თანამედროვე სამყაროში კოდირება ერთ-ერთი გამორჩეული უნარია, რომლის შეძენაც შეგიძლიათ. შეიძლება კოდირების სწავლა კარიერული წინსვლის გაუმჯობესების გამო გინდოდეთ; შესაძლოა ფიქრობთ პროგრამული უზრუნველყოფის აწყობაზე ან თამაშების შექმნაზე, ან უბრალოდ ტექნოლოგიურ სამყაროში გარკვევა გინდათ. კომპიუტერების ენის შესწავლა არის ის, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას.
დრო, თავდადება და ინტერნეტი — ამ სამი კომპონენტით ყველას შეუძლია კოდირების სწავლა.
სანამ კოდირების სწავლას დაიწყებთ, დაფიქრდით — რატომ აკეთებთ ამას?
ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი პროგრამირების ენა უნდა ისწავლოთ პირველ რიგში, რა ტიპის პროექტები შეასრულოთ და ამასთან, რა გსურთ, რომ გახდეს თქვენი მთავარი უნარი.
გთავაზობთ იმ დადებით კომპონენტებს, რასაც კოდირების ცოდნა შეგძენთ:
კოდირება გეხმარებათ პროფესიული უნარის განვითარებაში
კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა დასაქმებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოჭრას, შესაბამისად, კოდირების ცოდნა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Indeed.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სწორედ ამ სფეროს უკავშირდება ყველაზე მოთხოვნადი უნარი სამსახურის შემოთავაზებისას.
ეს მხოლოდ დეველოპერებს არ ეხებათ. ვებ დიზაინერებმა უნდა იცოდნენ HTML, CSS და JavaScript. პროექტის მენეჯერები უნდა იცნობდნენ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის შიდა სამზარეულოს.
მარტივი WordPress ვებ საიტის ფლობის შემთხვევაშიც კი, Front-end ენების ცოდნა და PHP დაგეხმარებათ საქმიანობის შესრულებაში.
მაშინაც კი, თუ არ მუშაობთ ტექნოლოგიურ სფეროში, კოდირების გამოცდილება გეხმარებათ, აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ აბსტრაქტული მასალის შესწავლა და რთული, კომპლექსური პრობლემების გადაჭრა.
კოდირება გაძლევთ საშუალებას, ფრილანსერად მუშაობა სრულ განაკვეთიან კარიერად აქციოთ.
კოდირება გეხმარებათ, გამოიმუშაოთ მეტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლისთვის დამწყებ პოზიციებზე მყოფი თანამშრომლების საშუალო ხელფასი $40,153-ია. მაგრამ, დამწყებ საფეხურზე მყოფი კოდირების მცოდნე კანდიდატის საშუალო ხელფასი $85, 293-ს წარმოადგენს. კოდირების სფეროს ხელფასი სხვა სფეროში დასაქმებულ პირთა ხელფასებს დაახლოებით ორჯერ აღემატება.
კოდირების სფეროში მაღალ ხელფასს ხშირად სპეციფიკური ტიპის კოდირების ცოდნა განაპირობებს.
მაგალითად, კოდირების სწავლისას თქვენ შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ გახდეთ დეველოპერი. გარდა კოდის წერისა, დეველოპერებს ევალებათ software-ის გამართვა და საწყის კოდთან მუშაობა. დეველოპერები ხშირად კონკრეტულ პროგრამირების ენებს სწავლობენ.
დეველოპერებს ხშირად პროგრამისტებზე მაღალი ხელფასი აქვთ და ამასთან, სამუშაო ადგილების მეტად პროგნოზირებადი ზრდა. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, დეველოპერებისთვის სამუშაო ადგილები 2030 წლისთვის 22%-ით გაიზრდება.
კოდირება გეხმარებათ, შექმნათ
კოდირების სწავლის გამორჩეული სარგებელია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ იდეები რეალობად აქციოთ. გაქვთ ვებ საიტის, აპლიკაციის ან კომპიუტერული თამაშის იდეა? კოდირება საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ის სწორედ ისე, როგორც თქვენ გსურთ და გაუზიაროთ მსოფლიოს.
კოდირება გეხმარებათ უკეთ გაიცნოთ მსოფლიო თქვენს გარშემო
პროგრამირების ყველაზე მარტივი ნაწილის სწავლაც კი დაგეხმარებათ, გაერკვეთ ტექნოლოგიური ლანდშაფტის ზრდის მასშტაბებსა და კომპონენტებში.
თქვენ ახლებურად გაიცნობთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ტექნოლოგიებს.
კოდირება სახალისოა
ბევრისთვის კოდირების სწავლა სასიამოვნო პროცესია. მას შემდეგ, რაც საწყის ინფორმაციას შეისწავლით და დაიწყებთ თქვენს იდეებსა და პროექტებზე მუშაობას, სწავლა დასვენებას დაემსგავსება.
ინტერნეტის დამსახურებით, ჩვენი რეალობა კოდირების სასწავლად საუკეთესო დროა. ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია. თუმცა, ინფორმაციის სიმრავლემ, შესაძლოა, კოდირების შესწავლის სურვილის მქონე ადამიანი დააბნიოს.
