ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პირველი ჩატ-ბოტი ქართულ ენაზე რუდოლფ ერემიანმა შექმნა

dev media-ს პროექტის, Bubble-ის ჟურნალისტი ელაპარაკა დეველოპერს, რომელმაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ისტორიაში პირველად შექმნა ჩატ-ბოტი ქართულად. საბოლოოდ, ჩატ-ბოტი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად იქცა. 

კომენტარის დატოვება
პირველი ჩატ-ბოტი ქართულ ენაზე რუდოლფ ერემიანმა შექმნა

dev media-ს პროექტის, Bubble-ის ჟურნალისტი ელაპარაკა დეველოპერს, რომელმაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ისტორიაში პირველად შექმნა ჩატ-ბოტი ქართულად. საბოლოოდ, ჩატ-ბოტი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად იქცა. 

«სკოლა რუსულად, თეორია უნივერსიტეტში ქართულად, ხოლო ლაპარაკი — სომხურად»

რუდოლფ ერემიანი 28 წლისაა, იგი  ახალქალაქში გაიზარდა — ქალაქი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს, რომელიც სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება. სახლში რუდოლფი სომხურად ლაპარაკობდა, სკოლაში რუსულად სწავლობდა, ხოლო უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ქართული ისწავლა. 

რუდოლფ ერემიანი
«მაშინ გაჩნდა პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის: ნულოვან კურსზე ჯდები და სწავლობ მხოლოდ ქართულს, აბარებ და ხვდები უნივერსიტეტში, სადაც ქართულად სწავლობ. ამ მოსამზადებელ კურსზე მშობლიური ენით შეიძლება ჩაბარება, მე სომხურ ენაზე  ვაბარებდი. იქ გრამატიკასა და სასაუბრო ენას გვასწავლიდნენ. რამდენიმე წლის წინ ნულოვანი კურსის მეორე სემესტრში დაიწყეს ლექსიკონის სწავლება, რომელიც სპეციალობისთვის არის საჭირო, მაგრამ მე ასეთი [სემესტრი] არ მქონია. მანამდე, სკოლის პერიოდში გაცვლითი პროგრამით ნახევარი წელი ბათუმში ვსწავლობდი, ქართულ ოჯახში ვცხოვრობდი და იქ დავიწყე ქართულის სწავლა. საქართველოში არის რეგიონები, სადაც ძირითადად სხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ, ძირითადად მშობლიურ ენაზე საუბრობენ. სამცხე-ჯავახეთში, მაგალითად, ყველა სომხურად საუბრობს. ეს იყო უმცირესობების ინტეგრაციის ერთგვარი პროგრამა. უკვე შემდგომში ჩავაბარე თბილისში. ყველას გაუკვირდა: ძირითადად მიემგზავრებოდნენ სომხეთში ან რუსეთში, მე მარტო წავედი თბილისში. თბილისი ვითარდებოდა, არ იყო კორუფცია, ჩაბარებისთვის ქრთამის მიცემა არ იყო საჭირო». 

2012 წელს რუდოლფმა ნულოვანი კურსი გაიარა, ერთი წლის შემდეგ, კი 19 წლის ასაკში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე მოხვდა. 

 — «სწავლა რთული იყო. ფაკულტეტი თვითონ არაა მარტივი, ბევრი უმაღლესი მათემატიკაა, რომელიც ქართულად უნდა ჩამებარებინა. განსაკუთრებით რთული იყო უმაღლესი მათემატიკის თეორიის ქართულად ჩაბარება, როდესაც აქამდე რუსულ სკოლაში სწავლობდი, ხოლო ძირითადად სომხურად საუბრობდი».  — ამბობს ის. 

«ფულზეც არ მიფიქრია»

ერემიანი IT-სფეროში პირველ კურსზე მოხვდა. 

 — «მომწონდა პროგრამირება და პირველი კურსის მეორე სემესტრში ჩემმა ლექტორმა შემომთავაზა ინჟინერ-ასისტენტობა პროეტქზე, რომელიც ქართული ენის ლინგვისტური კორპუსის შექმნით იყო დაკავებული. ჩემთვის საინტერესო იყო მანქანური სწავლება, ამიტომაც ყველაფერი კარგად დალაგდა. ამ პროექტიდან დაიწყო ჩემი კარიერა».  — იხსენებს ის. 

 — «იქ გავეცანი NLP-ს, მანქანური სწავლების ალგორითმებს. ვმონაწილეობდი კონფერენციებში, ძირითადად კომპიუტერულ ლინგვისტიკაში. ამ კონფერენციების დროს გავიცანი პროფესორები და სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველას უკვირდა, რომ კარგად არ ვფლობდი ქართულს, მაგრამ ვმუშაობდი პროექტზე ქართული ენაზე. 

ამავე პერიოდში თბილისში დაიწყო Deep Learning-ზე მითაფების გამართვა, სადაც ერემიანი პროექტის შესახებ პრეზენტაციებით გამოდიოდა. ერთ-ერთი ასეთი მითაფის დროს მან მომავალი კოლეგები გაიცნო Pulsar Al-იდან, რომელიც ენის დამუშავებითა და მანქანური სწავლებით არის დაკავებული (2021 წელს სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ამერიკული პლატფორმა SpinCar-ის ნაწილი გახდა). 

