ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
24 აპრილი 2024, 11:21
2024-04-24
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
მე მაქვს ბექგრაუნდი საბანკო სფეროში: კარიერის დასაწყისში მსხვილ უკრაინულ ბანკებში ვმუშაობდი.
ადამიანები მოდიოდნენ ბანკის ოფისებში, იდგნენ რიგებში და მომსახურებას ელოდნენ. კლიენტებთან საუბრის დროს შევამჩნიე, რომ ოფლაინ ბიზნესი ყოველთვის შეზღუდულია. ის იზიდავს და ემსახურება კლიენტებს გარკვეული გეოგრაფიის ფარგლებში — ქალაქში ან რაიონში.
საკუთარ თავთან დავიწყე ასეთი კითხვების დასმა: და რა მოხდება, თუ ონლაინ ბიზნესის შესაძლებლობებს ტრადიციულ საბანკო სფეროში გამოვიყენებთ?
პასუხი ნათელი იყო: აუდიტორია გაიზრდება. უფრო მეტიც, გაიზრდება გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე. ეს კი ნიშნავს უფრო მეტ ტრანზაქციას დროის იმავე პერიოდში. ანუ ბრუნვაც გაიზრდება და ბიზნესიც.
სწორედ ასეთი მოსაზრებების შემდეგ გავრისკე, საკუთარი ბიზნეს იდეისთვის ხორცი შემესხა. რა თქმა უნდა, ეს ონლაინბიზნესი იყო და დღესაც ვავითარებ მას.
ყოველთვის მიყვარდა წინ გაჭრა და რაღაც ახლის გამოცდა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ადამიანები, რომლებიც ინოვაციებს ნერგავენ თავიანთ ბიზნესში, ნამდვილად ჩემიანები არიან. ისინი ყოველთვის ახდენდნენ ჩემზე შთაბეჭდილებას, რადგან მუდმივად ვითარდებიან, თამამად და თავდაჯერებულად მიდიან თავიანთი ოცნებებისკენ, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად.
სწორედ ასეთი ადამიანების გარემოში მუშაობით ვარ ბედნიერი. რაც უფრო მეტი ინოვაციური ანტრეპრენერია, უფრო სტაბილურია ეკონომიკა.
ყოველთვის მინდოდა, შემექმნა სერვისი ან პროდუქტი წინდახედული, გადაწყვეტილებების მიმღები მეწარმეებისთვის, რომლებიც წინ მიიწევენ. ამ პროდუქტმა ანტრეპრენერებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, სწრაფად დაიწყონ ონლაინ ბიზნესი და გააუმჯობესონ ბიზნეს პროცესები, უფრო მასშტაბური გახადონ პროექტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად ჩემს პროდუქტს — სწორედ ასე გაჩნდა გადახდის პლატფორმა Fondy.
მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. თუ საკუთარ ბიზნესს იწყებთ, ვფიქრობ, ჩემი დაკვირვებები და რჩევები გამოგადგებათ.
საიდან უნდა დაიწყო
ნებისმიერი ტექნოლოგიური ბიზნესის ამოცანა პრობლემის გამოვლენაა, რომელიც ნამდვილად საჭიროებს გადაჭრას გარკვეული ტექნოლოგიებით. საჭიროა ამ პრობლემის მასშტაბების გაგება. რადგანაც, როდესაც მასშტაბები დიდია, პროექტის ზრდასაც ექნება პროტენციალი.
თავდაპირველად სტარტაპს ფოკუსი მოკლევადიან მიზნებზე უნდა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების პირველი შედეგები, კლიენტების პირველი გამოხმაურებები. სტარტაპს უნდა ესმოდეს, როგორია მისი აუდიტორია, რა ხარჯები ექნება პროდუქტის შექმნის და მისი მხარდაჭერის დროს.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიენტებისგან ფიდბექის მიღება. მიეცით საშუალება პირველ კლიენტებს, გამოსცადონ თქვენი პროდუქტი. დაე, ნახონ და თქვან რას ფიქრობენ: რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რა — ჯერ კიდევ დასამუშავებელია.
დამწყებმა ბიზნესმენმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს, როგორ ურთიერთქმედებს კლიენტი პროდუქტთან, როგორ გვარდება კლიენტის პრობლემა და გვარდება თუ არა რეალურად. არ არის საჭირო მაშინვე იდეალური კორპორაციის შექმნა. თავიდან იდეალური პროდუქტი ვერ გექნებათ. არ ელოდოთ ამას საკუთარი თავისგან და კლიენტებისგან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სტარტაპისთვის: ის უნდა იზრდებოდეს და ზრდის მაჩვენებლებს ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი. თქვენ უნდა აკონტროლოთ მოზიდული მომხმარებლების რაოდენობა, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებლის მოზიდვისა და შენარჩუნების ღირებულება, მოგება თითოეულ მომხმარებელზე. არსებობის პირველ 3-5 წელიწადში სტარტაპმა უნდა მიაღწიოს წლიურ ზრდას 200%-მდე. ანუ თქვენი ბრუნვები გასამმაგდეს.
პროექტის დასაწყისში პროდუქტი შერჩეული აუდიტორიისთვის უნივერსალური უნდა იყოს. და თუ მას ნამდვილად შეუძლია, გადაჭრას მომხმარებლის კონკრეტული პრობლემა დამატებითი ინდივიდუალური მორგების გარეშე, სწრაფად ზრდის შესაძლებლობა გაქვთ.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ გუნდზე უნდა იყოთ ორიენტირებული. თქვენ ხართ ის, ვინც გყავთ გარშემო: თქვენი პარტნიორები, თქვენი თანამშრომლები. უნდა აირჩიოთ თანამოაზრეები, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ესმით ბაზარი და რომლებიც იზიარებენ თქვენს ხედვას. ადრეულ ეტაპზე სიღრმისეული HR-ის დრო არაა.
