ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Skillwill — ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია მომავლის პროფესიებისთვის

★ პარტნიორობა

დღევანდელ სწრაფად მზარდ და ცვალებად ციფრულ სამყაროში IT პროფესიონალებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება — ინდუსტრიები ვითარდებიან და მოწინავე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობენ, შესაბამისად, საჭიროა მეტი პროფესიონალი კადრი. წარსული გამოცდილებიდან და ბაზრის ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, Skillwill-მა შექმნა სასწავლო დაწესებულება, რომლის დახმარებითაც ათობით ადამიანი უკვე დაეუფლა ახალ პროფესიას. 

კომენტარის დატოვება
Skillwill — ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია მომავლის პროფესიებისთვის

★ პარტნიორობა

დღევანდელ სწრაფად მზარდ და ცვალებად ციფრულ სამყაროში IT პროფესიონალებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება — ინდუსტრიები ვითარდებიან და მოწინავე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობენ, შესაბამისად, საჭიროა მეტი პროფესიონალი კადრი. წარსული გამოცდილებიდან და ბაზრის ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, Skillwill-მა შექმნა სასწავლო დაწესებულება, რომლის დახმარებითაც ათობით ადამიანი უკვე დაეუფლა ახალ პროფესიას. 

SkillwIll-ის შესახებ dev.ge-ს კომპანიის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ჩქოტუა ესაუბრა. 

როდის და როგორ დაფუძნდა Skillwill? 

Skillwill აკადემიის ისტორია 2018 წლიდან იწყება, როცა მისი დამფუძნებლები განათლების სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციას საკონსულტაციო მომსახურებას უწევდნენ. 2022 წელს მოხდა რებრენდინგი და გუნდი სქილვილის ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ამავე წლის ზაფხულში აკადემიამ პირველი სტუდენტები მიიღო და დღეს გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც ნულიდან დაეუფლნენ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

სქილვილის შექმნის მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და ციფრული მიმართულებით განათლების დონის გაძლიერებაა. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბიზნეს მოდელი ამ ღირებულებაზე დგას — სქილვილში სწავლა შესაძლებელია ონლაინ, დისტანციურად, არასამუშაო დროს და სულ რაღაც 599 ლარად

რას ასწავლით და ვინ არიან თქვენი ლექტორები? და რას სთავაზობთ დაინტერესებულ ადამიანებს? 

სქილვილში კურსები იყოფა სამი მიმართულებით: პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი. ადამიანებს, ვისაც სურთ ნულიდან, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე ისწავლონ პროგრამირება, შეუძლიათ გაიარონ პროგრამირების საბაზისო კურსი და 7 თვეში დასაქმდნენ დამწყები დეველოპერის პოზიციაზე. გარდა ამისა, გვაქვს 3 თვიანი კურსები: ბექენდ დეველოპმენტი, ფრონტენდ დეველოპმენტი, ციფრული პროდუქტების ტესტირება, IT პროექტების მენეჯმენტი, UX/UI დიზაინი. 

მარკეტინგის მიმართულებით, მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ციფრული მარკეტინგის, ციფრული ედვერტაიზინგის და სოციალი მედიის მართვის კურსები. 

თითოეულ მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, კურსებს კი უძღვებიან დარგის პროფესიონალები და ტუტორები (ლექტორის ასისტენტები), რომლებიც პარალელურად ეწევიან პრაქტიკულ საქმიანობას საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე.

გაქვთ თუ არა კურსი, რომელიც მანქანურ სწავლებას და ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება?

ივნისში ჩაეშვება ხელოვნური ინტელექტის პირველი მასშტაბური ონლაინ კურსი საქართველოში, სადაც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ AI-ს საფუძვლებს და ისწავლონ ინსტრუმენტების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში.

ხელოვნური ინტელექტის კურსის  განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ აღმოაჩინონ ხელოვნური ინტელექტის სიღრმეები. გაიგებენ ამ სფეროში მთავარი მოთამაშეებისა და პიონერების შესახებ საინტერესო დეტალებს. რაც მთავარია, სტუდენტები შეძლებენ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისწავლიან როგორ გახადონ კარიერული ცხოვრება AI-ის დახმარებით უფრო მარტივი და კომფორტული. კურსი არის ყველასთვის, ვისაც უნდა ააჩქაროს საკუთარი ცხოვრების ტემპი, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს ან გაზარდონ ბიზნესის ეფექტურობა.

სად საქმდებიან თქვენი კურსდამთავრებულები? 

ჩვენს კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ როგორც სქილვილის პარტნიორ კომპანიებში, ასევე გახდნენ თვითდასაქმებულები და მიიღონ შეკვეთები ქართული თუ საერთაშორისო კომპანიებისგან. ჩვენთან დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია — გვყავს კურსდამთავრებულებიც, რომლებიც ჩვენთან  დავასაქმეთ და დღეს ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას კომპანიაში. გარდა ამისა, სქილვილი არის ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი, რაც კიდევ უფრო ზრდის შესაძლებლობების არეალს ამ კუთხით.

გარდა კურსდამთავრებულების დასაქმებისა, რა ნაწილში თანამშრომლობთ და გაქვთ თუ არა შეთავაზებები ბიზნესისთვის?

სქილვილს 40-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს და მათი რიცხვი პერიოდულად იზრდება. თანამშრომლების გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბიზნესებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას — მრავალფეროვანი პროგრამა და მოქნილობა საოპერაციო ნაწილში, ზუსტად ერგება მათ საჭიროებებს. გარდა არსებული კურსებისა, ბაზრის კვლევებსა და არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, შევქმენით სპეც კურსი ბიზნესისთვის (Business Essentials), რომელიც შედგება სამი მოდულისგან: კომპიუტერული უნარები და პროგრამები, პროფესიული(რბილი) უნარები და კომუნიკაციის უნარები. ამ კურსზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. დამეთანხმებით, დღეს ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ციფრული და პროფესიული უნარებით აღჭურვილი კადრები. 

