ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში

გიორგი კაპანაძე Space Internatrional-ის პროდუქტებისა და ტექნოლოგიური დირექტორია. მისი კარიერა პროგრამირებას, მარკეტინგს და ინოვაციას აერთიანებს. გიორგი პირველივე დღიდან მუშაობდა პირველი ქართული ნეობანკის — Space-ის შექმნისთვის,  2020 წელს კი უზბეკეთის ბაზარზე გასვლაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ციფრული ბანკი, რომელიც დიდწილად საქართველოდან, ცენტრალიზებულად, სფეის ინთერნეიშენალის ტექნოლოგიების და სერვისების, უზბეკეთში TBC UZ-ის ბრენდით ოპერირებს. 

გიორგი კაპანაძე dev.ge-ს სფეისისა და TBC UZ-ის შექმნის იდეაზე, მიზნებზე, მუშაობასა და მართვის პროცესზე დეტალურად ესაუბრა. 

კომენტარის დატოვება
Space International-ის როლი თიბისის საერთაშორისო ექსპანსიაში

გიორგი კაპანაძე Space Internatrional-ის პროდუქტებისა და ტექნოლოგიური დირექტორია. მისი კარიერა პროგრამირებას, მარკეტინგს და ინოვაციას აერთიანებს. გიორგი პირველივე დღიდან მუშაობდა პირველი ქართული ნეობანკის — Space-ის შექმნისთვის,  2020 წელს კი უზბეკეთის ბაზარზე გასვლაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ციფრული ბანკი, რომელიც დიდწილად საქართველოდან, ცენტრალიზებულად, სფეის ინთერნეიშენალის ტექნოლოგიების და სერვისების, უზბეკეთში TBC UZ-ის ბრენდით ოპერირებს. 

გიორგი კაპანაძე dev.ge-ს სფეისისა და TBC UZ-ის შექმნის იდეაზე, მიზნებზე, მუშაობასა და მართვის პროცესზე დეტალურად ესაუბრა. 

 — მოგვიყევით თქვენ შესახებ — როდის დაინტერესდით ტექნოლოგიებით? როდის დაიწყეთ მუშაობა ამ სფეროში და რა გზა გაიარეთ Space International-ამდე?

ინფორმაციული ტექნოლოგიებიდან მოვდივარ, პროგრამისტი ვარ. მაგრამ, ისე მოხდა, რომ დაახლოებით 2010 წლიდან, გარდა სამსახურსა, ვმუშაობდი სტარტაპის შექმნაზე. თუმცა, მაშინ არც ვიცოდი, რომ ამას სტარტაპი ერქვა, უბრალოდ ბიზნესს ვეძახდით. პირველად გავაკეთეთ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის სისტემა. Booking.com საქართველოში შემოსული არ იყო. მას შემდეგ ძალიან, ძალიან ბევრ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპ-ინიციატივაში მივიღე მონაწილეობა. 

ჩემს პროფესიულ გზას რამდენიმე ეტაპად ვყოფ: 

პირველ ეტაპზე ძირითადად ტექნოლოგიებზე ვიყავი ორიენტირებული. ეს ტექნოლოგიური სტარტაპების კეთების ეტაპი იყო. მალევე მივხვდით, რომ ამ ტექნოლოგიურ სტარტაპებს გაყიდვა სჭირდება — ბიზნეს და კომერციული მიმართულება და ჩემი ფოკუსი მთლიანად მარკეტინგზე გადაერთო. მომიწია რეკლამის, ედვერთაიზინგის სწავლა. გადავერთე პერფორმანს მარკეტინგზე. 

ასე აღმოჩნდი რედ ბულში ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელად საქართველო, აზერბაიჯანის, სომხეთში. ეს იყო მეორე ეტაპი. 

მესამე ეტაპზე იყო პროდუქტი და მისი დიზაინი. ეს უკვე სფეისის ეტაპია. ფაქტობრივად აქ მოვუყარე ჩემს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ გამოცდილებას და ყველაფერი გარდაიქმნა პროდუქტულ გამოცდილებად. 

