2023 წელი როგორც მსოფლიო, ისე ქართული ტექნოლოგიური სივრცისთვის საინტერესო, ინოვაციური და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ქვეყანამ საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე კუთვნილი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა და ძალები უახლეს ინოვაციებშიც მოსინჯა.
გთავაზობთ საინტერესო და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მოვლენების ჩამონათვალს, რომლებმაც 2023 წელი საქართველოსთვის გამორჩეული გახადეს 👇
Web Summit 2023-ზე ქართული სტარტაპების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ კონფერენცია Web Summit-ში 19-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, რაც კონკრეტულ კონფერენციაზე, საქართველოს რეკორდული მაჩვენებელია.
ნაწილობრივ ეს AI-ზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებლის, ანი რობაქიძის დამსახურებაა, რომელმაც საკუთარი პროდუქტი Web Summit-ის სტარტაპ კონკურსზე 2022 წელს წარადგინა და გაიმარჯვა. 2023 წლის კონფერენციაზე ანი სპიკერის ამპლუაში მოგვევლინა.
ლისაბონში გამართულ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ Enterprise Georgia-ის სტენდიც იხილა. Web Summit-ს ქართული სტარტაპების გარდა, პირველი ნეო ბანკის, Space-სა და TBC UZ-ის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
DataFest 2023
DataFest აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. ის ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს პროფესიონალებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებსა და დიზაინერებს აერთიანებს, რომლებიც მონაცემების გამოყენებით საჭირო და მნიშვნელოვან პროდუქტებს ქმნიან. ღონისძიება 2023 წლის 9-11 ნოემბერს გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებმა არაერთი გამოსვლა და ვორქშოფი მოისმინეს და იხილეს მონაცემთა მეცნიერებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მონაცემთა აქტივიზმზე, და ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლზე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა 2024 წელს საქართველოში გასამართი არჩევნები იყო. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებს ეხებოდა ჰაკათონები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ფესტივალის მესამე დღე, 11 ნოემბერი კი სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცა. გამარჯვებულ სტარტაპებს საკუთარი პროდუქტის განვითარებისთვისა და სრულყოფისთვის ფულადი პრიზები გადაეცათ.
თიბისის მიერ მხარდაჭერილი კონფერენციები 2023 წელს
2023 წელს თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენცია და ღონისძიება გაიმართა — გთავაზობთ ჩამონათვალს:
7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდა. კონფერენციის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის წევრებისთვის ინსპირაციის მიცემა იყო, რათა ისინი, ცვლილებების ლიდერები გახდნენ. კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრო. ადგილობრივმა და უცხოელმა სპიკერებმა 4 ძირითად თემაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია; კიბერუსაფრთხოება; Big Data და DevOps.
9-10 სექტემბერს GeoSTQB-მ, თიბისის მხარდაჭერით, ტესტერთა დღე აღნიშნა. 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა, შეკრებილმა აუდიტორიამ მოუსმინა არაერთ სპიკერს, დაესწრო პანელურ დისკუსიებს და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფებში. GeoSTQB-მ 2023 წელს ტესტერთა დღე მეოთხედ აღნიშნა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნათია სირბილაძე ამბობს, რომ ყოველი ღონისძიებაზე წინაზე მასშტაბურია.
15 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ტექნოლოგიური ღონისძიება — VMUG-ის შემოდგომის სერია ჩატარდა. ღონისძიებაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. VMware User Group (VMUG) Georgia 2010 წლის აგვისტოში დაარსებული გლობალური ორგანიზაციაა. მათი მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარების, ტრენინგების, თანამშრომლობისა და ღონისძიებების მეშვეობით VMware გამოცდილების გაზიარება და ამ ტექნოლოგიის რაც შეიძლება მეტ ტექ პროფესიონალამდე მიტანაა.
31 ოქტომბერს, «რესპუბლიკაში», Agile mentor-ის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summitგაიმართა. თიბისის მხარდაჭერით, მთავარი გამომსვლელი, «ეჯაილ მანიფესტოს» თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იყო, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო. ღონისძიების მთავარი აქცენტი Heart of Agile იყო — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.
