პროექტის შესახებ
dev.ge — მედია საქართველოში IT-სა და ტექნოლოგიების შესახებ
dev.ge-ის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ტექ-საზოგადოების ზრდას.
ჩვენ მკითხველს ვთავაზობთ ახალ ამბებს, ანალიტიკას, კვლევებს, ბლოგებს, სერვისებს და ინფორმაციას სამუშაო ადგილების შესახებ.
ჩვენი მიზანია, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ მოქალაქეების ინფორმირებულობის ზრდას ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, მოვამარაგოთ ტექ-საზოგადოება ქართული IT ინდუსტრიის წარმატებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციით.
ჩვენი ღირებულებები ემყარება თავისუფალი ბაზრის, გამოხატვის თავისუფლების, ტოლერანტობის პრინციპებს. dev.ge დაცლილია დისკრიმინაციისგან.
dev.ge-ს გამომცემელი არის dev.media — საერთაშორისო მედია-კომპანია.
ის 2008 წელს დაარსდა და ამჟამად ფუნქციონირებს კიევში, ვარშავასა და თბილისში.
კომპანიის მფლობელები არიან: დამფუძნებელი არტიომ კონცევოი და კომპანია VP Capital, რომელმაც გამოცემაში ინვესტიცია 2017 წელს განახორციელა.
dev.media-ს სხვა პროექტებია: dev.by (2008), dev.ua (2021), bbbl.dev (2022);
dev.ge-ის რედაქცია დამოუკიდებელია დამფუძნებლისა და ინვესტორებისგან, მოქმედებს მკითხველების და IT საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ემსახურება არცერთი კომპანიის კორპორატიულ ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ არანაირ მომსახურებას არ ვუწევთ რუსეთში მომუშავე კომპანიებს. dev.media დგას უკრაინის და მისი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში.