ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სიყვარული ტექნოლოგიებით - გაცნობის 6 აპლიკაცია

საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიების ეკრანები ჩვენი ცხოვრების თითქმის 24 საათიანი მეგზურია, რთულია, სიყვარულს გაჯეტებს მიღმა მიაგნო. ოფისში, სასწავლებელში ან ტრანსპორტში მყოფები ვფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი ონლაინ სამყაროში რეალური ურთიერთობების პოვნა. პანდემიასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა. ოთხ კედელში გამოკეტვამ შეამცირა ადამიანებთან ინტერაქცია, ცოცხალი ურთიერთობები.

2 კომენტარები
სიყვარული ტექნოლოგიებით - გაცნობის 6 აპლიკაცია

საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიების ეკრანები ჩვენი ცხოვრების თითქმის 24 საათიანი მეგზურია, რთულია, სიყვარულს გაჯეტებს მიღმა მიაგნო. ოფისში, სასწავლებელში ან ტრანსპორტში მყოფები ვფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი ონლაინ სამყაროში რეალური ურთიერთობების პოვნა. პანდემიასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა. ოთხ კედელში გამოკეტვამ შეამცირა ადამიანებთან ინტერაქცია, ცოცხალი ურთიერთობები.

ამ რეალობაში, ტექნოლოგიებმა კუპიდონის ისარი მოიმარჯვეს და მომხმარებელს შესთავაზეს ისეთი ონლაინ სივრცეები, სადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების გაცნობა, რომლებიც, თუ მთელი ცხოვრების სიყვარულად არა, შესაძლოა, საინტერესო ისტორიად მაინც იქცნენ. 

სტატიაში შეხვდებით გაცნობის აპლიკაციებს, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ურთიერთობებს გთავაზობთ.

Tinder

Tinder გაცნობის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის შესაძლებლობებსა და გამოცდილებებს, მათი სურვილებიდან გამომდინარე. საიტზე უამრავი ადამიანია, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი მომხმარებელი გაიცნონ. 

აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან თქვენი ყოველდღიური გარემოს ნაწილი. Tinder არ ზღუდავს ადამიანებს სიმაღლის, განათლების დონის, რელიგიის, რასის, რელიგიის ან დემოგრაფიის მიხედვით. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სურვილისამებრ გაიცნონ სხვადასხვა ტიპის ადამიანები.

აპლიკაციაზე, ამ ეტაპზე, 190 ქვეყანაა. Tinder Plus-ის — აპლიკაციის ფასიანი ვერსიის გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ექნება, ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაიცნოს.

აპლიკაციის უფასოდ მოხმარების შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს, ფლირტი თავისი ადგილმდებარეობის არეალში გააბას. 

Tinder-ს აქვს Face to Face ფუნქცია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს ვიდეო ზარით ესაუბრონ ერთმანეთს და დარწმუნდნენ, რომ ონლაინ გაცნობილი ადამიანები რეალურად ისინი არიან, ვისაც ფოტოებით ეცნობიან.

ამასთან, აპლიკაციას აქვს ვერიფიკაციის ფუნქცია, რაც საშუალებას გაძლევთ, დაადასტუროთ თქვენი პროფილის ნამდვილობა. ამის შემდეგ, თქვენი სახელის გვერდით პატარა ლურჯი ნიშანი გაჩნდება.

Tinder-ზე დასარეგისტრირებლად დაგჭირდებათ აპლიკაციის ტელეფონში გადმოწერა, რაც შესაძლებელია როგორც IOS-ზე, ასევე ანდროიდზე. აპლიკაციაზე რეგისტრაცია თქვენი Facebook პროფილით ხდება. თუმცა, ფეისბუქზე Tinder-ის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ხვდება. ასევე დაგჭირდებათ აპლიკაციისთვის თქვენი ლოკაციის გაზიარება.

აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებლებს შეუძლიათ ადამიანის პროფილის მარჯვნივ ან მარცხნივ გაწევა იმის მიხედვით, მოსწონთ თუ არა ის. ჩატის დაწყების საშუალება კი იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ თქვენს მიერ მარჯვნივ გადაწეულმა, ანუ მოწონებულმა მომხმარებელმა ასევე მოიწონა თქვენი პროფილი.

2021 წლის მონაცემებით Tinder-ზე ყოველდღიურად 1.6 მილიარდი მომხმარებელი გამოხატავს მოწონებას ან არმოწონებას და ყოველ კვირას ერთი მილიონი პაემანი ინიშნება.

Tinder-ს ამერიკული ინტერნეტ და ტექნოლოგიების კომპანია Match Group, Inc. ფლობს, რომლის სათაო ოფისი დალასში, ტექსასის შტატში მდებარეობს. ის 2012 წლის სექტემბერში დაარსდა. 2022 წელს მისი საბაზრო ღირებულება $42 მილიარდია. 