— როგორ გაჩნდა Space International-ის შექმნის იდეა, რა იყო ის ნაბიჯები, რამაც აქამდე მიგიყვანათ? 

Space International დავიწყეთ შვიდი წლის წინ. თავდაპირველი მიზანი იყო, შეგვექმნა სტარტაპი ენტერპრაიზის შიგნით. ანუ, თიბისი ბანკის ტოპ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, თავისივე თავის კონკურენტი შეექმნა. რა თქმა უნდა, კონკურენტი არა — პირდაპირი მნიშვნელობით. გვინდოდა, რაღაცები განსხვავებულად გვეკეთებინა. ამიტომ, გადაწყდა, ყოფილიყო ბანკისგან, ინფრასტრუქტურისგან, ხალხისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი. 

მალევე მივხვდით, რომ თუ ამ ყველაფერს ნულიდან, არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და სისტემებზე ყველანაირი დამოკიდებულების გარეშე გავაკეთებდით, ეს იქნებოდა მარტივად რეპლიცირებადი პლატფორმა. 

შესაბამისად, დავიწყეთ ციფრული საბანკო პლატფორმის აწყობა ნულიდან შექმნა. გადავწყვიტეთ, არ გამოგვეყენებინა ბანკის არც ტექნოლოგიური და არც სამომხმარებლო ბაზა. ოპერირება დავიწყოთ ნული მომხმარებლით იმისათვის, რომ გამოგვეცადა ციფრული საოპერაციო მოდელი — შევძლებთ თუ არა, პირობითად, ქუჩიდან მოგვეყვანა, დაგვეინტერესებინა კლიენტები, შეგვეთავაზებინა ჩვენი პროდუქტი და შეგვექმნა ბიზნესი. საქართველო მოვიაზრეთ, როგორც ჩვენი შექმნილი ციფრული საბანკო პლატფორმის საცდელი ბაზარი, რათა ასევე გამოგვეცადა ჩვენი თავი, გვესწავლა და მოვმზადებულიყავით უფრო დიდ ბაზრებზე გასასვლელად. 

მალევე ჩამოვაყალიბეთ მიზანი: სფეისის ციფრული საბანკო პლატფორმა უნდა გახდეს თიბისი ბანკის ექსპანსიის მთავარი ინსტრუმენტი სხვა ქვეყნებში. Space International დღემდე ამ მისიას ემსახურება. 

— მოგვიყევით TBC UZ-ზე — რა სერვისები და პროდუქტები გაქვთ უზბეკეთის მოქალაქეებისთვის? 

2020 წელს საქართველოდან უზბეკეთში გაუშვით ციფრული ბანკი უზბეკეთში. ეს მოხდა ძალიან რთულ პირობებში — კორონავირუსის დროს. რა თქმა უნდა ძალიან გამოგვადგა საქართველოს გამოცდილება. თუმცა, სულ სხვა გამოწვევები დაგვხვდა.

— რა იყო ეს გამოწვევები? 

ძირითადად, იყო ტექნოლოგიური ტიპის გამოწვევები — საქართველოში ყველაფერი ქლაუდზე გვქონდა — არანაირი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სასერვეროები და ა.შ. უზბეკეთში მოგვიწია ყველაფრის გადაწყობა ონ პრემისზე, რადგან საკანონმდებლო ბაზა სხვა შესაძლებლობას არ იძლეოდა. ეს იყო პირველი დიდი კედელი. 

მას შემდეგ, რაც ყველაფერი გადავაწყვეთ და შესაბამისად, პლატფორმა გავუშვით, გაჩნდა ახალი ტიპის პრობლემები, რომლებიც ლოკალურ სერვის პროვაიდერებს უკავშირდებოდა — თუ საქართველოში სახელმწიფო სერვისები საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე იყო, უზბეკეთის სახელმწიფო სერვისები, რომლებიც აუცილებელია ბანკის ოპერირებისთვის, არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ, ამ კუთხითაც ბევრი ცვლილების განხორციელება დაგვჭირდა. თუმცა, დღეს უკვე ბევრად განვითარებულია და მაღალ დონეზეა. 

