
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს

სიყვარული ტექნოლოგიებით - გაცნობის 6 აპლიკაცია
სიყვარული ტექნოლოგიებით - გაცნობის 6 აპლიკაცია

"აქ შენ ქმნი სამყაროს" — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
"აქ შენ ქმნი სამყაროს" — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
Statista-ს 2021 წლის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდ ადამიანზე მეტის მთავარი ჰობი სხვადასხვა კომპიუტერული თამაშია. შესაბამისად, ეს ინდუსტრიაც სულ უფრო ვითარდება და კომპანიები ყოველწლიურად ერთმანეთზე უფრო მიმზიდველ და ჩამთრევ თამაშებს გვთავაზობენ.

როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
თანამედროვე სამყაროში კოდირება ერთ-ერთი გამორჩეული უნარია, რომლის შეძენაც შეგიძლიათ. შეიძლება კოდირების სწავლა კარიერული წინსვლის გაუმჯობესების გამო გინდოდეთ; შესაძლოა ფიქრობთ პროგრამული უზრუნველყოფის აწყობაზე ან თამაშების შექმნაზე, ან უბრალოდ ტექნოლოგიურ სამყაროში გარკვევა გინდათ. კომპიუტერების ენის შესწავლა არის ის, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას.
დრო, თავდადება და ინტერნეტი — ამ სამი კომპონენტით ყველას შეუძლია კოდირების სწავლა.

რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს
რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს
სიახლე აღარ არის, რომ IT სფერო უკვე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ამავდროულად, შემოსავლიანია. მიუხედავად ამისა, ყველა, მათ შორის, გიგანტი კომპანიებიც, ეძებს ქვეყნებს, სადაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი და ხელსაყრელია. ეს მომგებიანია ორივე მხარისთვის — კომპანია უკეთეს პირობებში საქმიანობს, ქვეყანაში კი მეტი ინვესტიცია შემოდის. თუმცა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კანონმდებლობაა.

მაჯის არხის სინდრომი IT-ში: "როცა ხელები გწყდება"
მაჯის არხის სინდრომი IT-ში: "როცა ხელები გწყდება"
მაჯის არხის სინდრომი — ეს არის მაჯის ტკივილი და თითების დაბუჟება, რაც შეიძლება კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ გამოიწვიოს.
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ანდრეი ბელოვეშკინი dev.by-სთან ჰყვება, რაში მდგომარეობს საფრთხე და რატომ არის პრევენცია უფრო ადვილი, ვიდრე მკურნალობა.

ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში
ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში
საქართველოში ტექნოლოგიური გამოთვლების ისტორია სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს. ამ დროს ჯერაც დიდი მანქანები გამოიყენებოდა, რომლებსაც მთლიანი ოთახები ეკავათ. ალგორითმები, პროგრამირება, როგორც მეცნიერება, ისწავლებოდა კომაროვის სკოლში, თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასწავლიდნენ პროგრამირების ისეთ ენებს, როგორიცაა, მაგალითად, BASIC.

რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
რა არის ფიშინგი და როგორ ავარიდოთ თავი ინტერნეტ-თაღლითებს
ინტერნეტთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას თან ახლავს დაუცველობა. შესაძლებელია მონაცემების მოპარვა, კომუნიკაციების ჩაჭრა, თანამშრომლების მიერ ლეპტოპებისა და ტელეფონების დაკარგვა, თავდამსხმელების მიერ ქსელების, ელფოსტისა და სოციალური მედიის ანგარიშების გატეხვა. ნებისმიერმა ასეთმა ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, შეაფერხოს სამუშაო და ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას.
ციფრული რისკები სხვადასხვანაირია. მაგალითად, ბევრს თქვენი ონლაინ მოტყუება იმისთვის უნდა, რომ თქვენს მოწყობილობებსა და ანგარიშებში შეაღწიოს, მოწყობილობებში არსებული მონაცემები მოიპაროს, დააზიანოს თქვენი პირადი ან სამსახურის კუთვნილი მოწყობილობები, სამსახურის ქსელში ვირუსი გაავრცელოს და ა.შ.
ეს შეიძლება გააკეთონ სოციალური ინჟინერიის (ანუ ფსიქოლოგიური მანიპულაციის), ფიშინგისა და მალვეარების (ვირუსი) მეშვეობით. მართალია, ამ რისკების ბოლომდე აღმოფხვრა რთულია, თუმცა, მათი საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია, თუკი ციფრულ ჰიგიენას დავიცავთ.

Web 3.0 - დიდებული და საზარელი - რა არის და როდის ველოდოთ მის “მოსვლას”
Web 3.0 - დიდებული და საზარელი - რა არის და როდის ველოდოთ მის “მოსვლას”
Web 3.0-ის ეპოქის მოსვლა ბევრს აინტერესებს, მაგრამ ყველასთვის გასაგები არაა, რა არის ეს. ცენტრალიზაცია, დეცენტრალიზაცია, კრიპტო, ბლოკჩეინი და სხვა ტერმინები ერთ დიდ გუნდად იკვრება. და შეგრძნებაც ისეთია, რომ მხოლოდ გარდაუვალის მოლოდინიღა რჩება — Web 3.0-ის მოსვლა, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. Dev.ge ცდილობდა გაერკვია, რა არის ეს, უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი და ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა ველოდოთ Web 3.0-ის ეპოქას.

იცავენ თუ არა მესენჯერები ჩვენი მონაცემების უსაფრთხოებას
იცავენ თუ არა მესენჯერები ჩვენი მონაცემების უსაფრთხოებას
კიბერუსაფრთხოება, ანუ ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოება, კომპიუტერების, სერვერების, მობილური მოწყობილობების, ელექტრონული სისტემების, ქსელებისა და მონაცემების თავდასხმებისგან დაცვის პრაქტიკაა.
კიბერუსაფრთხოების დაცვის საფრთხე ყოველწლიურად და სწრაფი ტემპით იზრდება. RiskBased Security-ის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2019 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მონაცემთა დარღვევის 7.9 მილიარდი ჩანაწერი გამოვლინდა.
კოვიდპანდემიასთან ერთად კიბერუსაფრთხოების დარღვევის რისკები გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რიცხვები თანდათან იკლებს, დისტანციური მუშაობა ისევ რჩება კომპანიებისთვის თანამშრომლებთან ურთიერთობის ერთ-ერთ მისაღებ ფორმად. 5G ქსელებზე წვდომა გაფართოვდა, კრიპტოვალუტა უფრო და უფრო პოპულარული გახდა. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების დაცვა უფრო და უფრო საჭირო ხდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად დაცულია ის ინფორმაცია, რომელსაც სოციალური ქსელების, კერძოდ, სხვადასხვა სახის მესენჯერების მომხმარებლები ყოველდღიურად უზიარებენ ერთმანეთს.
ინტერნეტი მრავალ ალტერნატივას გვთავაზობს, სადაც საუბრების წარმართვაა შესაძლებელი, იქნება ეს კომპანია მეტას მიერ შემოთავაზებული ფეისბუკის მესენჯერი, თუ სიგნალის აპლიკაცია — არჩევანი თავად მომხმარებელზეა.