როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
— პატ პატარანუტაპორნი და დანიელ პილისი
AI Comes Out of the Closet — «AI გამოდის კარადიდან» არის დიდი ენის მოდელებზე (LLM) დაფუძნებული სისტემა, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ დიალოგს და ვირტუალურ სიმბოლოებს სოციალური ინტერაქციის კომპლექსური სიმულაციების შესაქმნელად.
ეს სიმულაციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იექსპერიმენტონ და გააუმჯობესონ თავიანთი მიდგომა LGBTQIA+ უფლებებისადმი უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში.
კვლევა დანიელ პილისისთვის როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური ხასიათისაა, რადგან ის დაფუძნებულია გარემოზე, რომელშიც ლგბტქია+ ადამიანები ცხოვრებას აგრძელებენ: ნავიგაციას იდენტობის, მიღებისა და ხილვადობის სირთულეებში.
დანიელ პილისი MIT-ის მედიახელოვნებისა და მეცნიერების მიმართულების კურსდამთავრებული და MIT Media Lab-ის «ხელშესახები მედიის» ჯგუფის მკვლევარია.
დანიელ პილისმა ამ სამუშაო ადვოკატირების სიმულაციის საჭიროების გამო გადაწყვიტა, რათა არა მხოლოდ დაპირისპირებოდა არსებულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ლგბტქია+ საზოგადოება დგას, არამედ მათთვის შეეთავაზებინა ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც AI-ის პოტენციალს გაგების, ეპმათიისა და მხარდაჭერისთვის გამოიყენებენ.
ეს პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ გამოცადოს რწმენა, რომ ტექნოლოგია, გააზრებულად გამოყენებისას, შეიძლება იყოს ძალა საზოგადოებრივი სიკეთისთვის, განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოცდილებების მქონე საზოგადოებებს შორის არსებული უფსკრულების შესავსებად და უფრო ინკლუზიური სამყაროს შესაქმნელად.
პილისი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან, თუმცა, ჯერაც ხშირად შეუმჩნეველ კავშირს ლგბტქია+ თემსა და ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარებას შორის.
ის ამბობს: «ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის ქვიარი იყო. გამოთვლები ყოველთვის ქვიარი იყო».
პილისი ამით ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილს, კონტრიბუციას, რომელიც სფეროში ქვიარ ადამიანებმა გასწიეს და საუბარს იწყებს ალან ტურინგით, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის დამფუძნებელი ფიგურით, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო ქიმიური კასტრაციით ოფიციალურად დასაჯეს.
ტურინგის გამოცდილების საპირისპიროდ, პილისი აღნიშნავს OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის ღიაობის მიღებას მისი ქვიარ იდენტობის შესახებ, რაც ასახავს უფრო ფართო შემოტრიალებას ინკლუზიურობისკენ. ევოლუცია ტურინგიდან ალტმანამდე ხაზს უსვამს ლგბტქია+ ადამიანების გავლენას ხელოვნური ინტელექტის სფეროს ჩამოყალიბებაში.
«არის რაღაც ქვიარ კულტურაში, რომელიც მას გამოხატავს ხელოვნური კიტჩის, კემპის, წარმოდგენების საშუალებით». — ამბობს დანიელ პილისი. ხელოვნური ინტელექტი თავად განასახიერებს კონსტრუქტირებულს, შემსრულებლურს — თვისებებს, რომლებიც ღრმად რეზონანსულია ქვიარ გამოცდილებასთან და გამოხატულებასთან. ამ კუთხით, პოლისი მოუწოდებს ხელოვნური ინტელექტის ქვიარობას აღიარებისკენ, არა მხოლოდ მის ისტორიაში, არამედ მის არსში.
პილსმა თავისი კვლევის შესასრულებლად პარტნიორიც იპოვა — პატ პატარანუტაპორნი, MIT-ის სტუდენტი Media Lab Fluid Interfaces-ის ჯგუფში.
როგორც ხშირად ხდება მედია ლაბორატორიაში, მათი პარტნიორობაც დაიწყო ლაბორატორიის ინტერდისციპლინური კვლევის აღმოჩენების ფარგლებში, როცა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პატარანუტაპორნის მუშაობა პილისის ადამიანის 3D სიმულაციაზე მუშაობას დაემთხვა.
ტექსტის ჟესტებზე დაფუძნებულ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სირთულე აღმოჩნდა. პატარანუტაპორნი თავის კვლევაში ხაზს უსვამს ისეთი პირობების შექმნას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, აყვავდნენ და გაიფურჩქნონ — არა მხოლოდ მოაგვარონ პრობლემები. კვლევა მიზნად ისახავს, გაიგოს, რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, წვლილი შეიტანოს ადამიანის აყვავებაში «სიბრძნის, საოცრებისა და კეთილდღეობის» განზომილებებში.
