ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2023 წელს

შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს 2023 წელს მსოფლიოში განვითარებული ამბების ნაწილი გამორჩა — ლოგიკურია, IT ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცვალებადი სფეროა. ამიტომ, გთავაზობთ მნიშვნელოვან ფაქტებს, ამბებსა და ინოვაციებს, რომლებიც წელს ტექნოლოგიების სფეროში განვითარდა — ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, ილონ მასკისა და მარკ ზაკერბერგის დრამით დამთავრებული. ამ ამბების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელი საინტერესო და მიმზიდველი გამოვიდა.

კომენტარის დატოვება
მსოფლიო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2023 წელს

შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს 2023 წელს მსოფლიოში განვითარებული ამბების ნაწილი გამორჩა — ლოგიკურია, IT ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცვალებადი სფეროა. ამიტომ, გთავაზობთ მნიშვნელოვან ფაქტებს, ამბებსა და ინოვაციებს, რომლებიც წელს ტექნოლოგიების სფეროში განვითარდა — ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, ილონ მასკისა და მარკ ზაკერბერგის დრამით დამთავრებული. ამ ამბების გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელი საინტერესო და მიმზიდველი გამოვიდა.

ხელოვნური ინტელექტი ყველგან

რა თქმა უნდა, 2023 წლის შეჯამება ხელოვნური ინტელექტით უნდა დავიწყოთ, რომელიც ეტაპობრივად ყველა სფეროში შედის და რევოლუციისთვის ემზადება. 2022 წელს შექმნილი AI ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT და DALL·E 2, წელს კიდევ უფრო დაიხვეწა და საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები აჩვენა. 

2023 წლის განმავლობაში, ექსპერტებისა და ტექნოლოგიების სფეროს ვარსკვლავების ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს ეჭვის თვალით უყურებდა. თუმცა, მისი დახმარებით პროდუქტებს მაინც ქმნიდა.

მარტის ბოლოს ილონ მასკი, სტივ ვოზნიაკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება ისეთი პროცესია, რომლის კონტროლიც არავის შეუძლია. 

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ საინტერესო ვითარება შექმნა — ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების მოსატყუებლად გამოიყენება ბევრად უფრო სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე ტექნოლოგია, რომელსაც ხრიკების იდენტიფიცირება შეუძლია.

ტექნოლოგიური კომპანიები, მკვლევრები, ფოტო სააგენტოები და ახალი ამბების ორგანიზაციები იბრძვიან, რომ ბალანსი აღადგინონ —  ცდილობენ, შინაარსის წარმოშობისა და საკუთრების შესახებ სტანდარტები და რეგულაციები დაადგინონ. AI-ის ჩარჩოებში მოქცევას ევროკავშირიც ცდილობს და ნელ-ნელა რეგულაციებს ამკაცრებს.

ევროპარლამენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს ამზადებს
ევროპარლამენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს ამზადებს
თემის მიხედვით
ევროპარლამენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს ამზადებს

სემ ალტმანი და OpenAI

ისევ ხელოვნური ინტელექტის გარშემო ვტრიალებთ, თუმცა ამჯერად დრამაზე ვსაუბრობთ. 17 ნოემბერს OpenAI-ის საბჭომ განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. საბჭომ მიიჩნია, რომ ის «კომუნიკაციაში ყოველთვის გულწრფელი არ იყო». 

ალტმანის გათავისუფლების შემდეგ დირექტორის მოვალეობას OpenAI-ის CTO — ტექნოლოგიების აღმასრულებელი ოფიცერი — მირა მურატი ასრულებდა. თუმცა, მალევე, 18-19 ნოემბრის მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე სემ ალტმანის პოტენციურ დაბრუნებას ეხებოდა, კომპანიის არაკომერციული საბჭო სრულიად სხვა გზით წავიდა და დროებით აღმასრულებელ დირექტორად Twitch-ის ყოფილი CEO და თანადამფუძნებელი, ემეტ შირი დაასახელა.

The Verge-ის წყაროს ცნობით, შირი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც OpenAI-ის ოთხკაციანმა საბჭომ გადადგომასა და ალტმანის დაბრუნებაზე  უარი თქვა.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ OpenAI-ის არსებობა ალტმანის გარეშე უნდა გაეგრძელებინა — ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებდა, რომ სემმა Microsoft-ისგან სარფიანი შეთავაზება მიიღო და კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების გუნდის ხელმძღვანელი გახდა. 

22 ნოემბერს ინფორმაცია გავრცელდა, რომ სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდა.  ხუთდღიანი დისკუსიებისა და განხილვის შემდეგ კომპანიის საბჭო ამ დასკვნამდე მივიდა. მათ განაცხადეს, რომ ალტმანთან «პრინციპულ შეთანხმებას» მიაღწიეს.

Twitch-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ემეტ შირმა, რომელიც 19 ნოემბერს OpenAI-ის დროებით ლიდერად დაინიშნა, თქვა, რომ სტარტაპის ახალი გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყო. 

მოულოდნელად სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
თემის მიხედვით
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს

მასკი VS ზაკერბერგი — არშემდგარი ჩხუბი

მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური მილიარდერი, ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი, MMA ბრძოლაზე ივნისში შეთანხმდნენ. თუმცა, მალევე მასკმა თანამშრომლებს უთხრა, რომ დაზუსტებით ვერაფერს იტყოდა და ეტაპობრივად უკან დახევა დაიწყო. 

6 აგვისტოს ილონ მასკმა თქვა, რომ მარკ ზაკერბერგთან ოქტაგონზე ბრძოლა X-ზე (ტვიტერზე) პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომ შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს განცხადება მასკს Meta-ს შემქმნელთან არ შეუთანხმებია — ზასკერბერგმა მას Threads-ზე უპასუხა. 

«უფრო სანდო პლატფორმა ხომ არ უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც ქველმოქმედებისთვის ფულის შეგროვება ნამდვილად შეუძლია?» — დაწერა მან. 

დაპირისპირების იდეა პოტენციურად გასართობი ჩანდა, მაგრამ ამ პროცესისთვის თვალყურის დევნება უკვე დამღლელი ხდებოდა, რადგან მასკი ბუნდოვან განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის იმის შესახებ, თუ სად გაიმართებოდა ბრძოლა. თავის მხრივ, ზაკერბერგი დაუღალავად ამბობდა, რომ საჩხუბრად ნებისმიერ დროს მზად იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ოფიციალური პირი მარკ ზაკერბერგს დაუკავშირდა და ბრძოლის ჩატარება მსოფლიოში ყველაზე ლეგენდარულ მოედანზე, რომის კოლიზეუმში შესთავაზა.

14 აგვისტოს მარკ ზაკერბერგმა Threads-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ დროა, ილონ მასკთან გალიაში ბრძოლა დაივიწყოს.

«ყველას შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ილონი არ არის სერიოზული». — დაწერა მან და დასძინა, რომ X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელის უარი თარიღის დადასტურებაზე და უარი «ჩემს ეზოში ვარჯიშზე» სწორედ ამაზე მეტყველებს.

გაურკვეველია, სად ჩატარდება მასკისა და ზაკის ბრძოლა — კოლიზეუმის შიგნით თუ გარეთ, გალიაში თუ მარკის სახლში, თუმცა ფაქტია, რომ აღმასრულებელმა დირექტორებმა უამრავი ადამიანის ყურადღების მიქცევა მოახერხეს. მიუხედავად ზაკერბერგის განცხადებისა  და დიდი დროის გასვლისა, ეს საგა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მასკი VS ზაკერბერგი — შედგება თუ არა ბრძოლა 26 აგვისტოს? 
მასკი VS ზაკერბერგი — შედგება თუ არა ბრძოლა 26 აგვისტოს? 
თემის მიხედვით
მასკი VS ზაკერბერგი — შედგება თუ არა ბრძოლა 26 აგვისტოს? 

სემ ბანკმან-ფრიდის უკანასკნელი სასამართლო

სემ ბანკმან-ფრიდი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟას, FTX-ს მართავდა, ნიუ-იორკში ერთთვიანი სასამართლო პროცესის ბოლოს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს.

ნაფიც მსაჯულებმა განაჩენი მხოლოდ ოთხნახევარ საათიანი განხილვის შემდეგ გამოიტანეს, რომლის მიხედვითაც 31 წლის ყოფილი მილიარდელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

ბანკმან-ფრიდი გასულ წელს დააკავეს — მას შემდეგ, რაც მისი კომპანია, კრიპტო ბირჟა FTX გაკოტრდა. 

«სემ ბენკმან-ფრიდმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობა ჩაიდინა — მრავალმილიარდ დოლარიანი სქემა, რომლის მიზანი იყო, რომ ის კრიპტოს მეფე გამხდარიყო». — თქვა ამერიკელმა მოსამართლემ, დემიან უილიამსმა განაჩენის გამოტანის შემდეგ.

სემის სამმა ყოფილმა ახლო მეგობარმა და კოლეგამ, მათ შორის ყოფილმა შეყვარებულმა, ქეროლაინ ელისონმა, დანაშაული აღიარა და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, საკუთარი სასჯელის შემცირების იმედით, დასთანხმდა.

ბანკმან-ფრიდის სასამართლო პროცესის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებოდნენ მის გავლენას მთლიან კრიპტო ინდუსტრიაზე, რომელიც გასული წლის არეულობისგან ჯერ კიდევ ვერ გამოჯამრთელდა.

