ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგრძლად საკითხავი
25 ოქტომბერი 2022, 15:02
2022-10-25
Web 3.0 - დიდებული და საზარელი - რა არის და როდის ველოდოთ მის “მოსვლას”
Web 3.0-ის ეპოქის მოსვლა ბევრს აინტერესებს, მაგრამ ყველასთვის გასაგები არაა, რა არის ეს. ცენტრალიზაცია, დეცენტრალიზაცია, კრიპტო, ბლოკჩეინი და სხვა ტერმინები ერთ დიდ გუნდად იკვრება. და შეგრძნებაც ისეთია, რომ მხოლოდ გარდაუვალის მოლოდინიღა რჩება — Web 3.0-ის მოსვლა, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. Dev.ge ცდილობდა გაერკვია, რა არის ეს, უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი და ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა ველოდოთ Web 3.0-ის ეპოქას.
Web 3.0 ეს ახალი თაობის ინტერნეტია, რომლის საფუძვლად ინფორმაციისა და რესურსების დეცენტრალიზაცია დევს, რაც ხელს შეუწყობს მათ გადანაწილებას მომხმარებლებს შორის.
ინტერნეტის ახალი «პარადიგმის» რეალიზაციისა და ფუნქციონირების ძირითადი ინსტრუმენტი კრიპტოვალუტაა, უფრო სწორად, მისი ლეგალიზაცია. ეს მოითხოვს ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების მასიურ რესტრუქტურიზაციას ახალი წესების მიხედვით. კრიპტოვალუტა შეძლებს კონტენტის შემქმნელებს მისცეს უფრო სამართლიანი ანაზღაურების გარანტია და საშუალებას მისცემს, პირდაპირ დაუკავშირდნენ აუდიტორიას.
Web 3.0-ის თაობაში ინტერნეტი აღარ იქნება ტექნოგიგანტების მცირე ჯგუფის კონტროლის ქვეშ. ეს სულ მცირე ორ პრობლემა გადაჭრის: შეინახავს კონფიდენციალურობას და მომხმარებლებს საკუთარი მონაცემების ბატონ-პატრონებად გახდის.
როგორი იყო Web 2.0 და Web 1.0
Web 1.0-ის პირველი ინტერნეტი მონაცემების სტატისტიკურ საცავს მოგაგონებდათ, რომელსაც კონტენტით ადმინისტრატორების ვიწრო წრე ავსებდა.
ინტერნეტსერვისები Web 2.0-ის ახალ დონეზე დაახლოებით 2003 წლიდან გადავიდნენ. პირველ რიგში, ეს აღინიშნა სოციალური ქსელების გამოჩენით, თუმცა, ეს ეხება ონლაინ შოპინგსაც (Amazon, Alibaba), საძიებო სისტემებსაც (Google), ბრაუზერებსაც და ოპერაციულ სისტემებსაც კი (Windows, Android, iOS). აქ ინფორმაციის დამატება სურვილისამებრ უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ, თუმცა კვლავ იმავე ადმინისტრატორებთან შეთანხმებით, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის შეუსაბამო კონტენტი დაბლოკონ. ეს კეთდება კონკრეტული ადამიანებისა და კომპანიების სერვერების საკუთრების საფუძველზე, რომლებიც საბოლოოდ საიტებზე ატვირთულ ყველა ინფორმაციას ინახავენ.
მონეტიზაციის შემთხვევაში ამ სერვერებს მიაქვთ სწორედ კონტენტ-მეიკერების შემოსავლის ლომის წილი. გარდა ამისა, სერვერების მფლობელების ხელში ხვდება კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლებმა იდენტიფიკაციისთვის აუცილებლად უნდა წარადგინოს.
როდის გველოდება «სრული» Web 3.0
დასაწყისისთვის, როგორც ჯეისონ კალაკანისი, ამერიკელი მეწარმე, ინვესტორი და ბლოგერი წერს, რომ «საჭიროა, ვიხილოთ წინა თაობის ტექნოლოგიებთან კავშირის სერიოზული გაწყვეტა».
