ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კალიფორნიაში ხანძართან საბრძოლველად AI-ის იყენებენ

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კალიფორნიაში დიდმა ხანძრებმა ტყეები და კერძო საკუთრებები გაანადგურა. ცეცხლმა ასობით მილიარდი დოლარის ზარალი და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. 2017 წლიდან აშშ-ის მხოლოდ ამ შტატში ხანძრების გამო 20 000-მდე ნაგებობა და 11 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა განადგურდა. დაიღუპა 100-მდე ადამიანი. 

კალიფორნიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხანძრების გაჩენის ან  გავრცელების პრევენციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენოს. 

კომენტარის დატოვება

რა იწვევს ცეცხლს?

ხანძრების გამომწვევი მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. ადამიანები აგრძელებენ წიაღისეული საწვავის მოპოვებას, ტყეების მოჭრას სოფლის მეურნეობისთვის, დედამიწის ტემპერატურა კი იზრდება, რაც იწვევს კატასტროფულ, არაპროგნოზირებად ბუნებრივ კატასტროფებს: წყალდიდობას, მაღალ ტემპერატურას და ხანძარებს.

კალიფორნიაში ექსტრემალური სიცხე და გვალვა რეგულარული მოვლენაა.

სახელმწიფო ხანძრების შესამცირებლად მძლავრ ინსტრუმენტს — ხელოვნურ ინტელექტს, კონკრეტულად კი მანქანურ სწავლებას იყენებს.

სატელიტური გამოსახულების და გეო-სივრცითი მონაცემების შესწავლა ხანძრების გაჩენის პრევენციას ახდენს. 

კალიფორნიის ხანძარსაწინააღმდეგო ცენტრი

კალიფორნიაში ხანძრებთან ბრძოლის მთავარი ცენტრი სან დიეგოს უნივერსიტეტია. 

ცეცხლთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის ALERTCalifornia — 1000-ზე მეტი მაღალი გარჩევადობის, პან-დახრილი ზუმ-კამერის ქსელი, რომელიც კალიფორნიაშია განთავსებული და უღრუბლო დღეს 120 მილის მანძილზე დანახვა შეუძლია.

კამერებიდან მიღებული ყველა მონაცემი მიეწოდება პროგრამას — WIFIRE, რომელიც USCD-ის სუპერკომპიუტერულ ცენტრშია განთავსებული. სუპერკომპიუტერული ცენტრი გიგანტური ეკრანებისგან შემდგარი ოთახია, სადაც  რეალურ დროში ხდება მოდელირება და პროგნოზირებადი ანალიზი.

WIFIRE ასევე იყენებს საჰაერო ინფრაწითელ პლატფორმას, რათა აქტიური ხანძრის შესახებ ინფორმაცია USCD-ის საკონტროლო ცენტრს რეალურ დროში მიაწოდოს. იქ, მანქანათმცოდნეობის ხელსაწყოები გამოიყენება ყველა ინფორმაციის გამოსაკვლევად, ქარის, ტენიანობის, რელიეფის და სხვა ფაქტორების დინამიკური ცვლილებების ჩათვლით. შემდეგ ანალიზი იგზავნება Cal Fire-სა და კალიფორნიის სასწრაფო დახმარების ოფისში, ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებსაიტზე Firemap.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს ათასზე მეტი ხანძარი სწორედ ამ ქსელმა შეაჩერა.

როგორ ხდება ცეცხლთან ბრძოლა?

BurnPro 3D

მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ კალიფორნიის განადგურება შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული მხოლოდ იმ ნარჩენების კონტროლირებადი დაწვით, რაც ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ხდება — პატარა ცეცხლი გიგანტური და უკონტროლო ხანძრის პრევენციისთვის. 

თუმცა, ამის გაკეთებამ სხვადასხვა ფაქტორის, მაგალითად: ამინდის, ტენიანობის დონის, კომპლექსური ურთიერთქმედების ცოდნის გარეშე, შეიძლება კატასტროფული შედეგი მოიტანოს.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, BurnPro 3D გუნდი UCSD-ში იყენებს AI ტექნიკებს მიწის მფლობელებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებს უფრო დახვეწილი ლინზით უზრუნველსაყოფად, რათა მათ შეაფასონ ხანძრის გავრცელების გარემო, ქარის სიმძლავრე და მიმართულება და მცენარეები, რომელსაც ცეცხლი უკიდია. 

Zonehaven

Zonehaven არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მოქალაქეებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ. ინდივიდებს შეუძლიათ, რუკა გახსნან და ნახონ, სად და როგორ ვრცელდება და შეიძლება გავრცელდეს ცეცხლი.

