ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეღონისძიებები
14 ნოემბერი 2023, 13:34
2023-11-14
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია, Web Summit დაიწყო, რომელიც 13-დან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. მას მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 70 000 ადამიანი ესწრება — ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური ორგანიზაცია. მათ შორის, არაერთი სტარტაპი და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია საქართველოდან.
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია, Web Summit დაიწყო, რომელიც 13-დან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. მას მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 70 000 ადამიანი ესწრება — ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური ორგანიზაცია. მათ შორის, არაერთი სტარტაპი და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია საქართველოდან.
წლევანდელი Web Summit ქართული ტექნოლოგიური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია — კოფერენციაზე სპიკერებსა და სტარტაპებს ვიხილავთ, რომლებიც შეეცდებიან მსოფლიოს საკუთარი ქვეყანა და პროდუქტი გააცნონ.
ნაწილობრივ ეს AI-ზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებლის, ანი რობაქიძის დამსახურებაა, რომელმაც საკუთარი პროდუქტი Web Summit-ის სტარტაპ კონკურსზე 2022 წელს წარადგინა და ყველაზე დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ამჯერად ანი რობაქიძე სპიკერის ამპლუაში მოგვევლინება და დამსწრე საზოგადოებას წინა წლის კონფერენციის გამოცდილებაზე და საკუთარ სტარტაპის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მოუყვება.
Theneo-ს დამფუძნებელი ანი რობაქიძე 2023 წლის WebSummit-ზე სპიკერის სტატუსით წარდგება
მასთან ერთად, Web Summit-ის სცენაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარდგება.
ლისაბონში დაწყებულ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას Enterprise Georgia-ის სტენდის ხილვაც შეეძლება. ცნობილია, რომ Web Summit-ს ქართული სტარტაპების გარდა, პირველი ნეო ბანკის, Space-სა და TBC UZ-ის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
წლევანდელ კონფერენციაზე ქართული სტარტაპები რეკორდული რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები: LineAte, Making Science •Sweeft, DevExperts, Leavingstone, Redberry.
Web Summit-ს ლისაბონში ირლანდიური კომპანია ატარებს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ პროგრამა, ALPHA აქვს. ისინი დაინტერესებულ და ამბიციურ სტარტაპებს ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლევლობას აძლევენ.
«ჩვენი სტარტაპ პროგრამა — ALPHA — შანსს გაძლევთ, შეუერთდეთ სტარტაპების გლობალურ საზოგადოებას, რომელთაგან თითოეული Web Summit-ის გუნდის მიერ არის შერჩეული — თავისი პოტენციალისა და უნიკალურიბის გამო». — ვკითხულობთ Web Summit-ის საიტზე.
წლევანდელი Web Summit დრამებით დატვირთულიცაა. Web Summit-ის აღმასრულებელი დირექტორი, პედი კოსგრეივი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დიდი კომპანია ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციას გამოეთიშა. მიზეზი ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით კოსგრეივის გაკეთებული კომენტარები იყო. ახალი აღმასრულებელი დირექტორი Wikimedia Foundation-ის ყოფილი CEO, კატერინ მაიერია.
აღმასრულებელი დირექტორის თავდაპირველ კომენტარებს ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან სწრაფი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ისგან, Meta-სგან, Siemens-სა და Amazon-სგან, რომლებმაც კონფერენცია დატოვეს, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ისინი Web Summit 2023-ზე აქტიურად იქნებიან წარმოდგენილნი.
Helio.AI Web Summit-ის რჩეულ სტარტაპებს შორის მოხვდა და 16 ნოემბერს Showcase-ზე გამოვა
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ კონფერენციაზე, Web Summit-ზე, სხვა ქართილ სტარტაპებთან ერთად, Helio.AI-ც მონაწილეობს.
Helio.AI რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება.