ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Epic Games-მა Google Play Store-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

ფედერალური სასამართლოს ნიფიცმსაჯულებმა Epic Games-ის საჩივარი დააკმაყოფილეს გადაწყვიტეს, რომ Google-ის Android აპლიკაციების მაღაზია ანტიკონკურენტული ბარიერებით იყო დაცული, რამაც სმარტფონების მომხმარებლები და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები დააზიანა.

კომენტარის დატოვება

წლების განმავლობაში, Google და Apple ამტკიცებდნენ, რომ მათი აპლიკაციების მაღაზიებში დაწესებული წესები და შეზღუდვები მომხმარებლების სასარგებლოდ არსებობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თუ ის აპელაციის შემდეგაც შენარჩუნდება, შეიძლება მიდგომა შეცვალოს, თუ როგორ აკონტროლებს ორი ძირითადი მობილური ოპერაციული სისტემა მესამე მხარის აპლიკაციების განაწილებას მოწყობილობებზე.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კომპანიას Google Play Store-სა და Google Play Billing გადახდის სერვისებს შორის უკანონო კავშირი აქვს. ასევე გადაწყდა, რომ განაწილების ხელშეკრულება, Project Hug, რომელიც თამაშის დეველოპერებს ეხებათ, ანტიკონკურენტული იყო.

«გამარჯვება Google-ზე! 4 კვირიანი სასამართლო ჩვენების შემდეგ, კალიფორნიის ნაფიცმა მსაჯულებმა Google Play-ის მონოპოლია აღიარეს. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და რწმენისთვის! თავისუფლება Fortnite-ს!». — დაწერა Epic Games-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ სვინიმ X-ზე.

Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთავრობის საკითხებსა და საჯარო პოლიტიკაში, უილსონ უაითმა განაცხადა, რომ Google განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. 

«სასამართლო პროცესმა ცხადყო, რომ ჩვენ Apple-სა და მის App Store-ს ძალიან დიდ კონკურენციას ვუწევთ. ჩვენ Android ბიზნეს მოდელის დაცვას გავაგრძელებთ…». — თქვა მან.

2020 წელს Epic-მა iOS-სა და Android-ზე თავისი პოპულარული თამაში, Fortnite განაახლა და მოთამაშეებისთვის ვირტუალური ნივთების ყიდვის ვარიანტები პირდაპირ Epic-დან დაამატა. 

Apple-მა და Google-მა Epic აპლიკაციების მაღაზიებიდან გააძევეს და განაცხადეს, რომ Epic-მა მათი პოლიტიკა დაარღვია. საპასუხოდ, Epic-მა ორივე კომპანიას უჩივლა და განაცხადა, რომ მათი კონტროლი ანტიკონკურენტულ მონოპოლიას წარმოადგენდა.

Epic-მა Apple-ის წინააღმდეგ საქმის უმეტესი ნაწილი სასამართლო და სააპელაციო წესით წააგო და სექტემბერში საქმის განხილვა  უზენაეს სასამართლოს სთხოვა. 

Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო
Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო
თემის მიხედვით
Apple-მა Epic Games-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა მოიგო
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
თემის მიხედვით
Google-ს მრავალმილიარდიანი სასამართლო პროცესი ემუქრება
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო
თემის მიხედვით
Google-მა $8 მლრდ გადაიხადა, რათა მისი აპლიკაციები Samsung-ის ტელეფონებზე ნაგულისხმევად ყოფილიყო

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.