მოხდება თუ არა ინტერნეტის პარადიგიმის სრული ცვლილება, მივალთ თუ არა სრულ დეცენტრალიზაციამდე, სიტყვის თავისუფლების აბსოლუტურ თავისუფლებამდე და პერსონალური მონაცემების მონეტიზაციის შესაძლებლობამდე? ეს კითხვა, როგორც ექსპერტები ამბობენ, კიდევ დიდი ხანი იქნება ღიად.
«დეცენტრალიზებული ინსტრუმენტების შექმნა ადვილი არაა. ცენტრალიზებული სისტემების მშენებლობა უფრო ადვილია, მაგრამ ისინი ნაკლებად გამჭვირვალეა». — თქვა ურსულა ო’კუინგტონსმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა კომპანია Parity Technologies-ში, რომელიც ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურით არის დაკავებული და, ასევე, Web 3.0 Foundation-თან მუშაობს.
ძირითადი ტექნოლოგიური პრობლემა დღესდღეობით არის ბლოკჩეინების ფუნქციური თავსებადობა: აქტივების გადატანის შესაძლებლობა ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე, ერთი პლატფორმიდან მეორეზე. ამ პრობლემის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იქნება Web 3.0-ის სრულყოფილ გარღვევაზე საუბარი.
cross-chain-ის გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკჩეინებს, ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში იყვნენ, ისეთი კომპანიები მუშაობენ, როგორებიცაა Polkadot (ტოკენი — DOT), KUSAMA (ტოკენი — KSM), COSMOS (ტოკენი — ატომი) და სხვა კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინებს შორის ხიდებზე.
ახალი თაობის ინტერნეტის პრინციპები
ჯეისონ კალაკანისმა, ამერიკელმა მეწარმემ, ინვესტორმა, ბლოგერმა და ბიზნეს-ანგელოზმა, Web 3.0-ის ტერმინს «ოფიციალური» განმარტება მისცა.
Web 3.0 ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ძალიან ფრაგმენტული სტრუქტურა აქვს. ის აპლიკაციებიც კი, რომლებიც დეცენტრალიზებულად მიიჩნევა, სრულ ინფორმაციას ბლოკჩეინზე ჯერ კიდევ არ ინახავენ. ეს ის ტექნოლოგიაა, რომელიც სხვადასხვა კრიპტოვალუტის ტრანზაქციების რეესტრის ფორმირების გარდა, გამოიყენება ფინანსურ ოპერაციებში, მომხმარებლების იდენტიფიკაციასა და კიბერუსაფრთხოებაში. ის გამოიყურება, როგორც მონაცემთა ბაზა ინფორმაციის ბლოკების ჯაჭვის სახით, რომელიც კომპიუტერულ ქსელის სხვადასხვა კვანძს შორის არის გადანაწილებული და დაკავშირებულია იმგვარად, რომ შეუძლებელია ინფორმაციის ცალკეული ნაწილის გაყალბება, რადგან ერთ ბლოკში ინფორმაციის შესწორებით, ჯაჭვის ყოველ მომდევნო ნაწილში ყველა ცვლილების შეტანა გახდება საჭირო.
Web 3.0 საშუალებას იძლევა ჩაეხსნათ ცალკეულ სერვერებს, რომლების განსაზღვრულ ადგილას არიან განლაგებულნი და კონკრეტულ ადამიანებს ან კომპანიებს ეკუთვნით, არამედ ცალკეულ კვანძებში — ნოდებზე და თვითონ მომხმარებლების მოწყობილობებზე. ამასთანავე, თანამედროვე ბლოკჩეინი ნოდების განთავსების და ყველა მსურველისთვის მათი მართვის საშუალებას იძლევა.
Web 3.0-ის შესახებ ამერიკელი მეწარმის, ვენჩურული კაპიტალისტისა და ავტორის, ნოვა სპივაკის შეხედულება:
ფართოდ იქნება გამოყენებული რამდენიმე საკვანძო ტექნოლოგია, მათ შორის მთავარი იქნება RDF (მონაცემთა წარმოდგენის დეცენტრალიზებული მოდელი) და Semantic Web-ის ტექნოლოგიები, თუმცა Web 3.0 არ იქნება მისი სინონიმი.
