ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში

ყალბი ამბების ინტერნეტში გავრცელება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ სწრაფად იზრდება. ბევრ ადამიანს უჭირს გაარჩიოს ნამდვილი ამბავი ყალბისგან, ეს კი დაბნეულობას იწვევს.

კომენტარის დატოვება
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში

ყალბი ამბების ინტერნეტში გავრცელება ახალი ამბავი არ არის, მაგრამ სწრაფად იზრდება. ბევრ ადამიანს უჭირს გაარჩიოს ნამდვილი ამბავი ყალბისგან, ეს კი დაბნეულობას იწვევს.

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ინტერნეტში დეზინფორმაცია გავრცელდეს, არის რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებას საბრძოლო იარაღად იყენებს. რუსეთმა ე.წ ციფრული ბარიკადი ააშენა, რათა რუსეთის მოქალაქეებს სიმართლესთან წვდომა არ ჰქონოდათ. რუსეთის მოქალაქეები ეყრდნობიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მათი ხელისუფლება ავრცელებს. უფასო და ღია ინტერნეტი რუსეთში არ არსებობს.

რუსეთის მოქალაქეები იღებენ დეზინფორმაციას, რომ ომში უკრაინაა აგრესორი. ციფრული იზოლაცია რუსეთის ხელისუფლებას აძლევს საშუალებას — არ გავრცელდეს ის ინფორმაცია, რაც მათ არ აწყობთ.

რუსეთმა მიიღო ცენზურის კანონი, რომელიც უკრძალავს ჟურნალისტებს, ვებგვერდებს და სხვა წყაროებს გამოაქვეყნონ ის ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება დეზინფორმაციად მიიჩნევს.

თანდათან სოციალური მედია საზოგადოებისთვის ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ხდება. თუმცა სოციალურ მედიაში გავრცელებული ყველა ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება.

დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ბოტების, მიკერძოებული პირებისა და კრაკერების საშუალებით.

რა არის ყალბი ამბავი?

ყალბი ამბავი არის სხვადასხვა ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც განზრახ არის ყალბი და შექმნილია მოვლენების, ფაქტების, სიახლეებისა და მკითხველთა მანიპულირებისთვის. ასეთი ინფორმაცია სიახლეს ჰგავს, მაგრამ მიზანმიმართული ბოროტებაა. 

ყალბი ახალი ამბავი მოიცავს: 

  • გადაუმოწმებელი ინფორმაციას;
  • არაექსპერტების მიერ დაწერილი ინფორმაციას;
  • ინფორმაციას, რომელიც სხვა საიტებზე არ მოიძებნება;
  • ისტორიებს, რომლებიც ფაქტების მაგივრად ემოციებს ეყრდნობა. 

როგორც წესი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა ემყარება ამა თუ იმ საზოგადოებაში უკვე არსებულ შიშს და აღვივებს და აზვიადებს მათ, რის შედეგადაც ცრუ წარმოდგენებს ქმნის და ქაოსს და დაქსაქსულობას იწვევს. 

ყალბი ამბების კატეგორიებში შედის:

  • Clickbait — იყენებს გაზვიადებულ, საეჭვო ან შეცდომაში შემყვან სათაურებს. ასევე, სურათებს ან სოციალური მედიის აღწერილობებს ვებ ტრაფიკის შესაქმნელად. ეს ისტორიები შეგნებულად არის შეთხზული მკითხველის მისაზიდად.
  • პროპაგანდა — ავრცელებს ინფორმაციას, ჭორებს ან იდეებს, რათა ზიანი მიაყენოს ინსტიტუტს, ქვეყანას, ადამიანთა ჯგუფს ან ინდივიდს — როგორც წესი, პოლიტიკური მიზნებისთვის.
  • იმპოსტერული კონტენტი — ჰბაძავს ზოგადი ახალი ამბების საიტებს, რომლებიც მკითხველების მოსატყუებლად შეიცავს მოგონილ ისტორიებს.
  • მიკერძოებული ამბები — იზიდავს მკითხველს საკუთარი მიკერძოებისა და შეხედულებების დასადასტურებლად.
  • სატირა — ქმნის ყალბ ამბებს, რომლებიც გასართობია.
  • სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ამბები — მოქმედებს მთავრობის კონტროლით, რათა მოსახლეობაში დეზინფორმაცია გაავრცელოს.
  • შეცდომაში შემყვანი სათაურები — ისტორიები შეიძლება არ იყოს მთლიანად ყალბი, მაგრამ დამახინჯებულია. აქვს შეცდომაში შემყვანი სათაურები.

დეზინფორმაციის გავრცელების რამდენიმე გზა სოციალურ მედიაში:

  • უწყვეტი გაზიარება — სოციალურ მედიაში კონტენტის გაზიარება და მოწონება მარტივია. ყოველ ჯერზე, როცა მომხმარებელი აზიარებს ინფორმაციას, მას უფრო მეტი ადამიანი ნახულობს.
  • სარეკომენდაციო ძრავები — სოციალური მედიის პლატფორმები და საძიებო სისტემები მკითხველს აწვდიან პერსონალიზებულ რეკომენდაციებს პრეფერენციებზე და ძიების ისტორიაზე დაყრდნობით. ეს კიდევ უფრო უწყობს ხელს ყალბი ამბის გავრცელებას.
  • ჩართულობის მეტრიკა — სოციალური მედიის არხები კონტენტს პრიორიტეტს ანიჭებს ჩართულობის მეტრიკით, მათ შორის, რამდენად ხშირად აზიარებენ ან იწონებენ მკითხველები ისტორიებს. ამ შემთხვევაში ამბის სიზუსტე არ არის ფაქტორი.
  • ხელოვნური ინტელექტი — AI სისტემებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დეზინფორმაციის გავრცელებას. AI-ს სამიზნე აუდიტორიაზე დაყრდნობით შეუძლია რეალისტური ყალბი მასალა შექმნას. AI-ის შეუძლია გამოიყენოს ბოტები, რომლებიც ნამდვილ მომხმარებლებს განასახიერებენ.
  • კრაკერები/კიბერდამნაშავეები — ამ ადამიანებს შეუძლიათ რეალურ მედიებში ისტორიების დანერგვა ისე, თითქოს სანდო წყაროები არიან. მაგალითად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კრაკერები შეიჭრნენ სამთავრობო გვერდებზე და გამოაქვეყნეს ყალბი ინფორმაცია სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.
  • ტროლები — ყალბი ამბები შეიძლება გავრცელდეს ცნობილი სტატიების კომენტარებში. ტროლები მიზანმიმართულად აქვეყნებენ პოსტებს, რათა ხალხთან კამათი წამოიწყონ. ტროლებს ზოგჯერ პოლიტიკური მიზეზების გამო უხდიან, რამაც შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.

2014 წელს რუსეთმა ტროლების ქარხნებში ინვესტირება დაიწყო. მანამდე ვლადიმერ პუტინს დიდი ინტერესი არ ჰქონია სოციალური მედიის, როგორც ინსტრუმენტის მიმართ. ეს მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2011-2012 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა კორუფციის გაპროტესტება დაიწყეს. მოქალაქეთა «აჯანყებები» ნაწილობრივ სოციალურ მედიაში ვითარდებოდა.

რუსული ტროლების ქარხნები ორგანიზებულ ონლაინ აგიტატორთა ჯგუფებს აერთიანებს. მათი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრობლემები გააღვივონ და ხელი შეუწყონ სენსიტიური საკითხების ურთიერთდაპირისპირებისთვის გამოყენებას. 

ტროლების ქარხნებში დასაქმებულ ადამიანებს შექმნილი აქვთ ათობით ანგარიში სოციალურ ქსელებში. სხვადასხვა მოვლენის დროს ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ და პოსტებისა და კომენტარების სახით ავრცელებენ ნარატივს კონკრეტული მესიჯის ირგვლიც. 

დეზინფორმაციას ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად, ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ საბრძოლველად საქართველოშიც აქტიურად იყენებენ. მათ უკან, ძირითადად, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება დგას. 

10 რჩევა დეზინფორმაციის ამოსაცნობად 

შეამოწმეთ სხვა სანდო წყაროები

მოძებნეთ რეპუტაციის მქონე სხვა ახალი ამბების ვებსაიტები და საშუალებები, რათა ნახოთ, აქვეყნებენ თუ არა მოცემულ ამბავს. შეამოწმეთ სიუჟეტში მოყვანილი სანდო წყაროები. სანდო, პროფესიონალურ საინფორმაციო სააგენტოებს მკაცრი სარედაქციო მითითებები აქვთ სტატიის ფაქტების შესამოწმებლად.

შეამოწმეთ ინფორმაციის წყარო

თუ ეს ამბავი უცნობი წყაროდან არის, ჩაატარეთ გამოკვლევა. შეამოწმეთ გვერდის ვებ-მისამართი და უცნაური დომენები. შეამოწმეთ კომპანიის სახელის ნებისმიერი ორთოგრაფიული შეცდომა URL მისამართში.

შეხედეთ ავტორს

შეამოწმეთ ინფორმაციის ავტორის სანდოობა, რამდენი მიმდევარი ჰყავს და რამდენი ხანია მოქმედია ანგარიში.

ნახეთ სხვა პოსტები, რათა დაადგინოთ, აქვთ თუ არა ბოტის ქცევა. შეამოწმეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა მომხმარებლის სახელი ნომრებით და საეჭვო ბმულები ავტორის ბიოგრაფიაში. თუ კონტენტი გადატვირთულია სხვა ანგარიშებიდან და აქვს ძლიერ პოლარიზებული პოლიტიკური შინაარსი, ეს სავარაუდოდ ყალბი ბოტის ანგარიშია.

მოძებნეთ პროფილის ფოტო

ავტორის ინფორმაციისა და სანდოობის დათვალიერების გარდა, შეამოწმეთ მათი პროფილის სურათი. მოძებნეთ პროფილის ფოტო Google Reverse Image Search-ში. დარწმუნდით, რომ სურათზე არ არის Stock image ან ცნობილი ადამიანი. თუ სურათი არ ჩანს, მაშინ სტატია სავარაუდოდ არ არის სანდო, რადგან ის ანონიმურია.

