ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ მუშაობს Awork - დასაქმების ახალი პლატფორმა

Awork დასაქმების პირველი ქართული პლატფორმაა. კომპანიის გუნდი ამბობს, რომ Awork, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებელს ინოვაციურ და განსხვავებულ სერვისს სთავაზობს, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესს პერსონალის უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დაქირავებაში ეხმარება. 

2022 წლის დეკემბერში კომპანია GITA-ს 150 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 

კომენტარის დატოვება

როგორ მუშაობს Awork?

Awork-ის შექმნის იდეა 2021 წლის დეკემბერში გაჩნდა. ახლა ის ვებსაიტის და აპლიკაციის სახით არსებობს. 2 თებერვალს, კომპანიას ასევე დაგეგმილი აქვს ბიზნეს აპლიკაციის წარდგენაც.

კომპანიას 4 დამფუძნებელი ჰყავს, რომლებსაც გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში, მარკეტინგში, ფინანსებში, ტექნოლიგიასა და მენეჯმენტში აქვთ, ეს კი ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესში დიდ პრივილეგიასა და უპირატესობას იძლევა. ამჟამად გუნდი 15 თანამშრომლისგან შედგება, რომლებიც პლატფორმის დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

Awork დღეს 30 000 დარეგისტრირებულ აპლიკანტს, 500-მდე ბიზნესსა და 25 000-მდე აპლიკაციის მომხმარებელს აერთიანებს. 

Awork-ის CCO, ნინი ზექალაშვილი dev.ge-სთან ამბობს, რომ პლატფორმას, კონკურენტებთან შედარებით, უფრო დახვეწილი ტექნოლოგია გააჩნია, რაც მომხამრებლებისა და დამსაქმებლების საქმეს საგრძნობლად ამარტივებს.

ნინი ზექალიშვილი

«ტექნოლოგია, მოქნილობა არის ის მთავარი მახასიათებლები, რაც Awork-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს. დღეს მსოფლიო ტენდენცია პროცესის გაციფრულებისკენ მიდის, რაც ზოგავს დროს, რომელიც ყველასთვის ძვირფასია. აპლიკაცია Tinder-ის მოდელს ეფუძნება, რომელიც დასაქმების მსურველს პლატფორმიდან გასვლის გარეშე სასურველ პოზიციაზე ვაკანსიის გაგზავნაში ეხმარება, ხოლო თუ არ მოსწონს შემოთავაზებული ვაკანსია, მაძიებელი მას უბრალოდ ტოვებს. ასევე, აპლიკაცია მომხმარებლის ლოკაციასაც ითვალისწინებს და მასთან ახლოს გამოცხადებულ ვაკანსიებს სთავაზობს. ზოგადად, ყველა კომპანიას ვთხოვთ, მითითებული ჰქონდეთ ლოკაცია და სახელფასო რეინჯი მაინც, რასაც სხვა პლატფორმებზე ვერ შეხვდებით. ეს მომხმარებლების დროსა და ენერგიას საგრძნობლად ზოგავს და ძიების პროცესს ამარტივებს.»

პლატფორმაზე აპლიკანტის ნაწილში ვიდეო მიმართვის ატვირთვაც შესაძლებელია, რაც საქართველოში ჯერ მოთხოვნადი არ არის, თუმცა ნინი ზექალაშვილი ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია მალე ქვეყანაშიც დამკვირდრება და სტანდარტულ სამოტივაციო წერილებს ჩაანაცვლებს.

დასაქმების მსურველთა მომსახურების გარდა, Awork დამსაქმებლებისთვისაც მოქნილ გარემოს ქმნის. მათ შეუძლიათ ვაკანსია ბიზნეს პროფილიდან დადონ. მეილის პარალელურად, განაცხადები დახარისხებულად პროფილშივე მიიღონ და შესაბამისი სტატუსები მიანიჭონ. ეს სტანდარტულ არქივიზაციის მოდელი,  რომელიც ექსელის ფაილებს, მეილზე «subject”-ებად ფილტრაციასა და უბრალოდ ფურცელსა და კალამს ანაცვლებს, 21-ე საუკუნეს ერგება. პერიოდს, რომელშიც დროის დაზოგვა და სიმარტივე ყველაზე მთავარი მოთხოვნა და გამოწვევაა. 