11-12 დეკემბერს თიბისის მხარდაჭერით, აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, GITI ჩატარდა. რიგით მე-13 GITI კონფერენციაზე თიბისიმ, როგორც ტექ კომუნის მთავარმა მხარდამჭერმა, წელს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალება მისცა აუდიტორიას და მათ ისეთი კომპანიის წარმომადგენლის მოსმენის საშუალება მისცა, როგორიც Thoughtworks-ია.
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი კითხვა იყო — How? როგორ? კონფერენციის მონაწილეებმა მას მაქსიმალურად უპასუხეს.
ღონისძიებაზე განიხილეს საკითხები:
პროდუქტის მენეჯმენტის ვიზიონერების შეხედულებები;
პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის უახლესი სტრატეგიები;
Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა თანამედროვე ბიზნესში.
როგორ იწყობს ხელს მონაცემები ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
აუდიტორიის წინაშე წარდგა 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივ მომხსენებელი.
საქართველოში პირველი AI ასოციაცია შეიქმნა
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში 2023 წლის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური თემა ხელოვნური ინტელექტი იყო. შესაბამისად, საქართველო ინოვაციას ლოგიკურად აჰყვა და ქვეყანაში პირველი AI ასოციაცია შეიქმნა, რომელიც გვპირდება, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უამრავი შესაძლებლობის შექმნას შეეცდება.
«საქართველოს AI ასოციაცია ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ადამიანების — პროფესიონალების, ენთუზიასტების, მკვლევრების… — არაკომერციული გაერთიანებაა. ორგანიზაციას სექტემბერში დავარეგისტრირეთ. თუმცა, სრულყოფილად ფუნქციონირება ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ. ჩვენი მიზანი საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით არსებული დიდი პოტენციალის სწორად და მაქსიმალურად რეალიზების ხელშეწყობაა». — განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგი გიორგაძემ dev.ge-სთან საუბრისას.
Simple Steps რეგიონში Meta-ს პირველი საერთაშორისო ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი გახდა
Simple Steps ქართული კომპანიაა, რომელიც არაერთ ცნობილ ბიზნესს სწორი მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმასა და ციფრულ სივრცეში ეფექტურად პოზიციონირებაში ეხმარება. ის 2021 წლის თებერვალში დაფუძნდა და სწრაფი ტემპით ვითარდება — 2023 წლის დეკემბერში კომპანია Meta-ს საერთაშორისო ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი გახდა.
dev.ge-სთან ციფრული მარკეტინგის პროფესიონალმა და Simple Steps-ის პარტნიორმა, ალექსანდრე ჩომახიძემ განაცხადა, რომ Simple Steps საქართველოში და მთლიანად რეგიონშიც პირველი ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია, რომელმაც Meta-ს ტესტირების ჩატარების უფლება მოიპოვა — აქამდე ნებისმიერ მსურველს, მაგალითად, მარკეტერს, თუ Meta-ს სერტიფიკატის მიღება სურდა, უშალოდ Meta-ს ვებსაიტზე შესვლა, დარეგისტრირება, თანხის გადახდა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება უწევდა, ხოლო თუ გამოცდის ფიზიკურად ჩაბარება დასჭირდებოდა, მაშინ აშშ-ში ან ლონდონში უნდა წასულიყო.
Meta-ს სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება Simple Steps-ის დახმარებით 2024 წლის იანვრიდან იქნება შესაძლებელი.
ცვლილებები და სიახლეები BitCamp-ში
საქართველოში ერთ-ერთ ყველა დიდ Tech ქომიუნითი, BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp Kids, რომლის თანახმადაც, პროგრამირების სასწავლო პლატფორმა 9-დან 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, დაიწყო.
BitCamp-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ანა ავაზნელი გახდა — მან ამ თანამდებობაზე კომპანიის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილი ჩაანაცვლა.
