ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძესტარტაპები
30 მარტი 2023, 20:53
2023-03-30
Tasteit — ქართული სტარტაპი, რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს
2023 წლის ნოემბერში ლისაბონში, მსოფლიოს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სტარტაპ კონფერენციასა და კონკურსზე Web Summit მიიწვიეს ქართული სტარტაპი tasteit.
tasteit გაცნობის აპლიკაციაა, რომელიც ცვლის აქამდე ამ კუთხით არსებულ პრინციპს და ადამიანებს შორის მთავარ დამაკავშირებელ ელემენტად საჭმელი შემოაქვს. ის აკავშირებს საჭმლის მეგობრებს — connecting foodmates.
tasteit-ის დამაარსებლის, გიორგი ურუშაძის თქმით, სტარტაპის იდეა დაახლოებით ორი წლის წინ დაებადა, როდესაც ბერლინში, სარეკლამო კომპანია Oglivy-ში Burger King-ისა და Food Panda-ს სარეკლამო კამპანიებზე მუშაობდა.
გაცნობის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, tasteit-ის მომხმარებლები ერთმანეთს კულინარიული გემოვნების მიხედვით პოულობენ. გიორგი ურუშაძის თქმით, tasteit საკვების სოციალური ქსელია, რომელიც გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, აქრობს რომანტიკულ კონტექსტს.
ადამიანების ინტერაქციის ფორმები გამუდმებით იცვლება. ტექნოლოგიებმა ერთის მხრივ, გააქრო მანძილი და დაგვაახლოვა ადამიანებს, რომლებთანაც შეიძლება, ოკეანეც კი გვაშორებდეს. თუმცა, მეორე მხრივ, საგრძნობლად შეამცირა ცოცხალი ინტერაქციის ელემენტი.
სწორედ ამიტომ, tasteit-ს არ აქვს გამოძახების სერვისი — სტარტაპი მომხმარებლებს მოუწოდებს, ერთმანეთს რესტორნებში, ბარებში, კაფეებში, რეალურ გარემოში შეხვდნენ.
როგორ მუშაობს tasteit?
აპლიკაცია tinder-ის მსგავსი პრინციპით მუშაობს. თუმცა, აქ ადამიანების ნაცვლად მომხმარებლები იწონებენ ან არ იწონებენ კერძებს ან სასმელებს, რომლებიც რეალურ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებშია გადაღებული.
თუკი კონკრეტული მომხმარებელი და მასთან ერთად რომელიმე ადამიანი ერთსა და იმავე კერძს მოიწონებს, ისინი ამ კერძის გამომწერები ხდებიან. ასე ირჩევიან «შესაფერისი» ადამიანები (match). კერძებს ინფლუენსერის როლი ენიჭებათ და ადამიანებს შეუძლიათ, მომხმარებლის მიერ მოწონებული/გამოწერილი კერძები ერთმანეთის გვერდზე ნახონ.
კომუნიკაციის დაწყება მომხმარებლის პროფილზე გადასვლით და მესენჯერის გამოყენებით ხდება. ამასთან, აპლიკაციას აქვს ფუნქცია, განსაზღვროს, თუ ვინ იხდის თანხას — I pay (მე ვიხდი), You pay (შენ იხდი), We split (ვიყოფთ).
გარდა იმისა, რომ აპლიკაცია ახალი ადამიანების გაცნობის საშუალებას გვაძლევს, მისი გამოყენებით ახალი გემოების აღმოჩენაც ხდება შესაძლებელი.
tasteit-ის მომხმარებელთა აუდიტორია შეზღუდული არ არის, თუმცა, მთავარი აქცენტი მილენიალებზე და Gen Z-ზე კეთდება. ამასთან, მთავარ ფოკუსში გურმანები არიან, იმიტომ რომ, აპლიკაცია, პირველ რიგში კვების პლატფორმაა.
სტარტაპის შექმნას თან მრავალი სირთულე ახლავს. არც tasteit ყოფილა გამონაკლისი. გიორგი ურუშაძის თქმით, პირველი და მთავარი გამოწვევა იმ რისკზე წასვლაა, რომელიც სტარტაპის შექმნისას გარდაუვალია.
კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად გიორგი სტარტაპისთვის სწორი მექანიზმის მიგნებას მიიჩნევს.
tasteit არის აპლიკაცია, რომელსაც სჭირდება პარტნიორი რესტორნები, ბარები, კაფეები, ამიტომ მას არ აქვს საშუალება, პირდაპირ შექმნას აპლიკაცია და ჩაეშვას.
რამდენად დიდი შეიძლება გახდეს tasteit?
გიორგი ურუშაძის თქმით, tasteit-ს აქვს პოტენციალი, გახდეს პირველი ქართული იუნიქორნი. იდეა თავისუფალი, მხიარული და ბუნებრივი, რაც მისი თქმით, ადამიანებს დააინტერესებს. «ქუჩაში რომ დავდივარ, ვხედავ, რომ ადამიანები ამას იყენებენ».
გიორგი გვიყვება, რომ მისი მთავარი მიზანი სტარტაპის საქართველოში ამოქმედება იყო.
საქართველოს შემდეგ, tasteit-ის სამიზნე ბაზრებს გერმანია და აშშ წარმოადგენს.
tasteit-ის მობილური აპლიკაცია საქართველოში 2023 წლის გაზაფხულზე გაეშვება. ასევე, იგეგმება ცალკე სარესტორნო აპლიკაციის შემუშავება, რომელიც რესტორანს ან კვების სხვა ობიექტს საშუალებას მისცემს, შექმნას კონტენტი და ატვირთოს აპლიკაციაში. ასევე, მართოს და მიიღოს ჯავშნები და გადახდები.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.