რამდენიმე თვეა, მსოფლიოში გამორჩეულად გაიზარდა OpenAI-ის ჩატბოტის, ChatGPT-ის პოპულარობა. მას ყველა ხელოვნური ინტელექტის სახელით იცნობს. თუმცა, ეს შეცდომაა. რეალურად ChatGPT სულაც არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია. რა არის ხელოვნური ინტელექტი და რა არის ChatGPT? თემაზე მსჯელობა ძალიან საინტერესოა.
ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტის პროცესების სიმულაციაა მანქანების, კომპიუტერული სისტემების მიერ. ხელოვნური ინტელექტის სპეციფიკური აპლიკაციები მოიცავს საექსპერტო სისტემებს, ბუნებრივი ენის დამუშავებას, მეტყველების ამოცნობასა და მანქანურ ხედვას.
ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს სპეციალიზებული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველს მანქანური სწავლების ალგორითმების ჩაწერისა და სწავლებისთვის. არ არსებობს პროგრამირების ენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შინაარსობრივ სინონიმს არ შეიცავს, მაგრამ გამორჩეულად პოპულარულია Python, R და Java.
ხელოვნური ინტელექტის სისტემები მუშაობენ დიდი რაოდენობით ეტიკეტირებული ტრენინგის მონაცემების მიღებით, კორელაციებისა და შაბლონების მონაცემების ანალიზით და შაბლონების გამოყენებით მომავალი მდგომარეობის პროგნოზირებისთვის. ჩატბოტს, რომელიც ტექსტური ჩატის მაგალითებით იკვებება, შეუძლია ისწავლოს ადამიანებთან ბუნებრივად საუბარი. გამოსახულების ამოცნობის ხელსაწყოს შეუძლია, შეისწავლოს სურათებში ობიექტების ამოცნობა და აღწერა მილიონობით მაგალითის მიმოხილვით.
ხელოვნური ინტელექტის პროგრამირება სამ კოგნიტიურ უნარზეა ფოკუსირებული: სწავლა, მსჯელობა და თვით შესწორება.
მაშინ, რა არის ChatGPT?
მას შემდეგ, რაც მსოფლიომ 2022 წლის ნოემბერში ChatGPT გაიცნო, მილიონობით ადამიანი დაინტერესდა მისი მუშაობით. ციფრულ ჩატბოტს შეუძლია უპასუხოს თითქმის ნებისმიერ კითხვას ან მოგვცეს რჩევები ბუნებრივი, ადამიანური გზით. ასევე, წეროს ორიგინალი პროზა და პოეზია. ეს ძალიან შთამბეჭდავია, ხოლო მისი სიმარტივე უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ საძიებო სისტემებს საფრთხეს უქმნის.
მიუხედავად მისი უნარებისა, მისთვის ხელოვნური ინტელექტის წოდება არასწორია.
გასაგებია, რატომ აღიქვამს საზოგადოების დიდი ნაწილი ჩატბოტს ხელოვნურ ინტელექტად. ის ძირითადად ორი მისიით გამოიყენება — კვლევა და გამოყენებითობა.
ტერმინის არასწორ გავრცელებას დიდი კომპანიებიც უწყობენ ხელს, რომლებსაც სურთ, გამოიყენონ უახლესი ტერმინები. მსგავსი შემთხვევები ისტორიას ახსოვს. მაგალითად, ტერმინი «ტურბო», რომელიც 1980-იან და 90-იან წლებში ყველაფერს დაერქვა. ახალი დასახელებით ყველაზე ჩვეულებრივი პროდუქტიც კი განსაკუთრებულად გამოიყურება.
ხელოვნური ინტელექტის შესწავლის მთავარ მისიას წარმოადგენს ყველა იმ ელემენტის კვლევა, რომელმაც ერთ დღეს, შესაძლოა, ინტელექტუალური, «მოაზროვნე» მანქანები შექმნას. ეს მანქანები აღიჭურვება სამყაროს აღქმისა და ინფორმაციის დამუშავების ადამიანური უნარებით.
გთავაზობთ ორ მაგალითს, ამ აზრის განსამტკიცებლად:
როგორც ჩანს, კულტურული ომების ფონზე, ბოტის შემქმნელები ცდილობენ, რომ ChatGPT-იმ კითხვებზე პოლიტიკურად კორექტული პასუხები გასცეს.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მანქანა მონაცემებს დამოუკიდებლად არ ამუშავებს და მას შემქმნელი ასწორებს, ან აცენზურებს, რათა სასურველი შედეგები მიიღოს.