რატომ არის ტექნოლოგიების სწავლა მნიშვნელოვანი? რა დადებითი მხარეები და პერსპექტივები აქვს მას?

დღეს, ეპოქაში, სადაც ბიზნესები აქტიურად ეწევიან პროცესების დიგიტალიზაციას და ავტომატიზაციას, ტექნოლოგიების სწავლა აუცილებელი პირობაა კარიერული წარმატების მისაღწევად. ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა ეხმარება ადამიანებს უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და გაზარდონ თავიანთი საქმიანობის ეფექტურობა. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, ბაზარზე ტექ პროფესიონალების მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის საუკეთესო კარიერული შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეფლონ და სურთ დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. ამასთან, დღეს არ არის აუცილებელი რომ გასაუბრებიდან გასაუბრებაზე იარო — თუ შენ დააგროვებ საკმარის ცოდნას, თავად გახდები მეწარმე და შექმნი სამუშაო ადგილებს ყველაზე მოთხოვნად ინდუსტრიებში.

რა არის ის პროექტები და მიღწევები, რომლითაც სქილვილი ამაყობს? 

სქილვილი, მიუხედავად იმისა, რომ 1 წლისაც არ არის, უკვე პოზიციონირდება როგორც ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია საქართველოში. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს 1500-ზე მეტ სტუდენტს, 40+ პარტნიორ ორგანიზაციას, უნიკალურ საგანმანათლებლო პლატფორმას და არაერთ CSR პროექტს. ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან. ქ. თბილისის მერიასთან ერთად, 500-მდე სტუდენტს მივეცით შესაძლებლობა უფასოდ დაეუფლოს ტექ პროფესიას.

მოგვიყევით დაბრკოლებებისა და მათი გადალახვის შესახებ. როგორი სტრატეგიით მოქმედებთ?

მიუხედავად პოსტპანდემიური მოცემულობისა, როცა კიდევ უფრო გამოიკვეთა ონლაინ სწავლების და დისტანციური საქმიანობის ბენეფიტები, საზოგადოებაში მაინც არსებობს ნდობის დეფიციტი ამ მიმართულებით. ჩვენ დავამსხვრიეთ ეს სტერეოტიპი და შევძელით შეგვექმნა ისეთი პროგრამა, სადაც სტუდენტების აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესებში, ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებში, აქვთ მუდმივი კავშირი როგორც ლექტორებთან, ასევე სქილვილის გუნდის წევრებთან და იღებენ მაქსიმუმს ონლაინ კურსიდან. 

რა განგასხვავებთ კონკურენტებისგან? 

სქილვილში შევქმენით სამკომპონენტიანი სასწავლო სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა იმ საჭირო ცოდნის და უნარების დასწავლას, რაც სჭირდება ადამიანს დასაქმებისთვის.

პროფესიული განათლება, სადაც სტუდენტები იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას დარგის პროფესიონალებისგან უახლესი ტრენდების გათვალისწინებით და თანამედროვე სწავლების მეთოდებით;

კარიერული ზრუნვის სერვისი — ამ მოდულის ფარგლებში, სტუდენტები გადიან რბილი უნარების ტრენინგებს, სწავლობენ რეზიუმეს და პორტფოლიოს შექმნას, ემზადებიან გასაუბრებისთვის და ერთვებიან დასაქმების პროგრამაში, სადაც აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ სქილვილის პარტნიორ კომპანიებში;

ნეთვორქინგი — დღეს, პროფესიული ცოდნის და უნარების გარდა, გჭირდება კავშირები კარიერული წარმატებისთვის. სქილვილის სტუდენტებს ვუქმნით გარემოს, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა გაიცნონ ერთმანეთი, პოტენციური დამსაქმებლები და დარგის სპეციალისტები. ეს მიმართულება მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ და კულტურულ აქტივობებს, როგორიცაა ვოკშოპები, საჯარო ლექციები, ჰაკათონები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის ტურნირებს და სხვა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისად, მომავალში იგეგმება ახალი კურსების დამატებაც, მათ შორის DevOps-ის, კიბერუსაფრთხოების, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და წელს სქილვილი გლობალურ ბაზარზე გადის, რაც კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივებს ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის და მომავალი სტუდენტებისთვის. ვფიქრობთ, საქართველოს აქვს პოტენციალი თავისი კვალი დატოვოს მსოფლიო ტექ რუკაზე. 

★ პარტნიორის კონტენტი

მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის


ასევე წაიკითხეთ
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა. აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირება — როგორ, რამდენი და რატომ?
ავტორი: სერგი ბუინი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. გამარჯობა, მე ვარ სერგი და ამ სტატიაში მსურს AWS Solutions Architect Professional-ის სერტიფიცირების გავლის გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე 7 წელია, DevOps/Cloud/Systems Engineer-ზე ვმუშაობ, აქედან დაახლოებით 3 წელია, Amazon-ის სერვისებს ვიყენებ და ახლა კომპანია Yalantis-ში DevOps Competency Lead-ის პოზიციას ვიკავებ. ამ სტატიაში მინდა განვიხილო, რა სერტიფიცირებებს იძლევა AWS, რატომ არის ისინი საერთოდ საჭირო, რა ღირს და როგორ მოვემზადოთ ისე, რომ გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბაროთ და გამოცდის გავლის დროს დამატებით 30 წუთი მიიღოთ.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.