რატომ უწოდებენ Web 3.0-ს კრიპტობაზარს
ტრანზაქციების ავტომატიზაციისთვისა და ახალი დროის ინტერნეტის ფუნქციონირებაში გამჭვირვალობის დონის შესაქმნელად კრიპტოვალუტაა საჭირო. ყველა მათგანი დეცენტრალიზებულია და Web 3.0-ს მათი მხარდაჭერა ექნება, ინტერნეტით ტრანზაქციების ავტომატიზაციისთვის, სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით. ესაა ფუნქციებისა და მონაცემების ნაკრები, რომელიც ბლოკჩეინში განსაზღვრულ მისამართზე იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ მონაცემთა კონტროლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ცენტრალიზებული ორგანიზაციებით.
აქ არის საუკეთესო დეცენტრალიზებული პროექტების ან Web 3.0-ის ტოკენების სია, რომლებიც უკვე ფუნქციონირებს:
NEAR Protocol (NEAR)
NEAR Protocol — ესაა დეცენტრალიზებული გამოთვლადი პლატფორმა ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში, რომელიც ხარკოველმა ილია პოლოსუხინმა და რუსმა ალექს სკიდანოვმა შექმნეს. ის 2018 წელს ჩაეშვა.
ბლოკჩეინის მშობლიური კრიპტოვალუტა არის NEAR. 2022 წლის 22 აპრილს კომპანიამ NEAR-ის პირველი მილიარდი ტოკენი გამოუშვა. ახლა პროექტის კაპიტალიზაცია $5,3 მილიარდს შეადგენს. პროექტმა $33,7 მილიონის, Andreessen Horowitz-ის მასშტაბის, ინვესტორები მოიზადა და ვიწრო წრეებში «Ethereum-ის მკვლელის» სტატუსი მოიპოვა.
BitTorrent (BTT)
BitTorrent — ეს პირინგული ან დეცენტრალიზებული ქსელური პროტოკოლი ინტერნეტით ფაილების კოოპერატიული გაცვლისთვისაა. ფაილები გადაიცემა ნაწილებად, ყოველი ტორენტ-კლიენტი, რომელიც იღებს ამ ნაწილებს, ამავე დროს გადასცემს მათ სხვა კლიენტებს, რაც ამცირებს დატვირთვასა და დამოკიდებულებას თითოეულ კლიენტ-წყაროზე და მონაცემთა სიჭარბეს უზრუნველყოფს.
BitTorrent-ის კრიპტოვალუტა 2018 წელს ბლოკჩეინ-სტარტაპმა Tron Foundation-მა (დამფუძნებელი ჯასტინ სანა) $140 მილიონად იყიდა, მოგვიანებით კი Tron-ის ბლოკჩეინზე BitTorrent Token (BTT) შეიქმნა.
Basic Attention Token (BAT)
Basic Attention Token — ეს არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ქსელი, რომლის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების, სამართლიანობისა და ციფრული რეკლამის ეფექტურობის უზრუნველყოფა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახმარებით. ესაა ბრაუზერ Brave-ის პირადი ტოკენი, რომელიც Ethereum-ზე (ETH) დაყრდნობით შეიქმნა.
მისი დამფუძნებელი — ბრენდან ეიხი, Mozilla-ს ბრაუზერის თანადამფუძნებელი და პროგრამირების ენის, JavaScript-ის შემქმნელია.
მშობლიური ვალუტა BAT განკუთვნილია სამართლიანი გაცვლისთვის რეკლამის განმთავსებლებს, მომხმარებლებსა და გამომცემლებს შორის. BAT აკონტროლებს, როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ციფრული რეკლამის კონტენტთან და ამ ინფორმაციას განაწილებულ რეესტრში ინახავს. ამჟამად ბრუნვაში მილიარდზე მეტი ტოკენია, სრული მიწოდების მოცულობა კი 1,5 მილიარდი ტოკენია.
