ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

STORI — ქართული AI აპლიკაცია, რომელიც ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიების სფეროს ორ ყველაზე პოპულარულ და საინტერესო განსახილველ საკითხად, ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი და ჩიპები ითვლება. ამ კუთხით პირველობისთვის უამრავი გიგანტი კომპანია იბრძვის, რაც თემის აქტუალურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ლოგიკურია, რომ ბაზარზე უამრავი კომპანია თუ პლატფორმა ჩნდება, რომელიც საკუთარი ბიზნესისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. სწორედ ასეთი ქართული AI აპლიკაციაა STORI, რომელიც მომხმარებლებს ბრენდირებული კონტენტის შექმნაში ეხმარება.

კომენტარის დატოვება

ცოტა ხნის წინ 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეირჩა, რომელთაგანაც ერთ-ერთი STORI იყო.

STORI-ის თანადამფუძნებელმა, სანდრო ოქროპირიძემ dev.ge-სთან კომპანიის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

STORI 2022 წლის 27 სექტემბერს დაფუძნდა. პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში ბრენდსა და კრეატიულ მარკეტინგულ კონტენტს ქმნის, როგორც ტექსტის, ისე ფოტოებისა და პოსტერების სახით. როგორც სანდრო ოქროპირიძე გვიხსნის, ამისთვის Storiai.com-ზე დარეგისტრირებაა საჭირო.

სანდრო ოქროპირიძე
«ყველაფერი ჩვენს საიტზე რეგისტრაციით იწყება. ამის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს კომპანიისა და მომავალი ბრენდის შესახებ ცნობები უნდა მიაწოდო და AI საჭირო ინფორმაციას რამდენიმე წამში დააგენერირებს. საბოლოოდ, ამ  კონტენტის გაშვება ჩვენი Dashboard-დანაა შესაძლებელი». 

სანდრო ოქროპირიძის თქმით, მან და სხვა თანადამფუძნებლებმა საკითხის ემპირიულად შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მომხმარებლებს კონტენტის შექმნასთან დაკავშრებით უამრავი პრობლემა ექმნებოდათ. შესაბამისად, გადაწყვიტეს, ინტერაქციული ხელსაწყოები შეექმნათ, რომლებიც საბოლოოდ STORI AI-ის დაარსების საფუძველი გახდა.

სანდრო ოქროპირიძე
«თავდაპირველად საიტების გაკეთება დავიწყეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაზარზე კონტენტის მოწოდების დიდი პრობლემა იდგა. ამიტომ მსგავსი პროდუქტის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომხმარებლებს ბრენდირებული კონტენტის შექმნაში დაეხმარებოდა».

სანდრო ამბობს, რომ STORI-ის ძირითადი სეგმენტი და სამიზნე სამ ნაწილად იყოფა. პირველი მცირე კომპანიებია, რომელებსაც მარკეტინგული გუნდი არ ჰყავთ. 

სანდრო ოქროპირიძე
«აღმოვაჩინეთ, რომ მცირე კომპანიებში ძალიან კარგი ტექნოლოგიური გუნდები ჰყავთ, თუმცა მარკეტინგული გუნდები თითქმის არ გააჩნიათ. ხშირად გუნდი ინტროვერტებისგან არის დაკომპლექტებული  — ქმნიან კარგ პროდუქტს, თუმცა ამის შესახებ არავინ არ იცის.  

მეორე სეგმენტს სოცმედია მენეჯერები წარმოადგენენ, რომლებსაც თავის პორტფოლიოში სხვადასხვა ბრენდები ჰყავთ. ხოლო მომსახურების მესამე სფერო დიდი სააგენტოებია.

სანდრო ოქროპირიძე
«მეორე სეგმენტი სოცმედია მენეჯერები და მარკეტერები არიან, რომლებსაც თავისი კლიენტები ჰყავთ და სხვადასხვა ბრენდზე მუშაობენ. მათ ჩვენთან ამ ბრენდების რაოდენობის 50-100-მდე ან ულიმიტოდ გაზრდა შეუძლიათ. ხოლო მესამე სეგმენტი დიდი სააგენტოები და მარკეტინგული კომპანიებია». 

მომსახურება თვეში 30 აშშ დოლარიდან იწყება. ამასთან ერთად, STORI-ის 50 და 150 დოლარიანი გამოწერაც აქვს. მათ შორის მთავარი განმასხვავებელი არა მომსახურების ხარისხი, არამედ, მაგალითად, ფოტოების, ედიტორებისა და მეხსიერების რაოდენობაა. 

