ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ გახსნა ოფისი, მათ შორის არიან Viber, EPAM, Exadel და სხვები.

Dev.ge დაინტერესდა, რატომ შემოვიდნენ ისინი საქართველოში, ჰყავთ თუ არა ადგილობრივი თანამშრომლები და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

კომენტარის დატოვება
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ გახსნა ოფისი, მათ შორის არიან Viber, EPAM, Exadel და სხვები.

Dev.ge დაინტერესდა, რატომ შემოვიდნენ ისინი საქართველოში, ჰყავთ თუ არა ადგილობრივი თანამშრომლები და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

სამივე კომპანიის წარმომადგენელი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს. კანონმდებლობის მიხედვით, საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადის 15%-ისა და საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ნაცვლად, იხდის მხოლოდ 5%-ს.

Exadel საერთაშორისო IT კომპანიაა და ავითარებს ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე მობილურ და ვებ აპლიკაციებს. საერთო ჯამში, აქვს 30-ზე მეტი ოფისი 16 ქვეყანაში. ექსადელი მოიცავს თითქმის ყველა ინდუსტრიას: საბანკო სფეროს, ფინანსებს, განათლებას, ჯანდაცვას, ელექტრონულ კომერციას, ლოჯისტიკას და ა.შ., ასევე ტექნიკურ სფეროებს: ვებ-განვითარება, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

«საქართველომ შექმნა ხელსაყრელი გარემო, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი IT-ის შემდგომ სწრაფ განვითარებაში. ადგილობრივი ბაზარი ადამიანური რესურსების მხრივ ჯერ-ჯერობით მცირეა და ისეთი კადრების გაზრდას, რომლებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ გლობალურ პროექტებს, დრო სჭირდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა სასწავლო პროგრამით ნიჭიერ პროფესიონალებს მივცეთ საშუალება, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე», — გვითხრეს ექსადელში.

რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს
რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს
თემის მიხედვით
რას სთავაზობს ქართული კანონმდებლობა IT სექტორს

კომპანიამ თბილისის ოფისის კარი წელიწად ნახევრის წინ გააღო და ამ დროისთვის 300-ზე მეტი ადგილობრივი IT პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული.

«ექსადელმა წელიწად-ნახევრის წინ ოპერირება მხოლოდ 2 ადამიანით დაიწყო: დირექტორი და ბუღალტერი. ამასობაში, გუნდს შეუერთდა მენეჯმენტის რამდენიმე თანამშრომელი და 10-მდე დეველოპერი. კომპანია იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ 2021 წლისთვის 80-მდე IT პროფესიონალი შემოუერთდა გუნდს. ახლა კი, Exadel Georgia ამაყობს 300 თანამშრომლით და ეს მხოლოდ დასაწყისია. თბილისის ოფისის გარდა, გავხსენით coworking-ის სივრცე ბათუმში», — გვიყვებიან ექსადელში.

კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ საქართველომ უკვე აჩვენა თავისი პოტენციალი ნიჭიერი და მოტივირებული IT დეველოპერების სიმრავლით, რომლებიც, მათი თქმით, ძალიან მალე ქვეყანას რეგიონის მთავარ IT ცენტრად აქცევენ. 

Exadel-ის გუნდი

მიმოწერითი და ხმოვანი კომუნიკაციის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო კომპანია Viber მსოფლიოს გარშემო 190-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ვაიბერი პოპულარულია საქართელოშიც და დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა, 1.7 მილიონია. როგორც კომპანიაში ამბობენ, თბილისში ოფისი უკვე შვიდი თვეა აქვთ და მათი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გაამყარონ საკუთარი პოზიციები საქართველოში. 

«ჩვენ ახლა თბილისში გვყავს სუპერ პროფესიონალების გუნდი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობენ, მათ შორის პრიორიტეტული კი პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფაა iOS და Android მოწყობილობებზე», — ამბობენ კომპანიაში.

