"აქ შენ ქმნი სამყაროს" — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
Statista-ს 2021 წლის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდ ადამიანზე მეტის მთავარი ჰობი სხვადასხვა კომპიუტერული თამაშია. შესაბამისად, ეს ინდუსტრიაც სულ უფრო ვითარდება და კომპანიები ყოველწლიურად ერთმანეთზე უფრო მიმზიდველ და ჩამთრევ თამაშებს გვთავაზობენ.
სტატისტა გვეუბნება იმასაც, რომ მზარდია ქალი გეიმერების რაოდენობა. მაგალითად, აშშ-ში თუ შარშან ქალი გეიმერების წილი 45% იყო, უკვე წელს ეს რიცხვი 48% პროცენტამდე გაიზარდა.
dev.ge ესაუბრა სამ ქართველ გეიმერ ქალს, ია ვეკუას, სანის და სოფია ჩაჩანიძეს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე გვიყვებიან.
სამივესთან საუბარი ერთი კითხვით დავიწყეთ — ემოცია, რომელიც პირველი თამაშის დროს ჰქონდათ.
იას თქმით, პატარა ღმერთად თავი პირველად 18 წლის წინ იგრძნო, როდესაც მისმა ძმამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირველი ფლეისთეიშენი გამოუგზავნა.
სანი კი იხსენებს, რომ პირველი თამაში, რომელიც უყიდეს და გულით უყვარდა, The Sims 2 იყო. Მამასთან პირობა ჰქონდა დადებული, რომ მხოლოდ მეცადინეობის შემდეგ ითამაშებდა.
სოფია ჩაჩანიძე გვიყვება, რომ პირველი თამაშის დროს საკუთარ თავს ამ თამაშის გმირად წარმოიდგენდა და ეს მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ემოცია იყო.
სოფია ამბობს იმასაც, რომ რამდენი მოთამაშეც არსებობს სამყაროში, ზუსტად იმდენნაირი შეიძლება იყოს ემოციაც და ისიც, თუ რას ეძებს კონკრეტული ადამიანი თამაშში.
არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალები ცუდი გეიმერები არიან. ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ, საკუთარ თავზე თუ გამოუცდიათ ასეთი დამოკიდებულება.
ია ვეკუას აზრით კი, გოგოებმა დაამტკიცეს, რომ ყველას შეუძლია დაკავდეს იმით, რისი კეთებაც უნდა და რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.
როგორც აღმოჩნდა, სამივე რესპონდენტისთვის თამაში ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
იას, სანისა და სოფიას ვკითხეთ იმის შესახებაც, როგორ შეიძლება გავავლოთ ზღვარი და როგორ არ უნდა გავხდეთ თავიდან ბოლომდე თამაშებზე დამოკიდებული. სამივე მათგანის რეცეპტი ერთი და იგივეა — მუდმივი თვითკონტროლი.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.