სანდრო ოქროპირიძე
«ეს გამოწერები ერთმანეთისგან მომსახურების ხარისხით არ განსხვავდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობის პროცესში კოლაბორაციაც შესაძლებელია — მაგალითად, დამკვეთის გრაფიკულ დიზაინერს უფლება აქვს, რომ რაღაცები შეცვალოს. თუ მსგავსი კადრი არ გყავთ, მას ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს».

სანდრო გვიყვება, რომ ტექნოლოგიის მთლიანი კოდი და დიზაინი მათი გუნდის შექმნილია. დამატებით ისინი Microsoft Azure-სა და Stable Diffusion-ის Image Generation Model-ს იყენებენ.

STORI ინგლისურენოვანი პლატფორმაა, შესაბამისად, კონკურენტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უფრო კონკრეტულად აშშ-ში ჰყავს. მიუხედავად ამისა, პლატფორმაზე  ქართველი და უცხოელი მომხმარებლები თითქმის თანაბრად შედიან. როგორც სანდრო ამბობს, საქართველოში STORI-ის პირდაპირი კონკურენტის მოძებნა შეუძლებელია.

სანდრო ოქროპირიძე
«კონკურენტები აშშ-ში გვყავს — ესენი არიან კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ სეგმენტზე არიან მორგებულნი და ზუსტად იციან რას აკეთებენ. ცხადია, მათგან დაფინანსების კუთხითაც განვსხვავდებით — ძალიან დიდ კომპანიებთან აქვთ საქმე და შესაბამისად მიდგომებიც განსხვავებულია».

საინტერესოა, როგორ ახერხებენ STORI და მსგავსი AI პლატფორმები იმ კრეატიულობის შენსარჩუნებას, რომელიც რეალურად ადამიანის საქმეა. სანდრო ოქროპირიძე გვიხსნის, რომ პროდუქტი პროფესიონალი კოპირაიტერების ან დიზაინერების ჩასანაცვლებლად არ შექმნილა. STORI-ის მიზანი იმ კომპანიების დახმარებაა, რომლებსაც გუნდში ამ პროფესიის წარმომადგენლები საერთოდ არ ჰყავთ.

«პროდუქტი პროფესიონალების ჩასანაცვლებლად არ შექმნილა. ბევრ გუნდს, მაგალითად, დიზაინერი საერთოდ არ ჰყავს, ამიტომ ხშირად უწევთ, რომ ეს საქმეც თავად გააკეთონ. ჩვენი პლატფორმა ამას უფრო მალე და უფრო ხარისხიანად აკეთებს, რადგან ბევრ სპეციფიკას ითვალისწინებს. მაგალითად, LinkedIn-ისთვის სხვანაირ დიზაინს აკეთებს, Facebook-ისთვის — სხვანაირს, Twitter-ისთვის — სხვანაირს. გარდა ამისა, ზედმიწევნით ითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დამკვეთს გააჩნია». — ამბობს სანდრო ოქროპირიძე

ბოლო პერიოდში, შეზღუდვები და ჩარჩოები ხელოვნური ინტელექტის განუყრელი ნაწილი გახდა. უამრავი წესები და რეგულაციები იქმნება, რომელიც AI-ის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული, რაც მას ყველაფრის შექმნის უფლებას არ აძლევს. სანდროს თქმით, მსგავსი «კონტროლი» მათ ტექნოლოგიასაც გააჩნია.

«შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ჩვენს AI-ისაც გააჩნია. STORI რაიმე ძალადობრივის, რასისტულისა თუ აკრძალულის შექმნაზე ყოველთვის უარს ამბობს». — თქვა სანდრო ოქროპირიძემ.

STORI 30 ოქტომბერს ახალი დიზაინის გაშვებას აპირებს. ამასთან ერთად, კომპანიას ზამთარში Product Hunt-ის წლის საუკეთესო პროდუქტის პრიზის მოპოვება სურს. როგორც სანდრო ამბობს, მთავარი მიზანი აშშ-ის ბაზარზე გააქტიურებაა, რაზეც აქტიურად მუშაობენ.

სანდრო ოქროპირიძე
«ჩვენი მომხმარებლების 40% ამერიკიდანაა, თუმცა ამ ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურება გვსურს. ვცდილობთ, დაფინანსებები და და ინვესტიციები მოვიზიდოთ. ახლახანს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით არჩეული სტარტაპი გავხდით. მოკლედ, უამრავი საქმეა, რომელიც, რეალურად გარედან არ ჩანს, თუმცა დიდ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს».
10 სტარტაპი რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
თემის მიხედვით
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.