საქართველოში უკვე მეორე წელია ოპერირებს EPAM, რომელიც პროგრამული ინჟინერიის უმსხვილესი ამერიკული IT კომპანიაა. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს 50-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება. ეპამი პარტნიორებს პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს სთავაზობს. როგორც dev.ge-სთან კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ორი წელი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ გუნდი პროფესიონალურად გაზრდილიყო IT-ის ყველა მიმართულებით. მათი თქმით, თანამშრომლების რაოდენობა ცვალებადია, თუმცა ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

EPAM-ის გუნდი

«ბევრი ქართველი სპეციალისტი, რომელიც უცხოეთში მუშაობდა, საქართველოში დაბრუნდა, რადგან ახლა, ჩვენი დახმარებით, მათ აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ გლობალურ კომპანიებთან ისე, რომ ქვეყნიდან წასვლა არ მოუწიოთ. ჩვენი მოქნილი დისტანციური მუშაობის პოლიტიკა აძლევს ჩვენს თანამშრომლებს შესაძლებლობას, იმუშაონ ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან», — ამბობენ კომპანიაში.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, სამივე კომპანიაში ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ადგილობრივი IT სექტორის იმ დონეზე განვითარებაა, რომ მათ შეძლონ გლობალურ ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების გატანა და ნებისმიერი ქვეყნის სპეციალისტებისთვის კონკურენციის გაწევა. IT სექტორის განვითარებისთვის EPAM-მა უფასო სასწავლო კურსიც შექმნა.

«გასული წლის განმავლობაში 100-მა სტუდენტმა დაამთავრა ჩვენი სასწავლო ცენტრი და შეუერთდა ადგილობრივ IT სამუშაო გარემოს. ჩვენი ინიციატივების ფარგლებში მხარი დავუჭირეთ რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტს, როგორიცაა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო და საჯარო სკოლებში რობოტიკის კლუბების შექმნა. ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ საზოგადოებისთვის ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება», — ამბობენ კომპანიაში.

Viber-ში კი აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე გეგმა აქვთ და მათ შორის არის ტექნოლოგიების სფეროს გაძლიერება, ასევე, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებთან ერთად შეძლებენ შექმნან «ინოვაციური და უნიკალური პროექტები».

როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
თემის მიხედვით
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება, როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში
თემის მიხედვით
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება, როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში


ასევე წაიკითხეთ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
★ ფასიანი თანამშრომლობა ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე, Rakuten Viber შეგახსენებთ მესენჯერის სასარგებლო ფუნქციებს. Viber-ის ეს ფუნქციები დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში და სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აუდიტორიის 68%, ამა თუ იმ გზით იყენებს მესენჯერებს განათლებაში: ისინი იყენებენ ჯგუფურ ჩატებს ან აპლიკაციის სხვა სასარგებლო ფუნქციებს სწავლისთვის. ამავდროულად, მონაწილეთა 51%-ს მიაჩნია, რომ მყისიერი მესენჯერები მშობლებს შვილების სასწავლო პროცესში ჩართვაში ეხმარება, კიდევ 10%-ს მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო აპლიკაციები ამარტივებს და სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. 
UpSkill Georgia — Epam-ის საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
UpSkill Georgia — Epam-ის საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
UpSkill Georgia — Epam-ის საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში
Epam-მა საქართველოში საგანმანათლებლო პლატფორმა UpSkill დანერგა. «ისწავლე ჩვენთან და გარანტირებულად დასაქმდი IT სფეროში». — აცხადებს კომპანია. 
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
★ პარტნიორის კონტენტი  Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მონაცემთა კონფიდენციალურობის თემას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას, ძირითადი ფუნქციებისთვის ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (end-to-end encryption) შეთავაზებით (მიმოწერა პირად და ჯგუფურ ჩატებში) ნაგულისხმევად, ასევე უსაფრთხო კომუნიკაციის დამატებითი ინსტრუმენტებით. საქართველოს მომხმარებელთა 75%, ვინც მონაწილეობა მიიღო მესენჯერის ბოლო გამოკითხვაში, იზიარებს ციფრული უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას საკომუნიკაციო აპლიკაციებში.
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
★ პარტნიორის კონტენტი  Viber-ს ახალი ფუნქცია აქვს — Caller ID  «ნომრის ამომცნობი» და ის საქართველოში ხელმისაწვდომია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.