ბოლო პერიოდში, პლატფორმა Twitch-ის ბევრმა სტრიმერმა YouTube-ზე გადაინაცვლა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Twitch სტრიმების (პირდაპირი ტრანსლაციის) ერთ-ერთი დომინანტური პლატოფრმაა. ყველაზე დიდი სტრიმერები Twitch-ზე გახდნენ პოპულარულები, მათ შორისაა: xQc, Amouranth, Ninja და Pokimane.
პირველი ცნობილი სტრიმერი, რომელმაც 2019 წელს Twitch-იდან YouTube-ზე გადაინაცვლა, CourageJD იყო.
ბოლო პერიოდში, პლატფორმა Twitch-ის ბევრმა სტრიმერმა YouTube-ზე გადაინაცვლა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Twitch სტრიმების (პირდაპირი ტრანსლაციის) ერთ-ერთი დომინანტური პლატოფრმაა. ყველაზე დიდი სტრიმერები Twitch-ზე გახდნენ პოპულარულები, მათ შორისაა: xQc, Amouranth, Ninja და Pokimane.
პირველი ცნობილი სტრიმერი, რომელმაც 2019 წელს Twitch-იდან YouTube-ზე გადაინაცვლა, CourageJD იყო.
ფინანსური უსაფრთხოება
მთავარი მიზეზი ფინანსური უსაფრთხოებაა, რომელსაც YouTube უზრუნველყოფს. YouTube სტრიმერებს გარკვეულ თანხას უხდის, რათა ექსკლუზიურად მხოლოდ ეს პლატფორმა გამოიყენონ. Twitch-ზე კი სტრიმერების შემოსავალი დამოკიდებულია ხალხის დონაციებსა და შემოწირულებაზე.
ერთ-ერთმა სტრიმერმა, Valkyrae-მ თქვა, რომ YouTube-ზე გადასვლის შემდეგ, მას შეუძლია მხოლოდ ერთი მაყურებელი ჰყავდეს და ამაზე არ ინერვიულოს. პოპულარულმა სტრიმერმა xQc-მ კი აღნიშნა, რომ YouTube-ზე მისი ექსკლუზიურად ყოფნა პლატფორმას 1 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა.
Twitch-ის აკრძალვები
მეორე მიზეზია Twitch-ის აკრძალვები (bans). სტრიმერებს აკრძალვები უსამართლოდ მიაჩნიათ და თავს ისე გრძნობენ, თითქოს Twitch მათ სურვილებს არ ითვალისწინებს. DisguisedToast-მა ანაზღაურების გამო Twitch ორი წლით დატოვა და Facebook-ზე გადაინაცვლა. Twitch იმ თანხის 1/30-ს აძლევდა, რომელსაც სხვა პლატფორმები სთავაზობდნენ. როგორც Valkyrae ამბობს, YouTube-ის გუნდი ძალიან ყურადღებიანია და უსმენს მის ყველა პრობლემას.
YouTube ბრენდის შექმნის უკეთესი საშუალებაა
მესამე მიზეზი დაკავშირებულია გარემოებებთან. სტრიმერებს YouTube-ზე საზოგადოების შექმნისა და ბრენდის ჩამოყალიბების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ. მათ შეუძლიათ ერთ პლატფორმაზე გასართობი ვიდეოები ატვირთონ, პოსტები შექმნან და მერჩი გაყიდონ.
ცნობილი სტრიმერები, რომლებმაც Twitch დატოვეს და YouTube-ზე გადაინაცვლეს:
CourageJD — 5 ნოემბერი, 2019 წელი
Valkyrae — 13 იანვარი, 2020 წელი
LazarBeam — 13 იანვარი, 2020 წელი
Muselk — 13 იანვარი, 2020 წელი
Dr Disrespect — 7 აგვისტო, 2020 წელი
Dr Lupo — 30 აგვისტო, 2021 წელი
TimTheTatman — 1 სექტემბერი, 2021 წელი
Ludwig — 29 ნოემბერი, 2021 წელი
Sykkuno — 2 მაისი, 2022 წელი
LilyPichu — 7 ივლისი, 2022 წელი
Myth — 1 ივლისი, 2022 წელი
FaZe Swagg — 1 სექტემბერი, 2022 წელი
Fuslie — 6 სექტემბერი, 2022 წელი
მიუხედავად ამისა, Twitch კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრიმინგის პლატფორმაა.
თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.
რომელ თამაშებს სტრიმავენ ყველაზე ხშირად ქართველი გეიმინგ იუთუბერები
თამაშების სტრიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა YouTube-ია.
ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, პლატფორმაზე ყველაზე მეტი მაყურებელი შემდეგ თამაშებს ჰყავს:
Mobile Legends: Bang Bang
PUBG Mobile
Minecraft
Apex Legends
League of Legends
ჩვენ დავაკვირდით ქართველი გეიმინგ იუთუბერების არხებს. და შედეგად, წარმოგიდგენთ საქართველოში პოპულარულ თამაშებს.