ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ იწყებოდა მეტავერსი

დღეს მეტავერსი ცნობილია, როგორც იმერსიული ინტერნეტ სივრცე, სადაც წვდომა გვექნება ვირტუალურ რეალობასთან და შეგვეძლება ურთიერთქმედება ყველა სახის გარემოსთან ავატარებისა და ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

საქმე ისაა, რომ მეტავერსი ახალი არ არის.

კომენტარის დატოვება

ყველაფერი ჯერ კიდევ 1838 წელს დაიწყო, როდესაც მეცნიერმა სერ ჩარლზ უიტსტონმა გამოაქვეყნა კონცეფცია «ბინოკულარული ხედვა», სადაც ორი სურათი ერთიანდება ერთი 3D სურათის შესაქმნელად. თითო სურათი თითო თვალისთვისაა.

ამ კონცეფციამ განაპირობა სტერეოსკოპის განვითარება. სტერეოსკოპი ტექნოლოგიაა, სადაც სიღრმის ილუზიას ვიყენებთ გამოსახულების შესაქმნელად. იგივე კონცეფცია დღეს თანამედროვე VR ყურსასმენებში გამოიყენება.

სერ ჩარლზ უიტსტონი

1935 წელს, ამერიკელმა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა სტენლი ვაინბაუმმა გამოაქვეყნა წიგნი «პიგმალიონის სათვალეები», რომელშიც მთავარი გმირი გამოგონილ სამყაროს იკვლევს სათვალეების გამოყენებით. სათვალეები უზრუნველყოფდა მხედველობას, ხმას, გემოს, სუნს და შეხებას.

«პიგმალიონის სათვალეები»

პირველი VR მანქანები

Sensorama Machine, პირველი VR მანქანა, მოროტნ ჰეილიგმა 1956 წელს შექმნა. მანქანით შესაძლებელი იყო მოტოციკლეტის ტარების სიმულაცია.

გარდა ამისა, ჰეილიგმა 1960 წელს დააპატენტა პირველი თავზე დასამაგრებელი დისპლეი, რომელიც სტერეოსკოპიურ 3D სურათებს სტერეო ხმასთან  აერთიანებდა.

Sensorama Machine

1970-იან წლებში MIT-მა ასპენის კინო რუკა შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ვირტუალურად ემოგზაურათ კოლორადოს ქალაქ ასპენში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვირტუალური რეალობა მომხმარებლების «სხვა ადგილას გადასაყვანად» გამოიყენეს.

ასპენის კინო რუკა 

ტერმინი «მეტავერსი» პირველად ნილ სტივენსონმა 1982 წლის რომანში «თოვლის კრახი» გამოიყენა. სტივენსონის მეტავერსი ვირტუალური ადგილი იყო, სადაც პერსონაჟები ტოტალიტარული რეალობისგან თავის დასაღწევად მიდიოდნენ.

«თოვლის კრახი» 

1990-იანი წლების დასაწყისში Sega-მ VR არკადული მანქანები შემოიტანა.

ძველი VR არკადული მანქანები

1998 წელს Sportsvision-მა პირველი პირდაპირი NFL თამაში გააშუქა yellow yard marker-ით. ეს სწრაფად გავრცელდა სხვა სპორტულ მაუწყებლებზეც.

ყვითელი მარკერი

2010 წელს პალმერ ლაკიმ, 18 წლის მეწარმემ და გამომგონებელმა, Oculus Rift VR ყურსასმენის პროტოტიპი შექმნა 90 გრადუსიანი ხედვის ველით და კომპიუტერული დამუშავების სიმძლავრის გამოყენებით. ამ რევოლუციურმა ყურსასმენმა კვლავ გააღვიძა ინტერესი VR-ის მიმართ.

 პალმერ ლაკი

ერნესტ კლაინმა 2011 წელს გამოაქვეყნა წიგნი Ready Player One, რომელშიც აღწერილია ვირტუალური სამყარო, სადაც შევდივართ რეალობისგან თავის დასაღწევად. წიგნის მიხედვით 2018 წელს სტივენ სპლისბერგმა ფილმი გადაიღო.

კადრი ფილმიდან Ready Player One

2014 წელს Facebook-მა Oculus VR ორ მილიარდ დოლარად შეიძინა. იმ დროს მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook და Oculus ერთად იმუშავებენ Oculus პლატფორმის შესაქმნელად.

2014 წელს Sony-მ და Samsung-მა გამოაცხადეს, რომ ქმნიდნენ საკუთარ VR ყურსასმენებს. Google-მა გამოუშვა პირველი Cardboard მოწყობილობა და Google Glass AR სათვალეები.

 Google Glass AR სათვალეები

Microsoft-ის HoloLens ყურსასმენები ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და პირველად მოგვცა შერეული რეალობა (AR და VR). HoloLens-ით შეგვიძლია ჩვენს თვალწინ ჰოლოგრაფიული გამოსახულება შევქმნათ, შემდეგ რეალურ სამყაროში გადავიტანოთ.

Microsoft-ის HoloLens ყურსასმენები

2016 წელს ძალიან პოპულარული იყო გაძლიერებული რეალობის თამაში Pokémon GO.

Pokémon GO

შვედური ავეჯის გიგანტი IKEA შეუერთდა მეტავერსის სამყაროს და 2017 წელს ინოვაციური აპლიკაცია — Place შექმნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ავეჯი და ნახოთ, როგორ გამოიყურება ის თქვენს სახლში.

IKEA-ს აპლიკაცია — Place 

2020 წელს Apple-მა iPhone-სა და iPad-ს Lidar (Light Detection and Ranging) დაამატა, რითაც სიღრმისეული სკანირების შესაძლებლობა შექმნა და გზა გაუხსნა შერეული რეალობის ყურსასმენებს.

Lidar 

ფეისბუქმა 2021 წელს სახელი შეიცვალა და გახდა Meta, რაც მიუთითებს მის სურვილზე მომავალში მეტავერსზე ფოკუსირდეს.

მეტავერსის განვითარება არ ჩერდება. Apple ამჟამად მუშაობს ყურსასმენებზე, რომლებიც პოტენციურად შეცვლის ჩვენს სმარტფონებს, როგორც ინტერფეისი მომავლის მეტავერსიში.

ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
თემის მიხედვით
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
ტექნიკურმა ხარვეზმა 5 მარტს Facebook-ისა და Instagram-ის დროებით გათიშვა გამოიწვია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.