ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ მუშაობს Carusell — მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის სტარტაპი

Carusell პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებსა და ავტო ექსპერტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ექსპერტები კი მათ ავტომობილის ძალიან მარტივად ყიდვასა და გაყიდვაში ეხმარებიან. როგორც Carusell-ის თანადამფუძნებელი, ანა აბაშიძე გვიყვება, იდეა ნიკა აბაშიძის სტარტაპიდან Caru-დან წამოვიდა, რომელიც ადამიანებს მანქანების შეკეთებაში ეხმარებოდა.

კომენტარის დატოვება
როგორ მუშაობს Carusell — მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის სტარტაპი

Carusell პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებსა და ავტო ექსპერტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ექსპერტები კი მათ ავტომობილის ძალიან მარტივად ყიდვასა და გაყიდვაში ეხმარებიან. როგორც Carusell-ის თანადამფუძნებელი, ანა აბაშიძე გვიყვება, იდეა ნიკა აბაშიძის სტარტაპიდან Caru-დან წამოვიდა, რომელიც ადამიანებს მანქანების შეკეთებაში ეხმარებოდა.

რა არის და როგორ მუშაობს Carusell

«ხალხისგან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რომ მათ მანქანის ყიდვასა და გაყიდვაშიც დავხმარებოდით. აქედან გამომდინარე, დავინახეთ, რომ ბაზარს მსგავსი სერვისი სჭირდებოდა და Carusell შევქმენით». — განაცხადა ანა აბაშიძემ.

სტარტაპის მუშაობის სქემა მარტივი და სრულყოფილია — მომხმარებელი ავტომობილის ყიდვის სურვილის შემთხვევაში Carusell-ის საიტზე განაცხადს აკეთებს, რაც ავტო ექსპერტს მომხმარებელზე იდეალურად მორგებული ავტომობილის შერჩევაში ეხმარება.

ანა აბაშიძე
«მომხმარებელმა საიტზე ბიუჯეტი უნდა მიუთითოს, ასევე — როგორი ავტომობილის ყიდვა სურს — სედანის, მაღალი გამავლობის თუ სხვა. ექსპერტი, კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად, იდეალურ ავტომობილს ეძებს, მათგან სამ საუკეთესოს არჩევს და მომხმარებელთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ერთ-ერთს ამოწმებს, შედეგს კი პრეზენტაციის სახით უგზავნის»

იდეალური და მომხმარებელზე მორგებული მანქანის პოვნის შემდეგ ავტო ექსპერტის მოვალეობაა, გამყიდველს ფასზე შეევაჭროს და საკუთარ მომხმარებელს ავტომობილი საუკეთესო ფასად აყიდინოს. 

რატომ შედის ეს მის ინტერესებში? — მარტივია, ექსპერტის საკომისიო დაკლებული თანხის 30%-ია, რაც მას მოტივაციას უქმნის, გამყიდველს რაც  შეიძლება მეტი დააკლებინოს და მომხმარებელს ავტომობილი ხელსაყრელ ფასად აყიდინოს.

როგორც ანა აბაშიძე გვიხსნის, დიდად განსხვავებული არც გაყიდვის პროცესია. ექსპერტი მანქანის გაყიდვის პროცესს მთლიანად საკუთარ თავზე იღებს. თავდაპირველად თქვენს ავტომობილს სურათს უღებს, საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებს და გასაყიდად მოამზადებს, განცხადებას სხვადასხვა საიტსა და Facebook-ის ჯგუფებში გამოაქვეყნებს, მანქანას პოტენციურ კლიენტს აჩვენებს და სურვილის შემთხვევაში, ავტომობილის შესამოწმებლადაც გაჰყვება. მომხმარებელი მხოლოდ გადაფორმების პროცედურისთვის არის საჭირო. ამ შემთხვევაში, ექსპერტის საკომისიო გადახდილი თანხის 3%-ია.

ექსპერტისთვის ამ ტვირთის გადაბარება თქვენს დროს, ენერგიასა და ფინანსებს დაზოგავს. იმისთვის რომ პროცესი დაიწყოს, მომხმარებელს თავდაპირველად 50 ლარის, საბოლოოდ კი ფიქსირებული საკომისიოს გადახდა უწევს.

რატომ უნდა ვენდოთ Carusell-ს?

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც მანქანის ყიდვა საკმაოდ მგძნობიარე პროცესია, რომელსაც ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებიან. მომხმარებელს, რა თქმა უნდა, გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ავტო ექსპერტის შერჩეული ავტომობილი იდეალურთან მიახლოვებული იქნება. მუშაობის პროცესში არანაირი ეჭვი არ უნდა გაჩნდეს. საინტერესოა, რას აკეთებს ამ ყველაფრისთვის Carusell?

როგორც ანა აბაშიძე გვიყვება, თითოუელი ექსპერტი, რომელიც Carusell-ში მუშაობს შემოწმებული და გადამზადებულია, რაც შეცდომის ალბათობას, ფაქტობრივად, აქრობს.

ანა აბაშიძე
«ჩვენს ავტო ექსპერტებს ვალიდაცია აქვთ გავლილი. რა თქმა უნდა, დატრენინგებულები არიან. უპირველეს ყოვლისა, ვაკვირდებით, რამდენად კარგად ესმით ავტომობილები, შემდეგ მითითებეს ვაძლევთ, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის რისი შემოწმებაა უმთავრესი. დამოუკიდებლად მუშაობას მხოლოდ ვალიდაციის გავლის შემდეგ იწყებენ»

ნდობის ფაქტორს პროცესის გამჭირვალობაც ზრდის. ავტო ექსპერტი მომხმარებელთან მუდმივ კომუნიკაციაშია და ყველანაირ ინფორმაციასა თუ ცვლილებას აწვდის.

ანა აბაშიძე
«ავტომობილი შესამოწმებლად ისეთ ადგილას მიჰყავთ, სადაც კონკრეტული მანქანის სპეციალისტები მუშაობენ. შემოწმების შემდეგ მათ აბსოლუტურად ყველა საბუთს უგზავნიან, იქნება ეს ძრავის შემოწმების თუ ელექტრო დიაგონსტიკის საბუთი»

სამომავლო გეგმები

Carusell ეტაპობრივად ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება, ეს კი დამფუძნებლებს საინტერესო ცვლილებების განცორციელების საშუალებას აძლევს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ კომპანიამ მძღოლებისთვის მუსიკალური ფლეილისტი შექმნა. მათ Spotify-ის ანგარიში გააკეთეს, სადაც რამდენიმე ჟანრის, მძღოლებისთვისა და მგზავრებისთვის საინტერესო, მუსიკას მოუყარეს თავი.

ფაქტობრივად, ეს არის გეგმა და ნაბიჯი, რომლითაც Carusell-ის გუნდმა გადაწყვიტა, სტარტაპი არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვასთან, არამედ მთლიანად ავტომობილთან ასოცირებული პროდუქტი გამხდარიყო, რაც წარმატებით გამოუვიდათ.

ანა აბაშიძის თქმით, ყოველთვიურად 100-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურებიან, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. 

სტარტაპი ყაზახეთშიც მუშაობს. მიზანი კი მთელი რეგიონის ათვისება, შემდეგ კი ამერიკის ბაზარზე გასვლაა.

«ჯერ ჩვენს გარშემო არსებული რეგიონის ათვისება გვსურს. საბოლოოდ, კი ამერიკის ბაზარზე გასვლა გვინდა, სადაც მეორადი მანქანების ყველაზე დიდი ბაზარია». — განაცხადა ანა აბაშიძემ.



ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.