ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
14 დეკემბერი 2023, 14:00
2023-12-14
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ელ-სალვადორის მთავრობა წლების განმავლობაში თავის ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტის გამოყენებაზე მსჯელობდა. პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და მისი პოლიტიკური პარტიის, Nuevas Ideas-ის წევრები ფლობენ და საჯაროდ უწყობენ ხელს Bitcoin-ის გამოყენებას — დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. 2021 წელს ეს დებატები Bitcoin-ის კანონის მიღებით დასრულდა, რომელმაც ელ- სალვადორში ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტას კანონიერი გადახდის სტატუსი მიანიჭა.
კანონი ძალაში 2021 წლის 7 სექტემბერს შევიდა. 2021 წლის სექტემბრამდე ელ-სალვადორის ლეგალური ვალუტა ამერიკული დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ელ-სალვადორში Bitcoin გარკვეული ქსპერიმენტული საპილოტე სქემების ნაწილი იყო, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. «Bitcoin Beach» პროექტი სოფელ ელ ზონტეში, სალვადორის მთავრობამ კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის საშუალებად გამოყენება ოფიციალურად არ დაუშვა.
ელ-სალვადორში Bitcoin-ის ლეგალიზებით, პრეზიდენტი ბუკელე ქვეყნის რამდენიმე ფინანსური გამოწვევის გადაჭრას ცდილობს. კერძოდ, ის იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ტრანზაქციების დროს მაღალი ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს, რომლის გადახდაც სალვადორელებს უცხოეთიდან ფულის გაგზავნისას უწევთ: 2020 წელს სალვადორელებმა უცხო ქვეყნებიდან დაახლოებით 5.9 მილიარდი აშშ დოლარი გამოიტანეს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე მეტს შეადგენს. Bitcoin-ში ამ ტრანზაქციების განხორციელების დაშვებით, ბუკელე სალვადორელებისთვის ფულადი გზავნილების საფასურს დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარით ამცირებს.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების დაზოგვის გარდა, Bitcoin-ის ლეგალიზაცია ასევე ფინანსური ინკლუზიის ხელშეწყობისთვის არის გამიზნული. ელ-სალვადორი, როგორც ყველაზე პატარა ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, იბრძვის, რომ ფორმალურ ეკონომიკაში. რაც შეიძლებბა ბევრმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა. კვლევებზე დაყრდნობით, 2017 წელს საბანკო ანგარიში მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს ჰქონდა. Bitcoin-ის, როგორც კანონიერი გადახდის საშუალების მიღებით, ელ-სალვადორის მთავრობა იმედოვნებს, რომ მოქალაქეებს ფორმალურ ეკონომიკაზე წვდომა ტრადიციულ ფინანსურ სერვისებზე დაყრდნობის გარეშე ექნებათ.
Bitcoin-ის კანონი კრიპტოვალუტას ელ-სალვადორში იურიდიულ ტენდერის სტატუსს ანიჭებს — აშშ დოლართან ერთად. ეს ნიშნავს, რომ, ისევე როგორც ამერიკული დოლარი, Bitcoin-იც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქონლისა და მომსახურების გადახდის საშუალება იქნება. Bitcoin-ის კანონი ამჟამად არ ეხებათ ბიზნესებს, რომლებსაც მსგავსი ტრანზაქციების დამუშავების საშუალება არ აქვთ, თუმცა, სალვადორის მთავრობა სასწავლო კურსების შემოღებას გეგმავს, რათა მათ ახალ სისტემაზე გადასვლაში დაეხმაროს.
ყველაფერთან ერთად, ელ-სალვადორის მთავრობა Bitcoin-ის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც სახელმწიფო ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოაქტივის ფასიან ქაღალდს გამოუშვებს. მარეგულირებლის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დასტური უკვე გაცემულია.
კანონმდებლებზე დაყრდნობით, ამით ელ-სალვადორის მთავრობა ინვესტორებისგან დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას შეძლებს, აქედან 500 მილიონი დოლარის დახარჯვა Bitcoin-ის ქალაქის მშენებლობაზე იგეგმება, დარჩენილი თანხა კი ციფრული რეზერვების გაზრდასა და დამატებითი რაოდენობით Bitcoin-ის შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.
რამდენიმე მთავრობა და ფინანსური ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ Bitcoin-ის ლეგალიზება ელ-სალვადორში ფულის გამთეთრებლებსა და სხვა ფინანსურ კრიმინალებს დიდ სარგებელს მოუტანს. დასავლურმა სამართალდამცავმა სააგენტოებმა აღნიშნეს, რომ მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ნარკოკარტელებმა კრიპტოვალუტების გამოყენება მათი უკანონო სახსრების გარდაქმნისთვის დაიწყეს და ახლა შესაძლოა ეს ელ-სალვადორშიც მარტივად მოხდეს.
ამ საფრთხეების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ სალვადორის მთავრობა კრიპტოვალუტის საფრთხეების მართვისთვისა და Bitcoin-ის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციფიკური რეგულაციების დანერგვის მიზნით რამდენიმე საკანონმდებლო ნაბიჯს გადადგამს. იმავდროულად, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ელ სალვადორში მუშაობენ, ახალ მარეგულირებელ ლანდშაფტს უნდა მოერგონ.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.