ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს

სიახლე აღარ არის, რომ IT სფერო უკვე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ამავდროულად, შემოსავლიანია. მიუხედავად ამისა, ყველა, მათ შორის, გიგანტი კომპანიებიც, ეძებს ქვეყნებს, სადაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი და ხელსაყრელია. ეს მომგებიანია ორივე მხარისთვის — კომპანია უკეთეს პირობებში საქმიანობს, ქვეყანაში კი მეტი ინვესტიცია შემოდის. თუმცა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კანონმდებლობაა.

კომენტარის დატოვება
რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს

სიახლე აღარ არის, რომ IT სფერო უკვე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ამავდროულად, შემოსავლიანია. მიუხედავად ამისა, ყველა, მათ შორის, გიგანტი კომპანიებიც, ეძებს ქვეყნებს, სადაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი და ხელსაყრელია. ეს მომგებიანია ორივე მხარისთვის — კომპანია უკეთეს პირობებში საქმიანობს, ქვეყანაში კი მეტი ინვესტიცია შემოდის. თუმცა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კანონმდებლობაა.

dev.ge-მ სპეციალისტებთან ერთად მოამზადა ქართული კანონმდებლობის ანალიზი: რას სთავაზობს ის ქართულ და საერთაშორისო IT კომპანიებს. 

თავდაპირველად, გეტყვით, რომ IT კომპანიებზე ვრცელდება რამდენიმე კანონი და დადგენილება. მათ შორის:

როგორც აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO-ის საგადასახადო მენეჯერი, შალვა კილასონია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობით, IT კომპანიას შეუძლია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს ორ შემთხვევაში: თუ აქვს ვირტუალური ზონის პირის ან საერთაშორისო კომპანიის სტატუსი.

კომპანიას თავად შეუძლია აირჩიოს, რომელი სტატუსია მისთვის ხელსაყრელი და რომლის მიღების პირობებს აკმაყოფილებს. საქმიანობა შესაძლებელია ამ სტატუსების გარეშეც, თუმცა საგადასახადო შეღავათები სწორედ მათ მოჰყვება.

როგორც შალვა კილასონია ამბობს, ვირტუალური ზონის სტატუსის მიღება უფრო მარტივია, ვიდრე საერთაშორისო კომპანიის. 

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი

იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების, კერძოდ, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესწავლას, პროექტირებას, შემუშავებას, დანერგვას, მხარდაჭერასა და მენეჯმენტს, შეუძლია მიიღოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. 

შალვა კილასონიას განმარტებით, ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანია მთლიანად თავისუფლდება მოგების გადასახადისგან იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შექმნილ ამ ტიპის მომსახურებასა თუ პროდუქტს გაყიდის საზღვარგარეთ. გარდა ამისა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ).

ამავდროულად, ასეთ კომპანიას შეუძლია სხვა ტიპის საქმიანობა და პროდუქტისა თუ მომსახურების რეალიზაცია, მათ შორის საქართველოში, თუმცა ამ შემთხვევაში მოგების გადასახადი ექნება სტანდარტული — 15%.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში კი მიიღებს ინფორმაციას სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭების შემდეგ 2 სამუშაო დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ კომპანიას გადაეცემა სერტიფიკატი. კომპანიას საქმიანობისთვის არ სჭირდება ლიცენზიები, ნებართვები და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.

მას შემდეგ, რაც კომპანიას ექნება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, ის თავისუფლდება საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების გადასახადისგან, ასევე, არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება და ექსპორტი.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

«ქვეყანაში ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად, საქართველოს როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის გაძლიერებისა და მულტინაციონალური საერთაშორისო კომპანიების დაინტერესების გაზრდის მიზნით», 2020 წელს საქართველოს მთავრობამ კომპანიებს საშუალება მისცა მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით.

საწარმო, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს საჭირო კვალიფიკაციის სათანადო ადამიანური რესურსები და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღების შემდეგ, მოგების გადასახადის 15%-ისა და საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ნაცვლად, კომპანია ორივე შემთხვევაში იხდის 5%-ს. ამასთან, შალვა კილასონიას განმარტებით, ეს სტატუსი კომპანია სრულად ათავისუფლებს დივიდენდზე 5%-იანი გადასახადისგან და ქონების გადასახადისგან. კიდევ ერთი შეღავათი კი არის ის, რომ თუ კომპანიას დასაქმებული ჰყავს საქართველოს მოქალაქე რეზიდენტები, მოგების გადასახადით საერთოდ არ იბეგრება მოგება სახელფასო ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობით. იგივე პრინციპი ვრცელდება იმ ხარჯებზე, რომელიც შეიძლება კომპანიას ჰქონდეს მისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების შემთხვევაში. ამის მიღმა მოგებაზე კი ვრცელდება 5%-იანი შეღავათი.

გარდა ამისა, საერთაშორისო კომპანია სარგებლობს შეღავათებით, თუ ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურებას მისთვის ნებადართული საქმიანობების სფეროში.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ქონის შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით გაყიდვები აკრძალულია — კომპანია პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა მხოლოდ საზღვარგარეთ შეუძლია.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე IT კომპანიას უფლება აქვს, გასწიოს შემდეგი სახის მომსახურება:

  • პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
  • კომპიუტერული თამაშების გამოცემა;
  • სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა;
  • კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები;
  • საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში;
  • კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები;
  • ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით;
  • ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება;
  • ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
  • პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
  • გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება,  მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;
  • მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება;
  • პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები;
  • ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები;
  • ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);
  • ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია;
  • ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია;

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ქონის შემთხვევაში, აკრძალულია სხვა საქმიანობები. კომპანიას შეუძლია ჰქონდეს სხვა ტიპის შემოსავალი მხოლოდ საერთო შემოსავლის 2%-ის ოდენობით.

