ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ბექა მაისურაძე
29 იანვარი 2023, 20:08
2023-01-29
Theneo — ანა რობაქიძის ახდენილი ოცნება
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიურ ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპი, Theneo გამოჩნდა, რომელმაც ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ყურადღება მალევე მიიქცია. თენეო API დოკუმენტების დახარისხებასა და მომხმარებლისთვის საქმის გამარტივებას ისახავს მიზნად.
Theneo-ს იდეის რეალობად ქცევა მარტივი არ ყოფილა. რთული, მაგრამ საინტერესო გზის შესახებ dev.ge-ს სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ესაუბრა.
ანა გვიყვება, რომ რადგან ინტროვერტია, ადამიანებთან კომუნიკაციას კომპიუტერთან ჯდომას ამჯობინებდა. თავდაპირველად ამ სფეროს შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, თუმცა თენეოს დაარსებამდე გამოცდილება ამერიკაში მიიღო — ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა, როცა ტექნოლოგიებში პირველ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
ამერიკაში ჩავიდა. ნიუ-იორკის ქუჩები წინასწარ იმდენად ჰქონდა შესწავლილი, როგორც ამბობს, სხვებსაც ეხმარებოდა გზის გაკვლევაში.
ამერიკაში მიღებული გამოცდილებების შემდეგ, ანამ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან სტარტაპში გაეერთიანებინა. ასე დაიბადა თენეოს იდეაც.
საბოლოოდ, თენეოს გუნდმა შექმნა პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია API დოკუმენტაციის გადამუშავებაზე, რაც უამრავ დროსა და ენერგიას ზოგავს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
თენეოს სამუშაო ვერსია ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გაეშვა, თუმცა სტარტაპი ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა და პირველი წარმატებებიც მოიპოვა.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ქართულმა პლატფორმამ მალევე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის ფარგლებში ჩატარებულ PITCH-ში გაიმარჯვა და ეს გუნდის წევრებისთვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რამდენად სწორ საქმეს აკეთებდნენ. პირველ წარმატებებამდე არაერთი დაბრკოლება შეხვდათ.
დღეს თენეოს მომსახურებით უკვე 4 ათასზე მეტი კომპანია სარგებლობს. როგორც ანა dev.ge-სთან აღნიშნავს, მიმდინარე წელს მათი მთავარი მიზანი მომხმარებლის გაზრდაა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.