პროექტში პატარანუტაპორნი ფოკუსირებული იყო ისეთი დიალოგების გენერირებაზე, რომელიც ვირტუალურ ინტერაქციებს წაახალისებდა.
პეტი მეისი, MIT Media Lab-ში გერმეშაუზენის მედია ხელოვნებისა და მეცნიერების პროფესორი და ამ პროექტის მრჩეველი, ამბობს:
ტექ ინდუსტრია რთული ლანდშაფტის მქონეა ლგბტქია+ ინდივიდებისთვის. მონაცემების მიუთითებს, რომ გეი ინჟინრების 33% თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას აღიქვამს ბარიერად კარიერული წინსვლისთვის.
ლგბტქია+ ტექ პროფესიონალების ნახევარზე მეტი აცახადებს, რომ სამუშაო ადგილზე ხვდება ჰომოფობიური ხუმრობები, რაც ხაზს უსვამს კულტურული და ქცევითი ცვლილებების საჭიროებას.
«AI გამოდის კარადიდან» შექმნილია, როგორც ონლაინ კვლევა, რომელიც შეაფასებს სიმულატორის გავლენას ლგბტქია+ საკითხების მიმართ თანაგრძნობის, გაგებისა და ადვოკატირების უნარების განვითარებაზე.
კვლევის მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ გარემოს და იმ რეალური სცენარების სიმულაციას, რომლებშიც შესაძლოა ლგბტქია+ პირები აღმოჩნდნენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამსახურში ქამინგ აუთის დინამიკაზე.
კვლევის მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის წესით მოხვდნენ ვირტუალურ პერსონაჟებთან ინტერაქციის 2 მოდელიდან ერთ-ერთში: «1-ლი პიროვნება» ან «მე-3 პიროვნება».
მონაწილეებს, რომლებსაც «1-ლი პიროვნების» როლი შეხვდათ, უწევთ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქამინგ აუთს აკეთებენ და შემდგომ პროცესებს გადიან. პერსონალური ურთიერთქმედებები სიმულაციით ხდება.
«მე-3 პიროვნების» როლმა მონაწილეებს საშუალება მისცა, ყოფილიყვნენ დამკვირვებლები ან რეჟისორები, რომლებიც შეძლებდნენ, მოვლენების განვითარებაზე ზემოქმედება ჰქონოდათ გვერდითა პოზიციიდან. ეს მიდგომა შექმნილია იმერსიული დაკვირვების გამოცდილების ზემოქმედების შესასწავლად.
მონაწილეები იმართებოდნენ სიმულაციური ინტერაქციების სერიით, სადაც ვირტუალური პერსონაჟები, რომლებიც AI-სა და LLM-ის მოწინავე მოდელებით იყვნენ შექმნილები, წარმოადგენდნენ რეალურ და დინამიკურ პასუხებს მონაწილეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე. სცენარები მოიცავდა საკვანძო მომენტებსა და გადაწყვეტილებებს და აჩვენებდა ქამინგ აუთის ემოციურ და სოციალურ კომპლექსურობასა და სირთულეებს.
კვლევისთვის შექმნილი სცენარები უზრუნველყოფდა მონაწილეებთან AI-ს ურთიერთქმედების სტრუქტურას. მაგალითად, სცენარში ვირტუალურმა პერსონაჟმა შესაძლოა თავის ლგბტქია+ იდენტობაზე მოუთხროს თანამშრომელს, რომელიც წარმოდგენილია მონაწილის მიერ და რომელიც შემდეგ საუბარს აგრძელებს პასუხებით, რომელთა არჩევაც რამდენიმე შემოთავაზებული ვარიანტიდან არის შესაძლებელი.
ეს რამდენიმე არჩევანი შექმნილია იმისთვის, რომ წარმოაჩინოს მთელი რიგი რეაქციებისა, მხარდამჭერიდან ნეიტრალურამდე ან უარყოფითამდე, რაც საშუალებას აძლევს კვლევას, დააკვირდეს მონაწილეთა დამოკიდებულებებისა და პასუხების მთელ სპექტრს.
სიმულაციის შემდეგ, მონაწილეებს დაუსვეს კითხვების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ლგბტქია+ ადვოკატირების მიმართ მათი თანაგრძნობის, თანაგანცდისა და კომფორტის დონის შეფასებას. ეს კითხვები მიზნად ისახავდა იმის ასახვას და პროგნოზირებას, თუ როგორ შეუძლია სიმულაციას, შეცვალოს მონაწილეთა ქცევა და აზრები მომავალში, რეალურ სიტუაციებში.
კვლევამ გამოავლინა საინტერესო განსხვავება, თუ როგორ იმოქმედა სიმულაციამ ემპათიის დონეებზე იმის მიხედვით, მონაწილე «1-ლი პიროვნება» იყო თუ «მე-3 პიროვნება».
