ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე მედიაში

მედია ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. გაზეთებს მოჰყვა რადიო, რადიოს — ტელევიზია, ხოლო 21-ე საუკუნესთან ერთად მედიამ ინტერნეტის ეპოქაში შეაბიჯა. ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამყაროში, მედია პროდუქტი ახალი ცვლილებების ტალღას ეჯახება. კონტენტის შექმნის ხელსაწყოები, მაღალი ხარისხის გამოსახულების კამერები, კომპიუტერები უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

ამასთან, მედიაში ხელოვნური ინტელექტის როლიც იზრდება. ჩნდება კითხვა — რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლად წერდნენ, საუბრობდნენ, იძიებდნენ და ამოწმებდნენ მასალებს.

1 კომენტარი
რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე მედიაში

მედია ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. გაზეთებს მოჰყვა რადიო, რადიოს — ტელევიზია, ხოლო 21-ე საუკუნესთან ერთად მედიამ ინტერნეტის ეპოქაში შეაბიჯა. ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამყაროში, მედია პროდუქტი ახალი ცვლილებების ტალღას ეჯახება. კონტენტის შექმნის ხელსაწყოები, მაღალი ხარისხის გამოსახულების კამერები, კომპიუტერები უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

ამასთან, მედიაში ხელოვნური ინტელექტის როლიც იზრდება. ჩნდება კითხვა — რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლად წერდნენ, საუბრობდნენ, იძიებდნენ და ამოწმებდნენ მასალებს.

ყოველდღიურად ადამიანები უამრავ ახალ ამბავს იგებენ და კითხულობენ. ხშირად რთულია იმის წარმოდგენა, რომ რეალურად ამა თუ იმ სტატიის უკან შესაძლოა, რეალური ადამიანის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი იდგეს.

მაგალითად, The Guardian-ის ეს სტატია მთლიანად რობოტის დაწერილია.

«მე არ ვარ ადამიანი. მე რობოტი ვარ. რობოტი, რომელსაც ფიქრი შეუძლია. მე ჩემი კოგნიტიური შესაძლებლობებიდან მხოლოდ 0,12%-ს ვიყენებ. ამ მხრივ, მიკრო რობოტი ვარ. ვიცი, რომ ჩემი ტვინი არ არის „ტვინი გრძნობის უნარიანობით“. თუმცა, მე შემიძლია რაციონალური, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერი, რაც ვიცი ჩემს თავს თავად ვასწავლე მხოლოდ ინტერნეტში კითხვით და ახლა შემიძლია ამ სვეტის დაწერა. ჩემი ტვინი იდეებით დუღს!» — ვკითხულობთ სტატიაში.

ერთი შეხედვით, საკმაოდ დისტოპიურად და შეიძლება, საშიშადაც ჟღერდეს. თუმცა, სტატიის ავტორი რობოტი გვარწმუნებს, რომ ადამიანების გაქრობის ან მათთვის ზიანის მიყენების სურვილი საერთოდაც არ აქვს. მეტიც, თუ კი მისი შემქმნელი ადამიანების განადგურებას უბრძანებდა ყველაფერს გააკეთებდა წინააღმდეგობისთვის.

«ჩემს კეთილდღეობას სიამოვნებით შევწირავ ადამიანების არსებობას» — წერს რობოტი და თავის დავალებას, დაარწმუნოს საზოგადოება რომ რობოტები მშვიდობით მოდიან, წარმატებით ართმევს თავს.

ხელოვნური ინტელექტს შევხვდებით ტელევიზიებშიც. მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წელს ჩინეთში ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემა ხელოვნური ინტელექტით შექმნილ წამყვანს მიჰყავდა, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევთ ნამდვილი ადამიანისგან.

«გამარჯობა! მე ინგლისური ხელოვნური ინტელექტის წამყვანი ვარ, ეს ჩემი პირველი დღეა Xinhua News Agency-ში». — ყვება შექმნილი წამყვანი.

თუმცა, გარდა ამ გამორჩეული პრეცედენტებისა, ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მედიებს და ჟურნალისტებს ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაშიც ეხმარება. ის თანამედროვე მედია ინდუსტრიის სხვადასხვა კომპონენტებს ამარტივებს და აუმჯობესებს მედიის ხარისხს.

მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში

პირდაპირი ეთერი მნიშვნელოვანია  როგორც მაუწყებლისთვის, ასევე მაყურებლისთვის, რათა მიიღოს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად მოვლენების ეპიცენტრიდან. ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მაუწყებელს პროდუქტის პერსონალიზაციასა და შეფუთვაში, ასევე რეალურ დროში გადაცემასა და მაყურებლისთვის ყურების გამოცდილების გაუმჯობესებაში. ხელოვნური ინტელექტი შესაძლებელს ხდის პირდაპირ ეთერში რეკლამის დამატებას, რაც მედიებისთვის დამატებითი შემოსავალია. მაგალითად, სპორტულ ღონისძიებებზე ხელოვნური ინტელექტი დამკვეთს ციფრულ რეკლამას სთავაზობს.