კოდირების შესწავლის გზები დამწყებებისთვის
დაფიქრდით, რატომ სწავლობთ კოდირებას
კოდირების შესწავლისას დაწყება ყოველთვის ამაღელვებელია. თითქოს გსურთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ერთდროულად შეისწავლოთ. თუმცა, თუ არ გექნებათ მიზანი, შესაძლოა კოდირების სწავლას მანამ დაანებოთ თავი, სანამ მხიარულებამდე მიხვალთ.
სანამ დაიწყებთ სწავლას, დაფიქრდით, რატომ გინდათ კოდირების ცოდნა. რა პროექტების განხორციელებას აპირებთ, რატომ მოგწონთ ესა თუ ის უნარი, რა წყაროებთან მიგიწვდებათ ხელი.
მაგალითად, გინდათ რომ გახდეთ დეველოპერი მეტი თანხის გამომუშავების მიზნით. იცით, სად გინდათ მუშაობა და რა ტიპის პროექტებზე სჭირდებათ მათ დეველოპერები? მზად ხართ, რომ დათმოთ დრო კოდის შესასწავლად, სწორი პროგრამირების ენების გასაცნობად და შექმნათ პროექტები, რომლებიც აჩვენებს, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ?
დიდი მიზნების დასახვა, შესაძლოა, საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. ამის ნაცვლად, დაიწყეთ პატარა, უფრო კონკრეტული მიზნებით. მაგალითად, თქვით რომ გსურთ მობილური აპლიკაციის შექმნა თქვენი მეგობრისთვის, რომელიც ემზადება მომავალი წლის გამოცდისთვის.
ეს მიზანი დაგეხმარებათ, შეიძინოთ ის უნარი, რომელიც გჭირდებათ.
დაგანახებთ იდეას, თუ რომელი პროგრამირების ენის შესწავლა უნდა დაიწყოთ.
გააჩენს ვადებს, რომელიც დაგეხმარებათ სწავლისას დროის განაწილებაში.
აირჩიეთ კოდირების ენა, რომლის შესწავლაც პირველ რიგში გსურთ
თუ ცდილობთ, გაიგოთ რომელი პროგრამირების ენის შესწავლით უნდა დაიწყოთ, იფიქრეთ გრძელვადიან მიზნებზე. უბრალოდ გასართობად გსურთ კოდირების შესწავლა თუ სერიოზული საქმიანობისთვის? მოქნილი გრაფიკი გაქვთ თუ პროექტის მალე დასრულება გჭირდებათ?
დასაწყისისთვის, უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ენა, რომელიც არ იყენებს მონაცემების სტრუქტურებსა და ალგორითმებს. ამ შემთხვევაში, HTML ან СSS საუკეთესო არჩევანია. თუმცა, Java-სა და Python-ით დაწყება ასევე შეიძლება.
პროგრამირების ენის შესასწავლად ხშირად თვეებია საჭირო, ამიტომ დაფიქრდით და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
გაიარეთ ონლაინ კურსები
კოდირების სასწავლად აღარ არის საჭირო საკლასო ოთახში ჯდომა. დღესდღეობით არსებობს ათასობით ონლაინ პროგრამირების კურსი, რომლებიც ფარავს ყველაფერს მარტივი HTML-დან მონაცემთა სტრუქტურებიდან რთული ალგორითმების ჩათვლით.
თქვენი პირველი ონლაინ კურსი უნდა იყოს ის, რომელიც დაგეხმარებათ საბაზისო ცოდნის შეგროვებაში და მოგცემთ ინფორმაციას ინტერაქციულ მოდულებზე. ექნება ისეთი დავალებები, რომლებიც დაგეხმარებათ სწავლაში.
კურსები ქმნიან სწავლის სტრუქტურას, რომელიც აუცილებელია კომპიუტერული მეცნიერებისთვის. ორგანიზებული კურსი გაძლევთ გარანტიას, რომ ინფორმაციას სწორი თანმიმდევრობით იღებთ.
ზოგიერთი ფასიანი სერვისი გთავაზობთ უფასო კურსებს ან შეთავაზებებს, რათა წინასწარ მოსინჯოთ პროგრამა, მანამ სანამ ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
უყურეთ ვიდეო ინსტრუქციებს
Youtube-ზე კოდირების უამრავი ვიდეო-ინსტრუქცია დევს. ვიდეოები დაგეხმარებათ, შეემზადოთ კოდირების სასწავლად და გააღრმაოთ თქვენი ინტერესები.
წაიკითხეთ ლიტერატურა
აირჩიეთ წიგნი თქვენს მიერ არჩეულ პროგრამირების ენასთან დაკავშირებით. წიგნები გაგაცნობენ ფუნდამენტურ კონცეფციებს და თქვენი კოდირების ცოდნას მეტად ინფორმატიულს გახდიან.
გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამირების ენებთან დაკავშირებულ ლიტერატურის ჩამონათვალს:
გამოიყენეთ ხელსაწყოები, რომლებიც კოდირების სწავლას გაგიმარტივებთ
მართალია, არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული ხელსაწყო კოდირების სასწავლად, თუმცა, მაინც — არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც სწავლის პროცესს გაამარტივებს.