— რა სერვისები და პროდუქტები აქვს TBC UZ-ს უზბეკი მოქალაქეებისთვის? რას სთავაზობთ მათ? 

უზბეკეთში გავტესტეთ მოდელი, რომელსაც შოურუმის ეფექტი დავარქვით. შევქმენით ფილიალი, თუმცა, ის იყო აბსოლუტურად ცარიელი — არ იყო არც მოლარე, არც ფული, არაფერი. აქ მოსულ მომხმარებლებს კონსულტაციას თავიანთი მობილურ ტელეფონებში არსებული აპლიკაციაზე უწევენ.  საინტერესო ექსპერიმენტი იყო. 

ჩვენი ძირითადი დრაივერ პროდუქტი, რომელიც განგვასხვავებს ყველა სხვა ბანკისგან ბაზარზე, არის სესხი. ჩვენ ამას ვეძახით მყისიერ სესხს — Instant Cash Flow ჰქვია. 

იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ბანკის მომხმარებელი, შეავსოს სესხზე განაცხადი, დაიმტკიცოს სესხი და ეს თანხა ნებისმიერ ბარათზე ჩაერიცხოს, დაახლოებით 15 წუთია საჭირო. ეს არის ჩვენი მთავარი პროდუქტი და ღირებულების მთავარი შეთავაზება კლიენტისთვის.

დანარჩენი პროდუქტებიდან გამოვყოფდი დეპოზიტს, რომელიც, ბევრი სხვა ბანკისგან განსხვავებით, გვაქვს მხოლოდ ორი, სიმარტივისთვის: ეს არის დეპოზიტი ვადიანი და დეპოზიტი მოქნილი.

ჩვენი ყველა პროდუქტი თავიდან ბოლომდე ავტომატიზებულია და არ მოითხოვს ადამიანური რესურსის ჩარევას, იქნება ეს ანგარიშის გახსნა, სესხის გაცემა, დეპოზიტი თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტი.

საკრედიტო ბიზნესში აგრეთვე გვაქვს განვადება, ასევე, გვაქვს ავტოსესხი უზბეკეთში და სტანდარტული საგადახდო პროდუქტები, როგორიც არის: ფიზიკური და ვირტუალური ბარათები, გადარიცხვები, კომუნალური სერვისების გადახდები და სხვა. აგრეთვე, გვაქვს საკმაოდ საინტერესო და ყველასგან განსხვავებული სამოტივაციო — გეიმიფიცირებული პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს აჯილდოებს სხვადასხვა პრიზით, მათი აქტივობისა და ჩართულობისათვის. 

— როგორ ხდება ახალ პროდუქტებზე მუშაობა და მათი ტექნოლოგიურად დამუშავება, რა პროცესია ეს? 

სტანდარტული ფაზებია იდეიდან მომხმარებლის ფიდბექამდე. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანია ჩართული. 

ყველაფერი იწყება იდეით.

შემდეგი ფაზა არის პროდუქტის ჩამოყალიბება და კვლევა. კვლევის ეტაპზე ტარდება ფოკუს ჯგუფები, რაოდენობრივი კვლევებიც. დგება პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც იტესტება ქვეყანაში მომხმარებლებთან. შემდეგ ვიღებთ პირველ უკუკავშირს მომხმარებლებისგან. ამ ეტაპის შემდეგ იწყება ტექნოლოგიური პროცესი — გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე. 

ამის შემდეგ, სტანდარტულად, იწყება ამოცანების ანალიზი: უკუკავშირის მიხედვით ამოცანების ჩამოყალიბება, მათი ქვეამოცანებად დაშლა და ინჟინრულ პროცესში ჩაშვება. 