Audius (AUDIO)
Audius — ესაა მუსიკის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც საკუთარი AUDIO ტოკენით საინტერესო არტისტებს, გულშემატკივრებსა და კვანძების ოპერატორებს აერთიანებს. ტოკენის გამოყენება შესაძლებელია მართვისთვის, ფსონებისთვისა და ხელოვანების შემოსავლების სტიმულირებისთვის. Audius ასევე შემქმნელებს მათი მუსიკის ყოველკვირეულ ტენდენციურ სიებში განთავსებით აჯილდოებს.
პროექტმა Audius-მა არც თუ ისე დიდი ხნის წინ TikTok-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა და ქსელში სტეინბლოკის ჩაშვებას გეგმავს, რათა მომავალში ფასიანი კონტენტი შეთავაზება გააკეთოს.
გარდა ამისა, Audius-მა ბრაუზერულ მულტიჩეინ თამაშ Defi LanD-თან ინტეგრაციის შესახებ განაცხადა, რომელიც ფერმერული სიმულატორია. DeFi Land აპრობირებულ პლატფორმებზე დაყრდნობით მუშაობს, რაშიც თამაშში კარგად ცნობილ ავტომატურ მარკეტ მეიკერებს (AMM), დეცენტრალიზებულ ბირჟებსა (DEX) და კრედიტორობის პროტოკოლებს იყენებს. მოთამაშეები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ თამაშში შემოსავლიანი ფერმერობით დაკავდნენ, შესაძლებლობას მიიღებენ სტეიკინგისთვის გამოიყენონ სხვადასხვა პული და პლატფორმა პირდაპირ DeFi Land-ის ინტერფეისიდან. ტოკენი DeFi Land DFL შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, არა მხოლოდ მართვისას, არამედ შეჯიბრებებზე, ფსონებზე, ტიფებზე, ასევე თამაშში არსებული აქტივებითა და NFT-ებით ვაჭრობისთვის.
Helium (HNT)
Helium — ესაა დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ პლატფორმა ნივთების ინტერნეტის (IoT) მოწყობილობების საკომუნიკაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. Helium-ის ძირითადი ქსელი — People’s Network — მსოფლიოში ყველაზე სწრაფადმზარდი უკაბელო ქსელი, უზრუნველყოფს დაბალი სიმძლავრის კომუნიკაციას სხვადასხვა მოწყობილობებს შორის და აგზავნის მონაცემებს კვანძების ფართო ქსელის მეშვეობით.
Helium 2013 დააფუძნეს შონ ფანინგმა, ამირ ჰალიმმა და შონ კერიმ.
მომხმარებლები, რომლებიც Helium-ის ქსელში კვანძს მართავენ, საკუთარი HNT ტოკენით ჯილდოვდებიან.
Livepeer (LPT)
Livepeer — ეს ვიდეოების დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელიც ბლოკჩეინ Ethereum-ზე შეიქმნა. ღია კოდის პლატფორმა საშუალებას აძლევს დეველოპერებსა და მომხმარებლებს მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის მართვასა და მომსახურებაში.
Livepeer 2017 წელს Livepeer Inc.-სა და basement.studios-ს საფუძველზე შეიქმნა, და ამჟამად $31 მილიონის დაფინანსება აქვს მოზიდული.
მისი ტოკენი არის LPT, რომლის გამოყენებაც მფლობელს შეუძლიათ ქსელში სტეიკინგისთვის, რათა გამოიმუშაონ როგორც ETH, ასევე LPT ჯილდოს სახით.