კოდის რედაქტორი
ტექსტის რედაქტორები შეიცავენ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც კოდირებას ამარტივებენ. მაგალითად, ფერით დაყოფა, ავტომატური შევსება, პოვნა და ჩანაცვლება და მუქი რეჟიმი.
პროფესიონალთა უმრავლესობა იყენებს კოდის რედაქტორს. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ სუფთა კოდის სწრაფად დაწერაში. კოდის რედაქტორები ტექსტისას ჰგავს, მაგრამ აქვთ დამატებითი ფუნქციები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კოდის რედაქტირებაში, როგორიცაა:
დაგჭირდებათ თქვენი კომპიუტერის უკეთ გაცნობა. კოდირების დაწყებისას უნდა ისწავლოთ კონსოლის მართვა. ეს არის ტექსტზე დაფუძნებული ინტერფეისი თქვენი ოპერატიული სისტემისთვის.
კონსოლი გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ ფაილები და შეასრულოთ ბრძანებები მათზე უფრო სწრაფად, გაიცანით მუშაობის პრინციპი, ასევე მარტივი UNIX ბრძანებები, რადგან დაიწყებთ ისეთი ბრძანებების შესრულებას, რომელსაც მარტივი გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი (GUI) ვერ ასრულებს.
პროექტის მენეჯმენტი
ბევრია ისეთი პროექტი, რომელიც მარტივად იწყება, თუმცა განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება. პროექტის მენეჯმენტის გამოყენება დაგეხმარებათ, გააზიაროთ ფაილები, განაახლოთ ვადები და გამოყოთ ცალკეული ნაწილები კოდირების პროექტებიდან. ეს უფრო მარტივს გახდის, თვალი ადევნოთ პროექტის განვითარებას.
დიაგნოსტიკა
კოდირების პროექტზე მუშაობისას შესაძლოა სხვადასხვა წინაღობას გადააწყდეთ. «რეზინის იხვით გამართვა» შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა დაგეხმარებათ თქვენი პრობლემების გამარტივებასა და გადაჭრის გზების პოვნაში.
ნახეთ, როგორ აკეთებენ კოდირებას სხვები
ზოგისთვის უფრო ადვილია სხვა ადამიანების ნამუშევრების რედაქტირება, ვიდრე დამოუკიდებელი პროდუქტის შექმნა. ასეთი ადამიანებისთვის კოდირების სწავლისთვის ძალიან კარგი საშუალებაა სხვისი დაწერილი კოდის შემოწმება.
სხვა პროგრამისტების კოდების შესწავლამ ასევე შეიძლება შთაგაგონოთ, რომ თქვენი კოდირების უნარები კიდევ უფრო დახვეწოთ. ეს მიდგომა დაგეხმარებათ:
უკეთ გაიცნოთ თქვენი კოდი;
უფრო სწრაფად შეძლოთ ახალი კოდის გაგება;
მოგცემთ ხარისხიანი კოდირების მაგალითებს.
დაიწყეთ პროგრამის ან კოდის ფაილით, რომელიც მოგეწონებათ. თუ არ იცით რომელი კოდით დაიწოთ GitHub და searchcode დასაწყებად კარგი საშუალებაა. შეეცადეთ დაიწყოთ რეცენზირებული ან ღია კოდის პროექტებით.
თუ უკვე იცით რას აკეთებს ესა თუ ის კოდი, აირჩიეთ ერთი პატარა სექცია და მიჰყევით დასაწყისისკენ. ეს დაგეხმარებათ კოდის თითოეული ხაზის ფუნქციის გაგებაში. კარგი აზრია წაიკითხოთ დოკუმენტაცია. ეს დაგანახებთ თუ რა იდეები დგას იმ კოდის უკან, რომელსაც კითხულობთ.
დაასრულეთ კოდირების პროექტი
პროგრამირებას პრაქტიკით სწავლობთ — სხვა გზა არ არსებობს. შეგიძლიათ წაიკითხოთ უამრავი მასალა კოდის წერაზე, მაგრამ თუ ნასწავლს პრაქტიკაში არ გამოიყენებთ, იდეები სისრულეში ვერ მოვა.
პროექტი პროგრამა ან ვებ საიტია, რომელიც თქვენი შერჩეული კოდირების ენითაა აწყობილი. დასაწყისისას ეცადეთ, მოკლევადიანი პროექტები აირჩიოთ.
თუ კი კურსებს გადიხართ, შესაძლოა გქონდეთ ისეთი პროექტი, რომელიც შეიქმნება დიდი კონცეპტის გასამყარებლად. ასევე, არსებობს უამრავი დამწყები პროგრამისტების პროექტები, რომლების თავად გამოცდაც შეგიძლიათ. ასეთი ტიპის პროექტებში ძირითადად შედის:
დროის გადამყვანი — მომხმარებელს პროგრამაში შეჰყავს წამების რაოდენობა და თქვენი პროგრამა აჩვენებს მას დროის ამ მონაკვეთს წუთებში, საათებში, დღეებში და ა.შ.
