Forma healthy — თერთმეტი უარი და ერთი შანსი აპლიკაციის დაფინანსებაზე
ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა. მათ შორის ერთ-ერთი Forma healthy-ია, რომელიც ჯანსაღად ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ფიზიკური აქტივობის და სუფთა კვების თავგადასავლად ქცევას პირდება.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა. მათ შორის ერთ-ერთი Forma healthy-ია, რომელიც ჯანსაღად ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ფიზიკური აქტივობის და სუფთა კვების თავგადასავლად ქცევას პირდება.
Forma Healthy, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ინდივიდუალური მონაცემებისა და ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტულ ადამიანს მისთვის საუკეთესო კვების პროგრამას უდგენს, პროგრამის ყიდვის შემდეგ კი უხსნის ისეთ ფუნქციონალებს, როგორიცაა კვების მენტორთან (პროფესიონალი ნუტრიციოლოგები) წვდომა და შესაბამისი პროგრამის სივრცეში გაწევრიანება.
გიორგი ვადაჭკორია
«ხშირად, კვებითი შეზღუდვები სტრესთან არის დაკავშირებული, აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს, ეს პროცესი თავგადასავლად და ერთგვარ გამოწვევად აქციოს. ამ ეტაპზე შესაძლებელია როგორც წონის კლების, ისე ჯანსაღად კვების პროგრამის შერჩევა, თუმცა, სამომავლოდ ვგეგმავთ სხვა პროგრამების დამატებასაც».
აპლიკაციის შექმნის იდეა 2019 წელს გაჩნდა. BCA-ის დამფუძნებელს, გიორგი ვადაჭკორიას სურდა, მომხმარებლებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სუფთა კვების მიმართულებით თავისი გამოცდილება ერთ პლატფორმაზე გაეერთიანებინა.
როგორც გიორგი ყვება, აპლიკაციის შექმნის პროცესში ბევრი დაბრკოლება შეექმნათ, ბევრი კომპანია უარს ამბობდა თანამშრომლობაზე და ა.შ. თუმცა, საბოლოოდ, ყველა ეს დაბრკოლება ერთ დიდ გამოცდილებად აქციეს და საბოლოო შედეგამდეც მივიდნენ.
გიორგი ვადაჭკორია
«განსაკუთრებით რთული ალბათ მაინც თერთმეტი უარი იყო, რომელიც აპლიკაციის დაფინანსებაზე მივიღეთ, მაგრამ ამ იდეაში ბოლომდე დარწმუნებულები, ყოველი უარის შემდეგ, ვუბრუნდებოდით საწყის წერტილს და ახლიდან ვიწყებდით ფიქრს აპლიკაციის გაუმჯობესებაზე».
როგორც გიორგი ამბობს, შექმნის დღიდანვე, აპლიკაცია სრულიად ახალი და უნიკალური იყო საქართველოს ბაზრისთვის, რადგან პროდუქტებთან ერთად, მას ჰქონდა კალორიების ცხრილი ყველა ძირითადი ქართული კერძისთვის.
გიორგი ვადაჭკორია
«აპლიკაციის გაშვების პარალელურად, შეიქმნა Facebook ჯგუფი, რომელმაც რეკორდულად მცირე დროში გააერთიანა 12 ათასზე მეტი მომხმარებელი, იმ დროისათვის, სწორედ ამ სივრცეში ვუზიარებდით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა თუ კითხვებს, რჩევებსა თუ გამოწვევებს».
რაც შეეხება თავად Forma Healthy-ის გამოყენებას — ის მომხმარებელს სთავაზობს კვების პროგრამებს, რომელთა შეძენა პირდაპირ არის შესაძლებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა არ იცის, კონკრეტულად რომელი პროგრამა შეიძინოს, არც ეს იქცევა დაბრკოლებად — მომხმარებელს ეძლევა ნუტრიციოლოგებისა და ექსპერტების მიერ შედგენილი კითხვარი, რომლის შევსების შემდეგაც, ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს კონკრეტულად მასზე, მის მიზანსა და საჭიროებაზე საუკეთესოდ მორგებულ პროგრამას მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მას შეიძენს.
მომხმარებელი ავტომატურად ხდება კონკრეტული პროგრამის სივრცის წევრი, სადაც ერთიანდებიან ამავე პროგრამით მოსარგებლე ადამიანები.
აპლიკაციის MVP ვერსია უკვე მზად არის და 2023 წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი როგორც IOS, ისე Android მომხმარებლებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. 2024 წლისთვის კი აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე შესვლა იგეგმება.
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, ,საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის.
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.