Chainlink (LINK)
Chainlink — ესაა მრავალფუნქციური პლატფორმა საკმაოდ უნივერსალური კრიპტოვალუტით. Chainlink აშენებულია Ethereum-ზე, როგორც ბლოკჩეინების დეცენტრალიზებული ქსელი და მისი ძირითადი მიზანია — შექმნას შუამავალი სერვისი ბლოკჩეინებსა და სმარტ-კონტრაქტებს შორის. პლატფორმა Oracle Network-ს იყენებს, რომელიც ბლოკჩეინს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს მონაცემებს, რომლებიც ბლოკჩეინის ქსელის გარეთ არიან, ჩვეულებრივ მონაცემებსა და დეცენტრალიზებულ გარემოს შორის ხიდის გადალახვით. მარტივად რომ ვთქვათ, სმარტ-კონტრაქტებს, ფუნქციების ნაკრებსა და მონაცემებს, რომლებიც ბლოკჩეინის კონკრეტულ მისამართზე მდებარეობს, უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ინფორმაციით, რომელიც ბლოკჩეინის გარეთაა განთავსებული. ეს ეხმარება სმარტ-კონტრაქტებს, მიიღონ ისეთი მონაცემები, როგორებიცაა გადახდები, ტემპერატურა სენსორიდან და ფეხბურთის მატჩის შედეგებიც კი.
Chainlink-ის ქსელი მონაცემების მსხვილი მიმწოდებლებისა და კვანძების ოპერატორებისგან შედგება, რომლებიც ბლოკჩეინში სმარტ-კონტრაქტებს ინფორმაციას გადასცემენ. ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ, იმოქმედონ როგორც კვანძის ოპერატორები, რათა ბლოკჩეინის მშობლიური ტოკენიდან (LINK) შემოსავალი მიიღონ.
ამჟამად ის არის Web 3.0-ის ყველაზე ცნობილი მონეტა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $13 მილიარდზე მეტია.
The Graph (GRT)
The Graph — ესაა ქსელებთან მოთხოვნის ინდექსირების პროტოკოლი, როგორებიცაა Ethereum და IPFS. ამჟამად DeFi-ს სამყაროში ეს უმნიშვნელოვანესი დეცენტრალიზებული პროტოკოლია. Google-ის სისტემის ანალოგიურად, The Graph ახდენს მონაცემების ინდექსირებას ისეთი ქსელებიდან, როგორებიც Ethereum და Filecoin-ია. ასე ის საშუალებას აძლევს ქსელების მომხმარებლებს, შექმნან და გამოაქვეყნონ API — სამუშაო პროცესი, რომელიც რთულ კოდს მარტივი API-ს უკან მალავს.
API-ინტერფეისები ცნობილია, როგორც ქვეგრაფები გრაფების პროტოკოლში და ბლოკჩეინიდან მონაცემების მისაღებად კონკრეტულ მოთხოვნას იყენებენ. ტოკენი GRT დაინტერესებულ მხარეებს ინდექსირებისა და ქსელში კურირების მომსახურებას სთავაზობს.
Sia (SC)
Sia — ეს არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ღრუბლოვანი საცავის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იქირაონ წვდომა ქსელში გამოუყენებელ საცავზე. ტრანზაქციები ქსელში გამარტივებულია სმარტ-კონტრაქტებით. Siacoin, ბლოკჩეინის ტოკენი, არის ვალუტა, რომელიც ქსელში მონაცემების შენახვის საფასურისთვის გამოიყენება.
Sia-ს პირველადი ტექნოლოგიური დოკუმენტი ქსელის მიზანს განმარტავდა, როგორც კონკურენცია მონაცემების არსებული შენახვის გადაწყვეტილებებთან, როგორებიცაა Amazon, Google და Microsoft. რაც აძლევს Sia-ს კონკურენტებზე უპირატესობას არის ის, რომ მისი დეცენტრალიზებული ბუნების გამო იგი შენახვის კონკურენტუნარიან ფასებს გთავაზობთ.
Celsius (CEL)
Celsius 2017 წელს დაფუძნდა და დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში მუშაობს. ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს ტრადიციული ბანკების შემცვლელი იქნება.
დამფუძნებლები: ალექსეი მაშინსკი, რომელიც 1994 წელს VOIP-ის (Voice Over Internet Protocol) ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, და დანიელ ლეონი, რომელიც რამდენიმე კომპანიისა და არაკომერციული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო, მათ შორის Atlas Labs, ZeyFo, ekkoTV Inc და ა.შ.