ნინი ზექალიშვილი

«უახლოეს მომავალში თუ კომპანიამ ადამიანი გასაუბრებაზე დაიბარა და ის გაუფრთხილებლად არ გამოცხადდა, რეკრუტერს შეეძლება, შესაბამისი სტატუსი მიანიჭოს მას, რაც ხილვადი ჩვენს პლატფორმაზე სხვა დამსაქმებლებისთვისაც იქნება. ეს კი HR-ს თავისუფალ დროს საგრძნობლად დააზოგინებს. ასევე, რეკრუტერს შეეძლება, ნახოს კონკრეტულმა აპლიკანტმა მის მიერ სხვა გამოცხადებულ პოზიციებზეც ხომ არ გამოგზავნა რეზიუმე იმავე ან დროის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში». — განაცხადა ნინი ზექალიშვილმა.

კომპანია ბიზნესს გადახდის ორ ალტერნატივას სთავაზობს. პირველი თითოეული ვაკანსიის გამოქვეყნებისთვის გადახდის მოდელია, რომლის ფასიც 35 ლარიდან 95 ლარამდე მერყეობს, ხოლო მეორე — ყოველთვიური პაკეტი, რომელიც კომპანიებს 349+ ლარი დაუჯდებათ.

გამოწვევები და სამომავლო გეგმები

Awork სამუშაოს მაძიებელსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამიტომ მათი მთავარი გამოწვევა ორივე მხარის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.  სამუშაოს მაძიებელს საიტზე მრავალფეროვანი ვაკანსიების არჩევანი ყოველთვის უნდა დახვდეს, ხოლო ბიზნესამდე ხარისხიანი და მოთხოვნების შესაბამისი აპლიკანტები მივიდნენ.

ნინი ზექალაშვილი ერთ-ერთ გამოწვევად ბიზნეს აპლიკაციის გაშვებასა და HR მენეჯერებისთვის ახალ სერვისზე ადაპტირებას მიიჩნევს.

«ჩვენი გამოწვევაა, ადამიანური რესურსების მენეჯერები მაქსიმალურად მივაჩვიოთ, რომ გამოიყენონ ეს ახალი შესაძლებლობა და მოძველებული მომსახურება, როგორიცაა რეზიუმეების გაგზავნა მეილზე, საგადახდო პროცესების ლოდინი და ა.შ საერთოდ ამოიღონ და დაივიწყონ. პლატფორმა საშუალებას იძლევა კომპანიის ბარათიც კი დაამატო, რაც დამოუკიდებლად გაძლევს საშუალებას აწარმოო გადახდები და არ ელოდო შენი კომპანიის ან Awork-ის ბუღალტრის დადასტურებას». — ამბობს ნინი ზექალაშვილი.

Awork-ის განვითარების პირველი ეტაპი ქართული ბაზრის მთლიანად ათვისებას ემსახურება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ნინი ზექალაშვილის თქმით, მათ 2024 წლიდან საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც სურთ. 

რა არის TAO Technology რომლის AI აპლიკაციაც ბიზნესებს კიბერთავდასხმისგან დაცვას პირდება
რა არის TAO Technology, რომლის AI აპლიკაციაც ბიზნესებს კიბერთავდასხმისგან დაცვას პირდება
თემის მიხედვით
რა არის TAO Technology, რომლის AI აპლიკაციაც ბიზნესებს კიბერთავდასხმისგან დაცვას პირდება
Netshop - როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი
Netshop — როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი
თემის მიხედვით
Netshop — როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.