ამავდროულად, მეორე პასუხში რეფლექსური ხაზგასმა, რომ «ყველა ძუძუმწოვარს» (ანუ ადამიანებსაც) აქვს ორი გენდერი, აჩვენებს არა მხოლოდ ადამიანის ზედამხედველობას, არამედ იმასაც, რომ ჩატბოტმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო პასუხში ჩაერთო ინფორმაცია, რომელიც მას უკვე აქვს.
ეს ყველაფერი მოიცავს როგორც პოლიტიკურად კორექტულ პასუხებს, რომლებიც ჩატბოტს წინასწარ ასწავლეს, ასევე მისი ადრინდელი განცხადების ლოგიკურ შედეგს ჩვენთან ურთიერთობისას დასმულ პირველ კითხვაზე (თუ ადამიანებში გენდერის განსაზღვრა რთულია, მაშინ «ყველა ძუძუმწოვარი» მცდარი განცხადებაა).
მსგავსი შემთხვევები მრავლად არსებობს. მაგალითად, როდესაც ჩატბოტს სთხოვეს ხუმრობის დაწერა ქალებსა და მამაკაცებზე მან ასეთი პასუხები დაწერა:
ისევ, პოლიტკორექტული ჩატბოტი, რომელმაც ვერ შეძლო ძალიან მარტივ, ერთმანეთის მსგავს კითხვებზე უბრალო ერთნაირი, მარტივი პასუხების გამოტანა (თუ ქალებზე ხუმრობა არ შეგვიძლია, არც კაცებზე უნდა ვიხუმროთ).
არ იქნება გონივრული, თუ ვივარაუდებთ, რომ ყველაფერი, რაც «ხელოვნური ინტელექტის» ეტიკეტს ატარებს, შეძლებს ინფორმაციის დამუშავებას და ამოცნობას.
ეს აჩვენებს, რომ ChatGPT-ის მიერ მასალის დამუშავება უკვე ხარვეზიანია და საუბარში ადრინდელი მინაწერების გააზრება, რომელიც ჩატბოტის რეკლამაში იყო ნაჩვენები, სრულიად ვერ ფუნქციონირებს ან დაზიანებულია.
ზოგიერთი მომხმარებელი საუბრობს იმაზე, რომ ჩატბოტის შემქმნელმა არაერთხელ გააკეთა განცხადება მის არასრულყოფილებაზე — ბოტს ჯერ ყველაფერი სწორად შესწავლილი არ აქვს. თუმცა, ეს ხაზს მის ფუნქციონირების ხარვეზს უნდა უსვამდეს და არა ინფორმაციის ნაკლებობას ან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
ChatGPT არც ისეთი ჭკვიანია, როგორც გვგონია
ტექნოლოგიის მოკრიტიკეები ამბობენ, რომ ChatGPT-ის მიმართ საზოგადოებრივი ენთუზიაზმი არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩატბოტი მართლაც შთამბეჭდავია, საუბრისთვის მთლიანად მასზე დაყრდნობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
უპირველეს ყოვლისა, ChatGPT-ს არ გააჩნია ადამიანის ენისა და საუბრის სირთულის სრულად გაგების უნარი. ის გაწვრთნილია და შეუძლია სიტყვების გენერირება დასმული კითხვის შედეგად. თუმცა, ბოლომდე არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა. ეს ნიშნავს, რომ მის მიერ შექმნილი ნებისმიერი პასუხი მოკლებულია სიღრმისეულობასა და გამჭრიახობას.
გარდა ამისა, ChatGPT-სთან საუბარში ეთიკური პრობლემები იკვეთება. თუ ადამიანები დაეყრდნობიან მანქანებს და საკუთარი თავის ნაცვლად ასაუბრებენ, ადამიანური კავშირის დაკარგვა აშკარად მოსალოდნელ პერსპექტივად გადაიქცევა. სხვებთან საუბრით კომუნიკაციის უნარი ადამიანობის ფუნდამენტური ასპექტია და ამ უნარის მანქანებისთვის გადალოცვას საზიანო შედეგები მოჰყვება.
და თქვენთვის ერთი საინტერესო ფაქტი გვაქვს. რეალურად წინა სამი აბზაცის ავტორი არა ადამიანი, არამედ თავად ChatGPT-ა. თხოვნა კი მარტივი იყო: «შექმენი ChatGPT-ის გამაკრიტიკებელი ტექსტი».
ამ ესეს გაგრძელებაც ჰქონდა. მთლიანობაში სტანდარტული, ხუთაბზაციანი ინგლისური ესე შექმნა, რომელსაც აბიტურიენტები გამოცდისთვის ამზადებენ.
მკითხველის ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტით მოტყუება უკვე გაცვეთილი ხრიკია. თუმცა, კარგად რომ დავფიქრდეთ, როდის ხდება ტექსტი დამაჯერებელი? ან რამდენადაა ChatGPT-ის მიერ შექმნილი ტექსტები დამაჯერებელი? ნაწერს დამაჯერებლობას ხშირად პოზიცია სძენს და არა შინაარსი. ზედა აბზაცებიც ჩვენს იდეას მიჰყვებოდა.
მივდივართ დასკვნამდე, რომ ChatGPT-ის, ხელოვნური ინტელექტის რეალური შინაარსისგან განსხვავებით, არ შეუძლია რეალური, ადამიანური და სიღრმისეულად დამაჯერებელი ტექსტების შექმნა. შესაბამისად, არც ისეთი ჭკვიანია, როგორც გვგონია.
ნუთუ წამალი დაავადებაზე უარესია?
მიზეზი, რის გამოც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არის არა ის, რომ პროდუქტი დაუმთავრებელია და დეფექტი აქვს, არამედ ის, რომ ამ პრობლემების გამოსწორება რთულია (შესაძლოა, შეუძლებელიც კი), რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ChatGPT-ის «ინტელექტის» ეტიკეტს.
ცხადია, ჩატბოტის შემქმნელების წინაშე ხელოვნური «გონების» დამოუკიდებელი დაბალანსების პრობლემა დგას. მათ წინაშე მონაცემების ოკეანეა, რომლითაც ChatGPT იკვებება. ასევე, შემქმნელები ხედავენ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების გათვალისწინების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, ხშირად პასუხები არაზუსტი, ან მათი მიზნების საწინააღმდეგოდ — შეურაცხმყოფელი ხდება.
ბევრ კითხვაზე პასუხი შესაძლოა ადამიანის მიერ იყოს მოდელირებული, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის სისტემისთვის «ხელოვნური ინტელექტის» წოდებას.
მსგავსი სწავლება შეგვიძლია ვირტუალურ ასისტენტებზეც გამოვიყენოთ, როგორიცაა Siri, Google ან Cortana და მათგან მივიღოთ სათანადო პასუხები გარკვეულ კითხვებზე.
შეიძლება თუ არა რომელიმე სისტემა, რომელიც ადამიანურ ზომიერებაზეა დამოკიდებული, «ინტელექტუალურად» ჩაითვალოს? და თუ ასეა, მაშინ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს მასში ჩარევა? ის ხომ სხვა არაფერია, თუ არა ათასობით სხვადასხვა ბოტი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩატბოტის გამოსწორების მცდელობამ შეიძლება მისი განადგურება გამოიწვიოს.
მზად ვართ, მივცეთ მანქანებს «დაფიქრების» საშუალება? ან თუ გვექნება ოდესმე საამისო მზაობა? ამჟამინდელი გადმოსახედიდან, ამის სურვილი ნამდვილად არ გვაქვს.
AI — არა Artificial Inteligence (ხელოვნური ინტელექტი), არამედ An Interface (ინტერფეისი)
აქედან გამომდინარე, თუ ჩატბოტს AI აბრევიატურას მივანიჭებთ, მას ინტერფეისის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. სწორედ ესაა ChatGPT.
შინაარსობრივად, ეს მხოლოდ ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიაა. მასალის, რომელზე წვდომაც აქვს და რომლის მიხედვითაც შეუძლია პასუხების მოწოდება, საძიებო სისტემების მსგავსად, თუმცა შთამბეჭდავად მოწინავე ბუნებრივი ენის ინტერფეისით, რაც მას გამოარჩევს.
ასევე, ChatGPT-ის უპირატესობას ბმულებისგან დაცარიელება წარმოადგენს. მას შეუძლია, პირდაპირ მოგვაწოდოს ასობით ბმულიდან ამოღებული, ყველაზე შესაფერისი ინფორმაცია.
თუმცა, ეს არ არის მონუმენტური მიღწევა მოაზროვნე მანქანების მშენებლობაში. chatGPT-ის აქვს პოტენციალი, რომლის მიღწევის უფლებაც შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებმა, არ მივცეთ.
სანამ მანქანები დამოუკიდებლად აზროვნებას ისწავლიან, რთულია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რომელიმე მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის ამაყი წარმომადგენელია.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.