გვაქვს ტესტირების ინტეგრირებული პროცესი და კვარტალური რელიზები, გაშვებისთვის მომზადება — დეველოპმენტ ეტაპიდან გადადის რანინგ ფაზაში და ეშვება შიდა მომხმარებლებისთვის. ამ ფაზაშიც ვიღებთ უკუკავშირს, ვნახულობთ შეცდომებს, ვასწორებთ ხარვეზებს. შემდეგ კი პროდუქტი გადადის მეოთხე ეტაპზე — როცა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

ამის შემდეგ არა სფეისიდან ქვეყნისკენ, არამედ ქვეყნიდან სფეისისკენ მოემართება უკუკავშირები,  განახლების, ცვლილებების, სიახლეების სურვილი. სფეისის გუნდი ამას იღებს, აანალიზებს, ამუშავებს და შემდეგ იმავენაირი ციკლით უკან აბრუნებს. 

— როგორ უზრუნველყოფთ TBC UZ აპლიკაციის უწყვეტად და გამართულად მუშაობას? 

პირველ რიგში, არსებობს გუნდი, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი. ეს გუნდი დაკომპლექტებულია Space International-ის თანამშრომლებისგან როგორც საქართველოში, უზბეკეთში. არსებობს DevOps გუნდი, რომელიც სისტემას მართავს. ამასთან, მუშაობს მონიტორინგისა და ინციდენტების მართვის გუნდი, რომელიც ოცდაოთხი შვიდი შვიდზე აკვირდება სისტემას და მართავს მას. ძალიან მოკლედ, ასე გამოიყურება ჩვენი უწყვეტობის მხარდაჭერა. 

— TBC UZ-მა გაუშვა პროდუქტი Embedded Banking —  ჩაშენებული ბანკინგი — რას გულისხმობს ეს და რას სთავაზობთ  მომხმარებლებს?

აქამდე გვქონდა მხოლოდ ერთი არხი — ეს იყო ჩვენი მობილური აპლიკაცია, ყველა სერვისს ვთავაზობდით ჩვენი მობილური აპლიკაციის საშუალებით. თუმცა, უზბეკეთის ბაზარზე დავინახეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტები შეგვეთავაზებინა პარტნიორი კომპანიებისთვის და მათ, თავის მხრივ, თავიანთი აპლიკაციებით, თავისი კლიენტებისთვის მიეწოდებინათ საბანკო და ფინანსური პროდუქტები. ანუ, შევქმენით მიმართულება, სადაც ჩვენი პროდუქტი, როგორც სერვისი, სხვა კომპანიებისთვის გავხსენით. 

ერთ-ერთი მაგალითი იყო სასესხო პროდუქტი — ერთ-ერთი საგადასახადო აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი სესხზე იქვე შეავსონ, დაიმტკიცონ, აიღონ და იქვე გამოიყენონ ისე, რომ ბანკს საერთოდ არ შეეხონ, საერთოდ არ მოუწიოთ ბანკის აპლიკაციაში გადასვლა. ყველაფერი ხდება აბსოლუტურად დამოუკიდებელ, მესამე მხარის აპლიკაციაში,. ეს იყო ერთ ერთი პირველი მაგალითი იმისა, თუ როგორ გავხადეთ ხელმისაწვდომი ჩვენივე შექმნილი პროდუქტები სხვა პარტნიორი კომპანიებისთვის. 

მეორე არის განვადების პროდუქტი, რომელიც აგრეთვე გაიცემა როგორც სერვისი მათთვის, ვინც ამით დაინტერესებულია. 

— როგორ იმართება TBC UZ? როგორც ვიცით, ცენტრალიზებულად და თბილისიდან — როგორია ეს პროცესი და რა არის მისი უპირატესობები? 