FTX-ის სწრაფმა ზრდამ და მისმა გარიგებებმა გასულ წელს, როდესაც ბაზრის ვარდნამ სხვა კრიპტო კომპანიები გაანადგურა, გამოიწვია ის, რომ სემს «კრიპტო მეფის» სახელი შეერქვა. 

სემ ბანკმან-ფრიდი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
სემ ბანკმან-ფრიდი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
სემ ბანკმან-ფრიდი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ილონ მასკი და X

ზაფხულში ილონ მასკმა მას შემდეგ, რაც Twitter-ზე ფასიანი ვერიფიკაციით, დეზინფორმაციის გავრცელებითა და დაღმასვლის დაწყებით პლატფორმის რეპუტაცია შელახა, გადაწყვიტა, რომ მისთვის სახელი გადაერქვა და კომპანიას X დაარქვა. 

შეიცვალა ტვიტერის ლოგოც — ლურჯი ჩიტი 17-წლის შემდეგ X სიმბოლოთი შეცვალეს.

მასკმა ტვიტერი 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. მას შემდეგ კომპანიაში არაერთი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის — ფასიანი გახდა ლურჯი ნიშანი, რამაც პლატფორმის კონცეფცია შეცვალა. სამსახურიდან გათავისუფლდა 7500-ზე მეტი ადამიანი. 

გარდა ამისა, Twitter-მა სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა მას შემდეგ, რაც ის ილონ მასკმა გასული წლის ოქტომბერში 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. მასკმა თქვა, რომ კომპანიას გაყიდვები, რომელიც ივნისში იყო მოსალოდნელი, არ შესრულდა, მაგრამ დასძინა, რომ პერსპექტივა არსებობდა. წლის ბოლოს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, თუმცა არა ბოლომდე. 

X — ილონ მასკი Twitter-ს სახელს უცვლის
X — ილონ მასკი Twitter-ს სახელს უცვლის
თემის მიხედვით
X — ილონ მასკი Twitter-ს სახელს უცვლის

Instagram Threads — Meta-მ ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია

ივლისის დასაწყისში Meta-მ ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია, Instagram Threads გაუშვა. მარკ ზაკერბერგის თქმით, პირველივე რამდენიმე საათში აპლიკაცია 5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა. 

24 ივლისის მონაცემებით, პლატფორმამ მომხმარებლების 70% დაკარგა. გაშვებიდან 2 კვირის თავზე Threads-ის მომხმარებლების რიცხვი 13 მილიონი იყო მაშინ, როცა გაშვებიდან 5 დღეში აპლიკაცია 100-მა მილიონმა ადამიანმა გადმოწერა. 

25 აგვისტოს Meta-მ Threads-ის ვებ ვერსია გამოუშვა. ვებზე, ისევე, როგორც მობილურ აპლიკაციაში მომხმარებლებს შესვლა ინსტაგრამის ანგარიშით შეუძლიათ. 

Bitcoin ელ-სალვადორში 

ელ-სალვადორის მთავრობა წლების განმავლობაში თავის ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტის გამოყენებაზე მსჯელობდა. პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და მისი პოლიტიკური პარტიის, Nuevas Ideas-ის წევრები ფლობენ და საჯაროდ უწყობენ ხელს Bitcoin-ის გამოყენებას — დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. 2021 წელს ეს დებატები Bitcoin-ის კანონის მიღებით დასრულდა, რომელმაც ელ- სალვადორში ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტას კანონიერი გადახდის სტატუსი მიანიჭა.

ყველაფერთან ერთად, ელ-სალვადორის მთავრობა Bitcoin-ის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც სახელმწიფო ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოაქტივის ფასიან ქაღალდს გამოუშვებს. მარეგულირებლის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დასტური უკვე გაცემულია.

კანონმდებლებზე დაყრდნობით, ამით ელ-სალვადორის მთავრობა ინვესტორებისგან დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას შეძლებს, აქედან 500 მილიონი დოლარის დახარჯვა Bitcoin-ის ქალაქის მშენებლობაზე იგეგმება, დარჩენილი თანხა კი ციფრული რეზერვების გაზრდასა და დამატებითი რაოდენობით Bitcoin-ის შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.

Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
თემის მიხედვით
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

Epic Games-მა Google Play Store-ს სასამართლო მოუგო

ფედერალური სასამართლოს ნიფიცმსაჯულებმა Epic Games-ის საჩივარი დააკმაყოფილეს და გადაწყვიტეს, რომ Google-ის Android აპლიკაციების მაღაზია ანტიკონკურენტული ბარიერებით იყო დაცული, რამაც სმარტფონების მომხმარებლები და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები დააზიანა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ კომპანიას Google Play Store-სა და Google Play Billing გადახდის სერვისებს შორის უკანონო კავშირი აქვს. ასევე გადაწყდა, რომ განაწილების ხელშეკრულება, Project Hug, რომელიც თამაშის დეველოპერებს ეხებათ, ანტიკონკურენტული იყო.

