ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
GPT-4 არის გენერაციული წინასწარ მომზადებული ტრანსფორმატორის, ანუ GPT-ის ინსტრუმენტის მეოთხე ვერსია. მოსალოდნელია, რომ GPT-4-ს ექნება დიდი ნახტომი შესაძლებლობებში. ის იქცევა ხელსაწყოდ, რომელიც პასუხების გენერაციას ტექსტურთან ერთად, ფოტო გამოსახულებებით დასმული შეკითხვებითაც შეძლებს.
OpenAI თვლის, რომ GPT-4 არის ყველაზე ქმედუნარიანი მოდელი, რომელიც აქამდე შეუქმნიათ. GPT-4-ის თითქმის ისეთივე პარამეტრებით იწვრთნება, როგორც GPT-3.5 იწვრთნებოდა. მოსალოდნელია, რომ OpenAI გააუმჯობესებს გაფართოებული მსჯელობისა და კონტექსტური პასუხების შედეგებს.
რატომ ცვლის GPT-4 თამაშის წესებს?
GPT ევოლუციის ყველა მოდელმა შემოიტანა რაღაც ახალი. იქნება ეს დავალების განსაზღვრა (task conditioning) GPT-2-ის შემთხვევაში, თუ კონტექსტის შესწავლა GPT-3-ში. GPT-4-ით ჩვენ ვნახავთ ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის ურთიერთქმედების სრულიად ახალ ნაბიჯებს. გარდა ამისა, ჩატბოტი გახდება ბევრად უფრო სანდო და ზუსტი. შეეძლება რთულ ამოცანებთან გამკლავება. როგორ მიიღწევა ეს?
უფრო მეტი აქცენტი ოპტიმიზაციაზე
GPT-3-ისა და GPT-4-ის პარამეტრების შესადარებლად ხშირად ამ გამოსახულებას იყენებენ. ახლახან, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა ამ გამოსახულებას Strictly VC-თან ინტერვიუში «სრული სისულელე» უწოდა.
GPT 4-ის მთავარი ფოკუსი არ არის ის, თუ რამდენად გაიზრდება GPT-3-თან შედარებით. აქცენტი ოპტიმიზაციაზეა გადატანილი. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ GPT-3 მხოლოდ მხოლოდ ერთით ნაკლები სიზუსტით არის გაწვრთნილი.
GPT-4-ის წვრთნა უფრო ვრცელი იქნება და მრავალ ჰიპერპარამეტრზე იქნება დამოკიდებული. GPT-4-ს ექნება მეტი არჩევანი და შეეძლება კომპლექსური ამოცანების დიდი მასშტაბებით შესრულება.
ახალი ვიზუალური დანამატის პარამეტრი
GPT-4 იქნება მრავალ მოდალური, რაც საშუალებას მოგცემთ, ტექსტთან ერთად აღწერას სურათები დაურთოთ. გარდა ამისა, GPT-4-ს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი, რომელიც ფოტოებზე იქნება დატანილი და მოთხოვნის შემთხვევაში, მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია.
მაგალითად, შეგიძლიათ შეიყვანოთ გაყიდვების ანგარიში და მოითხოვოთ ძირითადი ნაწილების გამოყოფა. ეს ასევე ეხება პროგრამირების კოდებს, სამეცნიერო ჩანაწერებს და მრავალ სხვას.
GPT-4-ს არ ექნება გამოსახულების გენერირების შესაძლებლობები, მისი პასუხები მხოლოდ ტექსტურ ფორმატში იქნება.
უკეთესი თანხვედრა ადამიანურ ღირებულებებთან
ჩვენ გვინახავს ათობით ფილმი, სადაც ხელოვნური ინტელექტის მანქანა ბოროტდება და ადამიანთა სამყაროს ხელში ჩაგდებას განიზრახავს. ფილმებში ტერმინატორის მსგავს გმირებს შეუძლიათ ადამიანების დახმარება და ყველაფერი ბედნიერად მთავრდება. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ასე ადვილად სულაც არ არის.
ხელოვნური ინტელექტის მოდელები უფრო დაიხვეწებიან. როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენ ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებას მთავარი პრიორიტეტი მიენიჭება. ეს ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის ადამიანურ ღირებულებებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას.
როდესაც ხელოვნური ინტელექტი ემოციურ კოეფიციენტს ავითარებს, მას შეუძლია, გაარჩიოს სწორი და არასწორი და მიიღოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები. ეს რთულია, რადგან გაწვრთნისას მონაცემებმა შეიძლება მიკერძოებული მოსაზრება წარმოადგინოს და ხელოვნური ინტელექტის მოდელი უბრალოდ ასახავდეს თავის დაკვირვებებს შედეგებზე.
GPT-4-ით ჩვენ დავინახავთ ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებას, რაც მრავალმოდულარულ ჩატბოტს უკეთეს მსაჯულად აქცევს. მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი გზა ექნება გასავლილი საუკეთესო შედეგებამდე.
მოთხოვნების გაუმჯობესებული აღქმა
ChatGPT-ის გამოყენებისას შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, როდესაც თქვენს მოთხოვნას კონკრეტიკა აკლია. ასე რომ, საჭიროა გარკვეული ექსპერტიზა, რათა მომხმარებელმა შექმნას ისეთ მოთხოვნები, რომ GPT-სგან მაქსიმალური პასუხები მიიღოს.
GPT-4-ს ექნება მოთხოვნის გაუმჯობესებული აღქმა. მაშინაც კი, თუ მოთხოვნები არასრულყოფილია ან შეიცავს შეცდომებს, მოდელს შეეძლება, ზუსტად მოგვაწოდოს საჭირო შედეგები.
გამოთვლითი ხარჯები უცვლელია
ჯერჯერობით, OpenAI იყენებს იშვიათ მოდელებს, რომლებიც მას დიდი ენობრივი მოდელების გაფართოების საშუალებას აძლევს გამოთვლითი მოთხოვნების მკვეთრად გაზრდის გარეშე. რადგანაც GPT-4 ზომაში არ გაიზრდება, ის აღარ გამოიყენებს იშვიათ მოდელებს.
ამის ნაცვლად, GPT-4 დაფუძნებული იქნება უფრო მჭიდრო ენობრივ მოდელებზე. შედეგად, ჩატბოტის პასუხები იქნება უფრო ზუსტი. ის უკეთ გაითავისებს მომხმარებლის ქცევას.
რა შეუძლია GPT-4-ს?
GPT-4-ის მოდელს შეუძლია ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ამოცანების ამოხსნა უფრო დიდი რაოდენობით, ეფექტურობითა და სიზუსტით, ვიდრე წინა მოდელებს.
ტექსტის გენერირება
GPT-4-ის ერთ-ერთი გავრცელებული პროგრამა ტექსტის გენერირება იქნება, რომელიც ადამიანის მსგავსად მოამზადებს მასალებს. თქვენ მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნისთვის შეგეძლებათ. მაგალითად, სოციალური მედიისთვის, ბლოგებისა და ვებსაიტების მასალების შექმნისთვის. ეს ფუნქცია ბევრი ბიზნესისთვის შექმნის მოქმედების წესებს, რადგან ახლა სრული შინაარსის მომზადებამდე ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს.
გრძელი ტექსტებისშეჯამება
ეს ძირითადად NLP-ის ამოცანაა. წინა GPT-ის მოდელებში ამის ეფექტურად მომზადება ვერ მოხერხდა. ისინი ან კარგავდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთი და იმავე წინადადებების გამეორებით, ან არაზუსტ ინფორმაციას აგენერირებდნენ. მოსალოდნელია, რომ GPT-4 ამას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ცნობილია, რომ მას 25 000-მდე სიტყვის ანალიზი და გენერირება შეუძლია.
კითხვებზე პასუხი
GPT-4 შესაძლოა, შესანიშნავ დამხმარე სისტემად იქცეს. მას შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეებს, შეისწავლონ საგნები მათთვის მისაღებ ფორმატში. ასევე, შეუძლია იყოს უბრალო ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლის შეკითხვებზე სრულყოფილ პასუხებს გასცემს.
სხვა პოტენციური გამოყენება
GPT-4 შეიძლება, ბევრ სხვა ამოცანაში იყოს გამოსადეგი, როგორიცაა ტექსტის შევსება, კლასიფიკაცია და თარგმნა. მოდელი თანდათან ვითარდება, შესაბამისად, ჩვენ, სავარაუდოდ ვიხილავთ კიდევ უფრო დახვეწილ აპლიკაციებს, რომლებსაც წამყვანი ბიზნესები ფართოდ გამოიყენებენ.
GPT-4-ის პოტენციური სარგებელი
ადამიანები, რომლებიც GPT მოდელებს ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ, შესაძლოა მასობრივ ცვლილებებს შეხვდნენ:
გაზრდილი პროდუქტიულობა
როდესაც GPT მოდელს იყენებთ, თქვენ ეფექტურად მართავთ დავალებას და სთხოვთ ხელოვნურ ინტელექტს მძიმე საქმის შესრულებას. თუ ეს განმეორებადი დავალებაა, თქვენ დიდი რაოდენობით სამუშაო დროის დაზოგვა შეგიძლიათ. დავალებებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს ელექტრონული წერილების წერა, სოციალური მედიის აღწერები და კომენტარებზე პასუხების გენერირება.
რესურსების ეფექტური განაწილება
თუ გაქვთ ბიზნესი და გსურთ ინვესტიციიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება, GPT-4 დაგეხმარებათ შექმნათ რეალობა, სადაც თვენი რესურსების უმეტესი ნაწილი სწორედ ინვესტიციების დაბრუნებას მოხმარდება. დანარჩენისთვის, თქვენ შეგიძლიათ საქმეში GPT-4 ჩართოთ და მიუჩინოთ რამდენიმე ზედამხედველი საბოლოო მიმოხილვისთვის. ეს უამრავ დროსა და რესურსს დაგიზოგავთ.
მომხმარებლის გაუმჯობესებული გამოცდილება
GPT-4-თან ერთად ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ 3-4 გვერდიანი საძიებო ველები. ხელოვნური ინტელექტი პასუხს პირდაპირ შემოგვთავაზებს. GPT-4 თავიდან გვაცილებს რეკლამებს და გამოცდილებას უფრო მარტივს და სწრაფს გახდის.
რა პროგნოზები უკავშირდება GPT-4-ს?
OpenAI-ის კომერციალიზაცია ფართო მასშტაბებით: ბევრს სჯერა, რომ OpenAI შემოსავლის უმეტეს ნაწილს ძირითადი ტექნოლოგიის სხვა კომპანიებზე ლიცენზირების გზით გამოიმუშავებს, რათა საკუთარი, განსხვავებული ჩატბოტები შექმნას. Microsoft-მა უკვე გამოაცხადა, რომ ისინი გეგმავენ ChatGPT-ის თავიანთ პროდუქციაში ჩართვას.
ახალი რბოლის დასაწყისი: Microsoft-ის Bing არ არის ერთადერთი, ვინც GPT მოდელებს თავის საძიებო სისტემაში აერთიანებს. ჩვენ დავინახავთ, რომ Google აქტიურად დაიწყებს თავის ხელოვნურ ინტელექტ Bard-ზე მუშაობას და იქნება მისი მთავარი კონკურენტი.
გაურკვევლობა ონლაინ მასალის შემქმნელებისთვის: GPT-4-ის მსგავსი მოდელებით ჩვენ არსებითად განვიხილავთ ინტერნეტსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის შეცვლას. ჯერჯერობით საძიებო სისტემები არის გზა კონტენტამდე, რომელიც ინტერნეტ სივრცეში თავსდება და მასვე აქვს გავლენა რეკლამის გენერაციულ შემოსავალზე. ამ სისტემას საფრთხე ემუქრება, რადგან საზოგადოება საძიებოდ GPT-4-ის გამოყენებას დაიწყებს.
მეტი ყურადღება მარეგულირებლების მხრიდან: 2023 წელი შესაძლოა იყოს ის დრო, როდესაც მარეგულირებლები შეამჩნევენ ხელოვნური ინტელექტის მოტანილ ცვლილებებს. ჩვენ, სავარაუდოდ, დავინახავთ ნელი ნაბიჯებით ფორმირებად პოლიტიკას, რომელიც გაგვაცნობს ჩარჩოებს უსაფრთხოებისა და საავტორო უფლებების შესახებ AI მოდელებზე დაყრდნობით.
მომრავლდება ყალბი ამბები: GPT მოდელების სწრაფი ზრდის ერთ-ერთი უარყოფით მხარე ისაა, რომ ბოროტ აქტორებს შეუძლიათ ყალბი ამბების გავრცელება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ხელოვნური ინტელექტი თითქმის ადამიანივით ლაპარაკობს, შესაბამისად მისი შემუშავებულის რეალურისგან გარჩევა საკმაოდ რთული იქნება.
GPT-4-ის გამოსვლასთან ერთად მოსალოდნელია, რომ ჩატბოტები უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. კომპანიები აგრძელებენ GPT-4-ის პოტენციალის შესწავლას. GPT-4 იქნება რევოლუციური ჩატბოტების სამყაროში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ტექსტური ხელოვნური ინტელექტისთვის.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.