ერთხელ მივედი და ვიღაც ბიჭმა დამიწყო გამოკითხვა ჩემი ცოდნის შესახებ, იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რომ ის ფარულად გასაუბრებას ატარებდა. ენთუზიაზმით ვუყვებოდი, რით ვარ დაკავებული და სხვა რა იქნებოდა კარგი გასაკეთებელი. რაღაც დროის შემდეგ დამიკავშირდა და მკითხა, შეგვძელო თუ არა შეხვედრა. ეს ზაალ გაჩეჩილაძე იყო. მათ [გუნდთან ერთად] შექმნეს და გაყიდეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპი. პირველი კლიენტი იყო TBC Bank». — ამბობს რუდოლფი. 

2016 წელს რუდოლფს შესთავაზეს, გუნდის ნაწილი გამხდარიყო — მაშინ იქ ხუთი ადამიანი იყო, მათგან ორი — დამფუძნებელი. პირობები ასეთი იყო: იხდიან მხოლოდ «პირველი კურსისთვის კარგ» ხელფასს. ერემიანი იხსენებს, რომ იმ დროს მხოლოდ საინტერესო პროექტზე მუშაობა სურდა. 

— «ხანდახან ოფისში დილის 9 საათზე მივდიოდი და ღამის ორ საათზე მოვდიოდი. არა იმიტომ, რომ ვიღაც მაძალებდა, საინტერესო და აზარტული იყო, ახალგაზრდა ვიყავი. ფულზეც არ ვფიქრობდი, გარშემო მაგარი ინჟინრები იყვნენ, საინტერესო პროექტი იყო, ხელფასიც საკმარისი იყო. სწავლა და განვითარება მსურდა». — ამბობს ის. 

«Pulsar ფოკუსირდებოდა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, ეს კი რამდენიმე ბანკი და სამინისტროა»

რადგანაც Pulsar AI ისტორიაში პირველ ქართულ ჩატ-ბოტს ქმნიდა, ბევრი რამის გაკეთება ნულიდან იყო საჭირო. პროექტში კონსულტანტებად მათ შორის ლინგვისტებიც იყვნენ. 

— «სირთულე იმაშია, რომ ასეთი ბოტისთვის ინგლისურად ყველაფერია, ქართულისთვის კი — არც ინსტრუმენტები, არც დატასეტები. როდესაც მუშაობა დავიწყე, უკვე მქონდა კონტაქტები პროფესორებთან კონფერენციებიდან და ვიცნობდი ლინგვისტებს, რომლებიც შეძლებდნენ დატასეტის შექმნაში დახმარებას. ხელფასები [Pulsar-ში] საშუალოზე მაღალი იყო, ვიდრე მათ სფეროში, ამიტომაც მარტივად დათანხმდნენ. მე ბიზნესსა და მეცნიერებას შორის მოვხვდი, და გამომივიდა, რომ ყველაფერი ეს ერთად დამეკავშირებინა». — ამბობს ერემიანი. 

— «ვაკეთებდით თემატურ ბაზებს, ვიყენებდით მონაცემებს ბანკებიდან: საუბრების სკრიპტები ჰქონდათ, მათ სახელები, ნომრები და ID დაფარეს და ჩვენ ნედლი მონაცემები გადმოგვცეს. ისინი აზრობრივ ჯგუფებად დავყავი, დიდი დრო არ დასჭირდა ამას, რადგანაც ბანკის ბოტისთვის ბევრი თემა არაა საჭირო. მაგალითად, ბარათის ტიპები, ფილიალები, ოვერდრაფტები — ეს იყო აქტუალური 2017 წელს. მონაცემები უნდა მოგვემზადებინა, მაგალითად, გაგვეწმინდა ნაგვისგან — შემდეგ feature extraction, feature selection, მოდელის სწავლება, ხარისხის შეფასება». 

სტარტაპს მხარდაჭერას უწევდა TBC Bank, რომელმაც ბანკის ოფისში კაბინეტი და სამუშაო ტექნიკა გამოყო. 

— «ნახევარი წლის შემდეგ [პროექტზე მუშაობის დაწყებიდან] იყო პრეზენტაცია, შემდეგ ბოტი მესენჯერთან დავუკავშირეთ და მან ბანკის კლიენტების მესიჯებზე პასუხის გაცემა დაიწყო. პარალელურად უნდა შექმნილიყო Spell Checker, რომელიც ბანკში დოკუმენტებს შეამოწმებდა. გამოვიდა, რომ შევქმენით პირველი ჩატ-ბოტი ქართულად, რომელიც ყველაზე დიდი ბანკისთვის ჩაეშვა. უკვე შემდგომში მისი გამოყენება უფრო პატარა კომპანიებმა დაიწყეს». — ყვება რუდოლფი. 

ერემიანმა სტარტაპში ორ წელზე ცოტა მეტხანს იმუშავა და Pulsar-დან 2018 წელს წამოვიდა. 