«გამარჯვება Google-ზე! 4 კვირიანი სასამართლო ჩვენების შემდეგ, კალიფორნიის ნაფიცმა მსაჯულებმა Google Play-ის მონოპოლია აღიარეს. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და რწმენისთვის! თავისუფლება Fortnite-ს!». — დაწერა Epic Games-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ სვინიმ X-ზე.

Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
თემის მიხედვით
Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

ელექტრონიკის გიგანტის, Toshiba-ს ეპოქა საბოლოოდ დასრულდა

ოდესღაც იაპონიის დომინანტური ელექტრონიკის გიგანტი — ცნობილი როგორც Japan Inc — გაუქმდა, რითაც ტოკიოს საფონდო ბირჟის 74 წლიანი ისტორია დასრულდა.

Toshiba-ს დაღმასვლა 2015 წელს დაიწყო, როდესაც მრავალ განყოფილებაში, მათ შორის ტოპ მენეჯმენტში, ბუღალტრული აღრიცხვის შეცდომები გამოვლინდა. 2020 წელს Toshiba-მ ბუღალტრული აღრიცხვის შემდგომი დარღვევები აღმოაჩინა.

2016 წლის ბოლოს, Toshiba-მ განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარზე აიღებდა პასუხისმგებლობას, რომელიც ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან იყო დაკავშირებული — ის აშშ-ის ერთეულმა, Westinghouse Electric-მა ერთი წლით ადრე იყიდა.

Toshiba-მ 2017 წლის ბოლოს უცხოელი ინვესტორებისგან 5,4 მილიარდი აშშ დოლარის მიღება მოახერხა, რაც კომპანიას დაეხმარა, იძულებითი გაუქმება თავიდან აეცილებინა. მაგრამ ეს, თავის მხრივ, იმას ნიშნავდა, რომ აქციონერებს კომპანიის მიმართ მეტი მოთხონისა თუ პრეტენზიის წამოყენება შეეძლოთ.

დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ Toshiba-მ კომიტეტი შექმნა, რათა გაეგოთ, შეეძლოთ თუ არა კომპანიის აქციების გაყიდვა. 2022 წლის ივნისში Toshiba-მ შესყიდვასთან დაკავშრებით რვა წინადადება მიიღო.

ამ წლის დასაწყისში კომპანიამ დაადასტურა, რომ მას $14 მილიარდად იაპონელი ინვესტორების ჯგუფი გადაიბარებს, რომელსაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი Japan Investment Corp (JIC) ხელმძღვანელობს

გაურკვეველია, როგორ აპირებენ ახალი მფლობელები Toshiba-ს დიდების დაბრუნებას, მაგრამ ახალმა თავმჯდომარემ თქვა, რომ აქცენტი მაღალი მარჟის ციფრული სერვისები იქნება.

ელექტრონიკის გიგანტის Toshiba-ს ეპოქა საბოლოოდ დასრულდა
ელექტრონიკის გიგანტის, Toshiba-ს ეპოქა საბოლოოდ დასრულდა
თემის მიხედვით
ელექტრონიკის გიგანტის, Toshiba-ს ეპოქა საბოლოოდ დასრულდა

ჩიპების ომი და ბაიდენის სტრატეგიული ნაბიჯები

აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რათა დაბლოკოს და დაარეგულიროს ამერიკული ინვესტიციები ჩინეთში მთავარ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.

ბაიდენმა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითა, რომ აცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას, რათა უპასუხოს ჩინეთის მიღწევებს «სენსიტიურ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებში, რომლებიც კრიტიკულია სამხედრო, დაზვერვის, თვალთვალის ან კიბერ-ჩართული შესაძლებლობებისთვის».

ფონდის მენეჯერები შიშობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯი, რომელიც ჩინეთში გამავალი ინვესტიციების შეზღუდვას გულისხმობს, ვაშინგტონში პეკინის საწინააღმდეგო განწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს და მეტ შეზღუდვას გამოიწვევს.

აღმასრულებელი ბრძანება აშშ-დან ჩინეთში მგრძნობიარე ტექნოლოგიების გატანას არეგულირებს. ინვესტორებმა, მრჩეველებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრძანება ეროვნულ უსაფრთხოებაზეა მორგებული და ინდუსტრიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თვეების კონსულტაციების შედეგია.

საქართველო: რა მოხდა IT სფეროში 2023 წელს
საქართველო: რა მოხდა IT სფეროში 2023 წელს
თემის მიხედვით
საქართველო: რა მოხდა IT სფეროში 2023 წელს


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.