ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება

საყიდლებზე წასვლა გჭირდებათ და ვერ ასწრებთ? მანქანაა გასარეცხი? იქნებ თეატრის ან კინოს ბილეთების ყიდვა გჭირდებათ და არ გცალიათ? სანტექნიკა გაგიფუჭდათ? —  ყოველდღიური საქმეების შესრულებაში ქართული სტარტაპი, Wempler დაგეხმარებათ. 

კომენტარის დატოვება

ვემპლერი სანდრო თავხელიძემ, დავით ბერძნიშვილმა და გიორგი ჯავახიძემ 2022 წელს შექმნეს. 

როგორ მუშაობს Wempler: 

  • აპლიკაციაში ან ვებგვერდზე მიუთითებ, რაში გჭირდება დახმარება;
  • ვემპლერი პოულობს ადამიანს, ვინც მას დავალების შესრულებაში დაეხმარება;

Wempler-ის საშუალებით, ადამიანებს თავადაც შეუძლიათ, სხვებს დაეხმარონ და ამით თანხა გამოიმუშაონ. 

  • ამისთვის: უნდა შეავსოთ ფორმა ვემპლერის საიტზე ან დაუკავშირდეთ ტელეფონით. 
  • მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სფერო და სამუშაო საათები. 

სანდრო თავხელიძე გვიყვება, რომ ვემპლერის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ დაიბადა — ის უნივერსიტეტის დავალებას აკეთებდა, როცა დედამ დაურეკა და სარემონტო მასალების ყიდვა სთხოვა. სანდრო ვერ ასწრებდა, ამიტომ ისეთი ადამიანის მოძებნა დაიწყო, ვინც ამას მის ნაცვლად გააკეთებდა. იმ მომენტში ასეთი ადამიანი ვერ იპოვა. 

მოგვიანებით მეგობარმა უთხრა, რომ მას სურდა, თავად დახამრებოდა სხვას ანაზღაურების სანაცვლოდ. 

ასე მიხვდნენ, რომ საერთო პრობლემა ჰქონდათ და  ვემპლერის იდეაც დაიბადა.

ვემპლერმა კონკურს Shark Tenk Georgia-ში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 5 ინვესტორი მოიძიეს. დამფუძნებლებისთვის ეს პროდუქტის მალე შექმნის მოტივაცია გახდა. 

დღეს ვემპლერს აპლიკაცია და ვებსაიტი აქვს. აპლიკაცია ერთი კვირის წინ გაუშვეს, ვებსაიტი კი — ორი თვის წინ. როგორც სანდრო ამბობს, ინვესტორები ფინანსებითა და რესურსებით დაეხმარნენ.

სანდროს თქმით, მომხმარებლებს თავიდან ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ვიღაც დაიქირაო და ის, მაგალითად, სარემონტო მასალების საყიდლად შენ ნაცვლად წავიდეს. 

სანდრო თავხელიძე
«როცა იგებენ, რომ ეს შესაძლებელია, უკვირთ, შემდეგ კი  ვემპლერის მუდმივი მომხმარებლები ხდებიან. ჩვენი მომხმარებლების 70% გვიბრუნდება და ვებგვერდზე კიდევ ერთხელ ათავსებს შეკვეთას».   

სანდრო დამფუძნებლების შეცდომაზეც ლაპარაკობს — ეს პროდუქტის გვიან გაშვებაა. მისი თქმით, ეს კომპანიის დამფუძნებლების პერფექციონიზმის გამო მოხდა. 

«გვინდოდა ვემპლერის პირველივე ვერსია ზუსტად ის გაგვეკეთებინა, რაც თავში გვქონდა. ეს იყო დიდი შეცდომა, რადგან ასე დრო იკარგება, ადამიანური და ფინანსური რესურსი მიდის. რა პროდუქტიც გავუშვით, ორ დღეში შეცვლა მოგვიწია. მომხმარებლისგან სულ სხვა უკუკავშირი წამოვიდა. ის, რაზეც გვეგონა, რომ საჭირო იყო მომხმარებლებისთვის საჭირო არ აღმოჩნდა». — ამბობს სანდრო თავხელიძე. 

მას მიაჩნია, რომ სტარტაპებმა პროდუქტი რაც შეიძლება მალე უნდა გამოუშვან. მისი თქმით, პროდუქტის მალე გატანით მომხმარებლებისგანაც მალე წამოვა უკუკავშირი, რაც კომპანიის განვითარების მთავარი წყაროა.

დამფუძნებლები ვემპლერის საერთაშორისო ბაზარზე გატანასაც აპირებენ. პირველი ასეთი ბაზარი, საქართველოს შემდეგ, უზბეკეთი იქნება, სადაც პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 

სანდროს თქმით, საქართველო სატესტო ბაზარია ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნის გასათვალისწინებლად და კომფორტული აპლიკაციის ჩამოსაყალიბებლად. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი
თემის მიხედვით
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი
რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.