ოპერირების ამ მეთოდს ჩვენ კაპიტალ ლაითს ვეძახით  — იაფიანი საოპერაციო მოდელია. უპირატესობა არის ის, რომ ხდება არსებული ცოდნის, რესურსების გამოყენება. არ გიწევს ნულიდან აწყობა, ნულიდან რესურსების მოზიდვა, მოძიება, სწავლა, ცოდნის გადაცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, უზბეკეთში არის ძალიან დიდი გუნდი რომელიც მართავს ბანკს, როგორც ბანკს — მუშაობს ყველა შესაბამისი მიმართულება, იქნება ეს რისკები თუ სხვა. თუმცა, მთავარი ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესი ცენტრალიზებულია. მთავარია ეფექტიანობა როგორც ხარჯების, ისე ცოდნის გადაცემის და კადრების მოძიების კუთხით. ბანკის რესურსების 60% ცენტრალიზებულია, 40% — ლოკალიზებული. 

— რამდენი ადამიანისგან შემდგარი გუნდი მუშაობს TBC UZ-ისთვის? 

Space International-ში დაახლოებით 300-ზე ადამიანი მუშაობს. TBC UZ-ში, ლოკალურად, თანამშრომლების რაოდენობა ორმაგია, რადგან გვაქვს ქოლ ცენტრიც მომხმარებლების მხარდაჭერისთვის და ა.შ

— რატომ გადაწყვიტა Space International-მა უზბეკეთის ბაზარზე შესვლა? 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან უზბეკეთი მოსახლეობის ზომით ტოპ სამში შედის. წლების განმავლობაში ქვეყანა დახურული იყო ყველანაირი გარე ინვესტიციისთვის. სახელმწიფო მოწყობის და რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რაც დაახლოებით 6 წლის წინ მოხდა, უზბეკეთი უცხოური ინვესტიციებისთვის გაიხსნა, შეიცვალა პრეზიდენტი და დაიწყო რეფორმები, მოხდა ეკონომიკის ლიბერალიზაცია. ცხადი გახდა, რომ ბაზარი გაიხსნებოდა და გახდებოდა ძალიან მზარდი.

შესაბამისად, თიბისი ბანკის ხელმძღვანელობამ ეს შესაძლებლობა დაინახა და მიზნის შესაბამისად, სწორედ ამ ციფრული საბანკო პლატფორმით შეძლო საზღვრებს გარეთ პირველი ექსპანსია. 

— რა განასხვავებს საქართველოს და უზბეკეთის ბაზრებს და შესაბამისად, რით განსხვავდება Space Geo და TBC UZ?  

ბაზრების ძირითადი განსხვავება არის შემდეგი: რადგან უზბეკეთი იყო დახურული ქვეყანა, კომერციული ბანკები თავდაპირველად არ იყვნენ განვითარებული და ამან ბევრი სხვადასხვა საინტერესო ფინტეკის გაჩენას შეუწყო ხელი. ანუ ბანკები იყო ძირითადად სახელმწიფო და დიდად არ გამოირჩეოდნენ არც კარგი პროდუქტებით, არც კარგი სერვისებით. სამაგიეროდ, გაჩნდნენ მოთამაშეები, გადახდის აპლიკაციები, სისტემები, პროვაიდერები.

მოხდა ისე, რომ ე.წ ღია ბანკინგი, ისე, რომ ალბათ საერთოდ არც იცოდნენ ამის შესახებ, გაჩნდა თავისთავად. უზბეკეთში ყველაფერი არის ლოკალურ საბარათე სისტემაზე აწყობილი და დიდი ხანია, აპლიკაციაში შეგიძლია მიაბა ნებისმიერი ბარათი და იქ ხედავდე ტრანზაქციებს, ბალანსებს. კვაზი ღია ბანკინგი აქვთ პირველივე დღიდან და ძალიან აქტიურად იყენებს ყველა.

