პრეზიდენტმა Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომპანია Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ინფორმაცია პრეზიდენტმა 18 ნოემბერს გაავრცელა.
ანა რობაქიძეს ჯილდო გადაეცა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ანა რობაქიძის მიერ დაფუძნებულმა ქართულმა სტარტაპმა Theneo ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ კონკურსში, PITCH-ში გაიმარჯვა.
კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია — Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც მაღალხარისხიან ინტერაქციულ API დოკუმენტაციას ქმნის.
რაც შეეხება ლისაბონში მიმდინარე ტექნოლოგიურ კონფერენციას — მას ესწრება 70 000 ადამიანი მთელი მსოფლიოდან, ასევე, ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური კომპანია.
Theneo-ს კონფერენციაზე საკუთარი სტენდიც ჰქონდა წარმოდგენილი და მისი პროდუქტით ბევრი კომპანია და რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა.