ერაივალი (Arrival) პირველი ქართული Metaverse ღონისძიებების სტარტაპია, რომელიც კომპანიებს ვირტუალურ სამყაროში ინტერაქციული ივენთების ჩატარებაში ეხმარება.
«ჩვენი მისიაა, მონაწილეებს მივცეთ შესაძლებლობა, ვირტუალურ ღონისძიებებზე დინამიკური და სახალისო გამოცდილება შექმნან და მიიღონ» — ვკითხულობთ ერაივალის ვებ-გვერდზე.
ერაივალი (Arrival) პირველი ქართული Metaverse ღონისძიებების სტარტაპია, რომელიც კომპანიებს ვირტუალურ სამყაროში ინტერაქციული ივენთების ჩატარებაში ეხმარება.
«ჩვენი მისიაა, მონაწილეებს მივცეთ შესაძლებლობა, ვირტუალურ ღონისძიებებზე დინამიკური და სახალისო გამოცდილება შექმნან და მიიღონ» — ვკითხულობთ ერაივალის ვებ-გვერდზე.
Arrival-ის იდეა წელიწადნახევარის წინ გაჩნდა და უკვე ცხრა თვეა, რაც არსებობს. ის კოვიდპანდემიის დროს შეიქმნა.
სააგენტოს მმართველი დირექტორი, სესილი მებონია გვიყვება, რომ დამფუძნებლების აზრით, უფრო საინტერესო იქნებოდა ონლაინ შეხვედრების ვირტუალურ სამყაროში გადატანა, რათა მის მონაწილეებს ფიზიკური შეხვედრების მსგავსი ან უკეთესი გამოცდილება მიეღოთ.
სესილის თქმით, ერაივალს სურს, ვირტუალური შეხვედრებიდან ადამიანები ბევრი ემოციით გავიდნენ. მათი შეხვედრები არის დინამიკური, ინტერაქციული, იძლევა ნეთვორქინგის შესაძლებლობას და ა.შ.
სესილი გვიყვება სხვა ონლაინ პლატფორმებსა და მეტავერსს შორის განსხვავებებზე.
მაგალითად, როცა ზუმში შევდივართ, მონოტონურად მოსმენის რეჟიმში ვართ, ზოგჯერ შეიძლება საერთოდ კამერა გავთიშოთ და სხვა საქმე გავაკეთოთ.
ერაივალის ღონისძიებებზე, შესვლისას ჯერ უნდა დარეგისტრირდე, შემდეგ შექმნა შენი ავატარი. როცა სივრცეს და ავატარს შეეჩვევი, იწყება ინტერაქციის ნაწილი.
სესილი მებონია
«შესვენებების დროს, ორი ან რამდენიმე ადამიანი სხვებისგან ორი მეტრის მოშორებით თუ დადგება, მხოლოდ ერთმანეთის ხმას გაიგებს, სხვები კი მათ ხმას ვერ გაიგებენ. ეს ნეთვორქინგის ძალიან კარგ საშუალებას იძლევა».
სესილის საყვარელი ნაწილია ემოციების გამოხატვა, მათ შორის ცეკვა, ტაშის დაკვრა და ა.შ.
მისი თქმით, არსებობს ქცევის წესებიც. მაგალითად, სპიკერის პრეზენტაციის დროს ავატარებს აქვთ შეზღუდვები. როცა სპიკერი საუბარს დაასრულებს, ავატარებს ყველაფერი შეუძლიათ — სიარული, ლაპარაკი. სესილი ამბობს, რომ ბოლოს After Party-ისაც აწყობენ — მუსიკას სტრიმავენ, მონაწილეები კი — ცეკვავენ.
სესილი გვიყვება სირთულეებსა და დაბრკოლებებზეც.
მისი თქმით, ყველა ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოცდილებას იღებენ და თუ რამე პრობლემაა, შემდეგი ღონისძიებისთვის ასწორებენ.
მაგალითად, სფეიშელზე პრეზენტაციის გაზიარების დროს შეიძლება ის, სცენის მაგივრად ცაში ან სხვა ვირტუალურ ზონაში გამოჩნდეს.
სესილის თქმით, ადრე ზუმში ალაპარაკებდნენ სპიკერებს და მეტავერსში სტრიმავდნენ, მაგრამ ახლა პირდაპირ მეტავერსში აზიარებენ და სპიკერი საკუთარი ავატარით ლაპარაკობს.
«სატესტოდ სივრცეები გვაქვს აღებული, სადაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიდეთ და დავათვალიერებინოთ ორგანიზაციებს, კომპანიებს, ბრენდებს და ა.შ. სხვა ონლაინ პლატფორმების ნაცვლად, იქ ვლაპარაკობთ. უფრო მეგობრული გარემო იქმნება, ვიდრე აკადემიური. ვინც შემოდის, ყველას ძალიან მოსწონს» — ამბობს სესილი მებონია.
Arrival-ის მმართველი დირექტორის თქმით, მეტავერსში ღონისძიების წარმატებით ჩასატარებლად მთავარია, დღის წესრიგი ძალიან კარგად იყოს შედგენილი, მოდერატორები და სპიკერები მზად იყვნენ და ინტერნეტის კავშირი კარგი იყოს.
სესილი საუბრობს მეტავერსისა და ერაივალის მომავალზეც.
«მეტავერსი ყოველდღე ვითარდება. ხუთ ან ათ წელში VR სათვალე ყველას ექნება და მეტავერსიც ყველას ეცოდინება. Web3 ინტერნეტის ახალი ფაზაა. Web1-დან Web2-ში როცა გადავდიოდით, რაღაცები მაშინაც შეუძლებლად მიაჩნდათ. ზოგადად, ახლის მიმართ არ შეგუება, ეჭვები და ვარაუდები სულ არის. Web3-იც ასეა. ხალხიც ნელ-ნელა ეჩვევა» — ამბობს სესილი.
ერაივალის გუნდი ამჟამად ღონისძიებების ორგანიზების ყველა საკითხში ჩართულია, თუმცა, სურთ ერაივალი ისეთ პროდუქტად აქციონ, სადაც მომხმარებლები თავად იტყვიან, როგორი ივენთი სურთ, რამდენი ადამიანის დასწრება და სხვა.
სესილის თქმით, ვებ-გვერდზე ბევრი ხელსაწყო იქნება, რომელიც მომხმარებელს ამაში დაეხმარება.
ასევე, მისი თქმით, პლატფორმას ექნება კალკულატორი, რომელიც დათვლის, რა დაჯდება კონკრეტული ივენთი. სესილი ამბობს, რომ ერაივალი ახლა ცდილობს ინვესტიციების გაზრდას და სააგენტოს განვითარებას.
Arrival — 3D ვირტუალური სივრცეების პირველი ქართული გენერატორი
Arrival 3D ვირტუალური სივრცეების ქართული გენერატორია, რომელიც კომპანიებისა და კონფერენციებისთვის შეიქმნა. პლატფორმა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად, ვირტუალურ სამყაროში ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა — Metaverse უკანასკნელ პერიოდში ტექნოლოგიურ სამყაროში და უკვე მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეტაპობრივად იხვეწება.
dev.ge-სთან Arrival-ის იდეაზე, მუშაობის მექანიზმზე, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანი კაზარიანმა ისაუბრა.
დღეს მეტავერსი ცნობილია, როგორც იმერსიული ინტერნეტ სივრცე, სადაც წვდომა გვექნება ვირტუალურ რეალობასთან და შეგვეძლება ურთიერთქმედება ყველა სახის გარემოსთან ავატარებისა და ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
საქმე ისაა, რომ მეტავერსი ახალი არ არის.