კვლევის თანახმად, «მე-3 პიროვნების» როლში, სადაც მონაწილეები უყურებდნენ და შეეძლოთ, გავლენა მოეხდინათ ვითარებაზე გარედან, ისინი მეტად თანაუგრძნობდნენ ლგბტქია+ ადამიანების ქამინგ აუთების სიტუაციების დროს. ცალკეული შემთხვევების ყურება და სცენარის კონტროლი მათ დაეხმარათ, უფრო მეტად მოეხდინათ ლგბტქია+ ადამიანების გამოცდილებებთან იდენტიფიცირება.
მაშინ, როცა «1-ლი პიროვნების» შემთხვევაში, სადაც მონაწილეები თავად იყვნენ სიმულაციის მონაწილეები, მათი ემპათიურობა ან სხვების თანაგანცდის უნარი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ეს განსხვავება აჩვენებს, რომ ჩვენმა პერსპექტივამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს რეაქციებზე სიმულირებულ სოციალურ სიტუაციებში და რომ დამკვირვებლად ყოფნა შესაძლოა უკეთესი იყოს თანგარძნობის გაძლიერებისთვის.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სიმპატია და თანაგანცდა «მე-3 პიროვნების» ჯგუფში სტატისტიკურად, მნიშვნელოვნად მეტი იყო, კვლევამ გამოავლინა მხარეები, რომლებიც დამატებით ჩაღრმავებას საჭიროებს. მაგალითად, სიმულაციამ LGBTQIA+ ადამიანების მხარდაჭერის სიტუაციებში მონაწილეთა კომფორტსა და ნდობაზე არაერთგვაროვანი შედეგები გამოიღო.
ასევე, კვლევა აცნობიერებს მისი მეთოდოლოგიის თანდაყოლილ ნაკლოვანებებს, მათ შორის, დამოკიდებულებას ადამიანების მიერ თავის თავზე მიწოდებულ ინფორმაციასა და სიმულაციების სცენარების კონტროლირებად ბუნებაზე. ეს ფაქტორები, რომლებიც საჭიროა კვლევის თავდაპირველი გამოცდისთვის, მიუთითებს მომავალი კვლევის სფეროებზე, რომლებმაც უნდა გააფართოვონ და დაადასტურონ უკვე გაკეთებული მიგნებები.
დამატებითი სცენარების კვლევა, მონაწილეთა დემოგრაფიული მრავალფეროვნება და პარალელური კვლევები გრძელვადიანი ზემოქმედების შესაფასებლად შეიძლება მომავალში განხორციელდეს.
ეს მიდგომა ხაზს უსვამს უფრო ფართო ტენდენციას, როდესაც ადამიანებმა შესაძლოა მიიღონ LGBTQIA+ ინდივიდები, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მათი გამოცდილების მნიშვნელობას.
დანიელ პილისს ცხადად წარმოუდგენია სიმულაციებისთვის მრავალი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება, ამ კვლევისთვის აიგოს.
ადამიანური რესურსებისა და კორპორაციულ ტრენინგებში სიმულატორი შეიძლება გახდეს ინკლუზიური სამუშაო ადგილების ხელშეწყობის ინსტრუმენტი. ის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ და გაიგონ LGBTQIA+ გამოცდილებისა და ადვოკატირების ნიუანსები, კომპანიებს შეუძლიათ, შექმნან უფრო თანამგრძნობი და მხარდამჭერი სამუშაო გარემო, გააძლიერონ გუნდის ერთიანობა და თანამშრომელთა კმაყოფილება.
მასწავლებლებლებსა და ლექტორებს ხელსაწყომ შეიძლება შესთავაზოს ახალი მიდგომა ემპათიისა და სოციალური სამართლიანობის სწავლებისადმი, რათა მოახდინონ მისი ინტეგრირება სასწავლო გეგმებში მიზნით, მოამზადოს სტუდენტები იმ მრავალფეროვანი სამყაროსთვის, რომელშიც ცხოვრობენ.
მშობლებისთვის, განსაკუთრებით LGBTQIA+ ბავშვების დედ-მამისთვის, სიმულატორმა შეიძლება უზრუნველყოს მნიშვნელოვანი შეხედულებები და სტრატეგიები შვილების მხარდაჭერისთვის როგორც მათი ქამინგ აუთის პროცესში, ისე მის მიღმა.
ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები შეიძენენ უფრო ღრმა გაგებას ლგბტქია+ პაციენტების გამოცდილებების შესახებ, რამაც, შესაძლოა, გააუმჯობესოს მათი ზრუნვა და ურთიერთობები. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი თერაპევტებისა და ფსიქოლოგების ტრენინგისთვის, რათა მათ შემდგომ ლგბტქია+ პაციენტებს უკეთესი მომსახურება გაუწიონ.