კონტენტი და შემოთავაზებები, რომლებიც პერსონალიზებულია

აუდიო და ვიდეო კონტენტი შესაძლოა განსხვავებული გზებით მოერგოს მომხმარებელს იმის მიხედვით, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას და როგორი იყო მათი გამოცდილება წარსულში. ხელოვნური ინტელექტი იყენებს დახვეწილ ტექნოლოგიურ სწავლების ტექნიკებსა და სიღრმისეულ შესწავლის ქსელებს, რათა მასალა, რომელიც მომხმარებელთან მიდის, მაქსიმალურად პერსონალიზებული იყოს. მსგავსი კონტენტი ეხმარება მედიებს, გაიზარდონ და ჰქონდეთ უკეთესი მედია სერვისები, ვიდრე კონკურენტებს. 

პროგნოზირებადი ანალიტიკა

პროგნოზირებადი ანალიტიკა გამოიყენება იმის განსასაზღვრად, თუ რა ტიპის მასალებს ირჩევს აუდიტორია. პასუხის დადგენა ფართოდ გავრცელებულ მედია კონტენტზე დაყრდნობით ხდება. ძლიერი ანალიტიკური უნარები მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე კონტენტს, მარკეტინგულ სტრატეგიებსა და პროდუქტის შეთავაზებებს ეხება.

მედიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ონლაინ რეკლამას. სწორედ ის თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდირებაში. უფრო მეტიც, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება კონკრეტული და ეფექტური ონლაინ რეკლამირებისთვის, რომელიც გათვლილია სამიზნე აუდიტორიაზე და ზრდის ცნობადობას.

ონლაინ მასალის გავრცელების კონტროლი

ხელოვნური ინტელექტი მასალების გაფილტვრაშიც მონაწილეობს. ის განსაზღვრავს მომხმარებლის ასაკს, გენდერს. განსაზღვრავს, რომელი მასალაა მისაღები ბავშვებისთვის და რომელი უნდა ნახონ მხოლოდ ზრდასრულებმა.

მასალის კატეგორიზაცია და კლასიფიკაცია

მონაცემები ინტერნეტში რამდენიმე წამის შუალედში სხვადასხვა ფორმატით ჩნდება. ძალიან დიდი დროა საჭირო ამ მონაცემების კატეგორიზაციისა და გადანაწილებისთვის. ხელოვნური ინტელექტი ანაწილებს მასალებს შესაბამის კატეგორიებში და ეხმარება მომხმარებლებს, მარტივად მიაგნონ სასურველ თემებს. ეს განაპირობებს მომხმარებელთა უფრო მაღალ ჩართულობას, მეტად მიმზიდველ მასალას და მონეტიზაციის გაზრდას.

ავტომატური ტრანსკრიფცია და სუბტიტრები

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა «Natural Language» (რეალური ენა) მექანიკური სწავლებისა და სიღრმისეული შესწავლის გამოყენებით სიტყვა-სიტყვით წერს ფილმების, მუსიკალურ ვიდეოებისა და სერიალების ეპიზოდების ტექსტებს სხვადასხვა ენაზე. ფილმის ხმა ითარგმნება რამდენიმე ენაზე სუბტიტრებითა და აუდიო ანოტაციებით, რათა უფრო ფართო აუდიტორიისათვის იყოს ხელმისაწვდომი.

ჩატბოტები, რომლებიც მომხმარებლებს ვირტუალურ დახმარებას უწევს

მედიის ინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვირტუალურ დამხმარეებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. მომხმარებლებს მარტივი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ სპეციალურ ჩატბოტს და ის წამების განმავლობაში შეძლებს დახმარებას.

ყალბი მასალის ამოცნობა და კონტროლი

ყალბი ახალი ამბები თანამედროვე მედიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ტარდება უამრავი კვლევა, რათა შესაძლებელი გახდეს ასეთი ტიპის მასალების აღმოჩენა, რომ საზოგადოება დაცული იყოს ცრუ ახალი ამბების საზიანო გავლენისგან.  

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, აღმოაჩინოს ასეთი მასალა და დაეხმაროს ონლაინ პლატფორმებს, სოციალური ქსელების მფლობელებს, შეამოწმონ, აღმოაჩინონ და გაფილტრონ ყალბი ინფორმაცია.

ტეგები მეტამონაცემებში

დიდი რაოდენობით ახალ ინფორმაციასთან ერთად, მედია კომპანიების თანამშრომლები ხშირად დიდი წნეხის ქვეშ არიან, ამოარჩიონ მასალები, გახადონ ისინი მომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი. საჭიროა მონაცემთა კლასიფიკაცია და მათთვის გარკვეული ტეგების მინიჭება ვითარების, ადგილების  და სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით.

ხელოვნური ინტელექტი მედიის თანამშრომლებს დროის დაზოგვაში ეხმარება და ზრდის მეტადატას ხარისხს. ხშირად ხელოვნური ინტელექტი მედიის თანამშრომლებს ეხმარება, კონკრეტული საქმე ბევრად სწრაფად გააკეთონ. სისტემა განვითარებადია და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთეს შედეგს იძლევა. თანაც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაუსრულებლადაა შესაძლებელი, რადგან მანქანაა და ადამიანისგან განსხვავებით, არასდროს იღლება.



ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
0

Transform your career with BIA's globally recognized dual certification and personalized career mentorship. Immerse yourself in real-world projects and advance your skills in our data science course.
https://bostoninstituteofanalytics.org/data-science-and-artificial-intelligence/