შემთხვევითი რიცხვების გენერატორი — მომხმარებელს სთავაზობს შემთხვევით რიცხვს მომხმარებლის მიერ შერჩეულ ორ ცვლადს შორის.
კალკულატორი — მომხმარებელს შეჰყავს მათემატიკური ოპერაციები, ხოლო თქვენი პროგრამა აძლევს სწორ პასუხს.
მისამართების წიგნი — მომხმარებელს შეჰყავს პროგრამაში კონტაქტის სახელი, რათა იპოვოს თქვენს პროგრამაში შეყვანილი მონაცემები
ანბანის დამწერი — მომხმარებელს შეჰყავს სიტყვების გარკვეული რაოდენობა, ხოლო პროგრამა ანბანის მიხედვით ალაგებს მათ
ჩამოხრჩობანა — მომხმარებელი ცდილობს, გამოიცნოს ჩაფიქრებული სიტყვა, ხოლო პროგრამა უბრუნებს პასუხებს სწორი ან არასწორი არჩევანის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ყველა ასოს სწორად გამოიცნობს, ის იგებს.
კოდირების პროექტების სარგებელი
გარდა კონცეფციებზე გავარჯიშებისა, კოდირების პროექტებს კიდევ ორი სარგებელი აქვთ.
პირველ რიგში, ისინი გაზრდიან თქვენს მოტივაციას. პროექტი დაგეხმარებათ პასუხი გასცეთ კითხვას «რატომ?» და დაგანახებთ თქვენი პროგრესის ნათელ მაგალითებს. დასრულებული პროექტი ნიშნავს თქვენს მიერ შეძენილ კიდევ ერთ უნარს.
ასევე, კოდირების პროექტები, განსაკუთრებით გრძელვადიანი, გაძლევენ პროდუქტს, რომელიც შეგიძლიათ თქვენი მუშაობის შედეგია. ერთია უბრალოდ ჩაწეროთ «ვიცი Python» თქვენს რეზიუმეში, თუმცა, თქვენს მიერ შექმნილი ნულიდან დაწყებული ვებ საიტის ჩვენება ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნება.
პროექტები აუცილებელია პროგრამირების Junior საფეხურისთვის, რადგან ისინი აჩვენებს თქვენს კომპეტენტურობას კონკრეტულ პროგრამირების ენაში.
როგორ დავრჩეთ მოტივირებულები კოდირებისას
როდესაც იწყებთ გრძელვადიან პროექტებზე მუშაობას, დაფიქრდით, რაში გსურთ დროის ჩადება. იქნება ეს პერსონალური ვებ საიტი, მობილურის აპლიკაცია თუ დესკტოპის მოწყობილობა, გზად წინაღობებს შეხვდებით. ისეთი პროექტის არჩევა, რომელზე მუშაობაც გსიამოვნებთ, ზრდის შანსებს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.
კოდირების პროექტებში ინტერესის შენარჩუნების კარგი საშუალებაა ფრილანსერობა. არ არის აუცილებელი, იყოთ ექსპერტი პროგრამისტი იმისთვის, რომ ვინმეს ესა თუ ის ხელსაწყო შეუქმნათ. შეეხმიანეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ან ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებსაც სჭირდებათ რაიმე ტიპის ხელსაწყო ან ვებსაიტი.
იპოვეთ მენტორი და საზოგადოება
მეგობრის ან ონლაინ საზოგადოების ყოლა, რომლებიც დაგეხმარებიან რჩევებით, კოდირების სწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია.
პირველ რიგში, იპოვეთ მენტორი. პროგრესთან ერთად გადააწყდებით პრობლემებს, რომლებსაც, რაც არ უნდა ეცადოთ, დამოუკიდებლად ვერ გადაჭრით. სწორედ ამ დროს დაგეხმარებათ მენტორი.
არ არის აუცილებელი, მენტორი იყოს ნამდვილი მასწავლებელი. მენტორად შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, ვისაც თქვენს მიერ შერჩეული ენის ცოდნა აქვს. მათ უნდა შეეძლოთ რთული კონცეფციების ახსნა და თქვენთვის პრობლემის გადაჭრის გზების ჩვენება. ისინი ასევე მოგცემენ რჩევებს ტექნოლოგიურ სფეროში კარიერული წინსვლისათვის.
ასევე, კარგი იქნება თუ შეუერთდებით ტექნოლოგიებით დაინტერესებულ საზოგადოებას. მოძებნეთ ღონისძიებები და შეხვედრები თქვენს არეალში. ასევე ჰაკათონები. ეს დაგეხმარებათ შეიძინოთ სანაცნობო წრე პროგრამისტებს შორის. გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს:
კოდირების ბუთქემფი მოკლევადიანი სავარჯიშო პროგრამაა, რომელიც აერთიანებს კოდირების განრიგებს რამდენიმე თვიან სისტემაში. ეს პროგრამები არის სწრაფი და საინტერესო და ერთგვარ გამშვები პუნქტი დეველოპერული კარიერის დასაწყებად.
ეს პროგრამები უმეტესად იმ დამწყებებისთვისაა, რომლებმაც აირჩიეს კარიერა დეველოპერულ სფეროში და მზად არიან ჩადონ დრო, ენერგია და ფული, რათა სწრაფად შეიძინონ საჭირო უნარები.