Web 3.0-ის აპლიკაციები, რომლებიც მუშაობენ
ბოლო დროს შემუშავებული რამდენიმე აპლიკაცია უკვე შექმნილია Web 3.0-ის პრინციპებით. კერძოდ უკრაინელმა დეველოპერმა ალექსეი მასმა 2019 წლის აგვისტოში შექმნა «კრაფტ ქსელები» ინტერნეტის შეცვლის იდეით. თუმცა 2021 წელს მასის გარდაცვალების შემდეგ პროექტი შეფერხდა.
აქაა რამდენიმე აპლიკაციის სია, რომლებიც Web 3.0-ის კონცეფციით მუშაობენ
Dash
Dash (Darkcoin ან XCoin) — ეს არის ბლოკჩეინის ბაზაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული გადახდის სისტემა, რომელიც მუშაობს კრიპტოვალუტის სახით და ტრანზაქციების კონფიდენციალურობის გაზრდის მექანიზმს იყენებს.
Darkcoin 2012 წლის ბოლოს ბლოკჩეი-დეველოპერმა ევან დაფილდმა შექმნა. მოგვიანებით მან სახელი XCoin-ით შეიცვალა, 2014 წელს კი კიდევ ერთი რებრენდი განიცადა და DASH გახდა. ამ კრიპტაში დამატებულია მასტერნოდები, რომელიც ეხმარება ინფრასტრუქტურას და იძლევა ქსელში გარკვეული ფუნქციების განხორციელების საშუალებას. თითოეულ კვანძს აქვს სრული უფლება ქსელის განვითარებაში თავისი წინადადებები შეიტანოს. DASH ინვესტიციებს იღებს ვენჩურული გიგანტებისგან — Venture 51 და Corn Innovation Capital.
DASH-ის კრიპტოვალუტა 2015 წლის 25 მარტს გამოჩნდა. სხვადასხვა ტექნოლოგიის კომბინირებით — მაინინგი და მასტერნოდი — DASH-ის კურსი დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებით საკმაოდ მაღალი და სტაბილურია. ეს ხდება მონაწილეებს შორის ანაზღაურების განაწილების გზით: მაინერები ჩვეულებრივ იღებენ მოპოვებული მონეტების არაუმეტეს 45-55%-ს, 45%-მდე მიდის მასტერნოდის მფლობელებზე და 10%-მდე ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში მიდის.
SolidBlock
SolidBlock — მომხმარებლებისთვის კომერციული უძრავი ქონების ტოკენიზაციის პლატფორმაა. ის საშუალებას აძლევს დელელოპერებსა და ფონდების მმართველებს, ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოიყენონ P2P ტრანზაქციებისთვის, რითაც გვერდს აუვლიან ტრადიციულ საბანკო სტრუქტურას, უსაფრთხო, სწრაფი და უფურცლო ვაჭრობისთვის.
პლატფორმა იუვალ ვერზბერგერმა და იელ ტამარმა 2018 წელს დააფუძნეს.
Revelator
Revelator — დეცენტრალიზებული პლატფორმაა ციფრული მუსიკალური კონტენტის სამართავად. ის ბრუნო გეზომ ხუთ წელზე მეტი ხნის წინ დააფუძნა.
Revelator-ის ღრუბლოვანი არქიტექტურა უსასრულო გამოთვლებით, იყენებს დიდ მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტს 800-ზე მეტი ციფრული სერვისის მოხმარებისა და ფინანსური მონაცემების შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის, იდენტიფიკაციისთვის, კორელაციისთვის, გამდიდრებასა და ანალიზისთვის. Revelator-ის API-ინტერფეისების ნაკრები ერგება ნებისმიერი ზომის ციფრულ ბიზნესს, დისტრიბუტორებით დაწყებული, ხმისჩმაწერი კომპანიებით, მუსიკალური გამომცემლებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებით დამთავრებული.