Alchera

​სონამაში, კალიფორნიაში, რომელიც ვენახებით არის განთქმული, ხანძრების შედეგად არაერთხელ და მძიმედ დაზარალდა. 2017 წელს ცეცხლმა გაანადგურა 5 636 სახლი, დაიღუპა 24 ადამიანი. ხანძრის ჩაქრობას ართულებდა ძლიერი ქარი, რომელიც მიმართულებას მოულოდნელად იცვლიდა. 

სტიქიის შემდეგ სონამას ადმინისტრაცია დაუკავშირდა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის სამხრეთ კორეულ კომპანია Alchera-ს. ადმინისტრაციამ მოითხოვა ხანძრის აღმომჩენი გადაწყვეტის შემუშავება, რომელიც მანქანურ სწავლებაზე იქნებოდა დაფუძნებული. პროგრამას მონაცემები შტატის მასშტაბით განთავსებული საგანგაშო კამერებიდან უნდა შეეგროვებინა. Alchera-მ ალგორითმის გასაწვრთნელად ამ კამერებიდან მიღებული მილიონობით კადრი გამოიყენა — ალგორითმს შეუძლია, ამოიცნოს, რა არის კვამლი და რა — არა. ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრიც სტუმრობდა სონამას, რათა შეემოწმებინა, შეუძლია თუ არა Alchera-ს ტყის ხანძრების პრევენცია მის ქვეყანაში. 

მცენარეული საფარის შესწავლა

სტენფორდის უნივერსიტეტში კრიშნა რაომ შეიმუშავა ღრმა კვლევის ალგორითმი, რომელიც აფასებს, რამდენად ნოტიო ან მშრალია შტატის ნიადაგი და მცენარეული საფარი. 

იმის გარკვევა, თუ რომელი მშრალი ბუჩქნარი არის მოწიკწიკე ბომბი და რომელი ტერიტორიებია უსაფრთხო, გადამწყვეტი ინფორმაცია იქნება ხანძართან ბრძოლაში.

როგორც რაო განმარტავს, «სატელიტური რადარი ტყის ზონაში მიკროტალღებს უშვებს. თუ ხეები მშრალია, არაფერი ხდება, მიკროტალღები უბრალოდ გადიან. თუ ხეები სველია, ისინი ირეკლავენ მიკროტალღებს სატელიტზე, რაც მიუთითებს დაბალი ხანძრის რისკს»

უკეთესი დაზღვევა

კალიფორნიაში ხანძრების გამო ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უწევს სახლის დატოვება. სადაზღვევო კომპანიები ჯერაც ძველი მოდელით მუშაობენ, როცა კლიმატის ცვლილებების რისკები გათვალისწინებული არ ყოფილა.

Kettle.ai გადაზღვევის კომპანიაა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს გაკოტრებისგან იცავს. 

თავისი ფუნქციის უკეთ შესასრულებლად კომპანიამ შეიმუშავა ხელოვნულ ინტელექტზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც რისკებს მაქსიმალურად რეალისტურად ითვლის. ამისთვის ის იყენებს მათ შორის, თანამგზავრულ მონაცემებს რეალურ დროში. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
თემის მიხედვით
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

ასევე წაიკითხეთ
Limitless — ახალი AI ინსტრუმენტი თქვენი შეხვედრებისთვის
Limitless — ახალი AI ინსტრუმენტი თქვენი შეხვედრებისთვის
Limitless — ახალი AI ინსტრუმენტი თქვენი შეხვედრებისთვის
Limitless, ყოფილი Rewind, ახალი AI ინტრუმენტია, რომელიც თქვენი შეხვედრებისთვის იდეალურია. თუ თქვენ კონკრეტული სატარებელი (wearable) AI მოწყობილობის ბოლოდროინდელი მიმოხილვებით იმედგაცრუებული ხართ, Limitless შეეცდება, ეს განწყობა შეგიცვალოთ. 
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
ილონ მასკი: არსებობს 20%-იანი შანსი, რომ AI-მ კაცობრიობა გაანადგუროს, მაგრამ რისკად ღირს
ილონ მასკი: არსებობს 20%-იანი შანსი, რომ AI-მ კაცობრიობა გაანადგუროს, მაგრამ რისკად ღირს
ილონ მასკი: არსებობს 20%-იანი შანსი, რომ AI-მ კაცობრიობა გაანადგუროს, მაგრამ რისკად ღირს
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ
OpenAI და Microsoft AI-ის გასაძლიერებლად $100 მლრდ-იანი სუპერკომპიუტერის შექმნას აპირებენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.