მიუხედავად იმისა, რომ კურსდამთავრებულები ძირითადად ახერხებენ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის გარანტირებული შედეგი. საკმაო დროსა და ენერგიას ჩადებთ ამ მიზნის მისაღწევად. თუმცა, რთულია, რომ აჯობო ცოცხალ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო გარემოს, რომელიც სავსეა ისეთივე მოტივირებული თანატოლებითა და მასწავლებლებით, როგორიც თქვენ ხართ.
მართალია, კოდირება მხოლოდ კომპიუტერითაც შეგიძლიათ, თუმცა პროგრამირების ზოგიერთ ტიპს შეიძლება, დასჭირდეს სპეციფიკურ სოფთვეარ მოწყობილობები. პროგრამირების პროექტები, ძირითად შემთხვევებში, უფრო დიდი და კომპლექსურია. შესაძლოა დასჭირდეთ მენეჯმენტი და უფრო მყარი საბაზისო ცოდნა.
პროგრამირების ენები
კოდირებისთვის აუცილებელია, სულ მცირე, პროგრამირების ერთი ენის ცოდნა, სინტაქსისა და წესების გაერთიანება, რომელიც კომპიუტერისთვის გასაგები იქნება. არსებობს კოდირების ასობით ენა, თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული დანიშნულება.
ზოგი ენა სასწავლად უფრო მარტივია, ვიდრე დანარჩენი. უკეთესია, თუ ამ ენების შესწავლით დაიწყებთ, რადგან უფრო სწრაფად შეისწავლით პროგრამირების საფუძვლებს.
პროგრამირების ენები მოგცემთ სტრუქტურას თქვენი დაწერილი ინსტრუქციებისთვის. ეს ენები ინგლისურს ჰგავს. პროგრამისტები სიტყვა გრამატიკას პროგრამირებაში სინტაქსით ანაცვლებენ.
უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი ენები, როგორებიცაა Assembly ან Machine ტექნოლოგიებისთვის უფრო ადვილი გასაგებია, ვიდრე ადამიანებისთვის. შესაბამისად, შესაძლოა, რთული სასწავლი აღმოჩნდეს. საშუალო დონის ენები, როგორიცაა C++ გამოსადეგია, თუ გსურთ დაწეროთ:
ოპერატიული სისტემა
მონაცემთა ბაზის სისტემები
გამოსახულების ან ვიდეოს დამუშავების პროგრამა
მაღალი საფეხურის ენები დამწყებებისთვის უფრო ადვილი სასწავლია. ზოგიერთი ფოკუსირებულია სტრუქტურაზე, დანარჩენი ენები კი მეტად ინტერაქციულია და შეუძლიათ კომპლექსური ფუნქციების შესრულება.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ენები, რომლებიც კოდირების შესწავლის დასაწყებად უკეთესი საშუალებაა. ეცადეთ, რომ ერთ-ერთი პროგრამირების ენა თქვენი კომფორტის ზონად აქციოთ, მოარგოთ თქვენს მიზნებს. შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ სხვა ენებითაც დაინტერესდეთ.
არ შეგეშინდეთ არასწორი ენის არჩევის. პროგრამირების ენები იზიარებენ ერთ ძირითად კონცეფციას, ამიტომ თუ არჩეულ ენას შეცვლით, ნულიდან დაწყება აღარ მოგიწევთ.
HTML
Hypertext Markup Language ან HTML არის ინტერნეტის საფუძველი. ის გამოიყენება ვებ გვერდების კომპონენტების შესაქმნელად. როდესაც თქვენ ტვირთავთ ვებ გვერდს, ძირითადად ნახავთ, რომ თქვენი ბრაუზერი HTML დოკუმენტს არენდერებს.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, ნამდვილად გაინტერესებთ პროგრამირება თუ — არა, HTML ყველაზე ადვილია გამოსაცდელად.
ასე მიიჩნევა იმიტომ, რომ ტექნიკურად, HTML ენა არ არის. ის არ ამუშავებს სკრიპტებს და მისი დახმარებით ფუნქციონირების უნარის მქონე პროგრამებს ვერ შექმნით. მიუხედავად ამისა, HTML ონლაინ სამყაროში ყველგანაა. ამიტომ, თუ გსურთ, კარგად გაუგოთ ინტერნეტს, პირველ რიგში HTML-ს უნდა იცნობდეთ.
CSS
HTML აკონტროლებს, რა სახის კონტენტი გამოჩნდება ვებ გვერდზე. თუმცა ის, თუ როგორ გამოიყურება კონტენტი, CSS-ს ეხება. Cascading Style Sheets, იგივე CSS ემსახურება HTML-ის დიზაინს — ფერი, ზომა, ფონტი და გვერდის განლაგებაც კი.
CSS ასევე არ არის პროგრამირების ენა. ეს არის წესების ერთობლიობა, რომელიც ერგება HTML-ს.
HTML და CSS თითქმის ყოველთვის ერთად გამოიყენება,
თუ არ იცით როგორ ისწავლოთ კოდირება, დაიწყეთ HTML-ისა და CSS-ის შესწავლით.
მათი სწავლა ადგილია, რადგან არ თქვენგან არ მოითხოვენ, გაიაზროთ კომპიუტერული პროგრამების გამოთვლითი ლოგიკა.
ამ ენების შესწავლა ნაკლებად აბსტრაქტულია, რადგან თქვენ მალე ხედავთ შედეგებს, მარტივად, შექმენით HTML ფაილი და გახსენით ბრაუზერში.
ან გახსენით უკვე არსებული ვებ საიტი. გამოიყენეთ inspect tool და დააკვირდით კოდს. ეს დაგეხმარებათ შეისწავლოთ ისინი. მაგრამ თუ გსურთ თქვენმა ვებ საიტმა სხვადასხვა ფუნქციები შეასრულოს, დაგჭირდებათ:
JavaScript
JavaScript პროგრამირების ენაა, რომელიც უძრავ ვებ საიტს დინამიკურად აქცევს. ის ელემენტებს აძლევს მოძრაობისა და რეაგირების უნარს, ფუნქციებს.
თუ გაინტერესებთ ვებ დეველოპმენტი და უკვე გაქვთ წარმოდგენა რა არის HTML და CSS, JavaScript შემდეგი ნაბიჯია.
ისინი ერთად ქმნიან ვებ საიტებზე არსებული კონტენტის ძირითად ნაწილს. JavaScript-ის კოდი მარტივად შეგიძლიათ დატესტოთ თქვენს ბრაუზერებში.
Python
Python დამწყებთა შორის პოპულარული პროგრამირების ენაა მისი მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სინტაქსიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.
Python-ის დიდი ნაწილი ინგლისური ენის მსგავსად იკითხება, რაც ეხმარება დამწყებებს ძირითადი კონცეპტების გაგებაში.
Python-ს ასევე აქვს კოდის ბიბლიოთეკები. ეს არის წინასწარ აგებული ფუნქციების ჯგუფები, რომლის კოდში პირდაპირ ჩასმა შეგიძლიათ ნაცვლად იმისა, რომ ფუნქციები თავად დაწეროთ. Python-ით თქვენ შეძლებთ ბევრი განსხვავებული ტიპის პროგრამის შექმნას. შესავალი კურსების დიდი ნაწილი თავიანთ პროექტებს სწორედ ამ ენაზე აფუძნებს.
C/C++
C ასევე პოპულარული არჩევანია დამწყები კურსებისთვის. აქ უფრო მეტ სიტყვას შეხვდებით, ვიდრე Python-ში და ხშირად საჭიროებს კოდის დაწერას რაიმეს მისაღწევად.
უფრო მეტი სამუშაოა, თუმცა, გამოსადეგია აბსტრაქტული კონცეპტის გასაგებად. C-ს შესწავლით თქვენ შეიძენთ ისეთ უნარებს, რომლებიც მოერგება სხვა, უფრო ლაკონიურ ენებს.
C++ არის C-ის გაგრძელება. C++-ის სინტაქსი C-ის სინტაქსს ჰგავს, საგნების, ცვლადების ძლიერი ტიპების დამატებით, რომელიც დახვეწილი აპლიკაციების პროგრამირებას ამარტივებს.
C#
C#, ასევე ცნობილი როგორც C-sharp, პოპულარულია ვიდეო თამაშების, მობილური და დესკტოპ აპლიკაციებისა და საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად. C# იზიარებს წყაროებს C++-თან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ C++-ს C-სთან ბევრი საერთო აქვს, C# Java-ს უფრო ჰგავს.
C# მარტივი სასწავლია და მისი გამოყენების ბევრი გზა არსებობს. თუ აპირებთ C#-ისა და C++-ის ერთდროულად გამოყენებას უმჯობესია C++-ის სწავლით დაიწყოთ. ეს გაამარტივებს C#-ის გაგებას და დააჩქარებს შესწავლის პროცესს.
Java
Java არის ზოგადი დანიშნულების საგანზე ორიენტირებული პროგრამირების ენა.
Python-ის მსგავსად, Java-ს სინტაქსი ადვილად იკითხება. ხშირად კომპლექსური დავალებების ერთი ბრძანებით შესრულებაა შესაძლებელი.
Java-ს ხშირად იყენებენ ანდროიდის ტიპის მობილურ აპლიკაციებში. ისიც არის კიდევ ერთი კარგი ძირითადი ენა, რომლის პრინციპებიც ლოგიკურად ერგება სხვა პროგრამირების ენებს.
HyperText Preprocessor (PHP)
PHP არის სერვერთან დაკავშირებული ღია წყაროს პროგრამირების ენა ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ის აადვილებს დინამიკური ინფორმაციის დამატებას, როგორიცაა ახალი ამბები ვებ საიტებზე.
თქვენ შეგიძლიათ ეს ენა HTML-ს მოარგოთ, რაც ადვილს ხდის ვებ საიტზე ფუნქციების დამატებას ზედმეტი ფაილების გამოყენების გარეშე. PHP ასევე კარგი საშუალებაა მონაცემთა ბაზაზე წვდომისთვის, რაც ამარტივებს მონაცემების შენახვას და მათზე წვდომას.
