ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

წარმატებული ქართული AI სტარტაპები

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მომავლის ჩამოყალიბებაში. მათ მოაქვთ ახალი იდეები რთული პრობლემების გადასაჭრელად, ხშირად ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში.

ხელოვნური ინტელექტის სფეროში უახლესი მიღწევების გამოყენებით, სტარტაპებს შეუძლიათ, შექმნან ახალი პროდუქტები და სერვისები, გააუმჯობესონ არსებული და დანერგონ ახალი ბიზნეს მოდელები.

ჩვენ წარმოგიდგენთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ რამდენიმე წარმატებულ ქართულ სტარტაპს.

კომენტარის დატოვება

Theneo

Theneo API დოკუმენტების დახარისხებასა და მომხმარებლისთვის საქმის გამარტივებას ისახავს მიზნად, რაც უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

API არის მარტივი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინფორმაციას გზავნის ვებგვერდს/აპლიკაციასა და მომხმარებელს შორის. API მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტებისთვის არაა, დღეს კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ციფრული მომსახურება ან პროდუქტი გააჩნიათ, აქვთ თავიანთი API. Theneo-ს პლატფორმას, ფინტექ კომპანიების გარდა, იყენებენ e-commerce და აგრარულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული კომპანიებიც.

Theneo ანა რობაქიძემ და მარია დოლიაშვილმა დააფუძნეს. შექმნიდან სტარტაპი ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და პირველი წარმატებებიც მოიპოვა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ქართულმა პლატფორმამ მალევე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის ფარგლებში ჩატარებულ PITCH-ში გაიმარჯვა.

დღეს თენეოს მომსახურებით უკვე 4 ათასზე მეტი კომპანია სარგებლობს. ანა რობაქიძის თქმით, მიმდინარე წელს მათი მთავარი მიზანი მომხმარებლის გაზრდაა.

Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება
Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება
თემის მიხედვით
Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება

Pulsar AI

Pulsar AI არის სასაუბრო ხელოვნური ინტელექტი ავტო დილერებისთვის, რომელიც გვეხმარება შეხვედრების დისტანციურად დანიშვნაში.

თავდაპირველად ადგილობრივი ბაზრისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობა დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს დაიწყეს. მოგვიანებით მათ სოფო ჭყოიძე შეუერთდათ.

Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც ინვესტიცია აშშ-ში, «სილიკონის ველზე» მოიზიდა. ის ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით უკონკურენტოა.

Pulsar AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობს. ქართული სტარტაპი ამერიკის ბაზარზე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას ქმნის, რომელიც ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მომსახურების შესაძლებლობას აძლევს პოტენციური მომხმარებლებისთვის.

Pulsar AI-ის კლიენტები მოიცავს რამდენიმე საუკეთესო კომპანიას თავიანთ სექტორში. ისინი არიან წარმატებული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მომავლის მოგების გაზრდას და ინოვაციების ჩართვას თავიანთ ყოველდღიურ ოპერაციებში.

კომპანია Pulsar AI 2021 წელს ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, კომპანია Impel-მა შეიძინა.

Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
თემის მიხედვით
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე

Calen AI

Calen AI არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი.

Calen AI ერთადერთი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტია. მისი დახმარებით კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია უფრო მარტივი და სწრაფი ხდება.

Calen AI-ის დახმარებით შესაძლებელია შეხვედრების უმოკლეს დროში დაჯავშნა. AI ასისტენტს პასუხის გაცემა ყველა იმ კითხვაზე შეუძლია, რომელსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად სვამენ. მაგალითად, სად არის თქვენი მისამართი? რომელ საათებში მუშაობთ? და ა.შ.

Calen AI-ის დამფუძნებელია ირაკლი ბესელიძე. კომპანიამ ასისტენტების შექმნა 2019 წლიდან დაიწყო და მცირე და საშუალო ბიზნესებს ამერიკასა და ავსტრალიაში ემსახურებოდა. გამოცდილებისა და წარმატების დაგროვების შემდეგ პლატფორმის საქართველოში შემოტანაც გადაწყვიტეს.

Calen AI-ის პლატფორმაზე 11 არხი აქვთ,  მაგალითად, Messenger, Viber, Instagram და სხვა. კომპანიებს შეუძლიათ მათგან ნებისმიერს შეუერთდნენ. პირველი ორი თვე უფასოა. მეორე თვეს თანამშრომლობის გაგრძელება არ ენდომება Calen AI თანხის დაბრუნების გარანტიას აძლევს. კომპანიას აგრეთვე შეუძლია სრულიად ახალი, კონკრეტული კომპანიის მოთხოვნების შესაბამისი AI ასისტენტი შექმნას.

Calen AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი
Calen AI — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი
თემის მიხედვით
Calen AI — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი

Maxin AI

Maxin AI ქმნის გადაწყვეტილებებს სტარტაპებისა და კომპანიებისთვის მთელს მსოფლიოში. ისინი გვთავაზობენ Blockchain-ის განვითარების სერვისებს, რათა დაეხმარონ ბიზნეს სწრაფ განვითარებაში.

Maxin AI 2017 წლიდან უზრუნველყოფს ბაზარზე მაღალ ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ხელოვნური ინტელექტისა და «Big Data» მიმართულებით. იგი იოსებ ხუციშვილმა, დავით ხოსროშვილმა, გიორგი ჯვარიძემ და ლევან ცინაძემ დააარსეს. მათი სერვისი კომპანიებს ეხმარებათ კომპლექსური საკითხების მარტივად გადაჭრაში.

Maxin AI საქართველოს ბაზარზე ახალი შემოსულია და მან უკვე დაიწყო ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიცაა მაგალითად Phubber. გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ Maxin AI მათ დაეხმარებათ ძირითადი სამი მიმართულების განვითარებაში. ესენია: პროდუქტის კატეგორიზაცია, შესაფერისი რეკომენდაციის გაცემა და ავთენტიფიკაციის ალგორითმის წარმატებით ამუშავება.

Maxin AI პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული გიგანტის Salesforce-ის პარტნიორი გახდა. ასევე გააფორმეს Amazon web services-თან პარტნიორობაც,

Optio AI

Optio AI გიორგი მირზიკაშვილმა და შოთა გიორგობიანმა 2016 წელს დააფუძნეს. ისინი ბანკებისთვის ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. Optio AI ეძებს პრობლემებს ბანკებში და ცდილობს მიაგნოს მათი არასტანდარტული გზით გადაჭრის ხერხებს. Optio აწესრიგებს ბანკში არსებულ მონაცემებს.

Optio AI რამდენიმე პროდუქტს მოიცავს ერთად. ესენია:

  • Optio discovery — იგი ბანკის კლიენტების ხარჯების ანალიზს აკეთებს. აანალიზებს ნებისმიერ ტრანზაქციას, რომელსაც ადამიანი ახორციელებს და მას ახარისხებს. შედეგად, მომხმარებელმა იცის არა მხოლოდ ის, თუ რაში დახარჯა ფული, არამედ რომელ მაღაზიათა ქსელში, სად და როდის.
  • Optio Insight — ეს ანალიტიკური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებით ბანკს შეუძლია მარტივად იპოვოს მისთვის საინტერესო მაკროსეგმენტი, განსაზღვროს მათი ინტერესის სფერო. ასევე, გაიგოს რაში, როდის და რამდენ ფულს ხარჯავენ.
  • Optio Conversation — საბანკო ჩეთბოთია, რომელიც კონკრეტული ბანკის ქვეშ იბრენდება. იგი ციფრული არხია, რომლის მეშვეობით ბანკი მომხმარებელთან კომუნიკაციას მარტივად ამყარებს − დაწყებული პროდუქტებზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული გადარიცხვებით, ვალუტის კურსის განსაზღვრითა თუ კომუნალურების გადახდით.

ბოლო საინვესტიციო რაუნდისთვის Optio AI-ის ღირებულება 1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, გაორმაგებულია.

რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.