გაიცანით 16 წლის ბიჭი ქუთაისიდან, რომელიც სახლში მექანიკურ მოდელებს აწყობს
dev.ge დღეს 16 წლის პაპუნა ბრეგვაძეს გაგაცნობთ, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ხისგან და მუყაოსგან სხვადასხვა მექანიკურ მოდელს ქმნის.
dev.ge დღეს 16 წლის პაპუნა ბრეგვაძეს გაგაცნობთ, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ხისგან და მუყაოსგან სხვადასხვა მექანიკურ მოდელს ქმნის.
ყველაფერი ბიოლოგიის გაკვეთილის შემდეგ დაიწყო, როცა პაპუნამ სასწავლო ოთახში ჩონჩხის მოდელი დაინახა და მიხვდა, რომ რაღაც მისთვის სრულიად განსხვავებულს უყურებდა.
მისი ინტერესი რობოტებისა და სხვა მექანიკური მოდელების მიმართ მალევე მოექცა მისი თანატოლების, მასწავლებლებისა და ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში. როგორც პაპუნა ამბობს, მისი სკოლა და მასწავლებლები მთლიანად ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ მას ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ და დაეხმარონ, კიდევ უფრო მეტი გაიგოს ამ სფეროზე.
როგორც ის გვიყვება, მისთვის სამუშაო პროცესი ერთდროულად არის საინტერესოც და რთულიც. სამომავლოდ საკუთარ თავს სწორედ ამ სფეროში ხედავს.
როგორც ის ჰყვება, ჯერ-ჯერობით მისთვის ყველაზე რთული დაბრკოლება ავტომობილის მექანიზმის მოდელის შექმნა აღმოჩნდა.
მისი თქმით, აპირებს ამ სფეროს ბოლომდე გაჰყვეს და ტექნოლოგიების შესახებ კიდევ უფრო მეტი შეიტყოს.