Ruby
Ruby, ასევე ცნობილი როგორც Ruby on Rails, არის მარტივი ენა, რომელიც გამოიყენება ავტომატიზებული ხელსაწყოების, დესკტოპ აპლიკაციებისა და სწრაფი პროტოტიპების შესაქმნელად.
Ruby ასევე არის სერვერთან დაკავშირებული ღია წყაროს პროგრამირების ენა. ის ასევე გვთავაზობს მთავარ სტრუქტურებს ვებ გვერდებზე, ვებ მომსახურებასა და მონაცემთა ბაზას. ეს მას ვებ აპლიკაციების შექმნისთვის გამოსადეგ ენად აქცევს.
მართალია, ეს ენა ადვილად იკითხება და იწერება, თუმცა არ არის საუკეთესო არჩევანი პირველი პროგრამირების ენისთვის, რადგან არ არის მოქნილი.
SQL
SQL არის კიდევ ერთი გამოსადეგი ენა დამწყებთათვის. თქვენ შეგიძლიათ ამ ენის გამოყენება მონაცემთა ბაზაში მონაცემების განახლების, შენახვისა და მოპოვებისთვის. American National Standards Institute-ის ცნობით, ის არის სტანდარტული ენა მონაცემთა ბაზის მენეჯმენტის სისტემებისთვის.
SQL-ის შესწავლას დრო სჭირდება, თუ უკვე გარკვეული ცოდნა არ გაქვთ პროგრამირებაში. ეს ენა პოპულარულია ტექნოლოგიურ და მონაცემთა პროფესიონალებში, ამიტომაც საკმაოდ გამოსადეგია.
Swift
თუ თქვენ სწავლობთ კოდირებასა და პროექტების შექმნას Apple-ის მოწყობილობებისთვის, Swift კარგი ენაა დასაწყებად. Apple-ის დიზაინერებმა ეს ენა დამწყებებისთვის შექმნეს. თუ თქვენი მთავარი მიზანი iOS მოწყობილობებისთვის მობილური აპლიკაციების შექმნაა, ეს ენა უნდა აირჩიოთ.
მართალია პროგრამისტებმა 2014 წლის შემდეგ ძირითადი პროდუქტი Swift-ით შექმნეს, მაგრამ ასევე კარგი იქნება თუ შეისწავლით Objective-C-ის.
დეველოპერებმა ეს ენა 1980-იან წლებში შექმნეს. სწორედ ამ ენით შექმნეს iOS-ის ძირითადი მოწყობილობები. ის იყენებს C-ის სინტაქსის ნაწილს, ამიტომ თუ თქვენ უკვე შეისწავლეთ C ან C++ უმჯობესია Objective-C-ის შესწავლით დაიწყოთ.
კოდირება დამწყებთათვის
ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ კოდირებაში ვარჯიში დაიწყოთ და ასევე სხვადასხვა მეთოდები და ენები, რომლებიც თქვენთვის უფრო გამოსადეგი იქნება, ვიდრე დანარჩენები.
არ აქვს მნიშვნელობა რას ან როგორ ისწავლით, თუმცა მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ეს რჩევები:
იყავით მომთმენი
ის რომ კოდირების სწავლა ყველას შეუძლია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარტივი პროცესია.
კოდირება თქვენგან მოითხოვს პრობლემებთან ისეთ მიდგომას, როგორიც აქამდე არ გქონიათ. გარკვეული საკითხები, შესაძლოა, აზრს მოკლებულად მოგეჩვენოთ, თუმცა წარმოადგენდნენ მთავარ ელემენტებს თქვენი ენის შესასწავლად. პრობლემები თავიდან, შესაძლოა, ადვილად მოგეჩვენოთ, თუმცა გადააწყდებით იმაზე მეტად რთულ პრობლემებს, ვიდრე მოელით. საათებიც კი დაგჭირდებათ ამა თუ იმ კოდზე სამუშაოდ, თუმცა შედეგს ვერ მიიღებთ.
მალევე მიხვდებით, რომ კომპიუტერები არ არის სუფთად გაწერილი მანქანები და ყოველთვის იმას არ გააკეთებენ, რასაც უბრძანებთ. პატარა შეცდომები ასოებში, გამოტოვებული მძიმე ან არასწორი ოპერატორი თქვენს მთლიან სისტემას ჩამოშლის, ხოლო შეცდომის პოვნის პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.
კოდირება არც დამწყებებისთვისაა ადვილი
მთელი ეს პროცესი შესაძლოა არაკომფორტული იყოს და თქვენი მოტივაციაც დაადაბლოს, თუმცა, ეს არაფერია. მიეცით თქვენს თავს საშუალება ნელი და სტაბილური პროგრესისთვის. მიეცით საკუთარ თავს დრო, ინფორმაცია მიიღოს და გაიაზროს.
საუკეთესო პროგრამისტებიც კი ოდესღაც იწყებდნენ. დასაწყისში ყველას ერთი და იმავე მასალის სწავლა უწევს. თავი არ დაითრგუნოთ და მიჰყევით თქვენს მიზნებს.