BitCamp-მა დაიწყო ყოველკვირეული შეხვედრების სერია საზოგადოების წევრებთანაც.
ქართული სტარტაპი Artisio «სტარტაპების მსოფლიო თასის» ფინალში გავიდა
ქართული სტარტაპი Artisio «სტარტაპების მსოფლიო თასის» ფინალში გავიდა, რომელი სან ფრანცისკოში იმართება. მასში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობენ.
Artisio აუქციონების მართვის SaaS სისტემაა, რომელიც აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს.
Artisio-მ 2023 წლის მაისში Startup Connect-ის ორგანიზებით, ბათუმში ჩატარებულ «საქართველოს სტარტაპ სამიტზე» გაიმარჯვა.
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელი გახდა
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებული გახდა. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული.
Women in Tech-ის სტარტაპ კატეგორია ეძღვნება ქალთა მიერ დაარსებულ ან თანადამფუძნებელ სტარტაპს, რომელმაც აჩვენა განსაკუთრებული ინოვაცია, ზრდა, პოტენციალი და დადებითი გავლენა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. აქ ანა ნაკაშიძეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 7 კონკურენტი ჰყავდა.
ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე საქმიანობის ლიცენზია გასცა
ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე, სახელწოდებით «ჰეშზე» საქმიანობის ლიცენზია გასცა. სააქციო საზოგადოება «ჰეშის» დირექტორთა საბჭოს უფროსი თეონა მაკალათიაა, სამეთვალყურეო საბჭოს კი ლაშა პაპაშვილი ხელმძღვანელობს. ეროვნული ბანკის განცხადებით, სააქციო საზოგადოება «ჰეშის» ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
Impact Hub Tbilisi-მა Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობა დაიწყო
Impact Hub Tbilisi-ის აქსელერატორმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან, Startup Wise Guys-სთან თანამშრომლობა დაიწყო. ახალი პარტნიორობა ორივე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, ხოლო ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო შესაძლებლობა.
«ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ გამოცდილება, რომელსაც ჩვენი პრე-აქსელერატორის მონაწილე გუნდები მიიღებენ Startup Wise Guys-ის მენტორობით, ფასდაუდებელი იქნება მათი მომავალი წარმატების ფორმირებაში», — აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.
YouTube Premium და YouTube Music საქართველოშია
2014 წლის 14 ნოემბერს, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სოციალური მედიის პლატფორმამ, YouTube-მა ფასიანი სერვისი, YouTube Premium გამოუშვა, რომელიც 9 წლის შემდეგ უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
YouTube Premium, რომელიც პლატფორმაზე ვიდეოს რეკლამის გარეშე გთავაზობთ, საქართველოში 17.49 ლარი ღირს. გარდა ამისა, Premium გამოწერა ვიდეოების გადმოწერის საშუალებას გაძლევთ, რომელთა ყურებაც ინტერნეტის გარეშე შეგიძლიათ.
YouTube Music Apple Music-ს, Spotify-სა და სხვებს პირდაპირ კონკურენციას უწევს. როდესაც ამ გეგმას იყენებთ, YouTube Music Spotify-ის მსგავსად მუშაობს და მისი გამოყენება მხოლოდ YouTube Music აპში შეგიძლიათ. მისი გამოყენება საქართველოში თვეში 14,49 ლარად შეგიძლიათ.
2023 წლის ინოვაციებმა ტექნოლოგიური ლანდშაფტი მკვეთრად შეცვალა. კვანტური გამოთვლების წინსვლით დაწყებული, გენერაციული AI-ის, ერთი შეხედვით, შეუჩერებელი ზრდით დამთავრებული, შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი ტექნოლოგიური სფეროსთვის წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა.
გთავაზობთ 2023 წლის ტოპ 10 ინოვაციას 👇
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და გულისხმობს 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგოების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. მონაწილეები ისწავლიან ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას და გუნდურად შექმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს თემის პრობლემების გადასაწყვეტად.