლაგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ნარჩენების მართვა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ამტკიცებს, რომ ჭკვიანი ქალაქების ინიციატივების მიზნებსა და შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, რადგან ტექნოლოგიური კომპანიები ინვესტიციებს უკვე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქალაქებში დებს.

2022 წლის ნოემბერში WEF-მა განაცხადა, რომ ლონდონი, ნიუ-იორკი, ტოკიო და პარიზი მოხვდნენ 10 ჭკვიან ქალაქს შორის, რომელიც მოიცავს კარგ მმართველობას, ციფრულ უნარებს და გარემოს მდგრადობას. განვითარებადი ქალაქები, მათ შორის ნაირობი, ლაგოსი, ბრაზილია და კოლკატა სიის ბოლოში იყო.

WEF ამბობს, რომ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციებს განვითარებად სამყაროში ხშირად აკრიტიკებენ, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია ძვირადღირებული სისტემების შეძენა. WEF-ის თქმით, პროექტები ხშირად ადგილობრივი რეალობისთვის არასათანადოა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სინამდვილეში ჭკვიანი ქალაქი.

ლუიზა ბარკერმა, IDC Europe-ის სამთავრობო იდეების კვლევის მენეჯერმა, თქვა, რომ ხშირად ხალხს ჰგონია, ჭკვიანი ქალაქი დაკავშირებულია მბზინავ შენობებსა და უპილოტო მანქანებთან. სინამდვილეში, ჭკვიანი ქალაქის განმარტება დაკავშირებულია მოქალაქეების ძირითადი სამუშაო გამოწვევების გაუმჯობესებასთან.

განვითარებადი ქვეყნები უფრო დიდ გამოწვევებსაც აწყდებიან, მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებას ან წყლის დეფიციტს. ამან შეიძლება შეაფერხოს პოტენციურად ძვირადღირებული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

გთავაზობთ რამდენიმე სარგებელს, რომელსაც ჭკვიანი ქალაქის დანერგვა მოუტანდა განვითარებად ქვეყნებს, ისეთს, როგორიც საქართველოა:

  • მონაცემების საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილების მიღება;
  • უსაფრთხო საზოგადოების შექმნა;
  • გაუმჯობესებული ურბანული ტრანსპორტი;
  • გარემოს გაუმჯობესება სხვადასხვა სისტემების მეშვეობით;
  • საავადმყოფოსა და საჯარო მომსახურების სფეროებში დროის დაზოგვა;
  • ინტერნეტის ევოლუცია;
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობები;
  • ისეთი სერვისების შექმნა, რომელიც უფრო ეფექტურად უპასუხებს მოქალაქეთა საჭიროებებს;
  • ავტომატური და ეფექტური ურბანული მართვა;
  • როგორც ეკონომიკური, ასევე ბუნებრივი ხარჯების შემცირება.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ ჭკვიანი ქალაქის შექმნა შეძლოს

მთავრობებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა მოქალაქეების ძირითადი ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესასრულებლად. უნდა მოიზიდონ მეტი შემოსავალი, შექმნან მკაფიო მარეგულირებელი ჩარჩოები, შეამცირონ ტექნოლოგიური რისკები. ასევე მნიშვნელოვანია განავითარონ კაპიტალი, უზრუნველყონ ციფრული ინკლუზიურობა და ხელი შეუწყონ გარემოს მდგრადობას.

ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმი - ქართული ღვინო ციფრულ სივრცეში
ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმი — ქართული ღვინო ციფრულ სივრცეში
თემის მიხედვით
ღვინის ბლოკჩეინ კონსორციუმი — ქართული ღვინო ციფრულ სივრცეში

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.