კარგად შეისწავლეთ საფუძვლები
პროგრამირების შესწავლის დასაწყისი პერიოდი მთლიანად აუცილებელ მასალებზეა დაფუძნებული. შესაძლოა დაიწყოთ Binary-ს, მონაცემთა ტიპებისა და კონსოლებზე ბეჭდვის შესწავლით. ამის შემდეგ გაიცნობთ ისეთ თემებს, როგორებიცაა:
ცვლადები
ფუნქციები
პირობითი ლოგიკა
წყობა
საგნები
აუცილებელია, ძირეულად შეისწავლოთ თითოეული პუნქტი, სანამ სასწავლო დონეს გაართულებთ. ეს იქიდან მომდინარეობს, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებში ყოველი შემდგომი საკითხი წინამორბედს უკავშირდება.
თუ რამეს ვერ გაიგებთ, არ იფიქროთ, რომ მას მომავალში გაიაზრებთ. მანამ იტრიალეთ საკითხის გარშემო, სანამ ბოლომდე არ გაიგებთ მას.
თუ სწავლობთ ინსტრუქციებიდან, კარგად დააკვირდით, რომელი აქტივობა ემსახურება თქვენს სწავლებას.
შეასრულეთ ყველა დავალება და გამოსცადეთ, როგორ ერგება თითოეული საკითხი კოდირებას.
დაწერეთ კოდი დასაწყისიდან
გარდა კოდირების თეორიული სწავლისა, თქვენ ასევე უნდა ისწავლოთ მასზე მუშაობა.
თქვენ ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ გამოთვლები ყველაზე ლაკონიური და მარტივად წასაკითხი გზებით გადაჭრათ.
დეველოპერები ძირითადად გუნდებში მუშაობენ, ამიტომ თქვენს კოდს სხვებიც წაიკითხავენ.
მაშინაც კი, თუ ფრილანსერობას გადაწყვეტთ, უნდა იზრუნოთ მარტივად აღქმადი კოდის დაწერაზე, რათა თქვენთვისაც მარტივი გასარკვევი იყოს
რატომ არის მარტივად აღქმადი კოდის წერა მნიშვნელოვანი
შეიძლება ფიქრობდეთ, დასაწყისში მაინც რა მნიშვნელობა აქვს მარტივად აღქმადი კოდის წერას.
მსგავსი კოდის წერა თავიდანვე ჩამოგიყალიბებთ კარგ ჩვევებს. თუ თქვენ ახლა ჩადებთ დამატებით ძალისხმევას, მომავალში საქმე გაგიმარტივდებათ.
ამის მისაღწევად კარგი გზაა თქვენი ხაზების კონტროლი და მოკლე ფუნქციების წერა. კოდის თითო ხაზი 80 სიმბოლომდე შეამცირეთ, ხოლო ფუნქციები — 15 ხაზამდე.
ჩამოგიყალიბდებათ კომენტარის გაკეთების ჩვევა. კომენტარი კოდის ნაწილია, რომელსაც კომპიუტერები არ კითხულობენ, ამიტომ იქ ნებისმიერი რამის ჩაწერა შეგიძლიათ.
პროგრამისტები ხშირად იყენებენ კომენტარებს კოდის დანიშნულების ასახსნელად.
საძიებო ველი თქვენი მეგობარია
პრობლემების გადასაჭრელად Google-ის გამოყენება სამარცხვინო არ არის. მეტიც, პროფესიონალი დეველოპერები ამას ყოველთვის აკეთებენ.
თუ გიჭირთ, სავარაუდოა, რომ თქვენს ადგილას სხვაც იყო და კითხვა ფორუმზე დასვა. გაგიკვირდებათ, როცა აღმოაჩენთ პრობლემის გადაჭრის რამდენი კარგად ახსნილი გზა არსებობს,
კოდირება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კოდი
დამწყებისთვის შესაძლოა ჩანდეს, რომ კოდირების სწავლა კოდის წერის სწავლას ნიშნავს.
ცხადია, როდესაც ჩვენს წარმოვიდგენთ კომპიუტერის პროგრამისტს, ვხედავთ ვიღაცას ვინც წერს კოდს კომპიუტერზე.
თუმცა, როდესაც საქმიანობას დაიწყებთ, მიხვდებით, რომ ეს არ არის მთელი სურათი. თქვენ უფრო მეტ დროს დაუთმობთ იმაზე ფიქრს, თუ რა უნდა დაწეროთ, ვიდრე უშუალოდ წერას.
კოდირება პრობლემების გადაჭრაა
კოდირება უფრო მეტად ეხება პრობლემიდან გამოსავლის პოვნას, ვიდრე სინტაქსის ცოდნას. კოდირების სწავლა გულისხმობს კომპიუტერივით ფიქრის შესწავლა. პრობლემების ნაწილებად დაყოფა და თითოეულ მათგანზე სხვადასხვა ხელსაწყოთი მუშაობა.
დიახ, თქვენ ისწავლით გასაოცარი კოდის წერას და საბოლოოდ შექმნით პროდუქტებს. მაგრამ, თავდაპირველად თქვენ შეიძენთ ფიქრის უნარს, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.