ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კონტაქტები

თამთა ნაჭყებია  (Tamta Natchkebia)

მთავარი რედაქტორი

10 წელზე მეტია, მედიაში ვმუშაობ. ამ დრომდე პოლიტიკურ ახალ ამბებს ვაშუქებდი, ვყოფილვარ უამრავ საპროტესტო აქციაზე და არაერთხელ მირბენია უკუსვლით :) მედიაში ყოფნის დეკადის მიწურულს ტექნოლოგიებით დავინტერესდი, პროგრამირების სწავლაც დავიწყე, თუმცა, ისევ ჟურნალისტიკის გამო დავაპაუზე. აუცილებლად გავაგრძელებ :). ტექნოლოგიებთან ერთად ისევ მაინტერესებს პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და კონფლიქტები. ვუსმენ სევდიან მუსიკას და ვუყურებ სულელურ რომანტიკულ კომედიებს. 

თუ ფიქრობთ, რომ dev.ge-სთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობთ, მომწერეთ: [email protected]

Facebook

Linkedin

ხატია ღოღობერიძე (Khatia Ghoghoberidze)

რედაქტორი 

აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ 10 წელზე მეტია. ძირითადად ვაშუქებდი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს, ადამიანის უფლებებს. ვმუშაობდი გაზეთ ბათუმელებში, News.ge-ში, ტაბულაში, ვიყავი News.On.ge-ს მთავარი რედაქტორი. ახლა ვარ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და ონლაინ გამოცემა «ქვიარის» მთავარი რედაქტორი. გამოვტყდები, ტექნოლოგიები თავიდან ძალიან ვიწრო და ცოტა უინტერესო სფერო მეგონა. მას შემდეგ, რაც დავიწყე კომუნიკაცია Devmedia-სთან, მივხვდი, რომ ვცდებოდი. dev.ge-ს გუნდთან ერთად, ვეცდები, თქვენც დაგარწმუნებთ, რომ ეს არის საინტერესო, მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ამოუწურავი სფერო, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე.

Facebook

LinkedIn

Email

მარია რეხვიაშვილი (Maria Rekhviashvili)

სოციალური მედიის მენეჯერი 

მიყვარს სწავლა. ახლის სწავლის პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აქედან გამომდინარე ბევრ სფეროში გამომიცდია ჩემი თავი: ჟურნალისტიკა, ადმინისტრაცია, HR, PR, სოც.მედია. ამჟამად ვარ SMM-სა და SEO-თი დაინტერესებული. მომწონს MMA. ვარჯიში მაბედნიერებს.

Email

LinkedIn

გივი ცერაძე (Givi Tseradze)

ჟურნალისტი

მე ვარ გივი ცერაძე, 20 წლის, ვსწავლობ ჟურნალისტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არშემდგარი კალათბურთელი, რომელიც მთელი გულითაა შეყვარებული ამ სპორტზე. მიყვარს მუსიკა, სპორტი და ჩემს ძმა და მეგობრებთან ერთად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა. 

Facebook

Email

ბექა მაისურაძე (Beka Maisuradze)

ჟურნალისტი

კინო და სერიალები ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიებზე წერას ვერ შევძლებ. პირიქით, ისეთ სტატიებს დავწერ, რომ როგორც სერიალის ახალ ეპიზოდს ელოდებით, ისე დაელოდოთ ხოლმე. ყოველშემთხვევაში, ვეცდები მაინც. საინტერესო ადამიანებთან ერთად საინტერესო საქმის კეთებაზე ვგიჟდები, ხოდა ზუსტად ამიტომაც მგონია, რომ DEV.ge-ის უკარგეს გუნდთან ერთად, მართლა შევქმნით ისეთ პლატფორმას, რომელსაც ყოველდღე ჩაუჯდებით და ისეთ ამბებს აღმოაჩენთ, რომელზეც შეიძლება არც კი გიფიქრიათ, რომ ასეთი საინტერესო შეიძლება ყოფილიყო. პ.ს. ჩემი უფროსის თხოვნით ვწერ, რომ ჩემი დიდი გული ჯულია რობერტსის და სუზანა ვიეირას სიყვარულსაც იტევს. მაააგრამ ამ გული ტექნოლოგიებსაც უკვე აქვთ თავისი ადგილი.

Facebook

ნანუკა კოხოძე (Nanuka Kokhodze) 

ჟურნალისტი

მწვანე ფერი სიახლესთან, ინოვაციებთან ასოცირდება და მეც ყველაზე მეტად მიხდება. მიყვარს ადამიანები და მათთან კომუნიკაცია. მიყვარს წერა, დიდი და ლამაზი სიტყვები. მწვანე სახურავების ბინადარი ენ შირლი ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ჰერმიონასავით შრომისმოყვარე გახლავართ. ვფიქრობ, ტექნოლოგიები მაგიურობასთან ყველაზე ახლოს დგას. ასე რომ, ჯადოსნურად და საინტერესოდ მოვყვებით ყველაფერს ტექნოლოგიების გარშემო Dev. ge-ზე.

Facebook

LinkedIn

მარია გაბრელიანი (Maria Gabreliani)

გაყიდვების მენეჯერი

4 წელზე მეტია, ვმუშაობ ციფრულ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯმენტში და ამ დროის განმავლობაში ყოველთვის მქონდა შეხება ტექნოლოგიებთან. ვფიქრობ, რომ საქართველოში IT მიმართულებას ძალიან საინტერესო და ფართო შესაძლებლობები აქვს. დიდი სურვილი მაქვს, რომ წვლილი შევიტანო ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში, რის გამოც, განსაკუთრებულად მიხარია dev.media-ს შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და მათთან თანამშრომლობა.ჩემი კოსმიური მისიაა, ქართულ კომპანიებს მივცე შესაძლებლობა და დავეხმარო dev.ge-სთან თანამშრომლობაში, ორმხრივად სასარგებლო გზებით. თუ ფიქრობთ, რომ ერთობლივად საინტერესო პროექტების განხორციელება შეგვიძლია, დამიკავშირდით მეილზე — [email protected], რის შედეგადაც შევძლებთ პოტენციური თანამშრომლობისა და იდეების განხილვას.

Phone: 598 145 105

Email

ნინი ვანიშვილი  (Nini Vanishvili)

ჟურნალისტი

მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება. Ru Paul’s Drag race დროის გაყვანის საუკეთესო საშუალება მგონია. ლიტერატურა ჩემთვის გამორჩეული სფეროა. თომას მანის ნაწარმოებები და ბეჭდების მბრძანებელი ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებს. არანაკლებ მაინტერესებს ტექნოლოგიების სფეროც და იმედი მაქვს Dev.ge-ის პლატფორმას თქვენთვის კარგი განწყობისა და დროის ეფექტურად გაყვანისთვის საუკეთესო ადგილს გავხდით.საკონტაქტო ინფორმაცია

Email

Linkedin