Bumble

Bumble გაცნობის უფასო საიტია, რომელიც, ორგანიზაციის თქმით, ძველმოდურ სტერეოტიპებს ამსხვრევს.

როდესაც აპლიკაციაზე ერთმანეთს განსხვავებული სქესის ადამიანები იწონებენ, კაცს ქალთან მიწერა მხოლოდ ქალის ინიციატივის შემდეგ შეუძლია.

Bumble თავის მესიჯს ფუთავს, როგორც ერთგვარ აქტივისტურ მოძრაობას, რომელიც აძლიერებს ერთიანობის, სიკეთის, თანასწორობის, თავდაჯერებულობისა და ურთიერთპატივისცემის იდეებს.

აპლიკაცია 150 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და Travel ფუნქციით საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაიცნოს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. საჭიროა მიუთითოთ ქვეყანა, სადაც აპირებთ გამგზავრებას და დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე შეიძინოთ ნაცნობები.

Tinder-ის მსგავსად, Bumble-იც გაძლევთ საშუალებას პროფილის მარჯვნივ ან მარცხნივ გადაწევით მოიწონოთ ან არ მოიწონოთ პროფილები.

საიტზე დასარეგისტრირებლად აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც Facebook პროფილი, ასევე თქვენი მობილური ნომერი. Bumble-ის დაინსტალირება შესაძლებელია, როგორც IOS-ის ასევე ანდროიდის მოწყობილობებზე.

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საიტზე ატვირთული ფოტოებიდან ერთი მაინც შეიცავდეს თქვენს გამოსახულებას.

Bumble-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უიტნი ვულფი ჰარდია — 33 წლის ამერიკელი ქალი, რომელმაც აპლიკაცია 2014 წელს შექმნა. ის პირველი აპლიკაციაა, სადაც გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ქალია. 

კომპანიაში დღეს 700-ზე ადამიანია დასაქმებული. 2022 წელს მისი საბაზრო ღირებულება $3 მილიარდია. 

Bumble-ს 45 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს, მათგან 1.5 მილიონი ადამიანი პრემიუმ პაკეტს იყენებს.

Eharmony

Eharmony გაცნობის საიტია მათთვის, ვინც ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობებს ეძებს. აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მონიშნონ თავიანთი ინტერესები და საერთო ინტერესების მქონე მომხმარებლებთან განაგრძონ ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, აპლიკაცია არ ზღუდავს მომხმარებლებს და სთავაზობს ისეთ პროფილებსაც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები ალბათობა იმისა, რომ მოერგონ საერთო ინტერესებს. რეგისტრაციისას Eharmony სთავაზობს მომხმარებელს 32-კითხვიან ტესტს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ერგებიან მომხმარებლები ერთმანეთს. ორგანიზაციის თქმით, საიტზე ყოველ 14 წუთში ერთხელ პოულობენ სიყვარულს.

აპლიკაცია არ ემხრობა მოწონებისა და არ მოწონების კულტურას და სთავაზობს მომხმარებლებს რჩევებს ურთიერთობისთვის, რათა შეძლონ გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ Eharmony-ს გუნდი აქტიურად ამოწმებს ყალბ პროფილებს და ცლის აპლიკაციას ბოტებისგან.

აპლიკაცია ფასიანია და გამოწერის რამდენიმე პაკეტს გვთავაზობს, რომელთა ფასიც 36-დან 66 აშშ დოლარამდე მერყეობს. 

Eharmony-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა საიტზე გადასვლა, სადაც მარტივი ოპერაციით თქვენი სახელის, ელექტრონული ფოსტისა და პაროლის მითითებით შეძლებთ პროფილის შექმნას.

საიტზე არსებული ქვიზის გავლის შემდეგ, სადაც მიუთითებთ თუ რა არის თქვენი საიტზე რეგისტრირების მიზანი. საჭიროა ატვირთოთ ფოტოები, რომელიც შეიცავს თქვენს გამოსახულებას და ასევე მიუთითოთ თქვენი ინტერესები და დეტალები, რომლებიც გამოგარჩევთ.

Eharmony 125-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

Eharmony 2000 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 2022 წელს მას 15 მილიონი მომხმარებელი ყავს, საბაზრო ღირებულება კი $500 მილიონია. 

Grindr

Grindr გაცნობის საიტია, რომელიც ქვიარ ადამიანებსაერთიანებს და მათ საშუალებას აძლევს, ერთმანეთი უსაფრთხო სივრცეში გაიცნონ. საიტი გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არის შექმნილი.

