ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებასტარტაპები
21 მაისი 2024, 11:39
2024-05-21
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
dev.ge-სთან ArtOa-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ინწკირველმა სტარტაპის იდეაზე, მუშაობის მექანიზმზე, მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
გიორგი გვიყვება, რომ ArtOa, როგორც არტისტებისთვის, რომელთაც სფეროში თავის დამკვიდრება სურთ, ასევე ბიზნესისთვის თანაბრად სასარგებლოა. პლატფორმა უკვე ოფიციალურადაც გაშვებულია. ამასთან, ბაზას ეტაპობრივად ემატებიან არტისტები, სწორდება მცირე ხარვეზები.
მისი თქმით, სტარტაპის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, მის განხორციელებას კი მალევე შეუდგა.
მისივე თქმით, უშუალოდ ვებსაიტი გაშვებულიც არ იყო, როცა სოციალური მედიის პლატფორმებზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმ ადამიანებში, რომლებსაც ArtOa-ს მიერ შეთავაზებული სერვისი აინტერესებდათ — ამ დროისთვის სტარტაპმა 25-მდე მხატვარი და დამკვეთი დააკავშირა.
ArtOa-ზე შესვლისას მომხმარებელი შეკვეთის ფორმას ავსებს, სადაც დაახლოებით 5 ნაბიჯის გადადგმა უწევს — უნდა თქვას, ინდივიდუალური პირია თუ ბიზნესის წარმომადგენელი, რამდენია კედლის კვადრატულობა, უნდა ატვირთოს კედლის ფოტო და ა.შ. გიორგის თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ ალგორითმი 1 წუთში მომხმარებლისთვის ყველაზე მისაღებ ესკიზს შექმნის.
გიორგი გვიხსნის, რომ არტისტის პოვნისა და საქმის შესრულების ტრადიციული პროცესი 2-დან 3 თვემდე გრძელდება, რაც ზოგჯერ კლიენტისთვის არაკომფორტულია. ArtOa-ს ტექნოლოგია ამ დროს საგრძნობლად ამცირებს, რაც დამკვეთის კმაყოფილებას ერთიორად ზრდის.
მისივე თქმით, ArtOa-ს, როგორც სტარტაპის გეგმა იმ ნაწილზე ყოველდღიური მუშაობაა, რომელიც ინვესტორებს დააინტერესებთ, რაც მათ გლობალურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ინტერნეტთან მუშაობას ასწავლის და ციფრული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რუსული კანონის მეორედ დაინიციირებაზე ამბობს, რომ წინა წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და კანონს ახლაც უარყოფითად აფასებს.