Colu
Colu — პლატფორმაა 100 ათასი მომხმარებლით, რომელიც ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიით არის დაკავებული. ის მუნიციპალიტეტებს საშუალებას ძლევს, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს სამოქალაქო აქტიურობა მაცხოვრებლების დაჯილდოებით ქმედებებისთვის, რომლებიც საზოგადოების სასარგებლოდ სტრატეგიული მიზნების მისაღწევადაა მიმართულია.
Colu 2014 წელს დაფუძნდა და მსხვილი ვენჩურული კაპიტალისტებისგან $35 მილიონი მოიზიდა.
Clearx
Clearx — დეცენტრალიზებული პლატფორმა ელექტრონული კომერციისთვის, რომელიც 2018 წელს გალ გალჰოხბერგმა და ერან ჰაგიაგიმ დააფუძნეს.
ის გლობალური ინდუსტრიებისთვის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ანგარიშსწორებას და კლირინგის ქსელებს აშენებს.
კორპორაციული დონის ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და პროგრამირებული სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით, ეს ქსელები უზრუნველყოფს გამოთვლებს თითქმის რეალურ დროში, ასევე, დავების ავტომატურ ინტელექტუალურ გადაწყვეტას გლობალური მასშტაბით. კონტრაქტებისა და გარიგების დეტალების კონფიდენციალურობის დაცვით, ეს ამცირებს ხარჯებს, არაეფექტურობასა და თაღლითობას. გარდა ამისა, ეს ქსელები მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მოთხოვნისამებრ სწრაფად დანერგონ ახალი პროდუქტები, კონტრაქტები და ბიზნეს-მოდელები, ექსპონენციალური ზრდის გაზრდით.
ClearX-მა $13 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა რაუნდის ფარგლებში, რომელსაც Telefónica Innovation Ventures-ის, Telekom Innovation Pool of Deutsche Telekom-ის, HKT-ისა და Singtel Innov8-ის მონაწილეობით Eight Roads ხელმძღვანელობდა.
Blockium
Blockium — გეიმინგ პლატფორმა, რომელიც იყენებს დეცენტრალიზებულ P2P ტექნოლოგიას აქციების, კრიპტოვალუტის, ვალუტისა და ინდექსების მართვის კონკურსის შეთავაზებისთვის.
ესაა პლატფორმა, რომელიც მსოფლიოში ორ ყველაზე საინტერესო ინდუსტრიას აერთიანებს: ფინანსურ ტრეიდინგსა და თამაშს რეალურ ფულზე. Blockium-ის P2P სისტემა საშუალებას აძლევს ადამიანებს, მოწინავე სავაჭრო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. ტრეიდერები აქციების, ფორექსის, კრიპტოვალუტის პორტფელებს ქმნიან და ფულადი პრიზებისთვის ეჯიბრებიან.
Atidium (ATD)
Atidium — პერსონალური ბიუჯეტის მართვის პლატფორმაა, რომელიც ბლოკჩეინზე აშენდა. მისი დამფუძნებლები არიან — ელიავ კოენი, იდან მორი და ელინარ კოენი.
პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებისა და ბიუჯეტის რეალური გეგმების შენახვისთვის, აუცილებელია ATD ტოკენები.
Funny Or Die (FOD)
Funny Or Die (FOD) — წამყვანი გასართობი ბრენდი და დამოუკიდებელი კომედი სტუდიაა, რომელიც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებისა და ხვალინდელი უახლესი ხმების თანამონაწილეობით, არაერთი ჯილდოს მფლობელ პრემიუმ კლასის კომედიებს ქმნის. Funny Or Die ყველა ჩვენს სოციალურ პლატფორმაზე 40-მილიონიან აუდიტორიას იზიდავს. დაფუძნებულია უილ ფერელის, ადამ მაკკეის, მარკ კვამესა და კრის ჰენჩის მიერ.
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, შეაჯამა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში ციფრულ მოწყობილობებსა და სერვისებს 2023 წელს.
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. საქველმოქმედო პლატფორმა charte.ge ცდილობს, ეს პრობლემა აღმოფხვრას და ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.
ამასთან, ეს მოქალაქეების დახმარებით, ჩართულობით კეთდება. სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დაფინანსება ან კომპიუტერის ჩუქება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.