დღესდღეობით აპლიკაცია LGBTQ+ საზოგადოების ცხოვრების თანამედროვე წესის მხარდამჭერია და საშუალებას აძლევს მათ, ახალ პლატფორმებზე ჩამოაყალიბონ ურთიერთობები. საიტზე ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი შედის და იცნობს ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Grindr-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც IOS-ზე, ასევე ანდროიდზე. ინსტალაციის შემდეგ, აპლიკაციაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფოსტის, ასევე Facebook,  Google, Apple ID-ის საშუალებით. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ Grindr Web-ზეც.

აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიუთითონ ადგილმდებარეობა და სურვილისამებრ, ადამიანები გაიცნონ როგორც თავიანთ არეალში, ასევე — მოშორებით. საიტზე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფოტოების განთავსება და ინტერესების მითითება.

მომხმარებელს აქვს მიმოწერის, ვიდეო ზარის განხორციელებისა და ადგილმდებარეობის გაზიარების საშუალება.

Grinder-ის შემქმნელი ამერიკელი ებრაელი ანტრეპრენერი, ჯოელ სიმხაია. Grinder მან 2009 წელს შექმნა, 2018-ში კი Grinder-ის 60% თამაშების ჩინურ კომპანიას $250 მილიონად მიჰყიდა.

Grinder-ს თვეში 11 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს. 

Her

Her არის გაცნობის აპლიკაცია LGBTQIA2S+ საზოგადოებისთვის. აპლიკაცია ქვიარ ადამიანებს სთავაზობს უსაფრთხო სივრცეს ურთიერთობებისთვის და გათვლილია ლესბოსელ, ბისექსუალ, ქვიარ, არა-ბინარულ და ტრანსგენდერ ადამიანებზე. აპლიკაცია უფასოა. ის საშუალებას გაძლევთ, დაიმატოთ მეგობრები, ნახოთ პროფილები, წამოიწყოთ საუბრები, გაიგოთ დაგეგმილ ღონისძიებებზე და აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

პრემიუმ ვერსიის გამოწერის შემთხვევაში, აპლიკაციის მოხმარება კიდევ უფრო მარტივდება — საშუალებას გაძლევთ, უფრო ადვილად იპოვოთ «სათქვენო» ადამიანი, ასევე, ნახოთ ვინ მოიწონა თქვენი პროფილი.

აპლიკაციას ასევე აქვს Add Friend ფუნქცია მათთვის, ვინც მხოლოდ მეგობრებს ეძებს. თუ თქვენ ადგილმდებარეობის შეცვლას აპირებთ, Her გაძლევთ საშუალებას, გაიცნოთ ქვიარ ადამიანები ახალ ლოკაციაზე და შეიქმნათ თქვენთვის სასურველი წრე. 

აპლიკაციაზე დასარეგისტრირებლად საკმარისია მისი ჩამოწერა Google Pay ან Apple App Story-დან. ინსტალაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ პროფილის შექმნა, Facebook, Instagram, Apple Login ან ტელეფონის ნომრის საშუალებით.

პროფილზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ფოტოები, ინტერესები და ფაქტები თქვენს შესახებ. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი პროფილი ვერიფიცირებული გახადოთ.

აპლიკაციას 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და 125-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 

Her რობინ ექსტონმა 2011 წელს შექმნა. ექსტონი ასევე არის ლონდონის ქვიარ ფეშენ შოუს დამაარსებელი. 

ბონუსი

Damajahe — გაცნობის ქართული აპლიკაცია

Damajahe (დამაჯახე) ქართული გაცნობის საიტია, რომელიც ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართველებს.

18 -კითხვიანი ტესტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ერგებიან თქვენს პროფილს. შედეგად, აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ალგორითმს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი იგებს, თუ რამდენი პროცენტით შეესაბამებიან ისინი ერთმანეთს.

2022 წლის მაისში აპლიკაციაზე 31 000 ადამიანი იყო «დაჯახებული».

აპლიკაცია ნუკი კოშკელიშვილმა ქმართან ერთად 2022 წელს შექმნა. 



ასევე წაიკითხეთ
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
adtech  — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
adtech — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
adtech — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
2019 წელს სამთავრობო კონტრაქტორმა და ტექნოლოგმა, მაიკ იეგლიმ,  ვაშინგტონში ვიზიტები დაიწყო. მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაწესებულებაში ყველასთვის, ვინც მოუსმენდა, მკვეთრი და მნიშვნელოვანი გაფრთხილება ჰქონდა: აშშ-ის მთავრობას Grindr-ის პრობლემა ჰქონდა. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Wired-ში
განხილვა
0

Თვითდასაქმებული

0

Კარგი იქნება ვინმეს გაცნობა ვინც იცის სიყვარულის ფასი