— «იქ კარგად ვიყავი და ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ჩემი კარიერისთვის იქ პერსპექტივა უკვე აღარ იყო, დრო იყო, კომფორტის ზონიდან გავსულიყავი. მაშინ Pulsar ფოკუსირდებოდა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, ეს კი რამდენიმე ბანკი და სამინისტროა. ინგლისური ნორმალურად ვიცოდი და მივხვდი, რომ შემეძლო დასავლურ კომპანიაში მემუშავა. ჩემი წასვლიდან ორ წელში კომპანია ორად გაიყო. ერთ-ერთმა ამერიკულ ბაზარზე ორიენტირება დაიწყო, — ამბობს ის. 

«ადრე დიდ კომპანიაში მუშაობა მინდოდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ»

Pulsar-ის შემდეგ ერემიანმა პროფესია შეიცვალა და დატა ინჟინერიით დაკავდა. 

— «ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში გავდიოდი გასაუბრებას და კიევში გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი სხვაობას მონაცემთა ინჟინერიასა და მანქანურ სწავლებას შორის. გასაუბრება გავიარა მონაცემთა ინჟინერიაზე, მაგრამ მანქანური სწავლების კეთება მსურდა. საბოლოოდ, მეც დავიბენი და ისინიც. მაგრამ ჩემი პრობლემა ის იყო, რომ NLP-სთვის უნდა იცოდე ენა, რათა გაიგო, რასთან მუშაობ.  ქართული არც ისე პოპულარულია, ხოლო სხვა ენებში ძლიერი არ ვარ. ამიტომაც ვფიქრობდი იმაზე, რა არის ჩემთვის საინტერესო და გადავხედე ბაზრის მოთხოვნებს, პროექტებს Toptal-ში და შევნიშნე მოთხოვნა მონაცემთა ინჟინრებზე. ხელფასი კარგია, პროექტები და ტექნოლოგიები — საინტერესო. სანამ სამსახურს ვეძებდი, პროექტზე დატა ინჟინრის პოზიცია ვიპოვე  შვეიცარიულ კომპანია Windsor AI-ში, რომელიც მარკეტინგული კამპანიებისთვის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტებს ქმნიდა. სწრაფად შევასრულე სატესტო დავალება და მათ სამსახური შემომთავაზეს. ეს იყო ჩემი პირველი ინგლისურენოვანი პროექტი. იქ დისტანციურად ვმუშაობდი». — ამბობს ის. 

ამჟამად ერემიანი IT-ფრილანსერების პლატფორმა Toptal-ზე მუშაობს და ამბობს, რომ ფრილანსერობა მის ხასიათში ჯდება. პარალელურად ის გასაუბრებებს გადის, მათ შორის Amazon-ში. 

 — «ადრე დიდ კომპანიაში მუშაობა მსურდა, მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ. როდესაც ბანკში ვმუშაობდით, პატარა კომპანიაში ვიყავი, რომელიც დიდის შიგნით არსებობდა და სხვადასხვა პროცესს ვხედავდი — ამაში გამიმართლა. კორპორაციაში მუშაობა უფრო სტაბილურია, მაგრამ სტარტაპებში, არასტაბილურობისა და მუშაობის მაღალი ტემპის მიუხედავად, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღების მეტი შესაძლებლობაა. ახლა ვათვალიერებ ვაკანსიებს და ვუყურებ, როგორი უნარებია საჭირო. ვცდილობ ამაზე ცოტა რამ წავიკითხო ან ვისწავლო, რათა საქმის კურსში ვიყო. ერთ-ერთი ბოლო იყო მოდელირება მონაცემთა ბაზის გარეშე — მნიშვნელოვანი თემა დატა ინჟინრისთვის. მაგალითად ამჟამად Amazon-ისგან AWS Solution Architect-ის სერტიფიკატის მიღებას ველოდები და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების სფეროში ცოდნას ვიუმჯობესებ. ცოდნა ძალიან საჭირო იქნება მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ვუყურებ რეკომენდებულ წიგნებს და მათ კითხვას ვიწყებ. თუ რამე ავირჩიე, ვცდილობ, საფუძვლიანად შევისწავლო. ყველა კურსი მეტ-ნაკლებად ჩემი სამუშაოს თემას ეხებოდა. არ მსურდა ყველაფრის მკეთებელი ვყოფილიყავი, მინდოდა სპეციალისტი ჩემს სფეროში გავმხდარვიყავი». — ყვება რუდოლფ ერემიანი. 

Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
თემის მიხედვით
Pulsar AI — გზა თბილისიდან სილიკონის ველამდე
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება, როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში
თემის მიხედვით
25 წლის მარიამ გაგუა გვიყვება, როგორია მუშაობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ კომპანიაში
შეცვლილი პროფესია და IT როგორც ახალი არჩევანი
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი
თემის მიხედვით
შეცვლილი პროფესია და IT, როგორც ახალი არჩევანი


ასევე წაიკითხეთ
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან, რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა
OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან, რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა
OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან, რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა
ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია
ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია
ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომია
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
Bing-მა GPT-4-ით მხარდაჭერილი ჩათბოტისთვის მომლოდინეთა სია გააუქმა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.