შალვა კილასონია განმარტავს, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება შედარებით რთულია, რადგან კომპანიას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ან მინიმუმ 50%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელს მაინც.


შალვა კილასონიას შეფასებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, IT სფეროში მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებია. თუმცა, მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ადმინისტრირების ნაწილში კრიტერიუმები მეტად დაკონკრეტდება.

შალვა კილასონია
«მაგალითად, როცა დგინდება, ქმნის თუ არა კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფას საქართველოში, მნიშვნელოვანია, გადასახადის გადამხდელმა ზუსტად იცოდეს, შეეხება თუ არა შეღავათი იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის/მომსახურების შექმნისთვის აუცილებელი რესურსის ნაწილის ყიდვა სხვა ქვეყანაში უწევთ. რთული დასადგენია, ჩაითვლება თუ არა ასეთი პროდუქტი ან მომსახურება საქართველოში შექმნილად».

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე ამბობს, ამ შეღავათებმა საქართველოს მისცა საშუალება, მიიჩნეოდეს IT სფეროში ბიზნესისთვის საინტერესო ადგილად.

ავთანდილ კასრაძე
«ძალიან დიდი კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში, მაგალითად, ვაიბერი, ეპამი, ექსადელი და ა.შ. ასევე, ისრაელიდან შემოვიდნენ კომპანიები, გერმანიიდან შემოდიან, ირლანდიიდან და მრავალი სხვა. საქსტატს ჯერ კვლევა არ გაუკეთებია, თუმცა ველოდებით და დავინახავთ, რაოდენობრივად რა დონის ინვესტიციები შემოვიდა ქვეყანაში».

IT ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე თოხაძე ამბობს, რომ ეს შეღავათები საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა მას გარკვეული უკუეფექტებიც აქვს — ქართულ IT სექტორს გლობალურ კომპანიებთან არაპირდაპირ კონკურენციაში ამყოფებს.

თორნიკე თოხაძე
«არსებობს ორი გამოსავალი: ან კანონი შეიცვალოს, რაც ნაკლებად სავარაუდო და ალბათ ნაკლებად სასურველიც, ან შემუშავდეს ICT სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ფინანსური და ინტელექტუალური კაპიტალის მობილიზებას. ცხადია მეორე ვარიანტი ბევრად უფრო კომპლექსურია და რთულიც, თუმცა ბევრად უფრო სისტემური და მდგრადი».

ავთანდილ კასრაძე ხაზს უსვამს, რომ კანონი შეღავათებს მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებს არ უწესებს და ეს ეხება იმ ქართულ კომპანიებსაც, რომელთა შემოსავლის 98% საქართველოს ფარგლებს გენერირდება და ჰყავთ მომხმარებლები მსოფლიოს გარშემო. გარდა ამისა, მისი თქმით, არ იქმნება არათანაბარი პირობები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, რადგან საერთაშორისო კომპანიებს არ აქვთ საქართველოში მუშაობის უფლება და შესაბამისად, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.



ასევე წაიკითხეთ
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok-ის CEO, შოუ ზი ჩიუ კონგრესის წინაშე წარდგება
TikTok ამ დროისთვის პლანეტის ყველაზე პოპულარული და ვაშინგტონისთვის ყველაზე საძულველი ტექნოლოგიაა. ეს ნარატივი აპლიკაციის ირგვლივ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიის სათავეში, დაახლოებით ორი წლის წინ, ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შოუ ზი ჩიუ მოვიდა. ამ ნარატივს, დიდი ალბათობით, ჩიუს მიერ ანტაგონისტთა ორპარტიული პანელის წინაშე, ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტში ჩვენების მიცემისასაც შევხვდებით.
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
GITA: ბანკმა 186 ტექ. პროექტი დააფინანსა და 3000 სამუშაო ადგილი შექმნა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა AI ძიების სამართლებრივი ბედი გადაწყვიტოს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა AI ძიების სამართლებრივი ბედი გადაწყვიტოს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა AI ძიების სამართლებრივი ბედი გადაწყვიტოს
აგებენ თუ არა რობოტები პასუხს საკუთარ ნათქვამზე? აშშ-ის უზენაესი სასამართლო გეგმავს, გადახედოს Communications Decency Act-ის — [კომუნიკაციების კეთილსინდისერების აქტი] 230-ე მუხლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტის მუშაობის საფუძველს წარმოადგენდა. ის 1996 წელს შეიქმნა ინტერნეტპლატფორმების დაცვისა და მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მესამე მხარის ბრალდებების შემთხვევაში.  თითქმის 3 დეკადის შემდეგ მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, დიდია ალბათობა, რომ საბოლოოდ შეიცვლება წესები იმ ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა — ხელოვნური ინტელექტის მქონე საძიებო სისტემები, როგორიცაა Google Bard და Microsoft Bing.
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა 2023 წელს უკვე მეათედ ხორციელდება.  2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა. საინტერესოა, როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს — აქვთ თუ არა საკმარისად ხარისხიანი მექანიზმი და მონიტორინგის სისტემა, რომელიც სტარტაპებს მიღებულ თანხას მხოლოდ პროდუქტის განვითარებაზე დაახარჯვინებს? ამის გასარკვევად საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს, ავთანდილ კასრაძეს ვესაუბრეთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.