წაიკითხეთ სათაურის მიღმა

დაფიქრდით, ჟღერს თუ არა ამბავი არარეალურად ან ძალიან კარგად რომ იყოს სიმართლე. სარწმუნო ისტორია შეიცავს უამრავ ფაქტს ექსპერტთა ციტატებით, ოფიციალური სტატისტიკით და გამოკითხვის მონაცემებით. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს თვითმხილველთა კომენტარები.

მოძებნეთ მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოვლენა მართლაც მოხდა. დარწმუნდით, რომ ფაქტები არ გამოიყენება მხოლოდ გარკვეული თვალსაზრისის გასამყარებლად.

კრიტიკული აზროვნების განვითარება

ნუ მისცემთ პირად რწმენებს განსჯის საშუალებას. მიკერძოებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ სტატიაზე. სოციალური მედიის პლატფორმები გვთავაზობენ ისტორიებს, რომლებიც შეესაბამება ადამიანის ინტერესებსა და მოსაზრებებს.

ნუ მისცემთ უფლებას ემოციებს, გავლენა მოახდინოს თქვენს შეხედულებებზე. შეხედეთ ამბავს კრიტიკულად და რაციონალურად. თუ სიუჟეტი ცდილობს მკითხველის დაყოლიებას ან სხვა საიტზე გაგზავნას, სავარაუდოდ, ყალბი ამბავია.

დაადგინეთ, ხუმრობაა თუ არა

ხშირად, სატირული საიტები ამბავს ხუმრობად აქცევენ. შეამოწმეთ ვებგვერდი, რომ ნახოთ, მუდმივად აქვეყნებენ თუ არა სასაცილო ისტორიებს, არიან თუ არა ცნობილი სატირებით.

დააკვირდით დაფინანსებულ კონტენტს

შეხედეთ კონტენტის ზედა ნაწილში აწერია თუ არა «დასპონსორებული კონტენტი». ასეთ სტატიებს ხშირად აქვთ მიმზიდველი ფოტოები. ეს არის რეკლამები, რომლებიც მკითხველში ემოციების გამოსაწვევადაა შექმნილი.

ზოგიერთმა ამ საიტმა შეიძლება მომხმარებლები გადაიყვანოს მავნე საიტებზე მავნე პროგრამების დასაყენებლად. მავნე პროგრამამ შეიძლება მოიპაროს მონაცემები მოწყობილობებიდან ან კომპიუტერი უფუნქციო გახადოს.

გამოიყენეთ ფაქტების შემმოწმებელი საიტი

ფაქტების შემმოწმებელი საიტები დაგეხმარებათ იმის დადგენაში, არის თუ არა ახალი ამბები სანდო. ეს საიტები იყენებენ დამოუკიდებელ ფაქტების შემმოწმებლებს, რათა გამოიკვლიონ ინფორმაციის სიზუსტე სანდო მედია წყაროებზე დაყრდნობით. 

საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორის: მედიის განვითარების ფონდი MDF, სამართლიანი არჩევნები — ISFED, ასევე, მედიაჩექერი და ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევითი ლაბორატორია — DFRLab. 

შეამოწმეთ ფოტოების ნამდვილობა

თანამედროვე ტექნოლოგიები აადვილებს ყალბი სურათების შექმნას, რომლებიც ძალიან რეალურს ჰგავს. მოძებნეთ ჩრდილები ან დაკბილული კიდეები ფოტოში. Google Reverse Image Search არის კარგი საშუალება სურათის შესამოწმებლად, რათა ნახოთ ორიგინალი ფოტო და არის თუ არა ის შეცვლილი.

რას აკეთებენ სოციალური ქსელები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად?

სოციალური მედიის პლატფორმები ცრუ ინფორმაციას ებრძვიან. Facebook News Integrity Initiative-ით და Facebook Journalism Project-ით ხაზს უსვამს ყალბი ამბების პრობლემებს და ზრდის მათ შესახებ ცნობიერებას. ორგანიზაცია ასევე იღებს ზომებს იმ გვერდებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც აზიარებენ ყალბ ამბებს.

თუ Instagram-ისა და Facebook-ის გუნდი დაადგენს, რომ ინფორმაცია ყალბია, ისინი მინიშნებას აკეთებენ ნიშნით — «ცრუ ინფორმაცია». როდესაც მკითხველს სურს ამ ნიშნით პოსტი ნახოს, მათ უნდა დააჭირონ დადასტურებას, რომელიც ამბობს, რომ მოცემული ინფორმაცია ყალბია. თუ მომხმარებელი ცდილობს ამ ინფორმაციის გაზიარებას, იღებს გაფრთხილებას, რომ ამბავი ყალბია.

დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
The Economist: ფოტოს სიყალბის დამტკიცება ერთია მისი ნამდვილობის - მეორე
The Economist: ფოტოს სიყალბის დამტკიცება ერთია, მისი ნამდვილობის — მეორე
თემის მიხედვით
The Economist: ფოტოს სიყალბის დამტკიცება ერთია, მისი ნამდვილობის — მეორე


ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.