მაგამ როდესაც სტარტაპიდან სხვა ქვეყნებში განვითარებაზე გადადიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიულად შეადგინოთ ლოკალური გუნდები, რომლებიც კარგად ერკვევიან ახალი ბაზრის სპეფიციკაში. შეუძლებელია, ყველა საკითხის ექსპერტი იყო, ყველა პრობლემას მხოლოდ დამფუძნებელი ვერ გადაჭრის. გუნდის შესაქმნელად სისტემური მიდგომაა საჭირო.
სად ვიშოვოთ ფული
ბიზნესის მშენებლობის ძალიან ადრეულ ეტაპზე საკუთარი სახსრების გამოყენება შეიძლება, ასევე ახლო წრის რესურსების მოზიდვა: პარტნიორების, ახლობლების, მეგობრების.
თუ ფიქრობთ ინსტიტუციური ინვესტორების მოზიდვაზე, ვენჩურულ კაპიტალზე, ეს ყურადღებით უნდა იქნას განხილული საკუთარი ბიზნესის შექმნის საწყის ეტაპზე. თავიდანვე უნდა გესმოდეთ, რა ეტაპზე და რა ოდენობით იქნება საჭირო დამატებითი ინვესტიციები, რა მიზნით დაიხარჯება და როგორ გაკონტროლდება ისინი.
რომელია ტიპური შეცდომები
ყველაზე გავრცელებული შეცდომაა არასწორი მომენტი ინვესტიციის მოზიდვისთვის. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპი არსებობს. ამას თვითონ შევეჩეხე და მივხვდი: თუ თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ, ფინანსურად უზრუნველყოთ კომპანია თქვენი შემოსავლებით, მაშინ გარკვეულ ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვა რთული ხდება.
მაგალითად, უკვე არ ხართ ტიპური სტარტაპერი სამკაციანი გუნდით. უკვე გაქვთ ბიზნესი, რომელსაც მოაქვს პატარა, მაგრამ სტაბილური შემოსავალი. მაგრამ ინვესტიციის არც ერთი რაუნდი ჯერ კიდევ მოზიდული არ გაქვთ. ამის გაკეთება უკვე გაგიჭირდებათ. რადგან პირველი რაუნდის დროს უნდა გაიაროთ უამრავი შემოწმება, მოიპოვოთ ინვესტორების ნდობა, დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ იმუშაოთ კორპორატიული მმართველობის (სამეთვალყურეო საბჭოების) ფარგლებში, იყოთ სისტემატური და მიაღწიოთ დასახულ მიზანს.
უნდა დააყენოთ თავი ინვესტორის ადგილზე და ეცადოთ, მასავით იფიქროთ. რა უნდა დაინახოს მან? — ბიზნესის ზრდის რამდენიმე ინდიკატორი, მიმდინარეც და პროგნოზირებადიც, ზრდის სხვადასხვა ეტაპზე.
თუ უკვე გადაიარეთ სტარტაპის სტადია და არ გაქვთ შემუშავებული საკუთარი თავისა და პოტენციური ინვესტორებისთვის ზრდისა და დამატებითი რესურსების მოზიდვის გეგმა, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, ინვესტიცია გვიან სტადიაზე მიიღოთ.
მაგრამ ეს კაპიტალდაბანდების ცოტა სხვანაირი ტიპი იქნება: უმრავლეს შემთხვევაში, ინვესტორები უკვე დაინტერესებულნი იქნებიან არა სწრაფი ზრდით, არამედ თქვენი ტექნოლოგიებით ან ბაზრის წილით.
ან ხედავენ თქვენი ბიზნესების სინერგიას. ამ შემთხვევაში ინვესტორები უფრო დაემსგავსებიან სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც თქვენთან ერთად გაივლიან იმავე გზას.
უკვე ჩამოყალიბებულ ბიზნესში ინვესტიციის კიდევ ერთი მაგალითია მისი გაფართოება ახალ ბაზრებზე. უნდა გაითვალისწინოთ, ნებისმიერ შემთხვევაში — სტარტაპი ხართ თუ ბიზნესი, რომელიც მზად არის სხვა ქვეყანაში გაფართოებითვის — პოტენციურ ინვესტორებს თანამშრომლობის დაწყებამდე გარკვეული მოთხოვნები ექნებათ. ეს ძირითადად ეხება შემოწმებების ჩატარებას და სხვადასხვა აუდიტს (ფინანსური, ტექნიკური, AML აუდიტი და ა.შ.). დიდი ალბათობით მოგიწევთ სრული Due Diligence-ის გავლა. ეს პროცესი სავალდებულოა ინვესტორისთვის. და რაც უფრო მოწინავეა თქვენი კომპანია, რაც უფრო მეტი მონაცემი და პასუხისმგებლობის სფეროა, მით უფრო რთულია ის.
ამიტომაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: თუ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი კომპანიის განვითარების გზა ინვესტირებაზე გადის, მაშინ უმჯობესია ადრე დაიწყოთ — ადრეულ ეტაპზე მოამზადოთ თქვენი შიდა პროცესები, მონაცემები და დოკუმენტები საფუძვლიანი შემოწმებისთვის.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ინტერნეტთან მუშაობას ასწავლის და ციფრული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რუსული კანონის მეორედ დაინიციირებაზე ამბობს, რომ წინა წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და კანონს ახლაც უარყოფითად აფასებს.