ამიტომ ხალხი ძირითადად იყენებდა გადახდის აპლიკაციებს, რომლებსაც ამ არც თუ ისე კარგი ბანკების ბარათებს აბამდნენ. ამიტომ, გადახდის აპლიკაციებს ბევრად მეტი მომხმარებელი ჰყავთ, ვიდრე ბანკების აპლიკაციებს. 

ჩვენთან ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია, კომერციული ბანკები განვითარებულია და ამ რაოდენობით გადახდის აპლიკაციები აქ არ გაჩენილა. 

ამას გამოვყოფდი, როგორც მთავარ განმასხვავებელს ამ ორ ბაზარს შორის. 

მეორე განმასხვავებელი ის არის, რომ ჯერჯერობით ფეხი არა აქვს მოკიდებული ქვეყანაში საერთაშორისო საგადახდო სისტემებს, როგორიც არის ვიზა, მასტერქარდი, და ყველაფერი აწყობილია უფრო ლოკალურ ინფრასტრუქტურაზე, რაც არის მაგალითად ლოკალური საბარათე სისტემები, ლოკალური საგადახდო ოპერატორები. 

სფეის უზბეკეთში არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელიც სფეის საქართველოში არა გვაქვს და არც საჭიროებაა. მაგალითად, თიბისი უზბეკეთში არსებობს ავტომატიზებული ციფრული ავტოსესხი. თუმცა, საქართველოში ამის საჭიროება არ არის, იმიტომ, რომ ავტოსესხი, როგორც პროდუქტი სამომხმარებლო სესხმა შთანთქა. 

უზბეკეთში განვადების პროდუქტი შეგიძლიათ ფიზიკურ მაღაზიაში და იქ მოახდინოთ განვადება. საქართველოში გვაქვს მხოლოდ e-commerce განვადება. 

— რა არის TBC UZ-ის სამომავლო გეგმები ზრდისა და ინოვაციების თვალსაზრისით? 

მთავარი ფოკუსი შემდეგი ერთი წლის-წლინახევრის განმავლობაში არის მთლიანად სფეის ინთერნეიშენალის მოდერნიზაცია, ტრანსფორმაცია როგორც ტექნოლოგიური ხაზით, ისე მუშაობის მიდგომების და ორგანიზაციული მიმართულებით. დაინერგა ძალიან ბევრი ახალი, თანამედროვე ინჟინრული პრაქტიკა. აგრეთვე, შეიცვალა და იცვლება ტექნოლოგიური არქიტექტურა და ის ძალიან თანამედროვე ხდება. 

რაც მთავარია, იცვლება და ახლდება ჩვენი მუშაობის პრინციპები და მიდგომები. ამ ყველაფერში ჩვენ გვეხმარება პარტნიორი კომპანია, რომლის შესახებაც ტექნოლოგიურ ქომიუნითიში ალბათ ყველა იცის — Thoughtworks. ეს არის ერთ ერთი ფუნდამენტური კომპანია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. მათთან ერთად ვახდენთ ტრანსფორმაციას. 

მიზანია, რომ ინოვაციების დანერგვით, იქნება ეს ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს პრაქტიკაში, სოფთვეარ დეველოფმენთის სიცოცხლის ციკლში, ტესტირებასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაში, ვიყოთ უფრო სწრაფები, ანუ უფრო მალე მივაწოდოთ მომხმარებლებს ღირებულება. პრობლემების შემთხვევაში უფრო მალე შევძლოთ მათი მიტიდირება და აღმოფხვრა. რაც შეიძლება ხშირად შევძლოთ სიახლეების მიტანა მომხმარებლამდე და ზოგადად, გავზარდოთ ჩვენი მოქნილობა. ამ დიდ ტრანსფორმაციულ პროცესში გვეხმარება Thoughtworks.

Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
თემის მიხედვით
Space International ტესტერთა დღეზე — რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გაზიარება
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე
თემის მიხედვით
როგორ ზრუნავს Space International თანამშრომლების მოტივაციაზე


ასევე წაიკითხეთ
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.  «ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე. 
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.